პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბონდო ქურდაძე: "საქართველოსნაირ ქვეყანაში ცემა ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა"
ბონდო ქურდაძე: "საქართველოსნაირ ქვეყანაში ცემა ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა"

გა­ზეთ "შან­სის" რე­დაქ­ტო­რი ბონ­დო ქურ­და­ძე უკვე მე­სა­მე წე­ლია, უცხო­ეთ­შია გა­დახ­ვე­წი­ლი - ოჯახ­თან ერ­თად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. ცოტა ხნის წინ მან თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - "სა­ქარ­თვე­ლოს­კენ". ბონ­დო ქურ­და­ძე, რო­მელ­საც პა­რიზ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის მი­ზე­ზებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­მარ­ჩენ­და ე.წ. საკ­ნე­ბის აქ­ცი­ის"" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ქუ­ჩის გა­ზე­თის გა­მოშ­ვე­ბას? ნა­ცებ­მა შე­მო­მით­ვა­ლეს, თუ არ გა­ჩერ­დე­ბი, შენს ოჯახ­სა და შვი­ლებს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა­თო. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რას ნიშ­ნავს "პრობ­ლე­მე­ბი" - ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა... არა­და, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს კაცი, რო­მელ­მაც იცის, რომ არ ჰყავს ნარ­კო­მა­ნი შვი­ლი და მას 15 წელს უს­ჯი­ან?.. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გაქ­ცე­ვა არ მი­მაჩ­ნია სირ­ცხვი­ლად. წას­ვლამ­დე საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე დათო მაღ­რა­ძე, თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი, რეზო ესა­ძე, ქეთი დო­ლი­ძე და ჩემი მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით შვძე­ლით მთელ­მა ოჯახ­მა ვი­ზე­ბის აღე­ბა, მაგ­რამ კე­თილ­მა ხალ­ხმა გა­მაფრ­თხი­ლა, პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბა აე­რო­პორ­ტშიო. ამი­ტომ გა­ვა­უქ­მე ვი­ზე­ბი და კი­ევ­ში ჩა­ვე­დი, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ევ­თან ახ­ლოს ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს­თან ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ იქაც შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა - უკ­რა­ი­ნა სავ­სე იყო "მი­შის­ტე­ბით" და სას­წრა­ფოდ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა იქა­უ­რო­ბა. შე­ვი­ძი­ნე გა­სა­ბე­რი ნავი, ჟი­ლე­ტე­ბი, და­ვი­ქი­რა­ვე მან­ქა­ნა და ღა­მის 2 სა­ათ­ზე მდი­ნა­რე ტი­სას მი­ვა­დე­ქი, უნ­გრე­თის სა­ზღვარ­თან. წინ - ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე, უკან კი სა­ა­კაშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ქვე­ყა­ნა მე­ლო­და. მე მდი­ნა­რე ავირ­ჩიე. ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რე სამ შვილ­თან ერ­თად - ნიჩ­ბე­ბი გაგ­ვი­ტყდა, მდი­ნა­რემ გაგ­ვი­ტა­ცა, ცურ­ვით მიგ­ვყავ­და მე და ჩემს ბიჭს ნავი. ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა­გან მარ­ცხე­ნა ხელი და ფეხი გა­მე­თი­შა, ნავს ჩა­მო­ვე­კი­დე, ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ მე­ღუ­პე­ბო­და ოჯა­ხი... არა­სო­დეს და­მა­ვი­წდე­ბა ჩემი შვი­ლის ხმა - "მი­წაა!" შემ­დეგ იყო ჭა­ო­ბე­ბი, გა­უ­ვა­ლი ტყე, ეკალ-ბარ­დე­ბი... რომ გვე­გო­ნა, სამ­შვი­დო­ბოს გა­ვაღ­წი­ეთ, უნ­გრე­თის მე­სა­ზღვრე­ებ­მა დაგ­ვა­კა­ვეს და 4 თვე ცი­ხე­ში გა­მოგ­ვამ­წყვდი­ეს. ძლივს შევ­ძე­ლით სა­პყრო­ბი­ლე­დან თა­ვის დაღ­წე­ვა, შემ­დეგ ავ­სტრი­ა­ში ჩას­ვლა, იქი­დან - იტა­ლი­ა­ში, ბო­ლოს კი, საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლა.

