პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება
გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი ერთ-ერთი იმ მოღ­ვა­წე­თა­გა­ნია, რო­მელ­თაც, ასე ვთქვათ, ის­ტო­რი­უ­ლად "არ გა­უ­მარ­თლათ". მისი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­ზო­გა­დოდ მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ მუდ­მი­ვად ორ­მა­გი შე­ფა­სე­ბე­ბი, ეჭ­ვე­ბი და ხში­რად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჭარ­ბობს... აქვს თუ არა რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ამ მო­საზ­რე­ბებს, რო­გო­რი ბიძა, ძმა, ქვეყ­ნის მო­ა­მა­გე, მმარ­თვე­ლი და სამ­ხედ­რო პირი იყო გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი - ამის შე­სა­ხებ ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლადო მი­ნაშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს.

- ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის იმ უსაყ­ვარ­ლე­სი დის - ეფე­მი­ას შვი­ლი იყო, რო­მელ­საც პო­ეტ­მა უნა­ზე­სი და უბრწყინ­ვა­ლე­სი ლექ­სი, ქარ­თუ­ლი ეპის­ტო­ლუ­რი ლი­რი­კის შე­დევ­რი - "ჩემს დას, ეფე­მი­ას" უძღვნა.

- ხში­რი, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ფი­ზი­კუ­რად ვერ ექ­ნე­ბო­და ბიძა-დის­შვილს...

- ვერ ექ­ნე­ბო­დათ იმი­ტომ, რომ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი სამ­ხედ­რო პირი იყო, მან სა­არ­ტი­ლე­რიო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ხში­რად არ უწევ­და თბი­ლის­ში ყოფ­ნა. 1832 წელს კი შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლედ ცნეს და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ასე რომ, როცა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი თავი შე­იც­ნო, პრაქ­ტი­კუ­ლად, ბი­ძას იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბო­და. როცა გრი­გო­ლი გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­და, მა­შინ­ვე მოქ­მედ არ­მი­ა­ში გა­იწ­ვი­ეს, კავ­კა­სი­ის მთი­ა­ნეთ­ში იბ­რძო­და. ეს კი ბიძა-დის­შვილს კვლავ არ აძ­ლევ­და ხში­რი შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, ძი­რი­თა­დად, წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ცით. ბა­რა­თაშ­ვი­ლის ბი­ძის მი­მართ მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი "ძია გრი­გო­ლით" იწყე­ბა და მალე "ძმაო გრი­გო­ლით" იც­ვლე­ბა... ორ­ბე­ლი­ან­მა კარ­გად იცო­და დის­შვი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ახ­ლო­საც იც­ნობ­და მის შე­მოქ­მე­დე­ბას - ნი­კო­ლო­ზი თა­ვის ლექ­სებს შე­სა­ფა­სებ­ლად, აზ­რის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად უგ­ზავ­ნი­და. ისი­ნი, ერ­თმა­ნეთს ერ­თგვა­რად აქე­ზებ­დნენ. ბა­რა­თაშ­ვი­ლი ერ­თგან ბი­ძას სთხოვს: "და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი მუზა", "და­აწ­კა­რუ­ნოს თა­ვი­სი სან­თუ­რი". რო­გორც ჩანს, გრი­გო­ლიც იწო­ნებ­და დის­შვი­ლის ლექ­სებს, თო­რემ ეს საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბო­და ტა­ტოს­თვის და სხვა დროს აღარც გა­უგ­ზავ­ნი­და.

- მაგ­რამ ორ­ბე­ლი­ანს ხში­რად ბრალს სდე­ბენ, ვერ შე­იც­ნო თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი დის­შვი­ლიო.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ან­მა კარ­გად იცო­და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ფასი. ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს გად­მოგ­ვცემს: ცნო­ბი­ლია, რომ იუ­ბი­ლე­ე­ბის აღ­ნიშ­ვნა სა­ქარ­თვე­ლო­ში XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან შე­მო­დის. პირ­ვე­ლი, ვი­საც იუ­ბი­ლე გა­უ­მარ­თეს, რა­ფი­ელ ერის­თა­ვი გახ­ლდათ. რა­ფი­ე­ლამ­დე გრი­გო­ლის­თვის უნ­დო­დათ იუ­ბი­ლეს გა­დახ­და. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და: სა­ი­უ­ბი­ლეო ხალ­ხი სხვა გვყავს: რუს­თა­ვე­ლი, გუ­რა­მიშ­ვი­ლი, ბა­რა­თაშ­ვი­ლიო... არ არის ად­ვი­ლი სა­კუ­თა­რი დის­შვი­ლი ამ თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში მო­აქ­ციო მა­შინ, როცა შენც დიდი პო­ე­ტი ხარ. თა­ნაც, იმ დროს და არა ახლა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, როცა ბა­რა­თაშ­ვი­ლის გე­ნია უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია. ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ბო­ლოო აღი­ა­რე­ბა ხომ ილი­ა­სა და აკა­კის დრომ მო­ი­ტა­ნა...

