პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბათიაშვილი: "რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ?"
გიგა ბათიაშვილი: "რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ?"

ერთ დღეს ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან რომ ჩა­ვი­ა­რე და იქ მშე­ნე­ბა­რე "დი­ნო­ზავ­რე­ბის ჩონ­ჩხს" მოვ­კა­რი თვა­ლი, სიბ­რა­ლუ­ლის გან­ცდა და­მე­უფ­ლა, მაგ­რამ ვერ გა­ვარ­კვიე, ვინ უფრო მებ­რა­ლე­ბო­და, სა­კუ­თა­რი თავი თუ ჩვე­ნი თბი­ლი­სი. იმ დღეს, როცა რი­ყე­ზე წა­მო­ჭი­მულ უზარ­მა­ზარ კონ­სტრუქ­ცი­ას შე­ვავ­ლე თვა­ლი, ცივი, გან­დი­დე­ბის მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი გა­რე­მო აღი­მარ­თა ჩემ თვალ­წინ, რო­მელ­საც სა­ერ­თო აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და იმ თბი­ლის­თან, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. შე­საძ­ლოა, ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე, "რკი­ნი­სე­ბურ" აზ­როვ­ნე­ბას მო­ი­თხოვს და ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მივ­მარ­თე...

გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რი: "ის, რა­საც ძველ თბი­ლის­ში სჩა­დის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი და სა­ცო­და­ო­ბაა. ჯერ ამ შუ­შის ხიდ­მა შე­ჭა­მა, მას­შტა­ბი და­უნ­გრია ის­ტო­რი­ულ თბი­ლისს, ახლა კი სულ და­აქ­ცი­ეს თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი არა­თუ გა­რე­მო, მეხ­სი­ე­რე­ბაც კი. შუ­შის ნა­გე­ბო­ბე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. რო­დე­საც "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" პირ­ვე­ლად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ეს­კი­ზი ვნა­ხე, აღ­ვშფოთ­დი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ეს რაში გა­და­იზ­რდე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აე­რო­პორ­ტში მივ­დი­ო­დი. მუხ­რა­ნის ხიდ­ზე რომ გა­და­ვე­დი, გულ­ზე შე­მო­მე­ყა­რა, - სა­ში­ნე­ლი, უზარ­მა­ზა­რი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია წა­მო­უ­მარ­თავთ ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მარ­თზე, თით­ქმის უს­წორ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის ქვე­და ნა­წილს.

სად წა­ვი­და და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლე, ანუ სა­ჩი­ნო, პო­ე­ზი­ის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ბუდე? სად წა­ვი­და მე­ტე­ხის ეკ­ლე­სია გორ­გას­ლი­ა­ნად, სად წა­ვი­და თა­ბო­რის მთა­ზე ეკ­ლე­სია, სი­ო­ნის ტა­ძა­რი? ყვე­ლა­ფე­რი ამ რკი­ნის მილ­მა ჩაყ­ლა­პა.

ძვე­ლი თბი­ლი­სის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხედი უაზ­რო მი­ლად იქცა... ამ კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბა რი­ყე­ზე და­ნა­შა­უ­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას, ვი­საც ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ქარ­თვე­ლო­ბა და თბი­ლი­სე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, სულ­ში ჩა­ა­ფურ­თხეს! გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა და­ა­შა­ვა თბი­ლის­მა ასე­თი?

გა­ი­ძა­ხი­ან, გვი­რა­ბი ავა­შე­ნე­თო და ამა­ყო­ბენ. გვი­რაბს ჭრი­ან მთა­ში, კლდე­ში, აშე­ნე­ბენ წყალ­ში. რა უნ­დო­და რი­ყე­ზე გვი­რაბს, მა­შინ როცა მან­ქა­ნა გა­მო­დი­ო­და თუ არა ორ­თა­ჭა­ლი­დან, ფან­ტას­ტი­კუ­რი პა­ნო­რა­მა იშ­ლე­ბო­და სი­ონ­ზე, ნა­რი­ყა­ლა­ზე, მა­მა­და­ვით­ზე. ახლა აღარ არ­სე­ბობს ეს ბრწყინ­ვა­ლე პა­ნო­რა­მა. რი­ყის ტე­რი­ტო­რია მთე­ლი ხუთი მეტ­რით ას­წი­ეს ზე­ვით, რომ გვი­რა­ბი გა­მო­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ამ პლატ­ფორ­მა­ზე დას­ვეს ეს გუ­ლი­ვე­რის ბო­ტე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად ეს ზონა მთლი­ა­ნად წა­ი­შა­ლა ჩვე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბი­და­ნაც. რა­ტომ, რა ატ­კი­ნა ამის­თა­ნა ჩვენ­მა თბი­ლის­მა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რად, არა­მედ მო­რა­ლუ­რა­დაც ან­გრე­ვენ? ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­თან, ცნო­ბი­ე­რად თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ პო­ლი­ტი­კურ და იდე­ურ შე­უ­თავ­სებ­ლო­ბას­თან, რაც ჩვენს პო­ლი­ტე­ლი­ტას თა­ვი­დან­ვე გა­უჩ­ნდა თბი­ლი­სე­ლებ­თა­ნო.

არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში აქ­სი­ო­მაა - ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გკარ­ნა­ხობს ასა­გე­ბი ობი­ექ­ტის ფორ­მა­სა და ში­ნა­არსს, თა­ვად არ­ქი­ტექ­ტუ­რა კი ეროვ­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის შე­დე­გია, დიახ, ფი­ლო­სო­ფი­აა, იდე­ო­ლო­გია... ქმნის გა­რე­მოს, რო­მე­ლიც იმ ადა­მი­ან­თა ფსი­ქი­კა­საც აყა­ლი­ბებს, რომ­ლე­ბიც ამ გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ. ამი­ტომ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აზრი, ვინც შე­მოქ­მე­დია და არა მომ­ხმა­რე­ბე­ლი. შე­მოქ­მე­დი ქმნის ეპო­ქას, რაც არ ძა­ლუძს მომ­ხმა­რე­ბელს.

რას სჩა­დი­ან პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე? იცი­ან კი რო­გო­რია პუშ­კი­ნის ქუ­ჩის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ის­ტო­რია? მას შემ­დეგ, რაც აღა-მაჰ­მად-ხა­ნის ლაშ­ქრო­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა დამ­შვიდ­და, ქა­ლაქ­მა ზრდა და­ი­წყო და გად­მო­ა­ლა­ჯა გა­ლავ­ნის კე­დელს. ხალ­ხმა კი არ და­ან­გრია გა­ლა­ვა­ნი, არა­მედ გა­მო­ი­ყე­ნა, - კედ­ლებ­ზე აივ­ნე­ბი და­კი­და, მერე ოთა­ხე­ბი მი­ა­შე­ნა და სა­უ­ცხოო სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, ზარ­ბა­ზან­ზე რომ ჩიტ­მა ბუდე გა­ი­კე­თოს. იმა­ზე უკე­თეს პა­ნო­რა­მას, რო­გო­რიც ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩაა, მსოფ­ლი­ო­ში ვერ­სად ნა­ხავთ. მას თვა­ლის­ჩი­ნი­ვით გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ თე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­დო­და პუშ­კი­ნის ქუ­ჩი­სათ­ვის. როცა ყავ­ლაშ­ვილ­მა თა­ვის პრო­ექ­ტზე უარი თქვა, ძვე­ლი თბი­ლი­სის ხათ­რით მა­შინ მო­ვას­წა­რით სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბა. პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ეს გა­ლა­ვა­ნი გრძელ­დე­ბა. ვი­ცო­დით, რო­გორ გა­დის კე­დე­ლი. ჯერ კი­დევ ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს ჰქონ­და რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლი გა­ლავ­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი. მა­შინ დაგ­ვე­ბა­და აზრი, რომ გა­ლა­ვა­ნი ზე­მოთ კი არ ამოგ­ვეყ­ვა­ნა, არა­მედ მი­წის­ქვე­შა ქუჩა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო გა­ლავ­ნით, სარ­და­ფე­ბით, რეს­ტორ­ნე­ბი­თა და კა­ფე­ე­ბით. სა­ო­ცა­რი მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი გვექ­ნე­ბო­და. ახლა კი სულ ბულ­დო­ზე­რით გა­და­უ­ა­რეს ყვე­ლა­ფერს, ყო­ველ­გვა­რი ანა­ლი­ზი­სა და გეგ­მის გა­რე­შე და­ი­წყეს ნგრე­ვა. ასე­თი ვო­ლუნ­ტა­რის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოა, რომ უგე­მოვ­ნო­ბა დამ­კვიდ­რდა. აღა­რა­ფერ­ში იგ­რძნო­ბა ჰარ­მო­ნია. ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და­ემ­სგავ­სა ორ­კესტრს, რო­მელ­საც პარ­ტი­ტუ­რა არ გა­აჩ­ნია!

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ ეს გვი­რა­ბი ცნო­ბილ არ­ქი­ტექ­ტორს, ფუქ­სასს ეკუთ­ვნის.

- თქვეს, რომ ამ ნა­გე­ბო­ბის დამპრო­ექ­ტე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ფუქ­სა­სია. მას ვიც­ნობ, ჩვენ ერთი აკა­დე­მი­ის წევ­რე­ბი ვართ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ფუქ­სასს ასე­თი კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილი და­ედ­გა. საქ­მე ის არის, რომ აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ ფუქ­სა­სის ლოგო და ამ ნა­გე­ბო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ფუქ­სა­სის პრო­ექტთან. ამ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფუქ­სა­სის კონ­სტრუქ­ცი­ამ დე ლუ­კის აშე­ნე­ბუ­ლი "სა­ა­მა­ყო" ხი­დიც კი "გა­დაყ­ლა­პა".

იხი­ლეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიგა ბათიაშვილი: "რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ?"

გიგა ბათიაშვილი: "რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ?"

ერთ დღეს ბარათაშვილის ხიდთან რომ ჩავიარე და იქ მშენებარე "დინოზავრების ჩონჩხს" მოვკარი თვალი, სიბრალულის განცდა დამეუფლა, მაგრამ ვერ გავარკვიე, ვინ უფრო მებრალებოდა, საკუთარი თავი თუ ჩვენი თბილისი. იმ დღეს, როცა რიყეზე წამოჭიმულ უზარმაზარ კონსტრუქციას შევავლე თვალი, ცივი, განდიდების მანიით შეპყრობილი გარემო აღიმართა ჩემ თვალწინ, რომელსაც საერთო აღარაფერი ჰქონდა იმ თბილისთან, რომელიც მიყვარს. შესაძლოა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციები უფრო თანამედროვე, "რკინისებურ" აზროვნებას მოითხოვს და ამიტომ პროფესიონალებს მივმართე...

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: "ის, რასაც ძველ თბილისში სჩადის ჩვენი ხელისუფლება, დანაშაული და საცოდაობაა. ჯერ ამ შუშის ხიდმა შეჭამა, მასშტაბი დაუნგრია ისტორიულ თბილისს, ახლა კი სულ დააქციეს თბილისის ისტორიული არათუ გარემო, მეხსიერებაც კი. შუშის ნაგებობები წინააღმდეგობაშია არქიტექტურულ ღირებულებებთან. როდესაც "კვირის პალიტრაში" პირველად საკონცერტო დარბაზის ესკიზი ვნახე, აღვშფოთდი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს რაში გადაიზრდებოდა.

რამდენიმე დღის წინ აეროპორტში მივდიოდი. მუხრანის ხიდზე რომ გადავედი, გულზე შემომეყარა, - საშინელი, უზარმაზარი რკინის კონსტრუქცია წამოუმართავთ ბარათაშვილის აღმართზე, თითქმის უსწორდება პრეზიდენტის რეზიდენციის ქვედა ნაწილს.

სად წავიდა დარეჯანის სასახლე, ანუ საჩინო, პოეზიის ერთ-ერთი ულამაზესი ბუდე? სად წავიდა მეტეხის ეკლესია გორგასლიანად, სად წავიდა თაბორის მთაზე ეკლესია, სიონის ტაძარი? ყველაფერი ამ რკინის მილმა ჩაყლაპა.

ძველი თბილისის უმშვენიერესი ხედი უაზრო მილად იქცა... ამ კონსტრუქციის აშენება რიყეზე დანაშაულია. ეს ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა, ქართველობა და თბილისელობა მნიშვნელოვნად მიაჩნია, სულში ჩააფურთხეს! გამაგებინეთ, რა დააშავა თბილისმა ასეთი?

გაიძახიან, გვირაბი ავაშენეთო და ამაყობენ. გვირაბს ჭრიან მთაში, კლდეში, აშენებენ წყალში. რა უნდოდა რიყეზე გვირაბს, მაშინ როცა მანქანა გამოდიოდა თუ არა ორთაჭალიდან, ფანტასტიკური პანორამა იშლებოდა სიონზე, ნარიყალაზე, მამადავითზე. ახლა აღარ არსებობს ეს ბრწყინვალე პანორამა. რიყის ტერიტორია მთელი ხუთი მეტრით ასწიეს ზევით, რომ გვირაბი გამოეტარებინათ. ამ პლატფორმაზე დასვეს ეს გულივერის ბოტები და პრაქტიკულად ეს ზონა მთლიანად წაიშალა ჩვენი მეხსიერებიდანაც. რატომ, რა ატკინა ამისთანა ჩვენმა თბილისმა ამ ხელისუფლებას, რომ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც ანგრევენ? ხშირად მეუბნებიან, რომ ასეთი დანაშაულებრივი დამოკიდებულება თბილისთან, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ და იდეურ შეუთავსებლობასთან, რაც ჩვენს პოლიტელიტას თავიდანვე გაუჩნდა თბილისელებთანო.

არქიტექტურაში აქსიომაა - ადგილმდებარეობა გკარნახობს ასაგები ობიექტის ფორმასა და შინაარსს, თავად არქიტექტურა კი ეროვნული ფილოსოფიის შედეგია, დიახ, ფილოსოფიაა, იდეოლოგია... ქმნის გარემოს, რომელიც იმ ადამიანთა ფსიქიკასაც აყალიბებს, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ. ამიტომ გასათვალისწინებელია იმ პროფესიონალების აზრი, ვინც შემოქმედია და არა მომხმარებელი. შემოქმედი ქმნის ეპოქას, რაც არ ძალუძს მომხმარებელს.

რას სჩადიან პუშკინის ქუჩაზე? იციან კი როგორია პუშკინის ქუჩის განაშენიანების ისტორია? მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შემდეგ ცხოვრება დამშვიდდა, ქალაქმა ზრდა დაიწყო და გადმოალაჯა გალავნის კედელს. ხალხმა კი არ დაანგრია გალავანი, არამედ გამოიყენა, - კედლებზე აივნები დაკიდა, მერე ოთახები მიაშენა და საუცხოო სურათი მივიღეთ. დაახლოებით ისეთი, ზარბაზანზე რომ ჩიტმა ბუდე გაიკეთოს. იმაზე უკეთეს პანორამას, როგორიც ბარათაშვილის ქუჩაა, მსოფლიოში ვერსად ნახავთ. მას თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ამ თემის შენარჩუნება გვინდოდა პუშკინის ქუჩისათვის. როცა ყავლაშვილმა თავის პროექტზე უარი თქვა, ძველი თბილისის ხათრით მაშინ მოვასწარით სპეციალური ნიშნების დაყენება. პუშკინის ქუჩაზე ეს გალავანი გრძელდება. ვიცოდით, როგორ გადის კედელი. ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს ჰქონდა რუკაზე დატანილი გალავნის ნარჩენები. მაშინ დაგვებადა აზრი, რომ გალავანი ზემოთ კი არ ამოგვეყვანა, არამედ მიწისქვეშა ქუჩა გაკეთებულიყო გალავნით, სარდაფებით, რესტორნებითა და კაფეებით. საოცარი მიწისქვეშა ქალაქი გვექნებოდა. ახლა კი სულ ბულდოზერით გადაუარეს ყველაფერს, ყოველგვარი ანალიზისა და გეგმის გარეშე დაიწყეს ნგრევა. ასეთი ვოლუნტარისტული დამოკიდებულების გამოა, რომ უგემოვნობა დამკვიდრდა. აღარაფერში იგრძნობა ჰარმონია. ქართული არქიტექტურა დაემსგავსა ორკესტრს, რომელსაც პარტიტურა არ გააჩნია!

- ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გვირაბი ცნობილ არქიტექტორს, ფუქსასს ეკუთვნის.

- თქვეს, რომ ამ ნაგებობის დამპროექტებელი არქიტექტორი ფუქსასია. მას ვიცნობ, ჩვენ ერთი აკადემიის წევრები ვართ. ვერ წარმომიდგენია, ფუქსასს ასეთი კანალიზაციის მილი დაედგა. საქმე ის არის, რომ აქ გამოყენებულია მხოლოდ ფუქსასის ლოგო და ამ ნაგებობას საერთო არაფერი აქვს ფუქსასის პროექტთან. ამ ეგრეთ წოდებული ფუქსასის კონსტრუქციამ დე ლუკის აშენებული "საამაყო" ხიდიც კი "გადაყლაპა".

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"