სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომითი უფლებები
შრომითი უფლებები

გა­უფრ­თხი­ლებ­ლად სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი, არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შო გრა­ფი­კი - დარ­ღვე­უ­ლი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის არის პრობ­ლე­მა. რა უნდა იცო­დეთ შრო­მით უფ­ლე­ბებ­ზე, რა გე­კუთ­ვნით და რისი უფ­ლე­ბა გაქვთ? თქვენს კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი ნიკა: მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა ბერ­კე­ტე­ბი აქვს მო­ქა­ლა­ქეს შე­ლა­ხუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად? პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნად შე­დე­გის მომ­ტა­ნია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა?

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან მოქ­მე­დებს, დამ­საქ­მე­ბელს აძ­ლევს უფ­ლე­ბას ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე და­ი­თხო­ვოს და­საქ­მე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან. დამ­საქ­მე­ბელს ენი­ჭე­ბა თით­ქმის შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა პი­რის სა­მუ­შა­ო­ზე აყ­ვა­ნი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, ყო­ველ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი­სა და მი­ზე­ზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე. კერ­ძოდ, შრო­მის კო­დექ­სის 37-ე მუხ­ლის "დ" პუნ­ქტი­სა და 38-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, დამ­საქ­მე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით შე­წყვი­ტოს შრო­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულ­თან, იმ პი­რო­ბით, რომ მას მის­ცეს ერთი თვის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცია, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მა დამ­საქ­მე­ბელს აძ­ლევს თვით­ნე­ბო­ბი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის სა­მუ­შა­ო­დან უსა­მარ­თლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძლი­ერ მხა­რეს - დამ­საქ­მე­ბელს ეკის­რე­ბა არის ის, რომ მან უნდა აუ­ნა­ზღა­ე­როს და­საქ­მე­ბულს არა­ნაკ­ლებ ერთი თვის ხელ­ფა­სი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა პროფ­კავ­ში­რის წევ­რებს უწევს უფა­სო იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას, იცავს მათ უფ­ლე­ბებს დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში. სამ­სა­ხუ­რი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვით და­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვებ­ში (რაც სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ხში­რია) პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ასე­ვე მი­მარ­თავს შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბულ გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­საც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ექ­ვსწლი­ა­ნი მცდე­ლო­ბე­ბის შე­დე­გად (ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სი მი­ღე­ბულ იქნა 2006 წელს) დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შრო­მის კო­დექ­სის ძი­რე­უ­ლად შეც­ვლის მო­თხოვ­ნით გა­ნიც­დის ძლი­ერ წნეხს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა­გან, მათ შო­რის აშშ-ს მთავ­რო­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის, შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­საბ­ჭოს და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა­გან.

მკი­თხვე­ლი სან­დრო:გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­უ­საქ­მე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ე.წ. "უმუ­შევ­რო­ბის ხელ­ფა­სის" გა­დახ­დას აპი­რებს. რე­ა­ლუ­რია თუ არა ეს ინ­ფორ­მა­ცია და რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სა­ხის ხელ­ფა­სი სხვა ქვეყ­ნებ­ში?

უმუ­შე­ვარ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის/შემ­წე­ო­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა ნი­შან­დობ­ლი­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ახ­ლად­შექ­მნი­ლი და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის დე­ბუ­ლე­ბის მე–3 მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი შე­ი­მუ­შა­ვებს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას წა­რუდ­გენს

წი­ნა­და­დე­ბებს უმუ­შე­ვარ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო შე­ღა­ვა­თე­ბის/კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა, თუ რო­დის ან რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა უმუ­შე­ვარ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის დად­გე­ნა, რა ოდე­ნო­ბი­თა და რა ვა­დით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა უმუ­შე­ვარ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი შე­კი­თხვის მე­ო­რე ნა­წილს, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ევ­რო­პის, აშშ-სა და ყვე­ლა ნაკ­ლე­ბა­დცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დებს უმუ­შე­ვარ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ცე­მის წესი, რაც შე­სა­ბა­მი­სად ასა­ხუ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე. კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ან­გა­რი­შე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ანა­ზღა­უ­რე­ბა შრო­მის სტა­ჟი, უმუ­შევ­რის ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა, უმუ­შევ­რად ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბი და სხვა.

მკი­თხვე­ლი ხა­თუ­ნა: რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­დეკ­რე­ტო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლა შე­უძ­ლია რო­გორც ცოლს, ასე­ვე ქმარს. რა სა­ხის და­ნა­მა­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დეკ­რეტ­ში გას­ვლის შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლის­თვის და მაქ­სი­მუმ, რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გრძელ­დე­ბო­დეს ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­დეკ­რე­ტო შვე­ბუ­ლე­ბა?

