მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე
”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე

ამა წლის 11 ივ­ლისს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­რა­ლეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა შეხ­ლა-შე­მოხ­ლით დას­რულ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან კარ­გად ჩანს, რომ ინ­ცი­დენ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ვინ­მე გო­გი­ტა გო­ჩაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ ფეხ­ბურ­თელს, კახა კა­ლა­ძეს გა­ნუ­ცხა­და: "იცი, რა­ტომ და­კარ­გე შენი ძმა? - ფული რომ არ გა­და­უ­ხა­დე!" მე­ო­რემ ქვე­ბის წვი­მა­ში მო­ყო­ლილ კა­ხას მკვა­ხედ და­ა­წია - "შე ძმის გამ­ყიდ­ვე­ლო, მო­ღა­ლა­ტე!"

ამ ამაზ­რზე­ნი სცე­ნა­რის ავ­ტორ­მა გამ­ხმო­ვა­ნებ­ლებ­ზე კარ­გად იცო­და, რომ კახა კა­ლა­ძეს ნას­როლ ქვა­ზე მე­ტად ამ ტრა­გე­დი­ის ხსე­ნე­ბა ატ­კენ­და გულს... ოფი­ცი­ოზს და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ყურ­ში მხო­ლოდ გამ­წა­რე­ბუ­ლი კა­ლა­ძის გი­ნე­ბა მოხ­ვდათ, ინ­ცი­დენ­ტშიც ის და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და "მოთ­მე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე" ალა­პა­რაკ­დნენ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ზო­გი­ერ­თის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა ბინ­ძუ­რი ხერ­ხი გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ვი­ნა­ი­დან გა­რე­მო­ე­ბამ მო­ი­ტა­ნა, ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუბ­რუნ­დე­ბით სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის პე­რი­პე­ტი­ებს.

2001 წლის 23 მა­ისს, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, გა­ი­ტა­ცეს კახა კა­ლა­ძის ძმა, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი ლე­ვან კა­ლა­ძე. მომ­ხდარ­ზე უამ­რა­ვი ვერ­სია გაჩ­ნდა... ხუ­თწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის და ძებ­ნის შემ­დეგ, საქ­მე სა­ბო­ლო­ოდ გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და და ოჯახს ლე­ვა­ნის ნაც­ვლად მისი რამ­დე­ნი­მე ძვა­ლი და­უბ­რუნ­და. რო­გორც საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ტა­ცე­ბა-მკვლე­ლო­ბის საქ­მე არც გახ­სნი­ლია და არც გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, ამი­ტომ სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას მო­მა­ვალ­ში შე­ეც­დე­ბი­ან...

ლე­ვან კა­ლა­ძეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი რკი­ნიგ­ზის #2 სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზოს შე­სას­ვლელ­თან დახ­ვდნენ და ძა­ლით ჩას­ვეს თეთრ უნომ­რო "ნი­ვა­ში". გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ოჯახს ლე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 600 ათა­სი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს. დიდი ხნის ძებ­ნის შემ­დეგ, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­ა­კა­ვეს მე­რაბ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, რის გა­მოც, მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და. ამი­სუ­ლაშ­ვილს სას­ჯე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ზომა - 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ სამი წევ­რი: შვე­ი­ცა­რი­ი­დან - და­ვით ასა­თი­ა­ნი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან - ლე­ვან ცინ­ცა­ძე, საფ­რან­გე­თი­დან კი - თე­მურ გაგ­ნი­ძე. სა­სა­მარ­თლომ მათი ბრა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო და და­ვით ასა­თი­ან­სა და ლე­ვან ცინ­ცა­ძეს - 25-25 წლით, ხოლო თე­მურ გაგ­ნი­ძეს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა (მან ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა).

საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის თა­ნახ­მად, გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ლე­ვან კა­ლა­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე, და­ვით ასა­თი­ა­ნის ბი­ნა­ში მი­იყ­ვა­ნეს, მე­ო­რე დღეს კი კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ და­უ­რე­კეს გა­ტა­ცე­ბუ­ლის მა­მას, კარ­ლო კა­ლა­ძეს და 65 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­და­ზე და­ი­თან­ხმეს. კარ­ლო კა­ლა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, რაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ლე­ვან კა­ლა­ძე გამ­ტა­ცებ­ლებ­მა 2001 წლის 14 ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ი­სას მოკ­ლეს და მისი ცხე­და­რი ვა­ზი­სუბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ხევ­ში მი­ა­ტო­ვეს.

2004 წლის 24 მარტს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეცერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია სწო­რედ ლე­ვან კა­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძის ოჯახ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, სო­ფელ ეცერ­ში გა­თხრი­ლი სა­მარ­ხი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ძვლე­ბი არა ლე­ვან კა­ლა­ძის, არა­მედ XIX სა­უ­კუ­ნე­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იყო. პოლ­კოვ­ნიკ­მა ბათუ სა­ღი­ნა­ძემ, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად შს სა­მი­ნის­ტროს სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და და ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მეს იძი­ებ­და, თა­ვი­სი ვერ­სი­ე­ბი გა­ახ­მა­უ­რა, კერ­ძოდ ის, რომ ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბას კავ­ში­რი მისი ძმის, კახა კა­ლა­ძის ტრანსფერ­სა (ლე­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბამ­დე 4 თვით ადრე კახა იტა­ლი­ურ­მა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა "მი­ლან­მა" იყი­და და კა­ლა­ძის ტრანსფე­რი­დან 600 ათა­სი დო­ლა­რი უნდა მი­ე­ღო. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა გა­მო­სას­ყი­დად სწო­რედ ეს თან­ხა და­ა­სა­ხე­ლეს) და სვა­ნურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ჰქონ­და. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, გა­ტა­ცე­ბა­ში ძა­ლო­ვა­ნი ჩი­ნოს­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას დაჰ­პირ­და.

2005 წელს ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე მე­ო­რედ "გა­იხ­სნა", რო­დე­საც მუ­ხათ­გვერ­დში აღ­მო­ა­ჩი­ნეს უც­ნო­ბის გვა­მი, თუმ­ცა არ და­დას­ტურ­და, რომ ის კა­ლა­ძეს ეკუთ­ვნო­და. 2006 წლის იან­ვარ­ში ვა­ზი­სუბ­ნის ხევ­ში ნა­პოვ­ნი გვა­მი (ად­გი­ლი ამი­სუ­ლაშ­ვილ­მა მი­უ­თი­თა) სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, ლე­ვან კა­ლა­ძის იყო. ეს ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა დნმ-ის ტეს­ტის პა­სუხ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"დრო მოვა, სა­ღი­ნა­ძე ამ საქ­მეს ნა­თელს მოჰ­ფენს"

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი:

ცნო­ბი­ლია, რომ ბათუ სა­ღი­ნა­ძემ ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­შიფ­რა და ისი­ნი სა­ჯა­როდ ამ­ხი­ლა. სწო­რედ ამის გამო სა­ღი­ნა­ძე სას­წრა­ფოდ ცი­ხე­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. პა­ტი­მა­რი სა­ღი­ნა­ძე დღე­საც ამ­ტკი­ცებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს. ამით, პირ­ველ რიგ­ში, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა აიღო, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალ­ზე არა­ვინ რომ არ გა­სუ­ლი­ყოო. შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ რო­გორც უშუ­ა­ლოდ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, ასე­ვე, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბა­დაც გა­და­იქ­ცნენ და სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყეს სა­ღი­ნა­ძის დევ­ნა. იმის გამო, რომ დღეს ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა, არ სურთ, ეს კვა­ლი მათ­თან მი­ვი­დეს, თო­რემ ისი­ნი თა­ნახ­მა იქ­ნე­ბოდ­ნენ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ბა­თუს ჩვე­ნე­ბე­ბი. დღეს დევ­ნი­ლია კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც გა­და­ურ­ჩა და­პა­ტიმ­რე­ბას და თავს უცხო­ეთს აფა­რებს. სა­ღი­ნა­ძე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე არ ლა­პა­რა­კობს, რად­გან ჯერ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ფენს ნა­თელს. სა­ღი­ნა­ძის თქმით, ლე­ვან კა­ლა­ძე თბი­ლის­ში არ მო­უკ­ლავთ, ის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში წა­იყ­ვა­ნეს, იქ გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს (ზო­გა­დად, სვა­ნეთს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბა აფ­რა­სი­ძე­ებს) და შე­საძ­ლოა, საფ­ლა­ვიც იმა­ვე რა­ი­ონ­ში იყო­სო.

