პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არიან და რას საქმიანობენ ზურაბ ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელები
სად არიან და რას საქმიანობენ ზურაბ ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელები

პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ "ნუ­ლო­ვან ტო­ლე­რან­ტო­ბას" ბევ­რი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ნას­როლ­მა ტყვი­ამ ბუტა რო­ბა­ქი­ძეს სი­ცო­ცხლე მო­უს­წრა­ფა; 2006 წლის 27 იან­ვარს შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს 27 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი; 2006 წლის 2 მა­ისს, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე, კორ­ტებ­თან, შსს-ს სპეც­რაზმმა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლა ორი ახალ­გაზ­რდა - ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი; 2008 წლის 8 მა­ისს თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე პატ­რუ­ლის ხე­ლით და­ი­ღუ­პა გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძე... მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მათი მკვლე­ლე­ბი დღემ­დე ან არ დას­ჯი­ლან, ან არა­სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯნენ. მე­ტიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, ზო­გი­ერთ მათ­განს დღეს შსს-ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლე­ბი დღემ­დე ეძე­ბენ სა­მარ­თალს და გა­მო­ძი­ე­ბის არას­წო­რად წარ­მო­ე­ბა­სა და მკვლე­ლე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

"ზუ­რას ერთ-ერთი მკვლე­ლი მან­და­ტუ­რე­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს"

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, მოკ­ლუ­ლი ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა:

- ზუ­რას ერთ-ერთი მკვლე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც და­მა­ლუ­ლი იყო და მისი მხო­ლოდ ფოტო არ­სე­ბობ­და, ახ­ლა­ხან და­ვად­გი­ნე - ეს არის დათო დვა­ლიშ­ვი­ლი. იგი "წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის­თვის" სკო­ლის მან­და­ტუ­რე­ბის უფ­რო­სად, უფრო ზუს­ტად, მან­და­ტუ­რე­ბის გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სად და­უ­ნიშ­ნავთ. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მკვლე­ლი ამ სფე­რო­ში?! დვა­ლიშ­ვი­ლი ჩემი მან­ქა­ნის წარ­თმე­ვის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ერთ-ერთი მკვლე­ლი - გი­ორ­გი ცა­ა­ძე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია - დი­პ­კორ­პუ­სი შე­ეს­წრო ფაქტს, რო­დე­საც მან რეს­ტო­რან­ში ვი­ღა­ცას ია­რა­ღი და­ა­დო შუბ­ლზე. სხვა გზა არ ჰქონ­დათ და და­ა­პა­ტიმ­რეს. ცა­ა­ძეს 2 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მაგ­რამ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სექ­ტემ­ბერ­ში, ერთი წლის თავ­ზე, ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. კი­დევ ერთი დამ­ნა­შა­ვე, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბა­ში მუ­შა­ობს. ოთარ მირ­ზო­ე­ვი ისევ შს სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს ყალ­ბი დიპ­ლო­მით - მისი ქვის­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს და თა­ვის­თან გა­ამ­წე­სა. შაკო ნი­ქა­ბა­ძე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს. ზუ­რაბ ფე­რა­ძე ახ­ლაც სა­მი­ნის­ტრო­შია, გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია. სწო­რედ მისი მო­ად­გი­ლეა მირ­ზო­ე­ვი. ალე­კო მგე­ლა­ძე ის­ნის პრო­კუ­რო­რია. ირაკ­ლი ქა­და­გი­ძეც და მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­აც კვლავ ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში მსა­ხუ­რო­ბენ. ზუ­რას და საშა ხუ­ბუ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპეც­რაზმთან და ისან-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად. ზუ­რას მკვლე­ლო­ბის საქ­მე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში 2007 წლი­და­ნაა გაგ­ზავ­ნი­ლი და პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით. მჯე­რა, რომ სა­მარ­თა­ლი მხო­ლოდ ამ გზით აღ­სრულ­დე­ბა და მკვლე­ლე­ბი სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბი­ან.