რო­მე­ლი კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს სა­დეკ­რე­ტო შე­ვე­ბუ­ლე­ბებს და სად შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვო ეს კა­ნო­ნი?

კა­ნო­ნი ბავ­შვის მა­მას მხო­ლოდ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აძ­ლევს ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს უფ­ლე­ბას. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტის 2006 წელს დამ­კი­ცე­ბუ­ლი "ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წე­სის" თა­ნახ­მად, ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ანა­ზღა­უ­რე­ბა ორ­სუ­ლი (მშო­ბი­ა­რე) ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რებს არ მი­ე­ცე­მათ, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, როცა მშო­ბი­ა­რე ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ცო­ცხა­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას ღე­ბუ­ლობს ბავ­შვის მამა ან მე­ურ­ვე პირი. თუმ­ცა, ბავ­შვის მა­მას აქვს უფ­ლე­ბა ბავ­შვის მოვ­ლის გამო ისარ­გებ­ლოს ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შვე­ბუ­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად ბავ­შვის მოვ­ლის გამო და­მა­ტე­ბი­თი შვე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად უვ­ლის ბავ­შვს, არა­ნაკ­ლებ წე­ლი­წად­ში 2 კვი­რი­სა სა­ნამ ბავ­შვს შე­უს­რულ­დე­ბა 5 წელი.

ამა­ვე კო­დექ­სის 27-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბულს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ეძ­ლე­ვა შვე­ბუ­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო – 477 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ოდე­ნო­ბით, აქე­დან ანა­ზღა­უ­რე­ბა­დია 126 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე, ხოლო მშო­ბი­ა­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბის ან ტყუ­პის შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში – 140 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე. "ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წე­სის მე-5 მუხ­ლის თა­ნახ­მად, დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა ფონ­დის მიერ, მაგ­რამ არა უმე­ტეს 600 ლა­რი­სა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა და­საქ­მე­ბუ­ლი და დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდნენ და­მა­ტე­ბით ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე.

ამ სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბებს არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი და 2006 წლის 25 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა №231/ნ "ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წე­სის" დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მკი­თხვე­ლი ბაია: მაქვს მუ­შა­ო­ბის 15 წლი­ა­ნი სტა­ჟი, მაგ­რამ არც ერთი სა­მუ­საო ად­გი­ლი არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შრო­მის წიგ­ნაკ­ში, ასე­თი წიგ­ნა­კი სა­ერ­თოდ არ გა­მაჩ­ნია. 90-იან წლებ­ში მას არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე უარი მი­თხრეს შრო­მის წიგ­ნა­კის გახ­სნა­ზე. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია. რო­გორ გა­და­წყდე­ბა სა­მო­მავ­ლოდ ჩვე­ნი პენ­სი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა?

პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივს, სა­დაც და­ცუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა (ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა მო­ნა­ცე­მე­ბი რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­ქივს გა­და­ა­ბა­რეს) სა­ბუ­ღალ­ტრო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში პი­როვ­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი. შრო­მი­თი სტა­ჟის შე­სა­ხებ ცნო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ სა­პენ­სიო და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი სუბ­სი­დი­ე­ბის მი­ღე­ბა­ში.

სა­მუ­შაო სტა­ჟის შე­სა­ხებ ცნო­ბის მი­სა­ღე­ბად თან უნდა იქო­ნი­ოთ შემ­დე­გი დო­კუ­მენ­ტე­ბი: პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა; იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან მისი მო­ად­გი­ლის წე­რი­ლო­ბი­თი მო­მარ­თვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბლანკზე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში); მე­სა­მე პი­რის მინ­დო­ბი­ლო­ბა (ასე­თის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში); საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ვე­ტე­რა­ნის მოწ­მო­ბა (უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში); იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის მოწ­მო­ბა (უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში); ოთხი და მეტი შვი­ლის მშო­ბე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბი (უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში); სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რის ცნო­ბა (უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში); I და II ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რის მოწ­მო­ბა (უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში); სა­პენ­სიო მოწ­მო­ბა (50%-იანი შე­ღა­ვა­თით მომ­სა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში. იმ პი­რო­ბით, რომ გა­მო­თხო­ვი­ლი ცნო­ბა ეხე­ბა პი­რა­დად განმცხა­დე­ბელს).

იმ შემ­თხე­ვა­ში თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი უარს გე­ტყვით სა­მუ­შა­ოს სტა­ჟის შე­სა­ხებ ცნო­ბის გა­ცე­მა­ზე, თქვენ უფ­ლე­ბა გაქვთ მი­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლოს.

"შრო­მი­თი სტა­ჟის მი­ხედ­ვით სა­პენ­სიო ასა­კის სა­ფუძ­ვლით და­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის და­ნა­მა­ტის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის პირ­ვე­ლი მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, 2007 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან გან­სა­ზღვრუ­ლია შრო­მი­თი სტა­ჟის სა­პენ­სიო ასა­კის სა­ფუძ­ვლით და­ნიშ­ნუ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის და­ნა­მა­ტი, რაც 15-დან 25 წლამ­დე სა­ერ­თო შრო­მი­თი სტა­ჟის მქო­ნე პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის – 7 ლარს შე­ად­გენს.

მკი­თხვე­ლი აჩი­კო: ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ იხო­ცე­ბა და შავ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე, ასე­ვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს ფი­ზი­კუ­რად დღე­ში 9-10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში ან პი­რი­ქით, ძლი­ერ სი­ცი­ვე­ში ან უჰა­ე­რო სივ­რცე­ში და ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს. მო­ე­თხო­ვე­ბა თუ არა დამ­საქ­მე­ბელს მათი შერ­ყე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის ან მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის გა­დახ­და? სა­ერ­თოდ, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვო­ბის რა­ი­მე სტან­დარ­ტე­ბი მოქ­მე­დებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის 35-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო­თი. ამა­ვე კო­დექ­სის 14-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, თუ შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, დამ­საქ­მებ­ლის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც და­საქ­მე­ბუ­ლი ას­რუ­ლებს სა­მუ­შა­ოს, არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს კვი­რა­ში 41 სა­ათს. სა­მუ­შაო დრო­ში არ ით­ვლე­ბა შეს­ვე­ნე­ბის და დას­ვე­ნე­ბის დრო. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის კო­დექ­სით იმ­პე­რა­ტი­უ­ლად გან­სა­ზღვროს სა­მუ­შაო კვი­რის ხანგძლი­ვო­ბა 41 სა­ა­თის ოდე­ნო­ბით ანუ დღე­ში არა­უ­მე­ტეს 8 სა­ა­თი­სა ცვლი­ა­ნო­ბის უწყვე­ტი გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და და მხა­რე­ებს არ მის­ცეს უფ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­ად­გი­ნონ უფრო ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო კვი­რა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ არ­ცთუ იშ­ვი­თად აქვს ად­გი­ლი.

თქვე­ნი შე­კი­თხვის მე­ო­რე ნა­წი­ლის პა­სუ­ხად გაც­ნო­ბებთ, რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბულს შე­უქ­მნას შრო­მი­სათ­ვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, მის­ცეს ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მოვ­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ტრამ­ვის ან და­ზი­ა­ნე­ბის შე­თხვე­ვა­ში მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა. კერ­ძოდ, შრო­მის კო­დექ­სის 35-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­უ­როს და­საქ­მე­ბულს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი. და­საქ­მე­ბულს თა­ვის მხრივ უფ­ლე­ბა აქვს უარი გა­ნა­ცხა­დოს იმ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნონს ან შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო აშ­კა­რა და არ­სე­ბით საფრ­თხეს უქ­მნის მის ან მე­სა­მე პი­რის სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბას, სა­კუთ­რე­ბას ან ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს უსაფრ­თხო­ე­ბას. მხა­რეს ასე­ვე უფ­ლე­ბა აქვს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ უკა­ნას­კნე­ლი უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს ან მათი ოჯა­ხის წევ­რებს შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ გა­მომ­დი­ნა­რე სა­ად­ვო­კა­ტო მო­მა­ხუ­რე­ბის და სა­სა­მარ­თლო საქ­მის წარ­მო­ე­ბის სიძ­ვი­რის გამო. პროფ­კავ­ში­რის წევ­რებს, პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უწევ­და და კვლა­ვაც უწევს უფა­სო დახ­მა­რე­ბას დამ­საქ­მე­ბელ­თან უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, სა­სა­მარ­თლო­ში ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამ კუ­თხით პროფ­კავ­ში­რებს აქვთ არა­ერ­თი საქ­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

მკი­თხვე­ლი ლანა: რა­ი­მე შე­ღა­ვა­თებს ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის დე­დე­ბის­თვის? ვგუ­ლის­ხმობ უფრო ხან­გრძლივ შვე­ბუ­ლე­ბებს?

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის 27-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად და­საქ­მე­ბულს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ეძ­ლე­ვა შვე­ბუ­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო – 477 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ოდე­ნო­ბით. ამა­ვე კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შე­სა­ბა­სად და­საქ­მე­ბულს თა­ვი­სი­ვე თხოვ­ნით, უწყვე­ტად ან ნა­წილ-ნა­წილ, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ წე­ლი­წად­ში 2 კვი­რი­სა, ეძ­ლე­ვა ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შვე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვის მოვ­ლის გამო – 12 კვი­რის ოდე­ნო­ბით, სა­ნამ ბავ­შვს შე­უს­რულ­დე­ბა 5 წელი. გარ­და შვე­ბუ­ლე­ბი­სა და­საქ­მე­ბულს რო­მე­ლიც მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლია და კვე­ბავს ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს შე­უძ­ლია და­მა­ტე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბით ისარ­გებ­ლოს სა­მუ­შაო დღს გან­მავ­ლო­ბა­ში. შრო­მის კო­დე­ქის მე-19 მუხ­ლის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბულს, რო­მე­ლიც მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლია და კვე­ბავს ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს, მისი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ეძ­ლე­ვა და­მა­ტე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბა დღე­ში არა­ნაკ­ლებ 1 სა­ა­თი­სა. ბავ­შვის კვე­ბი­სათ­ვის შეს­ვე­ნე­ბა ით­ვლე­ბა სა­მუ­შაო დრო­ში და ანა­ზღა­ურ­დე­ბა. გარ­და ამი­სა აკ­რძა­ლუ­ლია ღა­მის სა­მუ­შა­ო­ზე (22 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე) არას­რულ­წლოვ­ნის, ორ­სუ­ლი, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ან მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლის და­საქ­მე­ბა, ხოლო 3 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის მომ­ვლე­ლის ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის და­საქ­მე­ბა – მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია ორ­სუ­ლი ან ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბა მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

მკი­თხვე­ლი ირა: ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გრან­დი­ო­ზუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვი არ იზ­რდე­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი, მუშა ხე­ლიც უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ყავთ?

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­დო ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ მო­ი­პო­ვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ბის შე­სა­ხებ. ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა და უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო დროს შრო­მი­თი

მიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდნენ. ჩი­ნე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან, ონ­დო­ე­თი­დან და სხვა მე­ზო­ბე­ლი თუ შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მეტ­წი­ლად ტა­ვი­სი­ვე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ასაქ­მე­ბენ. ეს დი­ნა­მი­კა მზარ­დია.

ძი­რი­თა­დად, ქარ­თვე­ლი მუ­შა­ხე­ლის­თვის და­საქ­მე­ბა­ზე უა­რის თქმი­სა და მათ­თვის და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის და­ნიშ­ვნის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად მათი არა­საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის სა­მუ­შა­ო­ზე და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რის სი­მარ­ტი­ვე სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ძი­რი­თა­დად, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ხარ­ჯზე ასაქ­მებს. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს 2012 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩარ­თუ­ლო­ბის რე­ი­ტინ­გიც, რო­მელ­შიც უცხო­ე­ლი მუ­შა­ხე­ლის და­ქი­რა­ვე­ბის სი­მარ­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლომ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ რა­ტომ არის გრან­დი­ო­ზუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის ფონ­ზე უმუ­შევ­რო­ბა ჯერ კი­დევ მა­ღა­ლი, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მსგავ­სი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი არის დრო­ე­ბი­თი ხა­სი­ა­თის, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, იმა­ზე, რომ მხო­ლოდ ერთ ან ორ ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მყა­რი და ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­სა და უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბას.

ამას­თან, კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ხე­ლის შემ­ცი­რე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ღა­ლი და­საქ­მე­ბის დო­ნით გა­მორ­ჩე­ულ სექ­ტო­რებ­ში, კერ­ძოდ შპს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ მხო­ლოდ 2011-12 წწ.-ებში სა­მუ­შა­ო­დან 1500 ადა­მი­ა­ნი და­ი­თხო­ვა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მა­სობ­რი­ვი და­თხოვ­ნე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ფო­თის პორ­ტი­და­ნაც. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებთნ შე­უ­სა­ბა­მო ქარ­თუ­ლი შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამო, დამ­საქ­მებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გა­ზარ­დონ სა­მუ­შაო დატ­ვირ­თვე­ბი შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მუ­შაო დრო­ის 8სთ-ზე მე­ტად გაზ­რდის, ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბის, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის გა­უქ­მე­ბის/შეკ­ვე­ცის გზით.

