ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

ლისის ტბაზე დღეს დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა. მათგან ზოგი ცოცხალი, ზოგი კი დახოცილი იყო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეეცადა, მომხდარის მიზეზებზე მოსაზრებები მოესმინა.

როგორც მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები პირად საუბრებში ამბობენ, თევზის დახოცვა ტბაში, სავარაუდოდ, გოგირდის წყლის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში გოგირდის აბანო მდებარეობდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების დროს გოგირდის წყალი გადაკეტეს, რის შემდეგაც წყალმა ტბაში გაჟონა და თევზის მასობრივი გამორიყვა და დახოცვა, შესაძლოა, ამას გამოეწვია.

ადგილობრივების თქმით, დღეს დილით თევზი სანაპიროზე იმდენად ბევრი იყო, რომ გამვლელებს ტომრებით მიჰქონდათ.

ლისის ტბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მეთევზეები "კარასის" ჯიშის თევზს იჭერენ და შემდეგ ნაპირზე ყრიან.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტბა აბსოლუტურად სუფთაა და სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ სტანდარტებს, რადგან ტბის წყლის შემოწმება პერიოდულად ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

ლისის ტბის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"