მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუშტაიდის პარკი" აგვისტოში გაიხსნება!
"მუშტაიდის პარკი" აგვისტოში გაიხსნება!

უკვე წლე­ბია, დე­და­ქა­ლაქ­ში უძ­ვე­ლეს­მა პარ­კმა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის ფუნ­ქცია და­კარ­გა და თბი­ლი­სე­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბას უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე პარ­კებ­სა თუ სკვე­რებ­ში ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ. ორი­ო­დე თვე­ში, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "მუშ­ტა­ი­დის პარ­კი" პირ­ველ დამ­სვე­ნებ­ლებს მი­ი­ღებს - ახა­ლი კა­რუ­სე­ლე­ბიც და­იდ­გმე­ბა, აღ­დგე­ბა კაფე-ბა­რე­ბი, სა­ბავ­შვო მა­ტა­რე­ბე­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი რეს­ტო­რა­ნი "მუშ­ტა­ი­დი".

პარ­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ირაკ­ლი ბი­თა­ძე "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ "პარკში ახა­ლი კა­რუ­სე­ლე­ბი უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია, აღ­დგა 2 სა­ბავ­შვო კაფე, ერთი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო სა­ნა­ყი­ნე, მე­ო­რე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­სა­ცაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში სამი კაფე იყო, მე­სა­მე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნე­ბა. მწვა­ნე ხის შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც რეს­ტო­რა­ნი "მუშ­ტა­ი­დი" იყო, მარ­თლაც, ის­ტო­რუ­ლია. სწო­რედ მის შიგ­ნით მო­წყო­ბილ სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ო­და აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა და აქ მი­არ­თვა ფი­როს­მან­მა მას ვარ­დე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ძეგლის პრო­ექ­ტი გვაქვს, რომ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რი მე ვარ, მო­ქან­და­კე კი ირაკ­ლი რე­ვა­ზიშ­ვი­ლია. ეს შე­ნო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რაც მთვა­რია, ის ზუს­ტად იმ მა­სა­ლით უნდა აღ­დგეს, რი­თაც, თა­ვის დრო­ზე, იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­ო­რე ეტაპ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადრე აქ რეს­ტო­რა­ნი იყო, რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ბავ­შვთა ზამ­თრის გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენს".

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტაპ­ზე, ასე­ვე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა "მუშ­ტა­ი­დის ბა­ღის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას. ბაღ­ში, გარ­და ფი­სოს­მა­ნის ძეგლი­სა, ფრან­გი მფრი­ნა­ვის, ჟან-ბე­დეს ქან­და­კე­ბაც და­იდ­გმე­ბა. ჟან ბედე ის მფრი­ნა­ვია, რო­მელ­მაც 1882 წელს სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით მუშ­ტა­ი­დი­დან სამი გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტში არა­ვინ ჩა­უჯ­და, ბო­ლოს მე­მაწ­ვნის­გან ვირი იქი­რა­ვა, ჩა­ის­ვა და მე­ტე­ხის მხა­რეს გაფ­რინ­და. ბა­ღის ერთ შად­რე­ვანს მე­ო­რეც და­ე­მა­ტე­ბა. რე­კონ­სტრუქ­ცია უტარ­დე­ბა ღია სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნას, სა­დაც ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ირაკ­ლი ბი­თა­ძის გან­მარ­ტე­ბით, "სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა კო­მუ­ნი­კა­ცია, შე­იც­ვა­ლა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, ახა­ლი სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი, ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა, გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, პარ­კის დიდი ნა­წი­ლი მო­ქან­და­კე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბეჭ­დუ­რი ბე­ტო­ნით, გზე­ბი კი მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მწვა­ნე ზო­ლის გა­ნახ­ლე­ბა. 1600-მდე ახა­ლი ხე და­ირ­გო. 7 ახა­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი გა­ზო­ნი მო­წყო­ბის სტა­დი­ა­შია; გა­მო­იც­ვა­ლა ბა­ლა­ხის სა­ფა­რი. პარკს 30%-იანი გამ­წვა­ნე­ბის ზოლი მო­ე­მა­ტა".

გა­ნახ­ლე­ბულ მუშ­ტა­ი­დის პარკში ახა­ლი სკა­მე­ბი და ურ­ნე­ბი და­იდ­გმე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პარ­კის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფა­სო "ვა­ი­ფაი" იქ­ნე­ბა, რაც დამ­სვე­ნებ­ლებს ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კა­რუ­სე­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­ნახ­ლდა, ნა­წი­ლი კი ახა­ლი და­იდ­გა, მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში ისევ ივ­ლის 7 წლის წინ გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი სა­ბავ­შვო მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უკვე აღ­დგე­ნი­ლია, ამ­ჟა­მად კი მხო­ლოდ მისი სა­ვა­ლი გზის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა კა­რუ­სე­ლებს - 36 წერ­ტი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის 3 კა­ტე­გო­რი­ა­დაა და­ყო­ფი­ლი: სა­ბავ­შვო, სა­ო­ჯა­ხო და ექ­სტრე­მა­ლუ­რი. ბაღ­ში და­იდ­გმე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნი, 24-ად­გი­ლი­ა­ნი ნავი "არგო", ამ ექ­სტრე­მა­ლურ კა­რუ­სელ­ზე ბავ­შვე­ბის დაჯ­დო­მა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა. "მუშ­ტა­იდ­ში" გად­მო­ი­ტა­ნეს, 1905 წელს ფრან­გე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კა­რუ­სე­ლი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უტარ­დე­ბა და გა­ნახ­ლე­ბულ პარკში, რო­გორც სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტი, ისე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფი­გუ­რუ­ლი კა­რუ­სე­ლით სარ­გებ­ლო­ბა პა­ტა­რებს მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ასე­ვე კეთ­დე­ბა აუზი, რო­მელ­შიც ძრა­ვი­ა­ნი პა­ტა­რა ნა­ვე­ბით ბავ­შვე­ბი გა­ერ­თო­ბი­ან. მონ­ტაჟ­დე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე შად­რე­ვა­ნიც. პარკში შე­მოს­ვლა, სა­პირ­ფა­რე­შო­თი და წყლით სარ­გებ­ლო­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნი 1-2,5 ლარი ეღი­რე­ბა. ირაკ­ლი ბი­თა­ძის გან­მარ­ტე­ბით: "გა­ნახ­ლე­ბულ "მუშ­ტა­ი­დის" პარკში მხატ­ვრე­ბი უფა­სოდ შე­მოვ­ლენ და თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მათ ისე­ვე, რო­გორც ევ­რო­პა­ში, რა­ღაც თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად გა­და­ვახ­დე­ვი­ნოთ, თუმ­ცა ეს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. პარკში აიკ­რძა­ლე­ბა ქა­ო­ტუ­რი ვაჭ­რო­ბა, ფე­რად ბურ­თებს, ბრჭყვი­ა­ლა სა­თა­მა­შო­ებს, ნა­ყინ­სა და სხვა მსგავს პრო­დუქ­ცი­ას, ჩვენ­ვე გავ­ყი­დით". გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "მუშ­ტა­ი­დის პარ­კი" სა­ღა­მოს 10-11 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს. პარკს ეყო­ლე­ბა დაც­ვა და რო­გორც პარკში, ისე ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე, ასე­ვე ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ ად­გილ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვი­დე­ოთ­ვა­ლი.

ნინო ხარ­ში­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

"მუშტაიდის პარკი" აგვისტოში გაიხსნება!

"მუშტაიდის პარკი" აგვისტოში გაიხსნება!

უკვე წლებია, დედაქალაქში უძველესმა პარკმა გასართობი ცენტრის ფუნქცია დაკარგა და თბილისელები დასვენებას უფრო თანამედროვე პარკებსა თუ სკვერებში ამჯობინებდნენ. ორიოდე თვეში, განახლებული "მუშტაიდის პარკი" პირველ დამსვენებლებს მიიღებს - ახალი კარუსელებიც დაიდგმება, აღდგება კაფე-ბარები, საბავშვო მატარებელი და ისტორიული რესტორანი "მუშტაიდი".

პარკის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე "ვერსიასთან" საუბარში აცხადებს, რომ "პარკში ახალი კარუსელები უკვე დამონტაჟებულია, აღდგა 2 საბავშვო კაფე, ერთი იქნება საბავშვო სანაყინე, მეორე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაცაა გათვალისწინებული. მუშტაიდის ბაღში სამი კაფე იყო, მესამე ცოტა მოგვიანებით გაიხსნება. მწვანე ხის შენობა, რომელშიც რესტორანი "მუშტაიდი" იყო, მართლაც, ისტორულია. სწორედ მის შიგნით მოწყობილ სცენაზე გამოდიოდა აქტრისა მარგარიტა და აქ მიართვა ფიროსმანმა მას ვარდები. საბედნიეროდ, ამ ძეგლის პროექტი გვაქვს, რომლის თანაავტორი მე ვარ, მოქანდაკე კი ირაკლი რევაზიშვილია. ეს შენობა, აბსოლუტურად რესტავრირებული იქნება. რაც მთვარია, ის ზუსტად იმ მასალით უნდა აღდგეს, რითაც, თავის დროზე, იყო გაკეთებული, მაგრამ ეს რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე აქ რესტორანი იყო, რესტავრაციის შემდეგ, ბავშვთა ზამთრის გასართობი ცენტრის ფუნქციას შეიძენს".

რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპზე, ასევე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება "მუშტაიდის ბაღის" ადმინისტრაციულ შენობას. ბაღში, გარდა ფისოსმანის ძეგლისა, ფრანგი მფრინავის, ჟან-ბედეს ქანდაკებაც დაიდგმება. ჟან ბედე ის მფრინავია, რომელმაც 1882 წელს საჰაერო ბუშტით მუშტაიდიდან სამი გაფრენა განახორციელა, თუმცა საჰაერო ბუშტში არავინ ჩაუჯდა, ბოლოს მემაწვნისგან ვირი იქირავა, ჩაისვა და მეტეხის მხარეს გაფრინდა. ბაღის ერთ შადრევანს მეორეც დაემატება. რეკონსტრუქცია უტარდება ღია საკონცერტო სცენას, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება. ირაკლი ბითაძის განმარტებით, "სრულიად განახლებულია ყველა კომუნიკაცია, შეიცვალა წყალმომარაგების, სარწყავი სისტემა, ახალი სანიაღვრეები, ელექტრომომარაგება, განათების სისტემა, პარკის დიდი ნაწილი მოქანდაკებული იქნება ბეჭდური ბეტონით, გზები კი მოპირკეთებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ზოლის განახლება. 1600-მდე ახალი ხე დაირგო. 7 ახალი დეკორატიული გაზონი მოწყობის სტადიაშია; გამოიცვალა ბალახის საფარი. პარკს 30%-იანი გამწვანების ზოლი მოემატა".

განახლებულ მუშტაიდის პარკში ახალი სკამები და ურნები დაიდგმება, რაც ყველაზე მთავარია, პარკის მთელ ტერიტორიაზე უფასო "ვაიფაი" იქნება, რაც დამსვენებლებს ინტერნეტთან წვდომის საშუალებას აძლევს. კარუსელების ნაწილი განახლდა, ნაწილი კი ახალი დაიდგა, მუშტაიდის ბაღში ისევ ივლის 7 წლის წინ გაჩერებული, ყველასათვის საყვარელი საბავშვო მატარებელი, რომელიც უკვე აღდგენილია, ამჟამად კი მხოლოდ მისი სავალი გზის აღდგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება კარუსელებს - 36 წერტილი იქნება, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის 3 კატეგორიადაა დაყოფილი: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. ბაღში დაიდგმება საქართველოში დამზადებული პირველი ქართული ატრაქციონი, 24-ადგილიანი ნავი "არგო", ამ ექსტრემალურ კარუსელზე ბავშვების დაჯდომა აკრძალული იქნება. "მუშტაიდში" გადმოიტანეს, 1905 წელს ფრანგების მიერ გაკეთებული ისტორიული კარუსელი, რომელსაც სერიოზული სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება და განახლებულ პარკში, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ისე იქნება წარმოდგენილი. ფიგურული კარუსელით სარგებლობა პატარებს მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში შეეძლებათ. ასევე კეთდება აუზი, რომელშიც ძრავიანი პატარა ნავებით ბავშვები გაერთობიან. მონტაჟდება დეკორატიული, მოცეკვავე შადრევანიც. პარკში შემოსვლა, საპირფარეშოთი და წყლით სარგებლობა უფასო იქნება, ხოლო თითოეული ატრაქციონი 1-2,5 ლარი ეღირება. ირაკლი ბითაძის განმარტებით: "განახლებულ "მუშტაიდის" პარკში მხატვრები უფასოდ შემოვლენ და თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ, თუმცა, შესაძლოა, მათ ისევე, როგორც ევროპაში, რაღაც თანხა ყოველთვიურად გადავახდევინოთ, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პარკში აიკრძალება ქაოტური ვაჭრობა, ფერად ბურთებს, ბრჭყვიალა სათამაშოებს, ნაყინსა და სხვა მსგავს პროდუქციას, ჩვენვე გავყიდით". განახლებული "მუშტაიდის პარკი" საღამოს 10-11 საათამდე იმუშავებს. პარკს ეყოლება დაცვა და როგორც პარკში, ისე ატრაქციონებზე, ასევე ყველა ცენტრალურ ადგილზე დამონტაჟებული იქნება ვიდეოთვალი.

ნინო ხარშილაძე

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"