"ქალი ვარ, მაგ­რამ იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ გა­რე­წარს ტყვი­ას მი­ვა­ჭე­დებ­დი შუბ­ლში"

რუ­სუ­დან კა­ლა­ძე, კახა კა­ლა­ძის მა­მი­და:

კა­რა­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ სა­ში­ნელ გან­წყო­ბა­ზე დავ­დე­ქი. კა­ხამ ფული არ გა­და­ი­ხა­დაო, გა­და­ი­ხა­და კი არა, რაც მო­ი­თხო­ვეს, ორი იმ­დე­ნი წა­ვი­და ჩვენ­გან. ჩემი ძმა გი­ჟი­ვით დარ­ბო­და და ვე­რაფ­რით მი­აღ­წია, ფული გამ­ტა­ცებ­ლებს აე­ღოთ. ვინ აღარ სძა­ლავ­და ფულს ჩემს ძმას... სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აგ­ვი­რი­ეს გზა-კვა­ლი, სად არ ატა­რეს, ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ და­უბ­რუ­ნებ­დნენ შვილს. ვერ მოვ­ძებ­ნეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც გამ­ტა­ცებ­ლებს პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით. ერთხე­ლაც, და­უ­რე­კეს გამ­ტა­ცებ­ლებ­მა კარ­ლოს და უთხრეს, 60 ათა­სი დო­ლა­რი მო­ი­ტა­ნე ხო­ბის გზა­ზეო, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ დაგვღუ­პა - 50 მან­ქა­ნით გა­მოგ­ვყვნენ და ხელი შეგ­ვი­შა­ლეს... გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ჩემს ძმას მოს­თხო­ვეს, ტყე­ში შე­მო­დიო, მაგ­რამ იმ­ჟა­მად შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და­ვით კე­კუ­ამ, რო­მე­ლიც კარ­ლოს მან­ქა­ნა­ში ეჯდა, უთხრა, არ შეხ­ვი­დეო. კარ­ლოს გამ­ტა­ცებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

ვერ გე­ტყვით, "მი­ლან­ში" კა­ხას გა­დას­ვლას კავ­ში­რი აქვს თუ არა ლე­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბას­თან, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია... მერე ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა 200 ათა­სი გა­მოს­ძა­ლა ჩემს ძმას, სვა­ნე­თი­დან ჩა­მო­გიყ­ვან შვილ­სო და სა­დღაც გაქ­რა. თურ­მე ბავ­შვი მოკ­ლუ­ლი იყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ტყუ­ებ­დნენ.

ამ­ბო­ბენ, რომ გა­ტა­ცე­ბა "ზე­მო­დან" იყო დაკ­ვე­თი­ლი. მე ვინ მე­ტყვის სი­მარ­თლეს? კახა უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა უან­გა­როდ და ძმის­თვის არ გა­ი­მე­ტებ­და ფულს?! ეს რო­გორ აკად­რა კა­ხას, იმ უნა­მუ­სომ! ქალი ვარ, მაგ­რამ იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ტყვი­ას მი­ვა­ჭე­დებ­დი შუბ­ლში. რა­ტომ არ მო­ით­მი­ნაო - საყ­ვე­დუ­რო­ბენ, კი­დევ კარ­გად მო­ით­მი­ნა. რამ­დე­ნი სი­ბინ­ძუ­რე აუ­გო­რეს - ნარ­კო­მა­ნებ­თან და ქურ­დებ­თან ჰქონ­და საქ­მეო, იტა­ლი­ა­ში გა­ყი­დუ­ლი თა­მა­შე­ბის საქ­მე­ში იყო გა­რე­უ­ლიო... მე ხომ ვიცი, ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი კახა რო­გო­რია?! კახა ისე­დაც გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს, ვერ მო­უ­ნე­ლე­ბია, იცის, რომ არა ის, ლე­ვანს არ გა­ი­ტა­ცებ­დნენ. კა­ხას ბევ­რჯერ უთ­ქვამს: 100 წე­ლიც რომ ვი­ცო­ცხლო, ეს დარ­დი გუ­ლი­დან არ ამო­ვაო და კი­დევ ეს უნ­დო­და?

