მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ჭკუასელი: "გაცილებით უკეთესად ვწერ, ვიდრე ვმღერი"
თემურ ჭკუასელი: "გაცილებით უკეთესად ვწერ, ვიდრე ვმღერი"

რუბ­რი­კა "წიგ­ნის თა­როს" სტუ­მა­რია ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლი თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი. მარ­თა­ლია, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სიმ­ღე­რით შე­იყ­ვა­რა, მაგ­რამ სჯე­რა, რომ ოდეს­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­თაც და­ა­ფა­სე­ბენ...

- წიგ­ნის კი­თხვა ყო­ველ­თვის ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, მაგ­რამ დღეს ისე­თი გან­რი­გით ვცხოვ­რობ, წიგ­ნის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი შარ­შან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი იყო - თა­ნა­მედ­რო­ვე რუს ავ­ტო­რებს გა­ვე­ცა­ნი. რამ­დე­ნი­მე მო­მე­წო­ნა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი­სა რა მო­გახ­სე­ნოთ...

- ამ ზა­ფხულს რის წა­კი­თხვას გეგ­მავთ?

- ამ ზა­ფხულს, არა მგო­ნია, წიგ­ნის­თვის მო­ვი­ცა­ლო, რად­გან მე და ჩემს მე­გობ­რებს უამ­რა­ვი საქ­მე გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ახ­ლაც გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩან­თა­ში ჩემი წიგ­ნი ვი­პო­ვე. სა­ღა­მო­ო­ბით ვკი­თხუ­ლობ­დი და სა­კუ­თა­რი ნა­წე­რი მომ­წონ­და, ცოტა მე­ღი­მე­ბო­და კი­დეც...

- კი­თხვა ვინ შე­გაყ­ვა­რათ?

- არ მახ­სოვს... ერთხელ სო­ფელ­ში ვი­პო­ვე წიგ­ნი, რო­მელ­საც არც თავი ჰქონ­და და არც ბოლო. გა­და­ვი­რიე, ისე მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ავ­ტო­რი ვე­რაფ­რით და­ვად­გი­ნე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც წა­მო­ვი­ზარ­დე, შე­ვი­ტყვე, რომ ხელთ ჩვე­ნი უდი­დე­სი ნო­ვე­ლის­ტის, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კრე­ბუ­ლი მქო­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით მის­მა "რა­ინ­დებ­მა" გა­მა­ო­ცა.

ახლა ისე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა მი­ზი­დავს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ე­რე­ბის ნა­კა­დი ჭარ­ბობს. ასეთ სტილს რუ­სეთ­ში დოს­ტო­ევ­სკიმ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, და­სავ­ლეთ­ში - ედ­გარ პომ. ძა­ლი­ან მომ­წონს დო­კუ­მენ­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც.

წლე­ბის წინ შემძრა ჩინ­გიზ აიტ­მა­ტოვ­მა, სოლ­ჟე­ნი­ცი­ნის "გუ­ლა­გის არ­ქი­პე­ლაგ­მა"... ძა­ლი­ან მიყ­ვარს მარ­კე­სის "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი". ბოლო ხანს კო­ე­ლი­ოს "მე­ხუ­თე მთა" წა­ვი­კი­თხე და მო­მე­წო­ნა. თუმ­ცა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლი მა­ინც სე­ლინ­ჯე­რია. "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში" ლი­ტე­რა­ტუ­რის მწვერ­ვა­ლად მი­მაჩ­ნია და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თვის. ჩემს პირ­ველ წიგნ­ში ("წი­ნაპ­რე­ბი" - დ. ო.) შე­ვე­ცა­დე, ეს რო­მა­ნი ჩე­მე­ბუ­რად ამეხ­სნა... დიდ პა­ტივს ვცემ ოთარ ჭი­ლა­ძეს. მიყ­ვარს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ად­რინ­დე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ხანს წე­რის მა­ნე­რა შე­იც­ვა­ლა, მა­ინც გე­ნი­ა­ლურ მწერ­ლად რჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას, ძა­ლი­ან მიყ­ვარს გა­ლა­კტი­ო­ნი... ისე კი, ამ საქ­მეს­თან ცოტა მწყრა­ლად ვარ. ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში იმ­დე­ნი მა­კუ­ლა­ტუ­რაა, უკვე ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც ყვე­ლას აქვს ამ­ბი­ცია, ლექ­სი და­წე­როს... მომ­წონს ბა­ა­დურ ბა­ლარ­ჯიშ­ვი­ლის, მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის, დათო მაღ­რა­ძი­სა და რატი ამაღ­ლო­ბე­ლის ლექ­სე­ბი.

- ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლე რო­მელ ნა­წარ­მო­ებს გა­გო­ნებთ?

- კო­ე­ლი­ოს "მე­ხუ­თე მთა" ელია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ზეა, რო­მე­ლიც ჩა­დის ფი­ნი­კი­ე­ლებ­თან, იბ­რძვის ასუ­რელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და ფი­ნი­კი­ე­ლებს მო­უ­წო­დებს, ქა­ლა­ქი აღად­გი­ნონ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც ასეა დან­გრე­უ­ლი და აღ­სად­გე­ნია ფერ­ფლი­დან.

- დღეს წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია?

- დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორგვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა: იმათ­გან, ვი­საც წიგ­ნი უნდა, აი­ღებს, ათ­ვა­ლი­ე­რებს, მაგ­რამ ვერ ყი­დუ­ლობს და იმათ­გან, ვი­საც ფული აქვს, მაგ­რამ წიგ­ნი არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა.

ადრე, როცა პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვე­ცი, ვინ­მეს რომ ვა­ჩუ­ქებ­დი, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი; მე­ო­რე წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­სას ცოტა თავი შე­ვი­კა­ვე და ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ შენი წიგ­ნი არა­ვის უნდა აჩუ­ქო; თუ ვინ­მეს წა­კი­თხვა უნდა, თვი­თონ მო­ძებ­ნის. ისე­ვე რო­გორც ნამ­დვი­ლი მწე­რა­ლი, კარ­გი მკი­თხვე­ლიც ცო­ტაა ქვე­ყა­ნა­ში. მე სხვა კუ­თხით ვარ აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი - ყვე­ლა მომ­ღე­რალს მი­წო­დებს. არა­და, მე რომ მკი­თხოთ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად ვწერ, ვიდ­რე ვმღე­რი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი­ე­რე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლია?

- თუ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­კი­თხე­ბით, წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ფა­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ისე­თი და­უ­ფა­სე­ბე­ლი, რო­გორც დღეს არის, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. და­ფა­სე­ბას ვინ ჩი­ვის, ასეთ ხალ­ხს ზი­ზღით უყუ­რე­ბენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ზე­მო­დან მო­დის.

- წიგ­ნი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა პო­ლი­ტი­კა­შიც თვალ­სა­ჩი­ნოა?

- გან­სა­კუთ­რე­ბით - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­მელ­თა აზ­როვ­ნე­ბი­თაც მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ. ერთ-ერთი ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან იზო­რია.

P.S. 17 ივ­ნისს ოზურ­გეთ­ში გა­მარ­თულ ხალ­ხმრა­ვალ აქ­ცი­ა­ზე ჩო­ხა­ტა­ურ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად ბა­ტო­ნი თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი და­სა­ხელ­და.

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თემურ ჭკუასელი: "გაცილებით უკეთესად ვწერ, ვიდრე ვმღერი"

თემურ ჭკუასელი: "გაცილებით უკეთესად ვწერ, ვიდრე ვმღერი"

რუბრიკა "წიგნის თაროს" სტუმარია ანსამბლ "ქართული ხმების" დამაარსებელი თემურ ჭკუასელი. მართალია, ბატონი თემური საზოგადოებამ სიმღერით შეიყვარა, მაგრამ სჯერა, რომ ოდესმე ლიტერატურული ნაწარმოებებითაც დააფასებენ...

- წიგნის კითხვა ყოველთვის ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო, მაგრამ დღეს ისეთი განრიგით ვცხოვრობ, წიგნისთვის დრო აღარ მრჩება. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი შარშანდელი ზაფხული იყო - თანამედროვე რუს ავტორებს გავეცანი. რამდენიმე მომეწონა, დანარჩენებისა რა მოგახსენოთ...

- ამ ზაფხულს რის წაკითხვას გეგმავთ?

- ამ ზაფხულს, არა მგონია, წიგნისთვის მოვიცალო, რადგან მე და ჩემს მეგობრებს უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ახლაც გურიაში ვიყავი და ჩანთაში ჩემი წიგნი ვიპოვე. საღამოობით ვკითხულობდი და საკუთარი ნაწერი მომწონდა, ცოტა მეღიმებოდა კიდეც...

- კითხვა ვინ შეგაყვარათ?

