მანანა კობახიძე საჩხერეში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სერიოზულ კონკურენტად მიგვაჩნია, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
"არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პროცესებს არასერიოზულად შევხედოთ. ახლა ვერ დაგისახელებთ, თუმცა უკვე გარკვეულია ვინ იქნება საჩხერეში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თუმცა გეტყვით, რომ საჩხერელია. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ის სერიოზულ კონკურენტად მიგვაჩნია", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ აღდგომის შემდეგ ჭორვილაში არ ყოფილა და როგორი პოლიტიკური განწყობაა დაზუსტებით არ იცის, თუმცა იქ მცხოვრებ ნათესავებთან პოლიტიკურ თემებზე საუბრისას წინააღმდეგობები არ ხვდება.
ასევე, მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც, საჩხერის ზოგიერთი სოფლის ცენტრში "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს.
"ეს სულაც არ არის გასაკვირი. იფრიალოს, რა პრობლემაა", - აცხადებს მაჭავარიანი.