პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს
თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

მექ­სი­კი­დან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტი გა­და­დის. ზო­გი­ერთ ექ­სტრე­მალს არ სჭირ­დე­ბა სა­ზღვრის არა­ლე­გა­ლუ­რი გა­დაკ­ვე­თა, მაგ­რამ სურს ეს ემო­ცია გა­მოს­ცა­დოს - მექ­სი­კის Eco Alberto-ს პარ­კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. პარ­კი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვრი­დან 100 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

ტე­რი­ტო­რი­ას უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს და გა­სარ­თო­ბი შო­უ­თი ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია. "არა­ლე­გა­ლე­ბი" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­მით მი­დი­ან. ტუ­რის­ტე­ბი ზუს­ტად იმა­ვეს გა­ნიც­დი­ან, რა­საც არა­ლე­გა­ლე­ბი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის დროს.

პარ­კი ტყე­შია მოქ­ცე­უ­ლი. ტუ­რის­ტე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და მე­სა­ზღვრე­ებს (შოუს მსა­ხი­ო­ბე­ბი) არ გა­და­ე­ყა­რონ; გზატ­კე­ცილ­ზე პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებს. რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­შინ რო­დე­საც ისი­ნი ხე­ებ­სა და ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბი­ან და სიბ­ნე­ლე­ში მათ­კენ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა მო­დის, ისე­თი გან­ცდა ეუფ­ლე­ბათ, თით­ქოს მარ­თლაც არა­ლე­გა­ლე­ბი იყ­ვნენ.

მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლია ამ გარ­თო­ბა­ში 250 პესო (20 დო­ლა­რი) გა­და­ი­ხა­დოს და შე­ე­ცა­დოს ფა­რუ­ლად იმოძ­რა­ოს, რად­გა­ნაც თუკი პო­ლი­ცი­ე­ლი რო­მე­ლი­მე მათ­განს შე­ამ­ჩნევს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად თა­მაშს ეთი­შე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ზღვე­ულ­ნი არი­ან და არა­ნა­ი­რი საფრ­თხე მათ სი­ცო­ცხლეს არ ემუქ­რე­ბა.

გა­სარ­თო­ბი შოუ რამ­დე­ნი­მე ფა­ზის­გან შედ­გე­ბა: თავ­და­პირ­ვე­ლად დათ­ქმულ დროს ყვე­ლა მათ­გა­ნი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბა. მათ ხვდე­ბა "კონ­ტრა­ბან­დის­ტი", რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ებს გარ­კვე­ულ რჩე­ვას აძ­ლევს, თუ რო­გორ მო­ე­რი­დონ ისეთ ად­გი­ლებს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ობო­ბა, გვე­ლი და შხა­მი­ა­ნი მცე­ნა­რეა; ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუქ­ცი­ას აც­ნობს. ამის შემ­დეგ ის მათ ტო­ვებს და ნამ­დვი­ლი გარ­თო­ბა იწყე­ბა.

პარ­კი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და ის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო რე­ლი­ე­ფით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

იმი­სათ­ვის, რომ ტუ­რის­ტებ­მა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს მი­აღ­წი­ონ, უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა და დიდი მან­ძილ­ზე ხოხ­ვით სი­ა­რუ­ლი უწევთ. თუკი ტუ­რის­ტებს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აე­რე­ვათ, მათ გი­დე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­დი­ან გვი­რა­ბებ­ში, ჩანჩქე­რებ­ში, ის­ვრე­ბი­ან ტა­ლახ­ში, სველ­დე­ბი­ან წყალ­ში, ცდი­ლო­ბენ მო­ე­რი­დონ ქვე­წარ­მავ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს.

თუკი რო­მე­ლი­მე მათ­განს პო­ლი­ცი­ე­ლი შე­ამ­ჩნევს, ისე­ვე ეპყრო­ბა, რო­გორც დამ­ნა­შა­ვეს; პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ როლს იმ­დე­ნად კარ­გად თა­მა­შო­ბენ, რომ "და­კა­ვე­ბის" დროს ზო­გი­ერთ ტუ­რისტს ავი­წყდე­ბა, რომ ეს თა­მა­შია და ტი­რილს იწყებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com- ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

მექსიკიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად უამრავი ემიგრანტი გადადის. ზოგიერთ ექსტრემალს არ სჭირდება საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, მაგრამ სურს ეს ემოცია გამოსცადოს - მექსიკის Eco Alberto-ს პარკი ამის შესაძლებლობას იძლევა. პარკი შეერთებული შტატების საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

ტერიტორიას უამრავი ტურისტი სტუმრობს და გასართობი შოუთი ყველა კმაყოფილია. "არალეგალები" ტერიტორიაზე ღამით მიდიან. ტურისტები ზუსტად იმავეს განიცდიან, რასაც არალეგალები საზღვრის გადაკვეთის დროს.

პარკი ტყეშია მოქცეული. ტურისტები ერთად იკრიბებიან და ცდილობენ პოლიციელებსა და მესაზღვრეებს (შოუს მსახიობები) არ გადაეყარონ; გზატკეცილზე პოლიცია პატრულირებს. როგორც ტურისტები ამბობენ, მაშინ როდესაც ისინი ხეებსა და ბუჩქებში იმალებიან და სიბნელეში მათკენ პოლიციის მანქანა მოდის, ისეთი განცდა ეუფლებათ, თითქოს მართლაც არალეგალები იყვნენ. 

მონაწილე ვალდებულია ამ გართობაში 250 პესო (20 დოლარი) გადაიხადოს და შეეცადოს ფარულად იმოძრაოს, რადგანაც თუკი პოლიციელი რომელიმე მათგანს შეამჩნევს, ის ავტომატურად თამაშს ეთიშება. მონაწილეები დაზღვეულნი არიან და არანაირი საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება.

გასართობი შოუ რამდენიმე ფაზისგან შედგება: თავდაპირველად დათქმულ დროს ყველა მათგანი კონკრეტულ ადგილას იკრიბება. მათ ხვდება "კონტრაბანდისტი", რომელიც მონაწილეებს გარკვეულ რჩევას აძლევს, თუ როგორ მოერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტი ობობა, გველი და შხამიანი მცენარეა; ხელმძღვანელი მონაწილეებს რამდენიმე ინსტრუქციას აცნობს. ამის შემდეგ ის მათ ტოვებს და ნამდვილი გართობა იწყება.

პარკი რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული და ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რელიეფით გამოირჩევა.

იმისათვის, რომ ტურისტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწიონ, უამრავი დაბრკოლების გადალახვა და დიდი მანძილზე ხოხვით სიარული უწევთ. თუკი ტურისტებს სწორი მიმართულება აერევათ, მათ გიდები ეხმარებიან. მონაწილეები შედიან გვირაბებში, ჩანჩქერებში, ისვრებიან ტალახში, სველდებიან წყალში, ცდილობენ მოერიდონ ქვეწარმავლებსა და პოლიციელებს.

თუკი რომელიმე მათგანს პოლიციელი შეამჩნევს, ისევე ეპყრობა, როგორც დამნაშავეს; პარკის თანამშრომლები თავიანთ როლს იმდენად კარგად თამაშობენ, რომ "დაკავების" დროს ზოგიერთ ტურისტს ავიწყდება, რომ ეს თამაშია და ტირილს იწყებს.

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს