ჰოლივუდის მსახიობი, ჯორჯ კლუნი იტალიის ქალაქ კერნობიოს ერთ-ერთ რესტორანში მოიწამლა. მსახიობი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს საყვარელი ქალის, ტელეშოუს ვარსკვლავ სტეისი კიბლერისა და რამდენიმე მეგობრის გარემოცვაში აღნიშნავდა. კერნობიოში მსახიობს აგარაკი აქვს, სადაც ის ამჟამად ისვენებს.
დღესასწაული მსახიობსა და მის მეგობრებს უსიამოვნოდ დაამახსოვრდათ. რესტორანში ვახშმის შემდეგ კლუნისა და მისი კომპანიონების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
"საშინელი ვახშამი გვქონდა. ყველანი მოვიწამლეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ჯერჯერობით, კვლავ იტალიაში ვრჩებით", - დაწერა "ტვეიტერში" საკუთარ გვერდზე კიბლერმა.
ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროების თქმით, მოწამლულთაგან მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.