ამერიკაში დიჯეი რობოტი კვლევითი ინსტიტუტმა - Georgia Tech's Center for Music Technology-მ შექმნა.
რობოტს სახელად Shimi-ს შეუძლია მელოდიის აწყობა, დისკების შეცვლა, სხვადასხვა რითმზე ცეკვა და შეკრებილი საზოგადოების შეძახილებსა და განწყობაზე რეაგირება.
ადამიანი დიჯეებისგან განსხვავებით, მას მუსიკალური მოთხოვნების შესრულებაც შეუძლია. როდესაც მომხმარებელი ტაშს შემოჰკრავს, რობოტი ხვდება, რომ ცეკვის დროა - ასკანირებს ტელეფონის მუსიკალურ ბიბლიოთეკას და დაუყოვნებლივ რთავს მუსიკას, შემდეგ კი ცეკვას იწყებს.
დიჯეი რობოტი საქორწილო ცერემონიის სასურველი ატრიბუტი გახდება. მისი პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში Google-ს კონფერენციაზე შედგა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.