- რას გვე­ტყვით მო­რიგ ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბიძა დის­შვილს არ და­ეხ­მა­რა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის საქ­მე­ში?

- ყვე­ლა­ზე მძი­მე და სა­წყე­ნი ბრალ­დე­ბაა, თით­ქოს გრი­გო­ლი არ და­ეხ­მა­რა ბა­რა­თაშ­ვილს ნივ­თი­ე­რად, არ გაგ­ზავ­ნა იგი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ახალ­გაზ­რდებს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. იმის გა­გე­ბა კი, რომ პო­ეტს სურ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ამა­ში ბი­ძამ არ შე­უ­წყო ხელი, ახალ­გაზ­რდის სულს მძი­მედ აჩ­ნდე­ბა... სულ ასე გვჭირს: ერთი თუ არ წავ­წყმი­დეთ, მე­ო­რეს ვერ ვა­ცხო­ნებთ. ად­ვი­ლია თა­ვის ჩა­ყე­ნე­ბა ბრალ­მდებ­ლის როლ­ში. მთა­ვა­რი არა ბრალ­მდებ­ლო­ბა, არა­მედ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბაა. მე­ტად ცუ­დია, როცა ეს ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნეს ემარ­თე­ბა. ის მო­რა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე კი არ უნდა დად­გეს და პო­ე­ტი და­ტუქ­სოს, არა­მედ ახ­სნას, გა­ა­ში­ნა­არ­სოს. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და ორ­ბე­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და პი­როვ­ნულ ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბას, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­სა არ არ­სე­ბობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბა­რა­თაშ­ვი­ლი რო­მან­ტი­კუ­ლად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რით, მაგ­რამ მისი ეს ოც­ნე­ბა ვერ ახდა ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზის გამო, - გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლი­სას ბა­რა­თაშ­ვილ­მა ფეხი მო­ი­ტე­ხა. თვი­თონ წერს: "მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ არ ინ­ვა­ლი­დე­ბის კა­მან­და­ში, სხვა­გან არ­სად მი­გი­ღე­ბენ!" ამ დროს ორ­ბე­ლი­ა­ნი ბალ­ტი­ის­პი­რეთ­შია და იქი­დან სა­ოც­რად წუხს ამ ფაქ­ტის გამო. გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ში კი­თხუ­ლობს, - რო­გო­რაა ტა­ტი­კო, კი­დევ კოჭ­ლობს თუ არაო? დარ­დობს მისი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც. გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი ორ­ბე­ლი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი არ გე­გო­ნოთ. ყმაწ­ვილ კაცს თუ რამე სამ­ხედ­რო ჩინი ჰქონ­და, ჩა­მოჰ­ყა­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს. გრი­გო­ლის დედა, მისი თბი­ლის­ში პა­ტიმ­რო­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა; უფ­რო­სი და - ეფე­მია გა­თხო­ვი­ლი გახ­ლდათ, სამი ძმა კი - ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი. ოჯახს ვა­ლე­ბი ჰქონ­და... 1835 წელს ბა­რა­თაშ­ვილ­მა გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა. რა შე­ეძ­ლო იმ დროს გა­და­სახ­ლე­ბულ ბი­ძას? იგი თა­ვის ძმას სწერს, ურ­ჩი­ოს მე­ლი­ტონს, ბა­რონ რო­ზენს (მთა­ვარ­მარ­თე­ბელს) სთხო­ვოს დახ­მა­რე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ტა­ტოს გა­საგ­ზავ­ნად, - არ არის რთუ­ლიო... მაგ­რამ მე­ლი­ტონს ამა­ზე არ უზ­რუ­ნია. ქე­იფ­სა და დროს ტა­რე­ბა­ში გაფ­ლან­გა თა­ვი­სი და ნამ­ზით­ვი ქო­ნე­ბაც კი. ხოლო როცა მძი­მე ავად­მყო­ფი შე­იქ­ნა, ოჯა­ხის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა ნი­კო­ლოზს და­ე­კის­რა. ის ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი­სა. გრი­გო­ლი, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ახერ­ხებ­და დის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში­ვე და შემ­დე­გაც. ორ­ბე­ლი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­გი აქვს ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაზე - ბა­ბა­ლე­ზე. მას 20 თუ­მანს უგ­ზავ­ნი­და. სა­ქორ­წი­ლოდ - 100 თუ­მა­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რაც საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა გახ­ლდათ და თა­ნაც, გრი­გოლს ის, მისი თქმით, "მცი­რე­დი" სა­ჩუ­ქა­რი ნა­სეს­ხე­ბი ჰქონ­და ვა­ჭარ მირ­ზო­ე­ვი­სა­გან.