მკი­თხვე­ლი საბა: სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვარ­თა რე­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა თუ არ­სე­ბობს და რო­დის მოხ­და მისი დად­გე­ნა. უმუ­შე­ვარ­თა რი­ცხვს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვის ზრდის ან ამ­ცი­რებს.რე­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბი არ­სე­ბობს?

თქვე­ნი შე­კი­თხვის პა­სუ­ხად გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე. ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 16% აღ­წევს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია უზუს­ტოა და რე­ა­ლო­ბას ვერ ასა­ხავს. კვლე­ვის

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო თავს არი­დებს.

მკი­თხვე­ლი ნა­თია: ახ­ლა­ხან კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე ტან­საც­მლის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც საც­დე­ლი ვა­დით 5 დღე მა­მუ­შა­ვეს. 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ნე­ჯე­რი უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და დავ­მჯდა­რი­ყა­ვი ან კე­დელს მა­ინც მივყრდნო­ბო­დი, თუნ­დაც მა­ღა­ზი­ა­ში არ­ცერ­თი მყიდ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. ასე მუ­შა­ო­ბენ დღეს მისი კონ­სულ­ტან­ტე­ბი, ყვე­ლას ფე­ხე­ბი აქვს და­სი­ე­ბუ­ლი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დგო­მის­გან. ასეთ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ზე ვინ­მეს პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა?

ერთ-ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც შრო­მის კო­დექ­სი დამ­საქ­მე­ბელს აკის­რებს არის და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის შრო­მი­სათ­ვის ღირ­სე­უ­ლი და უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის 35-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო­თი. დამ­საქ­მე­ბელს ასე­ვე აქვს უფ­ლე­ბა პირი სამ­სა­ხურ­ში მი­ი­ღოს გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით. ამა­ვე კო­დექ­სის მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, შე­სას­რუ­ლე­ბელ სა­მუ­შა­ოს­თან პი­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით, კან­დი­დატ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ერთხელ და­ი­დოს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით არა უმე­ტეს 6 თვი­სა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო დრო­ის ხანგძლი­ვო­ბას 41 სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რის შემ­თხვე­ვა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სით არის დად­გე­ნი­ლი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა აღე­მა­ტე­ბოს 8 სა­ათს ან გა­მო­ყო­ნე­ბულ უნდა იქ­ნას ცვლი­ა­ნი მუ­სა­ო­ბის ისე­თი გრა­ფი­კი, რომ­ლის დრო­საც სა­მუ­საო დღე­ებს შრო­სი შუ­ა­ლე­დი არ უნდა იყოს 12 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი და კვი­რა­ში 41 სა­ა­თის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა იყოს და­ცუ­ლი. დღე­ში 8 სა­ათ­ზე ან კვი­რა­ში 41 სა­ათ­ზე ხან­გრძლი­ვად ნა­მუ­შე­ვა­რი დრო ით­ვლე­ბა ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად ნა­მუ­შე­ვარ დროდ და ის უნდა ანა­ზღა­ურ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით, რო­მელ­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა ად­გენ­დნენ ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით. თქვე­ნი შე­კი­თხვი­დან არ ირ­კვე­ვა გა­გი­ფორ­მათ თუ არა დამ­საქ­მე­ბელ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის პე­რი­ოდ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მო­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ჩვენ უზ­რუნ­ველ­ყოფთ თქვენს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, რო­გორც დამ­საქ­მე­ბელ­თან ასე­ვე სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

შრომითი უფლებები

შრომითი უფლებები

გაუფრთხილებლად სამსახურიდან დათხოვნა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმები, არანორმირებული სამუშო გრაფიკი - დარღვეული შრომითი უფლებები ბევრი მოქალაქისთვის არის პრობლემა. რა უნდა იცოდეთ შრომით უფლებებზე, რა გეკუთვნით და რისი უფლება გაქვთ? თქვენს კითხვებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ნიკა: მიზეზის დასახელების გარეშე სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში რა ბერკეტები აქვს მოქალაქეს შელახული უფლებების დასაცავად? პრაქტიკაში არსებული მაგალითების გათვალისწინებით, რამდენად  შედეგის მომტანია ამ შემთხვევაში საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა?

