სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ

უამ­რავ მდი­დარ ადა­მი­ანს არ და­უმ­თავ­რე­ბია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, დიპ­ლო­მის არ­ქო­ნას მათ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია მი­ლი­არ­დე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

მა­გა­ლი­თად, ტა­ი­გერ ვუდსი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სპორ­ტსმე­ნია მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მას გოლ­ფის თა­მა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე სურ­და, ამი­ტომ უარი გა­ნა­ცხა­და სწავ­ლა­ზე. დღეს ტა­ი­გე­რის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 100 მლნ დო­ლა­რია.

ეპა­ტა­ჟუ­რი მომ­ღე­რა­ლი ლედი გაგა ერთ დროს მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდე­ბა­რე სუფ­თა გუ­ლის ქალ­თა მო­ნას­ტერ­ში სწავ­ლობ­და. გა­გას ყო­ველ­თვის სურ­და მომ­ღერ­ლო­ბა, ამი­ტომ მან სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა აა­წყო. ახლა მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ალ­ბო­მი იყი­დე­ბა, ხოლო მის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ათა­სო­ბით დო­ლა­რი ღირს.

მსა­ხი­ო­ბი ჰა­რი­სონ ფორ­დი ვის­კონ­სი­ნის შტა­ტის ერთ-ერთ კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო რო­ლის გამო გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე უარი თქვა. ამის შემ­დეგ 10 წელი გა­ვი­და, სა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს მი­ი­ღებ­და. მოთ­მი­ნე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ახლა მსა­ხი­ო­ბი თითო კი­ნო­როლ­ში 10 მლნ დო­ლარს იღებს.

თე­ატ­რში თა­მა­შის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლის გამო, სწავ­ლა მსა­ხი­ობ­მა ტომ ჰენ­ქსმაც მი­ა­ტო­ვა.

მარკ ცუ­კერ­ბერ­გი ჯერ კი­დევ ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, რო­დე­საც სოც-ქსე­ლი facebook-ი და­ა­არ­სა. მისი პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­კმა უარი თქვა სწავ­ლა­ზე. ახლა ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დერ­თა ათე­ულ­შია.

ჯე­იმს კა­მე­რო­ნი, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში და­ი­ბა­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. იქვე ჩა­ა­ბა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჯე­იმსს არ სურ­და სწავ­ლა, ამი­ტომ მა­ლე­ვე მი­ა­ნე­ბა თავი უნი­ვერ­სი­ტეტს, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი გახ­და და ცო­ლად მიმ­ტა­ნი მო­იყ­ვა­ნა. ფილმ "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" ნახ­ვის შემ­დეგ, ჯე­იმსმა რე­ჟი­სო­რო­ბა გა­და­წყვი­ტა. მისი ფილ­მი "ავა­ტა­რი" კი­ნო­ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნია.

ბაკ­მინ­სტერ ფუ­ლე­რი ჰარ­ვარ­დის უნი­ვე­რი­სი­ტე­ტი­დან 2-ჯერ გა­მო­რი­ცხეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის მა­ინც გახ­და ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი, ფი­ლო­სო­ფო­სი და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი. კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის წყა­ლო­ბით ფუ­ლერ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იშო­ვა.

სტივ ჯობ­სი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის Apple-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი იყო. სტივს უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ და­უმ­თავ­რე­ბია.

დღეს ბილ გე­ით­სი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია. 1973 წელს მან ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწავ­ლა 2 წელ­ში მი­ა­ტო­ვა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან ერ­თად კომ­პა­ნია Microsoft-ი და­ა­არ­სა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kolyan.net-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ

უამრავ მდიდარ ადამიანს არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა, დიპლომის არქონას მათთვის ხელი არ შეუშლია მილიარდების მოპოვებაში.

მაგალითად, ტაიგერ ვუდსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია მთელს მსოფლიოში. მას გოლფის თამაში პროფესიონალურ დონეზე სურდა, ამიტომ უარი განაცხადა სწავლაზე. დღეს ტაიგერის ყოველწლიური შემოსავალი 100 მლნ დოლარია.

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა ერთ დროს მანჰეტენზე მდებარე სუფთა გულის ქალთა მონასტერში სწავლობდა. გაგას ყოველთვის სურდა მომღერლობა, ამიტომ მან სწავლა მიატოვა და მუსიკალური კარიერა ააწყო. ახლა მისი მილიონობით ალბომი იყიდება, ხოლო მის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ათასობით დოლარი ღირს.

მსახიობი ჰარისონ ფორდი ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, თუმცა რამდენიმე უმნიშვნელო როლის გამო გამოსაშვებ გამოცდებზე უარი თქვა. ამის შემდეგ 10 წელი გავიდა, სანამ მნიშვნელოვან როლს მიიღებდა. მოთმინებამ შედეგი გამოიღო. ახლა მსახიობი თითო კინოროლში 10 მლნ დოლარს იღებს.

თეატრში თამაშის დაუოკებელი სურვილის გამო, სწავლა მსახიობმა ტომ ჰენქსმაც მიატოვა.

მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც სოც-ქსელი facebook-ი დააარსა. მისი პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მარკმა უარი თქვა სწავლაზე. ახლა ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა ათეულშია.

ჯეიმს კამერონი, რომელიც კანადაში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. იქვე ჩააბარა უნივერსიტეტში. ჯეიმსს არ სურდა სწავლა, ამიტომ მალევე მიანება თავი უნივერსიტეტს, სატვირთო მანქანის მძღოლი გახდა და ცოლად მიმტანი მოიყვანა. ფილმ "ვარსკვლავური ომების" ნახვის შემდეგ, ჯეიმსმა რეჟისორობა გადაწყვიტა. მისი ფილმი "ავატარი" კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია.

ბაკმინსტერ ფულერი ჰარვარდის უნივერისიტეტიდან 2-ჯერ გამორიცხეს. მიუხედავად ამისა, ის მაინც გახდა ცნობილი არქიტექტორი, ფილოსოფოსი და გამომგონებელი. კრეატიული იდეების წყალობით ფულერმა მილიონობით დოლარი იშოვა.

სტივ ჯობსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის Apple-ს დამფუძნებელი და დირექტორი იყო. სტივს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია.

დღეს ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. 1973 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლა 2 წელში მიატოვა და საუკეთესო მეგობართან ერთად კომპანია Microsoft-ი დააარსა.

მომზადებულია kolyan.net-ს მიხედვით.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"