"სან­დროს მკვლე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არ­სე­ბო­ბენ"

ლე­ვან ჩი­ტა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "არას" ლი­დე­რი:

- არა­ერ­თხელ მოგ­ვი­წევს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ხსე­ნე­ბა, რო­მე­ლიც შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვე­რა­გუ­ლად მოკ­ლეს ოქ­რო­ყა­ნა­ში. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა საქ­მის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა­ში - თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტმა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სა­სა­მარ­თლომ შე­უ­შა­ლეს ხელი საქ­მის სრულ­ფა­სოვ­ნად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბას, და­ირ­ღვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყუ­რად არ იღო ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ და­ი­წყეს აპე­ლი­რე­ბა მხო­ლოდ კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე, ამა­ყო­ბენ, რომ დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს მისი გა­დახ­და ოჯა­ხი­სათ­ვის. 2006 წლის იან­ვარ­ში სან­დროს მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ - კუდ-ის დღე­ვან­დე­ლი უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია (იგი კვლავ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა), მისი მო­ად­გი­ლე, შსს-ს ოფი­ცე­რი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი ვა­სილ სა­ნო­ძე, რო­მე­ლიც 2011 წელს კო­მა­ში ჩა­ვარ­და (სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ით, მას ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და ან ეს­რო­ლეს) და მკურ­ნა­ლობ­და ავ­სტრი­ა­ში. დღეს იგი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­შია. მათ შო­რის იყო შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი, ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "რე­ალ­ტი­ვის" ბოსი გუ­რამ დო­ნა­ძე, აგ­რეთ­ვე იკ­ვე­თე­ბა შს მი­ნის­ტრი­სა და მისი მე­უღ­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლებს, იმ ოთხის გარ­და (ალა­ნია, ღა­ჭა­ვა, ბი­ბი­ლუ­რი­ძე და აფ­ცი­ა­უ­რი), მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ოლეგ მელ­ნი­კო­ვიც, რო­მე­ლიც ამო­იც­ნო სან­დროს მე­გო­ბარ­მა ბუ­ხა­ი­ძემ, თუმ­ცა მელ­ნი­კოვს პა­სუ­ხი არ უგია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე, მხო­ლოდ ოთხე­ულს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. მათ 7 და 8-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლე­ბი შე­ე­ფარ­დათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წლე­ბი ჩა­მო­აკ­ლეს, 2008 წლის 24 ნო­ემ­ბერს კი ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. მკვლე­ლე­ბი ცი­ხე­ში, ჯა­კუ­ზე­ბი­თა და ბი­ლი­არ­დის მა­გი­დე­ბით აღ­ჭურ­ვილ ოთა­ხებ­ში, გა­სარ­თო­ბად მი­დი­ოდ­ნენ, მერე კი, სა­დაც მო­ი­სურ­ვებ­დნენ, იქ მი­დი­ოდ­ნენ. ისი­ნი პა­ტიმ­რე­ბი არ იყ­ვნენ, ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით იყ­ვნენ დაშ­ვე­ბულ­ნი სა­პა­ტიმ­რო­ში პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვილ-ახა­ლა­ი­ას მიერ. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თით­ქოს ისი­ნი მო­ნას­ტერ­ში გაგ­ზავ­ნეს პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლე­ბით, ით­ქვა, რომ მათ მო­ი­ნა­ნი­ეს და­ნა­შა­უ­ლი და იქ მო­იხ­დიდ­ნენ დარ­ჩე­ნილ წლებს. თუმ­ცა მათ ერთი დღეც არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ მო­ნას­ტერ­ში. ამ ხალ­ხის ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლია. მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი შსს-ში, რა თქმა უნდა, აღარ უკა­ვი­ათ, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, ას­რუ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბას, იღე­ბენ ხელ­ფასს და აქვთ მოწ­მო­ბე­ბი, თუმ­ცა არ­სად არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის გა­სამ­ყა­რებ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ დარ­ბე­ვებ­ში. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად ისევ რჩე­ბი­ან ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ფა­რულ, ია­ტაკ­ქვე­შა თა­ნამ­შრომ­ლე­ბად. ამას­თა­ნა­ვე, აქვთ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სე­ბიც. ფაქ­ტია, რომ ეს ხალ­ხი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არ­სე­ბობს.

ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მათ არა­ფე­რი შე­ე­ხე­ბა. ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­ზუს­ტდე­ბა, მათი თავ­შე­სა­ფა­რი დად­გინ­დე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო შეძ­ლებს ყვე­ლას აგე­ბი­ნოს პა­სუ­ხი - რო­გორც შემ­კვე­თებს, ისე - შემ­სრუ­ლებ­ლებს. პა­სუ­ხი უნდა აგოს სა­ა­კაშ­ვილ­მაც. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, პრე­ზი­დენტს მარ­ტო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ეყო­ფა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად. პრე­ზი­დენ­ტის გარ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რებს, რომ­ლებ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა. ესე­ნი არი­ან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: მა­მუ­კა სა­ბა­ნა­ძე, რე­ვაზ ჭარ­ბა­ძე, ზუ­რაბ კვი­ცი­ა­ნი, ვლა­დი­მერ გვა­სა­ლია და გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე. თა­ვი­სუ­ფალ სა­სა­მარ­თლოს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვაც, თუ რა­ტომ, რის სა­ფუძ­ველ­ზე, ვისი და­ვა­ლე­ბით მი­ი­ღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი ოთხე­უ­ლის შე­წყა­ლე­ბა­ზე.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად არიან და რას საქმიანობენ ზურაბ ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელები

სად არიან და რას საქმიანობენ ზურაბ ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელები

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ "ნულოვან ტოლერანტობას" ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცველის ნასროლმა ტყვიამ ბუტა რობაქიძეს სიცოცხლე მოუსწრაფა; 2006 წლის 27 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 27 წლის სანდრო გირგვლიანი; 2006 წლის 2 მაისს, მტკვრის სანაპიროზე, კორტებთან, შსს-ს სპეცრაზმმა ავტომანქანაში ჩაცხრილა ორი ახალგაზრდა - ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი; 2008 წლის 8 მაისს თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე პატრულის ხელით დაიღუპა გიორგი გამცემლიძე... მოკლული ბიჭების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ფაქტია, რომ მათი მკვლელები დღემდე ან არ დასჯილან, ან არასათანადოდ დაისაჯნენ. მეტიც, როგორც ირკვევა, ზოგიერთ მათგანს დღეს შსს-ში მაღალი თანამდებობა უკავია. მოკლული ახალგაზრდების მშობლები დღემდე ეძებენ სამართალს და გამოძიების არასწორად წარმოებასა და მკვლელების დაუსჯელობაზე ლაპარაკობენ.

"ზურას ერთ-ერთი მკვლელი მანდატურების უფროსად დანიშნეს"

იური ვაზაგაშვილი, მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა:

- ზურას ერთ-ერთი მკვლელი, რომლის ვინაობაც დამალული იყო და მისი მხოლოდ ფოტო არსებობდა, ახლახან დავადგინე - ეს არის დათო დვალიშვილი. იგი "წარმატებული სპეცოპერაციისთვის" სკოლის მანდატურების უფროსად, უფრო ზუსტად, მანდატურების გენინსპექციის უფროსად დაუნიშნავთ. ხომ წარმოგიდგენიათ, მკვლელი ამ სფეროში?! დვალიშვილი ჩემი მანქანის წართმევის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი მკვლელი - გიორგი ცააძე დაპატიმრებულია - დიპკორპუსი შეესწრო ფაქტს, როდესაც მან რესტორანში ვიღაცას იარაღი დაადო შუბლზე. სხვა გზა არ ჰქონდათ და დააპატიმრეს. ცააძეს 2 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ სექტემბერში, ერთი წლის თავზე, ათავისუფლებენ. კიდევ ერთი დამნაშავე, ირაკლი ფირცხალავა აფხაზეთის უშიშროებაში მუშაობს. ოთარ მირზოევი ისევ შს სამინისტროში მუშაობს ყალბი დიპლომით - მისი ქვისლი ვანო მერაბიშვილის მოადგილედ დანიშნეს და თავისთან გაამწესა. შაკო ნიქაბაძე სამხედრო სამსახურში დააწინაურეს. ზურაბ ფერაძე ახლაც სამინისტროშია, გიორგი ხიზანიშვილი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსია. სწორედ მისი მოადგილეა მირზოევი. ალეკო მგელაძე ისნის პროკურორია. ირაკლი ქადაგიძეც და მერაბ ბაღათურიაც კვლავ ძალოვან უწყებაში მსახურობენ. ზურას და საშა ხუბულოვის მკვლელობაში დაახლოებით 100 კაცი მონაწილეობდა სპეცრაზმთან და ისან-სამგორის პოლიციასთან ერთად. ზურას მკვლელობის საქმე ევროსასამართლოში 2007 წლიდანაა გაგზავნილი და პასუხს ველოდებით. მჯერა, რომ სამართალი მხოლოდ ამ გზით აღსრულდება და მკვლელები საკადრისად დაისჯებიან.

