მსახიობი პენელოპა კრუსი დედობამ დაამშვიდა. როგორც პენელოპა ამბობს, მას შემდეგ რაც დედა გახდა, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ვარსკვლავი აღარ განიცდის უმნიშვნელო პრობლემებს და დროს ნერვიულობაში აღარ კარგავს.
"მას შემდეგ რაც დედა გავხდი, ნაკლებად ვნერვიულობ. ყოველთვის იმაზე მეტს ვფიქრობდი და განვიცდიდი, ვიდრე საჭიროა. უკვე ვგრძნობ, რომ აღარ ვარ ეგოისტი. შვილი მყავს და ნომერ პირველ ადგილას საკუთარ თავს აღარ ვაყენებ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რას იტყოდა ხალხი ჩემზე, მოეწონებოდათ თუ არა ჩემი საქციელი, ახლა გავაცნობიერე, რომ სულაც არაა საჭირო ამ თემებზე ფიქრი. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ უბედნიერესი. დედობამ მაჩვენა, თუ რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში", - განაცხადა პენელოპამ ჟურნალისტებთან საუბარში.
პენელოპა მსახიობ ხავიერ ბარდემზე 2007 წელს დაქორწინდა. წყვილს 2011 წელს ვაჟი ლეონარდო შეეძინა.
მომზადებულია showbizspy.com- ის მიხედვით.