ვინ არის გო­გი­ტა გო­ჩაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კახა კა­ლა­ძეს ძმო­ბას და ვაჟ­კა­ცო­ბას ას­წავ­ლი­და?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში"' კა­რა­ლეთ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს სა­მა­ჩაბ­ლო­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ზან­გა­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, 2004 წელს მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს გო­ჩაშ­ვი­ლის ძმა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რისი მი­ზე­ზიც იყო ის, რომ ნა­ქურ­და­ლი და "ბა­რი­გო­ბით" ნა­შოვ­ნი ფული ვერ გა­იყ­ვეს და რომ გო­ჩაშ­ვი­ლი ფულს ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვით შო­უ­ლობ­და. ასე­ვე, ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ 2004 წლის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ი­სას გო­ჩაშ­ვი­ლი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან ბავ­შვე­ბის ავ­ტო­ბუსს გაჰ­ყვა სა­ნა­ტო­რი­უმ­ში, სა­დაც პა­ტა­რებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და მათ ფა­ფას მი­ირ­თმევ­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მი­მოს­ვლა შე­წყდა, გო­ჩაშ­ვი­ლი მა­ინც ახერ­ხებ­და ტრა­ი­ლე­რე­ბით ხი­ლის გა­ტა­ნას სა­ექ­სპორ­ტოდ. გო­ჩაშ­ვი­ლი დღეს ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის დე­პუ­ტატ ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე" - არ­ქი­ვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე

”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე

ამა წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შეხლა-შემოხლით დასრულდა. ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ინციდენტის მაპროვოცირებელი ვინმე გოგიტა გოჩაშვილი გახლდათ, რომელმაც მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელს, კახა კალაძეს განუცხადა: "იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა? - ფული რომ არ გადაუხადე!" მეორემ ქვების წვიმაში მოყოლილ კახას მკვახედ დააწია - "შე ძმის გამყიდველო, მოღალატე!"

ამ ამაზრზენი სცენარის ავტორმა გამხმოვანებლებზე კარგად იცოდა, რომ კახა კალაძეს ნასროლ ქვაზე მეტად ამ ტრაგედიის ხსენება ატკენდა გულს... ოფიციოზს და მის დაქვემდებარებულ ტელევიზიებს ყურში მხოლოდ გამწარებული კალაძის გინება მოხვდათ, ინციდენტშიც ის დაადანაშაულეს და "მოთმენის ვალდებულებაზე" ალაპარაკდნენ. საუბედუროდ, ზოგიერთისთვის პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად ყველა ბინძური ხერხი გამართლებულია. ვინაიდან გარემოებამ მოიტანა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით საუკუნის დასაწყისში მომხდარი ყველაზე შემზარავი დანაშაულის პერიპეტიებს.

2001 წლის 23 მაისს, ფულის გამოძალვის მიზნით, გაიტაცეს კახა კალაძის ძმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე. მომხდარზე უამრავი ვერსია გაჩნდა... ხუთწლიანი ლოდინის და ძებნის შემდეგ, საქმე საბოლოოდ გახსნილად გამოცხადდა და ოჯახს ლევანის ნაცვლად მისი რამდენიმე ძვალი დაუბრუნდა. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, გატაცება-მკვლელობის საქმე არც გახსნილია და არც გამოძიებული, ამიტომ სიმართლის გარკვევას მომავალში შეეცდებიან...

ლევან კალაძეს გამტაცებლები რკინიგზის #2 საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან დახვდნენ და ძალით ჩასვეს თეთრ უნომრო "ნივაში". გამტაცებლებმა ოჯახს ლევანის თავისუფლების სანაცვლოდ 600 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან კი - თემურ გაგნიძე. სასამართლომ მათი ბრალი დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს - 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მან ამისულაშვილის მსგავსად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული აღიარა).