- რა შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, როცა ორ­ბე­ლი­ა­ნი გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­და და "დიდი კაცი" გახ­და?

- ვინ არ აწუ­ხებ­და იმ დროს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს და ისიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლას ხელს უწ­ვდი­და. 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს, პე­ტერ­ბურ­გი­დან ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წე­რი­ლი მი­ი­ღო. ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებ­დნენ და დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ. ორ­ბე­ლი­ან­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი წე­რი­ლი მის­წე­რა პრო­ფე­სორ ალექ­სან­დრე ხა­ხა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც მა­შინ პე­ტერ­ბურ­გში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, იმ სტუ­დენტს კი 100 მა­ნე­თი გა­უგ­ზავ­ნა. მსგავ­სი დახ­მა­რე­ბა მის­თვის არც პირ­ვე­ლი იყო და არც - უკა­ნას­კნე­ლი. ქარ­თველ მწე­რალ­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ოგ­რა­ფი იონა მე­უ­ნარ­გია, რო­მე­ლიც ახ­ლოს იც­ნობ­და დიდ პო­ეტს, წერს, ასე­თი ქარ­თვე­ლის მნახ­ვე­ლი არ ვარო. ის მარ­თლაც დიდი პი­როვ­ნე­ბა იყო და არ შე­იძ­ლე­ბა, მის მი­მართ შთა­მო­მავ­ლო­ბა საყ­ვე­დურს გა­მოთ­ქვამ­დეს, თა­ნაც ისე, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დეს ამ დიდი ად­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

- სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ?

- მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე, მა­შინ, როცა "თა­ო­ბა­თა ბრძო­ლად" წო­დე­ბუ­ლი პო­ლე­მი­კა და­ი­წყო... 70-იან წლებ­ში ეს პო­ლე­მი­კა კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ "გა­მო­ცა­ნე­ბი" და "კი­დევ გა­მო­ცა­ნე­ბი" და­წე­რა, სა­დაც ერთი გა­მო­ცა­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნის მი­სა­მარ­თით და­ი­წე­რა. შე­და­რე­ბით სიმ­პა­თი­უ­რად იხ­სე­ნი­ებ­და გრი­გოლს, მაგ­რამ გა­უ­ბე­და­ო­ბის­თვის საყ­ვე­დუ­რობ­და და წერ­და: ზოგ­ჯერ ამ კარ­გსაც ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე ჰკი­დი­აო. ორ­ბე­ლი­ა­ნი მხო­ლოდ მის­და­მი მი­მარ­თულ­მა გა­მო­ცა­ნამ კი არა, ზო­გა­დად "გა­მო­ცა­ნე­ბის" ტონ­მა აღაშ­ფო­თა. ხში­რად მხო­ლოდ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის გა­მო­ცა­ნას კი­თხუ­ლო­ბენ და უკ­ვირთ, რამ გა­ა­ჯავ­რაო. "გა­მო­ცა­ნე­ბი" და "კი­დევ გა­მო­ცა­ნე­ბი" მთლი­ა­ნად უნდა იქ­ნას წა­კი­თხუ­ლი და მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ, რა კონ­ტექ­სტშია პო­ე­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლი; ნა­ხი­რის, გვე­ლე­ბის, ხვლი­კე­ბის, ლო­კო­კი­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­გორც ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა გა­მო­ცა­ნებ­მა და პა­სუ­ხიც და­წე­რა. პა­სუხ­ში აკა­კიც გა­კენ­წლა, "ბევ­რი მო­ვიდ­ნენ თქვე­ნის­თა­ნე­ბი, აკა­კი­ე­ბი, ბა­კა­კი­ე­ბი." ამან, თა­ვის მხრივ, აკა­კი წე­რე­თე­ლი გა­ა­ცე­ცხლა და მა­ნაც ლექ­სე­ბით გას­ცა პა­სუ­ხი. მათ შო­რის იყო ცნო­ბი­ლი ლექ­სი - "ხა­რა­ბუ­ზა ღე­ნე­რალს". ამ ლექსში ასე მი­მარ­თავს აკა­კი ორ­ბე­ლი­ანს: "სი­ტყვით სწო­რო, საქ­მით კუზა". აკა­კის სი­ტყვას დიდი რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და. ასე რომ, ეს აზრი გავ­რცელ­და და სხვებ­მაც აი­ტა­ცეს. კიტა აბა­ში­ძეც აღ­ნიშ­ნავს, რომ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი ორ­მა­გი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, ერთს ამ­ბობ­და, მე­ო­რეს აკე­თებ­დაო.