"სანდროს მკვლელები ოფიციალურად აღარ არსებობენ"

ლევან ჩიტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "არას" ლიდერი:

- არაერთხელ მოგვიწევს სანდრო გირგვლიანის ხსენება, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა ვერაგულად მოკლეს ოქროყანაში. ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება დაადანაშაულა საქმის არაობიექტურად გამოძიებაში - თვითონ პრეზიდენტმა, პროკურატურამ და სასამართლომ შეუშალეს ხელი საქმის სრულფასოვნად და ობიექტურად გამოძიებას, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყურად არ იღო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ დაიწყეს აპელირება მხოლოდ კომპენსაციაზე, ამაყობენ, რომ დროულად მოახერხეს მისი გადახდა ოჯახისათვის. 2006 წლის იანვარში სანდროს მკვლელობის დამკვეთები და თანამონაწილეები იყვნენ - კუდ-ის დღევანდელი უფროსი დათა ახალაია (იგი კვლავ თანამდებობაზეა), მისი მოადგილე, შსს-ს ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი, გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც 2011 წელს კომაში ჩავარდა (სხვადასხვა ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა ან ესროლეს) და მკურნალობდა ავსტრიაში. დღეს იგი გამოჯანმრთელებულია და საქართველოშია. მათ შორის იყო შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმჟამინდელი უფროსი, ამჟამად ტელეკომპანია "რეალტივის" ბოსი გურამ დონაძე, აგრეთვე იკვეთება შს მინისტრისა და მისი მეუღლის, თაკო სალაყაიას ბრალეულობა.

რაც შეეხება შემსრულებლებს, იმ ოთხის გარდა (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური), მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა ოლეგ მელნიკოვიც, რომელიც ამოიცნო სანდროს მეგობარმა ბუხაიძემ, თუმცა მელნიკოვს პასუხი არ უგია მართლმსაჯულების წინაშე, მხოლოდ ოთხეულს წაუყენეს ბრალი. მათ 7 და 8-წლიანი სასჯელები შეეფარდათ, მოგვიანებით წლები ჩამოაკლეს, 2008 წლის 24 ნოემბერს კი ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა. მკვლელები ციხეში, ჯაკუზებითა და ბილიარდის მაგიდებით აღჭურვილ ოთახებში, გასართობად მიდიოდნენ, მერე კი, სადაც მოისურვებდნენ, იქ მიდიოდნენ. ისინი პატიმრები არ იყვნენ, ტურისტული ვიზით იყვნენ დაშვებულნი საპატიმროში პირადად სააკაშვილ-მერაბიშვილ-ახალაიას მიერ. გათავისუფლების შემდეგ თითქოს ისინი მონასტერში გაგზავნეს პირობითი სასჯელებით, ითქვა, რომ მათ მოინანიეს დანაშაული და იქ მოიხდიდნენ დარჩენილ წლებს. თუმცა მათ ერთი დღეც არ გაუტარებიათ მონასტერში. ამ ხალხის ასავალ-დასავალი გაურკვეველია. მათ ოფიციალური თანამდებობები შსს-ში, რა თქმა უნდა, აღარ უკავიათ, მაგრამ არაოფიციალურად, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, იღებენ ხელფასს და აქვთ მოწმობები, თუმცა არსად არიან რეგისტრირებული. სხვადასხვა ინფორმაციასა და წყაროზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად საქმიანობენ, მონაწილეობენ დარბევებში. ისინი რეალურად ისევ რჩებიან ძალოვანი უწყების ფარულ, იატაკქვეშა თანამშრომლებად. ამასთანავე, აქვთ საკუთარი ბიზნესებიც. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოფიციალურად აღარ არსებობს.

ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება იქნება, მათ არაფერი შეეხება. ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი დაზუსტდება, მათი თავშესაფარი დადგინდება და დამოუკიდებელი სასამართლო შეძლებს ყველას აგებინოს პასუხი - როგორც შემკვეთებს, ისე - შემსრულებლებს. პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტს მარტო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ეყოფა პასუხისგებაში მისაცემად. პრეზიდენტის გარდა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შეწყალების კომისიის წევრებს, რომლებმაც ოფიციალურად გააფორმეს მკვლელების შეწყალება. ესენი არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები: მამუკა საბანაძე, რევაზ ჭარბაძე, ზურაბ კვიციანი, ვლადიმერ გვასალია და გიორგი შალამბერიძე. თავისუფალ სასამართლოს აუცილებლად მოუწევს ამ ადამიანების დაკითხვაც, თუ რატომ, რის საფუძველზე, ვისი დავალებით მიიღეს ოფიციალური დოკუმენტი ოთხეულის შეწყალებაზე.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