- არ მახსოვს... ერთხელ სოფელში ვიპოვე წიგნი, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც ბოლო. გადავირიე, ისე მომეწონა, მაგრამ ავტორი ვერაფრით დავადგინე. მოგვიანებით, როდესაც წამოვიზარდე, შევიტყვე, რომ ხელთ ჩვენი უდიდესი ნოველისტის, ნიკო ლორთქიფანიძის კრებული მქონია. განსაკუთრებით მისმა "რაინდებმა" გამაოცა.

ახლა ისეთი ლიტერატურა მიზიდავს, რომელშიც ცნობიერების ნაკადი ჭარბობს. ასეთ სტილს რუსეთში დოსტოევსკიმ ჩაუყარა საფუძველი, დასავლეთში - ედგარ პომ. ძალიან მომწონს დოკუმენტური ნაწარმოებებიც.

წლების წინ შემძრა ჩინგიზ აიტმატოვმა, სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგმა"... ძალიან მიყვარს მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი". ბოლო ხანს კოელიოს "მეხუთე მთა" წავიკითხე და მომეწონა. თუმცა ჩემი უსაყვარლესი მწერალი მაინც სელინჯერია. "თამაში ჭვავის ყანაში" ლიტერატურის მწვერვალად მიმაჩნია და ძალიან ახლობელია ჩემთვის. ჩემს პირველ წიგნში ("წინაპრები" - დ. ო.) შევეცადე, ეს რომანი ჩემებურად ამეხსნა... დიდ პატივს ვცემ ოთარ ჭილაძეს. მიყვარს გურამ დოჩანაშვილის ადრინდელი ნაწარმოებები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს წერის მანერა შეიცვალა, მაინც გენიალურ მწერლად რჩება.

რაც შეეხება პოეზიას, ძალიან მიყვარს გალაკტიონი... ისე კი, ამ საქმესთან ცოტა მწყრალად ვარ. ქართულ პოეზიაში იმდენი მაკულატურაა, უკვე ძალიან მაღიზიანებს. საქართველოში რატომღაც ყველას აქვს ამბიცია, ლექსი დაწეროს... მომწონს ბაადურ ბალარჯიშვილის, მარიამ წიკლაურის, დათო მაღრაძისა და რატი ამაღლობელის ლექსები.

- ჩვენი სინამდვილე რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- კოელიოს "მეხუთე მთა" ელია წინასწარმეტყველზეა, რომელიც ჩადის ფინიკიელებთან, იბრძვის ასურელთა წინააღმდეგ და ფინიკიელებს მოუწოდებს, ქალაქი აღადგინონ. ჩვენი ქვეყანაც ასეა დანგრეული და აღსადგენია ფერფლიდან.

- დღეს წიგნი ხელმისაწვდომია?

- დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ორგვარი ადამიანებისგან შედგება: იმათგან, ვისაც წიგნი უნდა, აიღებს, ათვალიერებს, მაგრამ ვერ ყიდულობს და იმათგან, ვისაც ფული აქვს, მაგრამ წიგნი არაფერში სჭირდება.

ადრე, როცა პირველი წიგნი გამოვეცი, ვინმეს რომ ვაჩუქებდი, ბედნიერი ვიყავი; მეორე წიგნის გამოცემისას ცოტა თავი შევიკავე და ბოლოს მივხვდი, რომ შენი წიგნი არავის უნდა აჩუქო; თუ ვინმეს წაკითხვა უნდა, თვითონ მოძებნის. ისევე როგორც ნამდვილი მწერალი, კარგი მკითხველიც ცოტაა ქვეყანაში. მე სხვა კუთხით ვარ აღიარებული და დაფასებული - ყველა მომღერალს მიწოდებს. არადა, მე რომ მკითხოთ, გაცილებით უკეთესად ვწერ, ვიდრე ვმღერი.

- საქართველოში წიგნიერება დაფასებულია?

- თუ თანამედროვე საქართველოზე მეკითხებით, წიგნიერების დაფასებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნიჭიერი ადამიანი ისეთი დაუფასებელი, როგორც დღეს არის, არასოდეს ყოფილა. დაფასებას ვინ ჩივის, ასეთ ხალხს ზიზღით უყურებენ და ეს ყველაფერი ზემოდან მოდის.

- წიგნიერების ნაკლებობა პოლიტიკაშიც თვალსაჩინოა?

- განსაკუთრებით - ხელისუფლებაში. თუმცა არიან პოლიტიკოსები, რომელთა აზროვნებითაც მოხიბლული ვარ. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან იზორია.

P.S. 17 ივნისს ოზურგეთში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე ჩოხატაურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად ბატონი თემურ ჭკუასელი დასახელდა.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს