მიშა ფურცელაძე, რომელმაც შესაძლოა, კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გურჯაანში, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, კახეთის გუბერნატორის მოადგილეს, ალეკო კახიძეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს, შალვა იმერლიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
"მას შემდეგ, რაც დავუკავშირდი "ქართულ ოცნებას" და გამოვუცხადე მათ თანადგომა, დაიწყეს მეზობლების, მეგობრების დაბარება. რამდენჯერმე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაწყვეტა და სამსახური შემომთავაზეს. გუბერნატორის მოადგილე ალეკო კახიძე ემუქრება ხალხს. …"ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბში არიან ადამიანები, ყველაზე ვერ ვიტყვი, ორი ადამიანი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს. კახიძეს აქვს ნათქვამი, რომ დააძრობს კბილებს და გადატეხავს ხერხემალში, ვინც მხარს დაგვიჭერს", - აცხადებს ფურცელაძე.