სამწუხაროდ, საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს, დამსაქმებელს აძლევს უფლებას ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე დაითხოვოს დასაქმებული სამსახურიდან. დამსაქმებელს ენიჭება თითქმის შეუზღუდავი უფლება პირის სამუშაოზე აყვანისა და გათავისუფლებისა, ყოველგვარი განმარტებებისა და მიზეზების დასახელების გარეშე. კერძოდ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის "დ" პუნქტისა და 38-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს აქვს უფლება საკუთარი სურვილით შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება დასაქმებულთან, იმ პირობით, რომ მას მისცეს ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმა დამსაქმებელს აძლევს თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო გათავისუფლების საშუალებას. აღნიშნულ შემთხვევაში ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ძლიერ მხარეს - დამსაქმებელს ეკისრება არის ის, რომ მან უნდა აუნაზღაეროს დასაქმებულს არანაკლებ ერთი თვის ხელფასი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პროფკავშირის წევრებს უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, იცავს მათ უფლებებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და უზრუნველყოფს მათი ინტერესების დაცვას სასამართლოს ყველა ინსტანციაში. სამსახურიდან დისკრიმინაციის სავარაუდო მოტივით დათხოვნის შემთხვევებში (რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირია) პროფკავშირების გაერთიანება ასევე მიმართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ გასაჩივრების მექანიზმებსაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ექვსწლიანი მცდელობების შედეგად (ახალი შრომის კოდექსი მიღებულ იქნა 2006 წელს) დღესდღეობით საქართველოს მთავრობა შრომის კოდექსის ძირეულად შეცვლის მოთხოვნით განიცდის ძლიერ წნეხს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, მათ შორის აშშ-ს მთავრობის, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან.

მკითხველი სანდრო:გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა დაუსაქმებელ მოქალაქეთათვის ე.წ. "უმუშევრობის ხელფასის" გადახდას აპირებს. რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია და როგორ განისაზღვრება ანალოგიური სახის ხელფასი სხვა ქვეყნებში?

უმუშევართათვის სახელმწიფო კომპენსაციის/შემწეობის დანიშვნის შესახებ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ახლადშექმნილი დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე–3 მუხლის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს

წინადადებებს უმუშევართათვის სახელმწიფო შეღავათების/კომპენსაციების დადგენის შესახებ. ზემოაღნიშნული დეკლარირებული ფუნქციის მიუხედავად, ჯერჯერობით არ გაცხადებულა, თუ როდის ან როგორ განხორციელდება უმუშევართა სამართლებრივი სტატუსის დადგენა, რა ოდენობითა და რა ვადით განისაზღვრება უმუშევართათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიცემა. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის, აშშ-სა და ყველა ნაკლებადცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს უმუშევართათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიცემის წესი, რაც შესაბამისად ასახულია საკანონმდებლო დონეზე. კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოება, სახელმწიფო ანაზღაურება შრომის სტაჟი, უმუშევრის ოჯახის წევრთა რაოდენობა, უმუშევრად ყოფნის ხანგრძლივობა, მისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამომხმარებლო ფასები და სხვა.

მკითხველი ხათუნა: როგორც ცნობილია, სადეკრეტო შვებულებაში გასვლა შეუძლია როგორც ცოლს, ასევე ქმარს. რა სახის დანამატია გათვალისწინებული დეკრეტში გასვლის შემდეგ თანამშრომლისთვის და მაქსიმუმ, რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს ანაზღაურებადი სადეკრეტო შვებულება?

რომელი კანონი არეგულირებს სადეკრეტო შევებულებებს და სად შეიძლება ვიპოვო ეს კანონი?

კანონი ბავშვის მამას მხოლოდ დედის გარდაცვალების შემთხვევაში აძლევს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობს უფლებას. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტის 2006 წელს დამკიცებული "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. თუმცა, ბავშვის მამას აქვს უფლება ბავშვის მოვლის გამო ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით. საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე. "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის მე-5 მუხლის თანახმად, დახმარება გაიცემა ფონდის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა დასაქმებული და დამსაქმებელი შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

ამ სახის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი და 2006 წლის 25 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცების თაობაზე.

მკითხველი ბაია: მაქვს მუშაობის 15 წლიანი სტაჟი, მაგრამ არც ერთი სამუსაო ადგილი არ არის დაფიქსირებული შრომის წიგნაკში, ასეთი წიგნაკი საერთოდ არ გამაჩნია. 90-იან წლებში მას არავინ კითხულობდა, მოგვიანებით რამდენიმე ადგილზე უარი მითხრეს შრომის წიგნაკის გახსნაზე. ჩემს მდგომარეობაში საკმაოდ ბევრი ადამიანია. როგორ გადაწყდება სამომავლოდ ჩვენი პენსიით უზრუნველყოფა?