- ბრალ­დე­ბე­ბი არ­სე­ბობს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის, რო­გორც სამ­ხედ­რო პი­რის მი­მარ­თაც...

- დიახ - ანუ რა­ტომ ეხ­მა­რე­ბო­დაო რუ­სეთს კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბა­ში. და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი სწორ­ხა­ზობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა. XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კავ­კა­სი­ის მთი­ელ­მა ტო­მებ­მა სის­ხლი გა­უშ­რეს ქარ­თვე­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, მეფე ერეკ­ლეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ორ­ბე­ლი­ა­ნის პაპა იყო. გრი­გო­ლი რომ გა­ტა­ცე­ბით იბ­რძვის კავ­კა­სი­ის მთი­ა­ნეთ­ში, ერთი მხრივ, მო­ტი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი­ცაა. ერ­თგან იგი წე­რილ­ში წერს: ესა და ეს აული (სო­ფე­ლი) გა­დავ­წვი, ამით კა­ხე­ლე­ბის სის­ხლი ამო­ვი­ღეო. ის­ტო­რი­ულ სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რია?! ის უდი­დე­სი მხე­დარ­თმთა­ვა­რი, დიდი სამ­ხედ­რო ნი­ჭის მქო­ნე და უბრწყინ­ვა­ლე­სი მმარ­თვე­ლი იყო. ერთხანს ავა­რი­ის მმარ­თვე­ლად იყო და­ნიშ­ნუ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ი­მად­ლი­ე­რა, ამის­თვის ხში­რად მთე­ლი ჯა­მა­გი­რის და­ხარ­ჯვა უხ­დე­ბო­და. ცდი­ლობ­და, ხალ­ხი მად­ლი­ე­რი ჰყო­ლო­და, და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ისი­ნი, რომ უაზ­რო სის­ხლის ღვრას სა­სი­კე­თო არა­ფე­რი მოჰ­ყვე­ბო­და... იგი თავ­გან­წირ­ვით იბ­რძო­და 1827-1828 წლებ­ში რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომში. ოს­მა­ლე­თის დიდი ნა­წი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იბ­რძო­და სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ორ­ბე­ლი­ა­ნი. როცა ჩვენ ამ სა­უ­კუ­ნი­და­ნაც ჩვენს ღვაწლ­მო­სილ წი­ნა­პარს შე­უ­რა­ცხყო­ფის ის­რებს ვეს­ვრით, უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ილი­ას აზრს და­ვუგ­დოთ ყური. ილია უდი­დეს პა­ტივს სცემ­და ორ­ბე­ლი­ანს, რო­გორც პო­ეტს. ის ამ­ბობ­და: იგი იყო თვით­მპყრო­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ჩვენ სა­სო­ე­ბით მისი მსმე­ნელ­ნი; XIX სა­უ­კუ­ნე­ში გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს, რო­გორც პო­ეტს, წინ ად­ვი­ლად ვე­რა­ვინ გა­და­უს­წრებ­სო. ილია მო­ხიბ­ლუ­ლი იყო გრი­გო­ლის პი­როვ­ნე­ბი­თაც.

როცა იონა მე­უ­ნარ­გი­ამ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა და­ა­პი­რა, ილი­ამ აღ­ტა­ცე­ბის წე­რი­ლი უძღვნა ამ იდე­ას: ის სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბო­და მო­მა­ვალ ლექ­ცი­ებს, რად­გან ერი­სათ­ვის დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი რჩე­უ­ლი შვი­ლის, დიდი პო­ე­ტის პი­როვ­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის გზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სწო­რედ იმი­ტომ, რომ ამ დიდი ნი­ჭით, გა­ნათ­ლე­ბით, დიდსუ­ლოვ­ნე­ბით აღ­სავ­სე დიდ­ბუ­ნე­ბო­ვან­მა კაც­მა იცხოვ­რა რთუ­ლი, სავ­სე ცხოვ­რე­ბით; გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდათ არა მარ­ტო გო­ნე­ბით, ნი­ჭით, არა­მედ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც: უჩუმ­რად და ჩრდილ­ქვეშ კი არ ჩა­უვ­ლია მის ცხოვ­რე­ბას, არა­მედ სის­ხლსავ­სედ - საქ­მე ჰქონ­და ბევრ გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თან, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებ­თან თუ მოყვრებ­თან. სა­გან­გე­ბო­დაა ხაზ­გა­სას­მე­ლი ილი­ას უბრწყინ­ვა­ლე­სი სი­ტყვა, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის დაკ­რძალ­ვა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი.