- ვი­ცით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ხართ და პა­რიზ­ში თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცია""...

- მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი არა, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ.

ორი არ­ჩე­ვა­ნია: ან ხმა უნდა მის­ცე კაცს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის სახ­ლი­დან ეზი­დე­ბო­და და აშე­ნებ­და, ან ნა­ცხრო­ვას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­დან სახ­ლში ეზი­დე­ბო­და და ან­გრევ­და. თეთ­რი­სა და შა­ვის გარ­ჩე­ვა კი ქარ­თველ კაცს არ ეს­წავ­ლე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთი სამ­თავ­რო­ბო კა­რუ­სე­ლი დატ­რი­ალ­და.

- მი­შას შე­ე­შინ­და, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად "პა­რა­შუ­ტით" ივა­ნიშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბა­ში" არ დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო. ვანო საზ­რი­ა­ნი კა­ცია, იცის, "პა­რა­შუ­ტი" რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს.

- გინ­დათ თქვათ, რომ ახა­ლა­ი­ებ­მა არ იცი­ან "პა­რა­შუ­ტის გაშ­ლა"?

- არ იცი­ან! "პა­რა­შუ­ტის­ტო­ბა" ჰა­ერ­ში ფრე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბაა. ახა­ლა­ი­ე­ბი კი ბლაგ­ვი, ხის­ტი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან. მათ ისე გა­ის­ვა­რეს სის­ხლში ხე­ლე­ბი, რომ თვი­თონ­ვე მო­იჭ­რეს უკან და­სა­ხე­ვი გზა. მათი ხრო­ვა მი­შას ბოლო გაბ­რძო­ლე­ბის­თვის შე­მო­ნა­ხულ ბას­ტი­ლი­ის ცი­ხეს მა­გო­ნებს.

- აი­ღებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ბას­ტი­ლი­ას"?

- რო­გორ გგო­ნი­ათ, მიშა მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის შემ­დგო­მი ოთხწ­ლი­ა­ნი ვა­დის­თვის იბ­რძო­ლებს? ის სა­ჭი­რო დროს, და­ახ­ლო­ე­ბით, სექ­ტემ­ბერ­ში გა­დად­გე­ბა და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიას. მი­შას აქვს ქა­რიზ­მა, ჰყავს "კარ­გი მო­ან­გა­რი­შე" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი აღა­რა­ვის სჯე­რა, შე­ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას. მიშა თქვენ მარ­თლა ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო გგო­ნი­ათ, რომ ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე თვეს იპ­რე­ზი­დენ­ტებს, და­ი­ხუ­რავს ქუდს და წავა? მი­შას არაფ­რად უღირს რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბა, ის თვე­ე­ბი მას ჯო­ჯო­ხე­თად გა­და­ექ­ცე­ვა, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­დად­გე­ბა და ამით შე­ეც­დე­ბა, კი­დევ ერთხელ შე­იქ­მნას დე­მოკ­რა­ტი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯი და­სავ­ლეთ­ში და მი­ი­ღოს მხარ­და­ჭე­რა. პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას 40 დღის შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. ოღონდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, დახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში, ოპო­ზი­ცია აი­რე­ვა, მღვრიე წყალ­ში კი ნა­ცის­ტებს თევ­ზის ჭე­რის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ფეხი თუ მა­ინც წა­უ­ბორ­ძიკ­დათ, რჩე­ბათ ბატ­კა­ნი­ვით მორ­ჩი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ვით ბაქ­რა­ძე, რო­მე­ლიც მათ მი­ერ­ვე მო­წყო­ბილ პრო­ვო­კა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად ჩათ­ვლის და სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში კო­მენ­დან­ტის სა­ათს გა­მო­ა­ცხა­დებს... ამ პი­რო­ბებ­ში, თუ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­იშ­ლე­ბა, გამ­ქცე­ვე­ბი გა­იქ­ცე­ვი­ან, და­სა­ჭე­რებს კი და­ი­ჭე­რენ. თუმ­ცა ნუ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ მე­ო­რე მხა­რეს დგას მათ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი მო­თა­მა­შე - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ჯერ­ჯე­რო­ბით მი­შის­ტებს მშრა­ლი ან­გა­რი­შით ამარ­ცხებს და ამ ფონ­ზე იმის თქმა, რომ ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. ამ კაცს, ჩემი აზ­რით, ისიც აინ­ტე­რე­სებს, სად გა­დის მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვა­რი. ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი მო­თა­მა­შეა. პო­ლი­ტი­კურ ავან­სცე­ნა­ზე მისი სა­ჭად­რა­კო პო­ზი­ცია ასე­თია: თეთ­რე­ბი იწყე­ბენ და... იგე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, თეთ­რებ­ში ბი­ძი­ნას ვგუ­ლის­ხმობ. ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე არ ჩან­და დე­დო­ფა­ლი, თუმ­ცა ის უკვე გა­მოჩ­ნდა...