პირველ რიგში უნდა მიმართოთ საქართველოს ეროვნულ არქივს, სადაც დაცულია სახელმწიფო ორგანიზაციათა (ყველა იმ ორგანიზაციათა მონაცემები რომლებმაც თავიანთი დოკუმენტაცია არქივს გადააბარეს) საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები. შრომითი სტაჟის შესახებ ცნობა დაგეხმარებათ საპენსიო და სხვა სოციალური სუბსიდიების მიღებაში.

სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მისაღებად თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

იმ შემთხევაში თუკი საქართველოს ეროვნული არქივი უარს გეტყვით სამუშაოს სტაჟის შესახებ ცნობის გაცემაზე, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს.

"შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის 1 სექტემბრიდან განსაზღვრულია შრომითი სტაჟის საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი, რაც 15-დან 25 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 7 ლარს შეადგენს.

მკითხველი აჩიკო: ამდენი ხალხი რომ იხოცება და შავდება მშენებლობებზე, ასევე უამრავი ადამიანი მუშაობს ფიზიკურად დღეში 9-10 საათის განმავლობაში, ხშირად პაპანაქება სიცხეში ან პირიქით, ძლიერ სიცივეში ან უჰაერო სივრცეში და ჯანმრთელობას ვნებს. მოეთხოვება თუ არა დამსაქმებელს მათი შერყეული ჯანმრთელობისთვის კომპენსაციის ან მკურნალობის ხარჯების გადახდა? საერთოდ, სამუშაო პირობებისა და ხანგრძლივობის რაიმე სტანდარტები მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში?

საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამავე კოდექსის 14-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. აქვე აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, შრომის კოდექსით იმპერატიულად განსაზღვროს სამუშაო კვირის ხანგძლივობა 41 საათის ოდენობით ანუ დღეში არაუმეტეს 8 საათისა ცვლიანობის უწყვეტი გრაფიკით მუშაობის შემთხვევების გარდა და მხარეებს არ მისცეს უფლება ხელშეკრულებით დაადგინონ უფრო ხანგრძლივი სამუშაო კვირა, რასაც სამწუხაროდ არცთუ იშვითად აქვს ადგილი.

თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილის პასუხად გაცნობებთ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს შეუქმნას შრომისათვის ღირსეული პირობები, მისცეს ღირსეული ანაზღაურება და სამსახურეობრივი მოვლეობის შესრულების დროს მიღებული ტრამვის ან დაზიანების შეთხვევაში მოახდინოს შესაბამისი კომპენსაციის გაცემა. კერძოდ, შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. დასაქმებულს თავის მხრივ უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. მხარეს ასევე უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

სამწუხაროდ, ამ უკანასკნელი უფლების განხორციელება დასაქმებულს ან მათი ოჯახის წევრებს შეზღუდული აქვთ გამომდინარე საადვოკატო მომახურების და სასამართლო საქმის წარმოების სიძვირის გამო. პროფკავშირის წევრებს, პროფკავშირების გაერთიანება უწევდა და კვლავაც უწევს უფასო დახმარებას დამსაქმებელთან უფლებების დაცვის, სასამართლოში ინტერესების წარმომადგენლობისა და სხვა საჭირო საშუალებებით. ამ კუთხით პროფკავშირებს აქვთ არაერთი საქმის წარმატებით დასრულების გამოცდილება.

მკითხველი ლანა: რაიმე შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მცირეწლოვანი ბავშვების დედებისთვის? ვგულისხმობ უფრო ხანგრძლივ შვებულებებს?

საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბასად დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. გარდა შვებულებისა დასაქმებულს რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს შეუძლია დამატებითი შესვენებით ისარგებლოს სამუშაო დღს განმავლობაში. შრომის კოდექის მე-19 მუხლის თანახმად, დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. გარდა ამისა აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე. ასევე, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

მკითხველი ირა: ჩვენს ქვეყანაში მართლაც მიმდინარეობს გრანდიოზული მშენებლობები, მაგრამ რატომღაც დასაქმებულთა რიცხვი არ იზრდება. რა არის ამის მიზეზი, მუშა ხელიც უცხოეთიდან ჩამოყავთ?

სამწუხაროდ, საქართველოში სანდო ოფიციალური სტატისტიკა არ მოიპოვება ქვეყანაში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქების შესახებ. ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ბოლო დროს შრომითი

მიგრანტები საქართველოშიც გამოჩნდნენ. ჩინეთიდან, თურქეთიდან, ონდოეთიდან და სხვა მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან შემოსული ინვესტორები თუ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მეტწილად ტავისივე ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებენ. ეს დინამიკა მზარდია.

ძირითადად, ქართველი მუშახელისთვის დასაქმებაზე უარის თქმისა და მათთვის დაბალი ანაზღაურების დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათი არასაკმარისი კვალიფიკაცია და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სამუშაოზე დაქირავების პროცედურის სიმარტივე სახელდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ინვესტორები ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, დისკრიმინაციის ხარჯზე ასაქმებს. ამაზე მეტყველებს 2012 წელს გამოქვეყნებული მსოფლიო ჩართულობის რეიტინგიც, რომელშიც უცხოელი მუშახელის დაქირავების სიმარტივით საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არის გრანდიოზული მშენებლობების წარმოების ფონზე უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალი, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მშენებლობები არის დროებითი ხასიათის, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ მხოლოდ ერთ ან ორ ეკონომიკურ სფეროში გააქტიურება ვერ უზრუნველყოფს მყარი და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას.

ამასთან, კვლავაც მიმდინარეობს მუშახელის შემცირება ტრადიციულად მაღალი დასაქმების დონით გამორჩეულ სექტორებში, კერძოდ შპს "საქართველოს რკინიგზამ მხოლოდ 2011-12 წწ.-ებში სამუშაოდან 1500 ადამიანი დაითხოვა. იმავე პერიოდში მასობრივი დათხოვნები განხორციელდა ფოთის პორტიდანაც. ცივილიზებულ შრომის საერთაშორისო სტანდარტებთნ შეუსაბამო ქართული შრომის კანონმდებლობის გამო, დამსაქმებლებს საშუალება აქვთ გაზარდონ სამუშაო დატვირთვები შტატების შემცირების პარალელურად სამუშაო დროის 8სთ-ზე მეტად გაზრდის, ზეგანაკვეთური ანაზღაურებისათვის თავის არიდების, შრომის ანაზღაურების შემცირების, სოციალური შეღავათების გაუქმების/შეკვეცის გზით.

მკითხველი საბა: საქართველოში უმუშევართა რეალური სტატისტიკა თუ არსებობს და როდის მოხდა მისი დადგენა. უმუშევართა რიცხვს ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების მიხედვის ზრდის ან ამცირებს.რეალური ციფრები არსებობს?

თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 16% აღწევს, თუმცა რეალურად ეს პროცენტული მაჩვენებლი გაცილებით მაღალია. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია უზუსტოა და რეალობას ვერ ასახავს. კვლევის

საყოველთაოდ აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებას სახელმწიფო თავს არიდებს.

მკითხველი ნათია: ახლახან კასტინგი გავიარე ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც საცდელი ვადით 5 დღე მამუშავეს. 9 საათის განმავლობაში მენეჯერი უფლებას არ მაძლევდა დავმჯდარიყავი ან კედელს მაინც მივყრდნობოდი, თუნდაც მაღაზიაში არცერთი მყიდველი არ ყოფილიყო. ასე მუშაობენ დღეს მისი კონსულტანტები, ყველას ფეხები აქვს დასიებული განუწყვეტელი დგომისგან. ასეთ არაადამიანურ პირობებზე ვინმეს პასუხი მოეთხოვება?

ერთ-ერთი ვალდებულება, რომელსაც შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს არის დასაქმებულისათვის შრომისათვის ღირსეული და უსაფრთხო პირობების შექმნა. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება პირი სამსახურში მიიღოს გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა. რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგძლივობას 41 საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში, რაც საქართველოს შრომის კოდექსით არის დადგენილი, დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოს 8 საათს ან გამოყონებულ უნდა იქნას ცვლიანი მუსაობის ისეთი გრაფიკი, რომლის დროსაც სამუსაო დღეებს შროსი შუალედი არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები და კვირაში 41 საათის ჯამური რაოდენობა უნდა იყოს დაცული. დღეში 8 საათზე ან კვირაში 41 საათზე ხანგრძლივად ნამუშევარი დრო ითვლება ზეგანაკვეთურად ნამუშევარ დროდ და ის უნდა ანაზღაურდეს განსხვავებული ტარიფით, რომელსაც დამსაქმებელი და დასაქმებული უნდა ადგენდნენ ურთიერთშეთანხმებით. თქვენი შეკითხვიდან არ ირკვევა გაგიფორმათ თუ არა დამსაქმებელმა ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ნებისმიერი ასეთი დარღვევის ფაქტის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მომართოთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს წარმომადგენლობას და ინტერესების დაცვას, როგორც დამსაქმებელთან ასევე სასამართლო ინსტანციებში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