კომ­პო­ზი­ცი­უ­რად სი­ტყვა ასეა აგე­ბუ­ლი: ილია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ლექ­სე­ბი­დან სტრი­ქო­ნე­ბის მო­მარ­ჯვე­ბით მი­უ­თი­თებს, თუ რა დიდ­ბუ­ნე­ბო­ვან აზ­რებს გა­მოთ­ქვამს მხცო­ვა­ნი პო­ე­ტი. ბო­ლოს კი კი­თხუ­ლობს: შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე შე­მო­მე­და­ოს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ტყვაა და არა საქ­მეო. აქ ილია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის გა­ო­რე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­თა გა­სა­გო­ნად აცხა­დებს: "არი­ან ქვე­ყა­ნა­ზედ იმის­თა­ნა რჩე­ულ­ნი, იმის­თა­ნა "ზე­გარ­დმო მად­ლით ცხე­ბულ­ნი", რო­მელ­თაც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ ერთი სას­წა­ულთმოქ­მე­დი ძლი­ე­რე­ბა. იგი სას­წა­ულთმოქ­მე­დი ძლი­ე­რე­ბა თი­თონ სი­ტყვა­საც საქ­მედ ჰქმნის. ერთი იმ რჩე­ულ­თა­გა­ნი, ერთი იმ "ზე­გარ­დმო მად­ლით ცხე­ბულ­თა­გა­ნი" იყო გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი..." ერთი სი­ტყვით, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში, პირ­ვე­ლად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გა­ხა­და ცხა­დი, რომ პო­ე­ტის საქ­მე სი­ტყვაა და მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­ეჭ­ვო ჩიჩ­ქნას და ამის პირ­და­პირ მიზ­ნად ქცე­ვას ყვე­ლამ თავი უნდა და­ა­ნე­ბოს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება

გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება

გრიგოლ ორბელიანი ერთ-ერთი იმ მოღვაწეთაგანია, რომელთაც, ასე ვთქვათ, ისტორიულად "არ გაუმართლათ". მისი ცხოვრებისა და საქმიანობის, საზოგადოდ მისი პიროვნების მიმართ მუდმივად ორმაგი შეფასებები, ეჭვები და ხშირად არასახარბიელო დამოკიდებულება ჭარბობს... აქვს თუ არა რეალური საფუძველი ამ მოსაზრებებს, როგორი ბიძა, ძმა, ქვეყნის მოამაგე, მმართველი და სამხედრო პირი იყო გრიგოლ ორბელიანი - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი მოგვითხრობს.

- ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანის იმ უსაყვარლესი დის - ეფემიას შვილი იყო, რომელსაც პოეტმა უნაზესი და უბრწყინვალესი ლექსი, ქართული ეპისტოლური ლირიკის შედევრი - "ჩემს დას, ეფემიას" უძღვნა.

- ხშირი, უშუალო კონტაქტი ფიზიკურად ვერ ექნებოდა ბიძა-დისშვილს...

- ვერ ექნებოდათ იმიტომ, რომ გრიგოლ ორბელიანი სამხედრო პირი იყო, მან საარტილერიო სკოლა დაამთავრა. ხშირად არ უწევდა თბილისში ყოფნა. 1832 წელს კი შეთქმულების მონაწილედ ცნეს და ბალტიისპირეთში გადაასახლეს. ასე რომ, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა საკუთარი თავი შეიცნო, პრაქტიკულად, ბიძას იშვიათად ხვდებოდა. როცა გრიგოლი გადასახლებიდან დაბრუნდა, მაშინვე მოქმედ არმიაში გაიწვიეს, კავკასიის მთიანეთში იბრძოდა. ეს კი ბიძა-დისშვილს კვლავ არ აძლევდა ხშირი შეხვედრის საშუალებას. მათი ურთიერთობის შესახებ, ძირითადად, წერილების მიხედვით ვიცით. ბარათაშვილის ბიძის მიმართ მიწერილი წერილები "ძია გრიგოლით" იწყება და მალე "ძმაო გრიგოლით" იცვლება... ორბელიანმა კარგად იცოდა დისშვილის ლიტერატურული ინტერესები და ახლოსაც იცნობდა მის შემოქმედებას - ნიკოლოზი თავის ლექსებს შესაფასებლად, აზრის გასაზიარებლად უგზავნიდა. ისინი, ერთმანეთს ერთგვარად აქეზებდნენ. ბარათაშვილი ერთგან ბიძას სთხოვს: "დაიბრუნოს თავისი მუზა", "დააწკარუნოს თავისი სანთური". როგორც ჩანს, გრიგოლიც იწონებდა დისშვილის ლექსებს, თორემ ეს საგრძნობი იქნებოდა ტატოსთვის და სხვა დროს აღარც გაუგზავნიდა.

