თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სიპოლის რაიონში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თურქეთში ვანის პროვინციაში გასული წლის ოქტომბერში მოხდა. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 600 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია