ბრიტანელმა უინსტონ ჰუევზმა თავის გარდაცვლილ მეუღლეს მთელი ტყე მიუძღვნა, რომლის შუა გულის ფორმის სივრცეა დატოვებული.
უინსტონმა 15 წლის წინ, სამხრეთ გლოჩესტერშირის საგრაფოში, გარდაცვლილი ცოლის, ჯანეტისთვის პატივის მისაგებად 6000 ხე დარგო. მათ შუა კი გულის ფორმის სივრცე დატოვა.
სიყვარულის სიმბოლოს კონტურად ყვითელი აკაცია დაჰყვება, რათა შემოდგომაზე ყვავილობისას, "ხეებში ამოჭრილი გული" უფრო მკვეთრად გამოიხატოს წითელ მუხებს შორის.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.