- მაგრამ ორბელიანს ხშირად ბრალს სდებენ, ვერ შეიცნო თავისი გენიალური დისშვილიო.

- სინამდვილეში, გრიგოლ ორბელიანმა კარგად იცოდა ბარათაშვილის ფასი. ზაქარია ჭიჭინაძე საინტერესო ფაქტს გადმოგვცემს: ცნობილია, რომ იუბილეების აღნიშვნა საქართველოში XIX საუკუნის ბოლოდან შემოდის. პირველი, ვისაც იუბილე გაუმართეს, რაფიელ ერისთავი გახლდათ. რაფიელამდე გრიგოლისთვის უნდოდათ იუბილეს გადახდა. მან კატეგორიული უარი განაცხადა: საიუბილეო ხალხი სხვა გვყავს: რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილიო... არ არის ადვილი საკუთარი დისშვილი ამ თანავარსკვლავედში მოაქციო მაშინ, როცა შენც დიდი პოეტი ხარ. თანაც, იმ დროს და არა ახლა, საუკუნეების შემდეგ, როცა ბარათაშვილის გენია უკვე აღიარებულია. ბარათაშვილის საბოლოო აღიარება ხომ ილიასა და აკაკის დრომ მოიტანა...

- რას გვეტყვით მორიგ ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, ბიძა დისშვილს არ დაეხმარა უმაღლესი განათლების მიღების საქმეში?

- ყველაზე მძიმე და საწყენი ბრალდებაა, თითქოს გრიგოლი არ დაეხმარა ბარათაშვილს ნივთიერად, არ გაგზავნა იგი განათლების მისაღებად. განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს ნიკოლოზ ბარათაშვილი. იმის გაგება კი, რომ პოეტს სურდა უმაღლესი განათლების მიღება და ამაში ბიძამ არ შეუწყო ხელი, ახალგაზრდის სულს მძიმედ აჩნდება... სულ ასე გვჭირს: ერთი თუ არ წავწყმიდეთ, მეორეს ვერ ვაცხონებთ. ადვილია თავის ჩაყენება ბრალმდებლის როლში. მთავარი არა ბრალმდებლობა, არამედ ახსნა-განმარტებაა. მეტად ცუდია, როცა ეს ლიტერატურის მცოდნეს ემართება. ის მორალისტის პოზიციაზე კი არ უნდა დადგეს და პოეტი დატუქსოს, არამედ ახსნას, გააშინაარსოს. შესაბამისად, როცა ვითვალისწინებთ ბარათაშვილისა და ორბელიანის ცხოვრებასა და პიროვნულ ურთიერთმიმართებას, არანაირი საფუძველი ხსენებული ბრალდებებისა არ არსებობს. როგორც ცნობილია, ბარათაშვილი რომანტიკულად იყო გატაცებული სამხედრო სამსახურით, მაგრამ მისი ეს ოცნება ვერ ახდა ორბელიანისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, - გიმნაზიაში სწავლისას ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა. თვითონ წერს: "მშობლები მეუბნებიან, თუ არ ინვალიდების კამანდაში, სხვაგან არსად მიგიღებენ!" ამ დროს ორბელიანი ბალტიისპირეთშია და იქიდან საოცრად წუხს ამ ფაქტის გამო. გამოგზავნილ წერილებში კითხულობს, - როგორაა ტატიკო, კიდევ კოჭლობს თუ არაო? დარდობს მისი განათლების შესახებაც. გადასახლებაში მყოფი ორბელიანი გენერალი არ გეგონოთ. ყმაწვილ კაცს თუ რამე სამხედრო ჩინი ჰქონდა, ჩამოჰყარეს და გადაასახლეს. გრიგოლის დედა, მისი თბილისში პატიმრობისას გარდაიცვალა; უფროსი და - ეფემია გათხოვილი გახლდათ, სამი ძმა კი - ობლად დარჩენილი. ოჯახს ვალები ჰქონდა... 1835 წელს ბარათაშვილმა გიმნაზია დაამთავრა. რა შეეძლო იმ დროს გადასახლებულ ბიძას? იგი თავის ძმას სწერს, ურჩიოს მელიტონს, ბარონ როზენს (მთავარმართებელს) სთხოვოს დახმარება უმაღლეს სასწავლებელში ტატოს გასაგზავნად, - არ არის რთულიო... მაგრამ მელიტონს ამაზე არ უზრუნია. ქეიფსა და დროს ტარებაში გაფლანგა თავისი და ნამზითვი ქონებაც კი. ხოლო როცა მძიმე ავადმყოფი შეიქნა, ოჯახის მოვლა-პატრონობა ნიკოლოზს დაეკისრა. ის ერთადერთი ვაჟი იყო მრავალრიცხოვანი ოჯახისა. გრიგოლი, სამშობლოში დაბრუნებული პერიოდულად მაინც ახერხებდა დის ოჯახის დახმარებას ბარათაშვილის სიცოცხლეშივე და შემდეგაც. ორბელიანს განსაკუთრებული ამაგი აქვს ბარათაშვილის დაზე - ბაბალეზე. მას 20 თუმანს უგზავნიდა. საქორწილოდ - 100 თუმანი გაუგზავნა, რაც საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ და თანაც, გრიგოლს ის, მისი თქმით, "მცირედი" საჩუქარი ნასესხები ჰქონდა ვაჭარ მირზოევისაგან.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, როცა ორბელიანი გადასახლებიდან დაბრუნდა და "დიდი კაცი" გახდა?