- რო­მელ დე­დო­ფალ­ზე ლა­პა­რა­კობთ?

- დე­დო­ფალ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ. ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის შე­ნე­ბას ევ­რო­პუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის, მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და გა­ნათ­ლე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რიც სჭირ­დე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არც ბიძა ჰყო­ლია "კა-გე-ბეს " გე­ნე­რა­ლი და არც "კა-გე-ბეს" ჯარ­ში უმ­სა­ხუ­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით. ვერც რუ­სულ ორი­ენ­ტა­ცი­ას დას­წა­მებ, რად­გან მისი ოჯა­ხის ოთხი თა­ო­ბა სწო­რედ რუ­სე­ბის გამო გა­ი­ზარ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში.

- ბოლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა. ამა­ზე რას იტყვით?

- სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ცემა დიდი ჯილ­დოა, ესე იგი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარ. რა­ტომ მი­ში­კოს ჟურ­ნა­ლის­ტებს არ სცე­მენ?

- რო­გორც ვიცი, თქვენ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ მოძ­რა­ო­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს­კენ"."

- 27 მა­ისს, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დღეს, ლე­ვი­ლის ქარ­თველ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს­კენ".

- შე­ვი­ტყვე, რომ პა­რიზ­ში ქარ­თუ­ლი გა­ზე­თის გა­მო­ცე­მას აპი­რებთ.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა, გა­ზე­თი - ჩემი სი­გი­ჟე, უმი­სოდ დიდ­ხანს ვერ გავძლებ. მინ­და, გა­მოვ­ცე მსოფ­ლი­ოს ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი "უცხო ცის ქვეშ". ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მო­ძებ­ნა არ გა­მი­ჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რია გა­მოქ­ცე­უ­ლი...

- რო­დის დაბ­რუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჯერ ვერა. შე­ვი­ტყვე, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა მოძ­რა­ო­ბას. მინ­და, მის გუნდში რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ვიყო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ის სულ ჩემ­თან არის. ჩვენ ძა­ლი­ან მალე და ძა­ლი­ან ბევ­რნი დავ­ბრუნ­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში!

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბონდო ქურდაძე: "საქართველოსნაირ ქვეყანაში ცემა ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა"

ბონდო ქურდაძე: "საქართველოსნაირ ქვეყანაში ცემა ჟურნალისტისთვის დიდი ჯილდოა"

გაზეთ "შანსის" რედაქტორი ბონდო ქურდაძე უკვე მესამე წელია, უცხოეთშია გადახვეწილი - ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ღია საზოგადოება - "საქართველოსკენ". ბონდო ქურდაძე, რომელსაც პარიზში დავუკავშირდით, ემიგრაციაში წასვლის მიზეზებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება:

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება შემარჩენდა ე.წ. საკნების აქციის"" მიმდინარეობისას ქუჩის გაზეთის გამოშვებას? ნაცებმა შემომითვალეს, თუ არ გაჩერდები, შენს ოჯახსა და შვილებს პრობლემები შეექმნებათო. ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "პრობლემები" - იარაღის უკანონო ტარებაში, ნარკოტიკების შენახვაში დადანაშაულება... არადა, როგორ უნდა მოიქცეს კაცი, რომელმაც იცის, რომ არ ჰყავს ნარკომანი შვილი და მას 15 წელს უსჯიან?.. ასეთ შემთხვევაში გაქცევა არ მიმაჩნია სირცხვილად. წასვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე დათო მაღრაძე, თემურ შაშიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, რეზო ესაძე, ქეთი დოლიძე და ჩემი მეგობარი ჟურნალისტები. მათი დახმარებით შვძელით მთელმა ოჯახმა ვიზების აღება, მაგრამ კეთილმა ხალხმა გამაფრთხილა, პრობლემები შეგექმნება აეროპორტშიო. ამიტომ გავაუქმე ვიზები და კიევში ჩავედი, 3 თვის განმავლობაში კიევთან ახლოს ჩვენს თანამემამულესთან ვცხოვრობდი, მაგრამ იქაც შემექმნა პრობლემა - უკრაინა სავსე იყო "მიშისტებით" და სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა იქაურობა. შევიძინე გასაბერი ნავი, ჟილეტები, დავიქირავე მანქანა და ღამის 2 საათზე მდინარე ტისას მივადექი, უნგრეთის საზღვართან. წინ - ადიდებული მდინარე, უკან კი სააკაშვილის დიქტატორული ქვეყანა მელოდა. მე მდინარე ავირჩიე. ჯოჯოხეთი გავიარე სამ შვილთან ერთად - ნიჩბები გაგვიტყდა, მდინარემ გაგვიტაცა, ცურვით მიგვყავდა მე და ჩემს ბიჭს ნავი. ნერვიულობისაგან მარცხენა ხელი და ფეხი გამეთიშა, ნავს ჩამოვეკიდე, ვუყურებდი, როგორ მეღუპებოდა ოჯახი... არასოდეს დამავიწდება ჩემი შვილის ხმა - "მიწაა!" შემდეგ იყო ჭაობები, გაუვალი ტყე, ეკალ-ბარდები... რომ გვეგონა, სამშვიდობოს გავაღწიეთ, უნგრეთის მესაზღვრეებმა დაგვაკავეს და 4 თვე ციხეში გამოგვამწყვდიეს. ძლივს შევძელით საპყრობილედან თავის დაღწევა, შემდეგ ავსტრიაში ჩასვლა, იქიდან - იტალიაში, ბოლოს კი, საფრანგეთში, პარიზში ჩამოსვლა.

- ვიცით, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხართ და პარიზში თქვენი ორგანიზებით გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია""...

- მე "ქართული ოცნების" კი არა, ქართული რეალობის მხარდამჭერი ვარ.

ორი არჩევანია: ან ხმა უნდა მისცე კაცს, რომელიც ქვეყნისთვის სახლიდან ეზიდებოდა და აშენებდა, ან ნაცხროვას, რომელიც ქვეყნიდან სახლში ეზიდებოდა და ანგრევდა. თეთრისა და შავის გარჩევა კი ქართველ კაცს არ ესწავლება.

- საქართველოში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა.

- მიშას შეეშინდა, ვანო მერაბიშვილი ძალოვან სტრუქტურებთან ერთად "პარაშუტით" ივანიშვილის "ოცნებაში" არ დაშვებულიყო. ვანო საზრიანი კაცია, იცის, "პარაშუტი" როგორ გამოიყენოს.

- გინდათ თქვათ, რომ ახალაიებმა არ იციან "პარაშუტის გაშლა"?

- არ იციან! "პარაშუტისტობა" ჰაერში ფრენის ხელოვნებაა. ახალაიები კი ბლაგვი, ხისტი ჯარისკაცები არიან. მათ ისე გაისვარეს სისხლში ხელები, რომ თვითონვე მოიჭრეს უკან დასახევი გზა. მათი ხროვა მიშას ბოლო გაბრძოლებისთვის შემონახულ ბასტილიის ციხეს მაგონებს.

- აიღებს ბიძინა ივანიშვილი "ბასტილიას"?

- როგორ გგონიათ, მიშა მერაბიშვილის პრემიერობის შემდგომი ოთხწლიანი ვადისთვის იბრძოლებს? ის საჭირო დროს, დაახლოებით, სექტემბერში გადადგება და სათავეში ჩაუდგება "ნაციონალური მოძრაობის" სიას. მიშას აქვს ქარიზმა, ჰყავს "კარგი მოანგარიშე" იუსტიციის მინისტრი და, მიუხედავად იმისა, რომ მისი აღარავის სჯერა, შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას. მიშა თქვენ მართლა ისეთი გულუბრყვილო გგონიათ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რამდენიმე თვეს იპრეზიდენტებს, დაიხურავს ქუდს და წავა? მიშას არაფრად უღირს რამდენიმეთვიანი პრეზიდენტობა, ის თვეები მას ჯოჯოხეთად გადაექცევა, ამიტომ აუცილებლად გადადგება და ამით შეეცდება, კიდევ ერთხელ შეიქმნას დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი დასავლეთში და მიიღოს მხარდაჭერა. პრეზიდენტის გადადგომას 40 დღის შემდეგ მოჰყვება საპრეზიდენტო არჩევნები. ოღონდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დახლოებით ორ კვირაში, ოპოზიცია აირევა, მღვრიე წყალში კი ნაცისტებს თევზის ჭერის დიდი გამოცდილება აქვთ. ფეხი თუ მაინც წაუბორძიკდათ, რჩებათ ბატკანივით მორჩილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე, რომელიც მათ მიერვე მოწყობილ პროვოკაციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ჩათვლის და საჭირო შემთხვევაში კომენდანტის საათს გამოაცხადებს... ამ პირობებში, თუ არჩევნები ჩაიშლება, გამქცევები გაიქცევიან, დასაჭერებს კი დაიჭერენ. თუმცა ნუ გვავიწყდება, რომ მეორე მხარეს დგას მათზე არანაკლები მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ჯერჯერობით მიშისტებს მშრალი ანგარიშით ამარცხებს და ამ ფონზე იმის თქმა, რომ ბიძინა პოლიტიკოსი არ არის, ღიმილის მომგვრელია. ამ კაცს, ჩემი აზრით, ისიც აინტერესებს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ივანიშვილი დიდი მოთამაშეა. პოლიტიკურ ავანსცენაზე მისი საჭადრაკო პოზიცია ასეთია: თეთრები იწყებენ და... იგებენ. ბუნებრივია, თეთრებში ბიძინას ვგულისხმობ. ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე არ ჩანდა დედოფალი, თუმცა ის უკვე გამოჩნდა...

- რომელ დედოფალზე ლაპარაკობთ?

- დედოფალში სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ. ახალი, ევროპული ქვეყნის შენებას ევროპული ინტელექტის, მენტალიტეტისა და განათლების არქიტექტორიც სჭირდება. სალომე ზურაბიშვილს არც ბიძა ჰყოლია "კა-გე-ბეს " გენერალი და არც "კა-გე-ბეს" ჯარში უმსახურია სააკაშვილივით. ვერც რუსულ ორიენტაციას დასწამებ, რადგან მისი ოჯახის ოთხი თაობა სწორედ რუსების გამო გაიზარდა ემიგრაციაში.

- ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. ამაზე რას იტყვით?

- საქართველოსნაირ ქვეყანაში ჟურნალისტისთვის ცემა დიდი ჯილდოა, ესე იგი, პროფესიონალი ხარ. რატომ მიშიკოს ჟურნალისტებს არ სცემენ?

- როგორც ვიცი, თქვენ ჩამოაყალიბეთ მოძრაობა "საქართველოსკენ".''

- 27 მაისს, ჩვენი პირველი მანიფესტაციის დღეს, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ჩამოვაყალიბეთ ღია საზოგადოება "საქართველოსკენ".

- შევიტყვე, რომ პარიზში ქართული გაზეთის გამოცემას აპირებთ.

- ჟურნალისტობა ჩემი პროფესიაა, გაზეთი - ჩემი სიგიჟე, უმისოდ დიდხანს ვერ გავძლებ. მინდა, გამოვცე მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ქართული გაზეთი "უცხო ცის ქვეშ". ქართველი ჟურნალისტების მოძებნა არ გამიჭირდება, საქართველოდან ბევრია გამოქცეული...

- როდის დაბრუნდებით საქართველოში?

- ჯერ ვერა. შევიტყვე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში ქართველ ემიგრანტთა მოძრაობას. მინდა, მის გუნდში რიგითი ჯარისკაცი ვიყო. რაც შეეხება საქართველოს, ის სულ ჩემთან არის. ჩვენ ძალიან მალე და ძალიან ბევრნი დავბრუნდებით სამშობლოში!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"