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გამტაცებლებმა ლევან კალაძე თავდაპირველად თბილისში, ვერაზე, დავით ასათიანის ბინაში მიიყვანეს, მეორე დღეს კი კვალის არევის მიზნით, ვაზისუბნის დასახლებაში, ამისულაშვილის ბინაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ დაურეკეს გატაცებულის მამას, კარლო კალაძეს და 65 ათასი დოლარის გადახდაზე დაითანხმეს. კარლო კალაძემ პროკურატურას მიმართა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის გახდა ცნობილი. პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს, გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს.

2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია სწორედ ლევან კალაძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ევგენი აფრასიძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ გამოძიებამ საქმე გახსნილად გამოაცხადა. როგორც შემდგომ გაირკვა, სოფელ ეცერში გათხრილი სამარხიდან ამოღებული ძვლები არა ლევან კალაძის, არამედ XIX საუკუნეში გარდაცვლილების იყო. პოლკოვნიკმა ბათუ საღინაძემ, რომელიც იმხანად შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსად მუშაობდა და ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა, თავისი ვერსიები გაახმაურა, კერძოდ ის, რომ ლევან კალაძის გატაცებას კავშირი მისი ძმის, კახა კალაძის ტრანსფერსა (ლევანის გატაცებამდე 4 თვით ადრე კახა იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" იყიდა და კალაძის ტრანსფერიდან 600 ათასი დოლარი უნდა მიეღო. გამტაცებლებმა გამოსასყიდად სწორედ ეს თანხა დაასახელეს) და სვანურ დაჯგუფებასთან ჰქონდა. მისივე მტკიცებით, გატაცებაში ძალოვანი ჩინოსნები მონაწილეობდნენ და იგი საზოგადოებას მათი ვინაობის გამხელას დაჰპირდა.

2005 წელს ლევან კალაძის საქმე მეორედ "გაიხსნა", როდესაც მუხათგვერდში აღმოაჩინეს უცნობის გვამი, თუმცა არ დადასტურდა, რომ ის კალაძეს ეკუთვნოდა. 2006 წლის იანვარში ვაზისუბნის ხევში ნაპოვნი გვამი (ადგილი ამისულაშვილმა მიუთითა) სამართალდამცველთა მტკიცებით, ლევან კალაძის იყო. ეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტის პასუხმაც დაადასტურა.

"დრო მოვა, საღინაძე ამ საქმეს ნათელს მოჰფენს"

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი:

ცნობილია, რომ ბათუ საღინაძემ ლევან კალაძის გატაცების საქმეში შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა გაშიფრა და ისინი საჯაროდ ამხილა. სწორედ ამის გამო საღინაძე სასწრაფოდ ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმარი საღინაძე დღესაც ამტკიცებს, რომ გამოძიებაში ხელი შეუშალეს. ამით, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილი იყო დაინტერესებული, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა აიღო, დამნაშავეების კვალზე არავინ რომ არ გასულიყოო. შეთანხმებულად მოქმედებდნენ როგორც უშუალოდ გამტაცებლები, ასევე, შსს-ს მაღალჩინოსნები, რომლებიც შემდეგ ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებადაც გადაიქცნენ და სწორედ ოქრუაშვილის ინიციატივით დაიწყეს საღინაძის დევნა. იმის გამო, რომ დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ისევ თანამდებობაზეა, არ სურთ, ეს კვალი მათთან მივიდეს, თორემ ისინი თანახმა იქნებოდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ბათუს ჩვენებები. დღეს დევნილია კალაძეების ადვოკატი ზურაბ დგებუაძე, რომელიც გადაურჩა დაპატიმრებას და თავს უცხოეთს აფარებს. საღინაძე ბევრ საინტერესო დეტალზე არ ლაპარაკობს, რადგან ჯერ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ საქმეს აუცილებლად მოჰფენს ნათელს. საღინაძის თქმით, ლევან კალაძე თბილისში არ მოუკლავთ, ის ერთ-ერთ რაიონში წაიყვანეს, იქ გამოასალმეს სიცოცხლეს (ზოგადად, სვანეთს ასახელებს, თუმცა ეს არ ეხება აფრასიძეებს) და შესაძლოა, საფლავიც იმავე რაიონში იყოსო.

"ქალი ვარ, მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი, იმ გარეწარს ტყვიას მივაჭედებდი შუბლში"

რუსუდან კალაძე, კახა კალაძის მამიდა:

კარალეთში მომხდარი ინციდენტის კადრების ნახვის შემდეგ საშინელ განწყობაზე დავდექი. კახამ ფული არ გადაიხადაო, გადაიხადა კი არა, რაც მოითხოვეს, ორი იმდენი წავიდა ჩვენგან. ჩემი ძმა გიჟივით დარბოდა და ვერაფრით მიაღწია, ფული გამტაცებლებს აეღოთ. ვინ აღარ სძალავდა ფულს ჩემს ძმას... სამართალდამცველებმა აგვირიეს გზა-კვალი, სად არ ატარეს, ჰპირდებოდნენ, რომ დაუბრუნებდნენ შვილს. ვერ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, ვისი მეშვეობითაც გამტაცებლებს პირადად დავუკავშირდებოდით. ერთხელაც, დაურეკეს გამტაცებლებმა კარლოს და უთხრეს, 60 ათასი დოლარი მოიტანე ხობის გზაზეო, მაგრამ პოლიციამ დაგვღუპა - 50 მანქანით გამოგვყვნენ და ხელი შეგვიშალეს... გამტაცებლებმა ჩემს ძმას მოსთხოვეს, ტყეში შემოდიო, მაგრამ იმჟამად შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუამ, რომელიც კარლოს მანქანაში ეჯდა, უთხრა, არ შეხვიდეო. კარლოს გამტაცებლებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

ვერ გეტყვით, "მილანში" კახას გადასვლას კავშირი აქვს თუ არა ლევანის გატაცებასთან, მაგრამ გამორიცხული არაფერია... მერე ნოდარ გვიჩიანმა 200 ათასი გამოსძალა ჩემს ძმას, სვანეთიდან ჩამოგიყვან შვილსო და სადღაც გაქრა. თურმე ბავშვი მოკლული იყო და წლების განმავლობაში გვატყუებდნენ.

ამბობენ, რომ გატაცება "ზემოდან" იყო დაკვეთილი. მე ვინ მეტყვის სიმართლეს? კახა უცნობ ადამიანებს ეხმარება უანგაროდ და ძმისთვის არ გაიმეტებდა ფულს?! ეს როგორ აკადრა კახას, იმ უნამუსომ! ქალი ვარ, მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი, ტყვიას მივაჭედებდი შუბლში. რატომ არ მოითმინაო - საყვედურობენ, კიდევ კარგად მოითმინა. რამდენი სიბინძურე აუგორეს - ნარკომანებთან და ქურდებთან ჰქონდა საქმეო, იტალიაში გაყიდული თამაშების საქმეში იყო გარეულიო... მე ხომ ვიცი, ჩემს ხელში გაზრდილი კახა როგორია?! კახა ისედაც განიცდის ამ ამბავს, ვერ მოუნელებია, იცის, რომ არა ის, ლევანს არ გაიტაცებდნენ. კახას ბევრჯერ უთქვამს: 100 წელიც რომ ვიცოცხლო, ეს დარდი გულიდან არ ამოვაო და კიდევ ეს უნდოდა?

ვინ არის გოგიტა გოჩაშვილი, რომელიც კახა კალაძეს ძმობას და ვაჟკაცობას ასწავლიდა?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"' კარალეთში მომხდარ ინციდენტს სამაჩაბლოელი ქალბატონი ნინო ზანგალაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 2004 წელს მანქანაში ჩაცხრილეს გოჩაშვილის ძმა და ოჯახის წევრები, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ნაქურდალი და "ბარიგობით" ნაშოვნი ფული ვერ გაიყვეს და რომ გოჩაშვილი ფულს ნარკოტიკის გაყიდვით შოულობდა. ასევე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2004 წლის სამხედრო აგრესიისას გოჩაშვილი ლიახვის ხეობიდან ბავშვების ავტობუსს გაჰყვა სანატორიუმში, სადაც პატარებთან ერთად ცხოვრობდა და მათ ფაფას მიირთმევდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა შეწყდა, გოჩაშვილი მაინც ახერხებდა ტრაილერებით ხილის გატანას საექსპორტოდ. გოჩაშვილი დღეს ლიახვის ხეობის დეპუტატ ბადრი ბასიშვილის მარჯვენა ხელია.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე" - არქივი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