- ვინ არ აწუხებდა იმ დროს გრიგოლ ორბელიანს და ისიც შეძლებისდაგვარად ყველას ხელს უწვდიდა. 70-იანი წლების ბოლოს, პეტერბურგიდან ქართველი სტუდენტების წერილი მიიღო. ერთ-ერთი სტუდენტის განსაკუთრებულად გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ატყობინებდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ორბელიანმა შესანიშნავი წერილი მისწერა პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილს, რომელიც მაშინ პეტერბურგში ქართველოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა, იმ სტუდენტს კი 100 მანეთი გაუგზავნა. მსგავსი დახმარება მისთვის არც პირველი იყო და არც - უკანასკნელი. ქართველ მწერალთა შესანიშნავი ბიოგრაფი იონა მეუნარგია, რომელიც ახლოს იცნობდა დიდ პოეტს, წერს, ასეთი ქართველის მნახველი არ ვარო. ის მართლაც დიდი პიროვნება იყო და არ შეიძლება, მის მიმართ შთამომავლობა საყვედურს გამოთქვამდეს, თანაც ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეს ამ დიდი ადმიანის ცხოვრების შესახებ.

- საიდან წარმოიშვა ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ?

- მის სიცოცხლეშივე, მაშინ, როცა "თაობათა ბრძოლად" წოდებული პოლემიკა დაიწყო... 70-იან წლებში ეს პოლემიკა კიდევ უფრო გამძაფრდა. ილია ჭავჭავაძემ "გამოცანები" და "კიდევ გამოცანები" დაწერა, სადაც ერთი გამოცანა ორბელიანის მისამართით დაიწერა. შედარებით სიმპათიურად იხსენიებდა გრიგოლს, მაგრამ გაუბედაობისთვის საყვედურობდა და წერდა: ზოგჯერ ამ კარგსაც ქვეყანა ფეხზე ჰკიდიაო. ორბელიანი მხოლოდ მისდამი მიმართულმა გამოცანამ კი არა, ზოგადად "გამოცანების" ტონმა აღაშფოთა. ხშირად მხოლოდ გრიგოლ ორბელიანის გამოცანას კითხულობენ და უკვირთ, რამ გააჯავრაო. "გამოცანები" და "კიდევ გამოცანები" მთლიანად უნდა იქნას წაკითხული და მხოლოდ მაშინ შეიძლება აღვიქვათ, რა კონტექსტშია პოეტი წარმოდგენილი; ნახირის, გველების, ხვლიკების, ლოკოკინების გარემოცვაშია მოხსენიებული. ორბელიანი, როგორც ჩანს, წონასწორობიდან გამოიყვანა გამოცანებმა და პასუხიც დაწერა. პასუხში აკაკიც გაკენწლა, "ბევრი მოვიდნენ თქვენისთანები, აკაკიები, ბაკაკიები." ამან, თავის მხრივ, აკაკი წერეთელი გააცეცხლა და მანაც ლექსებით გასცა პასუხი. მათ შორის იყო ცნობილი ლექსი - "ხარაბუზა ღენერალს". ამ ლექსში ასე მიმართავს აკაკი ორბელიანს: "სიტყვით სწორო, საქმით კუზა". აკაკის სიტყვას დიდი რეზონანსი ჰქონდა. ასე რომ, ეს აზრი გავრცელდა და სხვებმაც აიტაცეს. კიტა აბაშიძეც აღნიშნავს, რომ გრიგოლ ორბელიანი ორმაგი ბუნების ადამიანი იყო, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდაო.

- ბრალდებები არსებობს გრიგოლ ორბელიანის, როგორც სამხედრო პირის მიმართაც...

- დიახ - ანუ რატომ ეხმარებოდაო რუსეთს კავკასიის დაპყრობაში. დაუშვებელია ასეთი სწორხაზობრივი მსჯელობა. XVII-XVIII საუკუნეებში კავკასიის მთიელმა ტომებმა სისხლი გაუშრეს ქართველებს და განსაკუთრებით, მეფე ერეკლეს. მოგეხსენებათ, ის ორბელიანის პაპა იყო. გრიგოლი რომ გატაცებით იბრძვის კავკასიის მთიანეთში, ერთი მხრივ, მოტივი ისტორიული პატრიოტიზმიცაა. ერთგან იგი წერილში წერს: ესა და ეს აული (სოფელი) გადავწვი, ამით კახელების სისხლი ამოვიღეო. ისტორიულ სამხრეთ საქართველოში თურქების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის სამსახურია?! ის უდიდესი მხედართმთავარი, დიდი სამხედრო ნიჭის მქონე და უბრწყინვალესი მმართველი იყო. ერთხანს ავარიის მმართველად იყო დანიშნული. იმ პერიოდში უამრავი ადამიანი მოიმადლიერა, ამისთვის ხშირად მთელი ჯამაგირის დახარჯვა უხდებოდა. ცდილობდა, ხალხი მადლიერი ჰყოლოდა, დაეჯერებინა ისინი, რომ უაზრო სისხლის ღვრას სასიკეთო არაფერი მოჰყვებოდა... იგი თავგანწირვით იბრძოდა 1827-1828 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. ოსმალეთის დიდი ნაწილი ისტორიული საქართველოა და სწორედ საქართველოსთვის იბრძოდა სრულიად ახალგაზრდა ორბელიანი. როცა ჩვენ ამ საუკუნიდანაც ჩვენს ღვაწლმოსილ წინაპარს შეურაცხყოფის ისრებს ვესვრით, უნდა დავფიქრდეთ, ილიას აზრს დავუგდოთ ყური. ილია უდიდეს პატივს სცემდა ორბელიანს, როგორც პოეტს. ის ამბობდა: იგი იყო თვითმპყრობელი ქართული ენისა და ჩვენ სასოებით მისი მსმენელნი; XIX საუკუნეში გრიგოლ ორბელიანს, როგორც პოეტს, წინ ადვილად ვერავინ გადაუსწრებსო. ილია მოხიბლული იყო გრიგოლის პიროვნებითაც.

როცა იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის შესახებ ლექციების წაკითხვა დააპირა, ილიამ აღტაცების წერილი უძღვნა ამ იდეას: ის სიხარულით ეგებებოდა მომავალ ლექციებს, რადგან ერისათვის დიდად მნიშვნელოვანი იყო მისი რჩეული შვილის, დიდი პოეტის პიროვნებისა და ცხოვრების გზის გათვალისწინება; მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმიტომ, რომ ამ დიდი ნიჭით, განათლებით, დიდსულოვნებით აღსავსე დიდბუნებოვანმა კაცმა იცხოვრა რთული, სავსე ცხოვრებით; გამორჩეული გახლდათ არა მარტო გონებით, ნიჭით, არამედ თანამდებობრივი მდგომარეობითაც: უჩუმრად და ჩრდილქვეშ კი არ ჩაუვლია მის ცხოვრებას, არამედ სისხლსავსედ - საქმე ჰქონდა ბევრ გამოჩენილ ადამიანთან, ჩვენი ქვეყნის მტრებთან თუ მოყვრებთან. საგანგებოდაა ხაზგასასმელი ილიას უბრწყინვალესი სიტყვა, გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული.

კომპოზიციურად სიტყვა ასეა აგებული: ილია გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან სტრიქონების მომარჯვებით მიუთითებს, თუ რა დიდბუნებოვან აზრებს გამოთქვამს მხცოვანი პოეტი. ბოლოს კი კითხულობს: შეიძლება, ვინმე შემომედაოს, ეს ყველაფერი სიტყვაა და არა საქმეო. აქ ილია გრიგოლ ორბელიანის პიროვნების გაორებაზე მოლაპარაკეთა გასაგონად აცხადებს: "არიან ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა "ზეგარდმო მადლით ცხებულნი", რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულთმოქმედი ძლიერება. იგი სასწაულთმოქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედ ჰქმნის. ერთი იმ რჩეულთაგანი, ერთი იმ "ზეგარდმო მადლით ცხებულთაგანი" იყო გრიგოლ ორბელიანი..." ერთი სიტყვით, ჩვენს სინამდვილეში, პირველად, ილია ჭავჭავაძემ გახადა ცხადი, რომ პოეტის საქმე სიტყვაა და მის ბიოგრაფიაში საეჭვო ჩიჩქნას და ამის პირდაპირ მიზნად ქცევას ყველამ თავი უნდა დაანებოს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს