საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარული ქალებისთვის ახალგაზრდობაში უფროა მთავარი, მამაკაცები კი ამ გრძნობის ფასს შუახნის ასაკში იგებენ"
"სიყვარული ქალებისთვის ახალგაზრდობაში უფროა მთავარი, მამაკაცები კი ამ გრძნობის ფასს შუახნის ასაკში იგებენ"

მას თით­ქმის ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იც­ნობს, გა­ნურ­ჩევ­ლად ერის, ფე­რის, ასა­კი­სა და სქე­სი­სა. ყვე­ლას აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა თუ სხვა პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­როს, წე­რი­ლე­ბი ან თუნ­დაც სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნოს. პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, სან­დრა რუ­ლოვ­სიც კი შეხ­ვედ­რი­ან, თა­ნაც - ცალ-ცალ­კე... ერთი სი­ტყვით, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი, რუბ­რი­კის - "თქვენ­თვის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო" - ავ­ტო­რი, მა­რი­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მე­სა­ი­დუმ­ლეა...

- მა­რი­ნა, პრე­ზი­დენ­ტი და მისი მე­უღ­ლე რის შე­სა­ხებ გე­სა­უბრნენ?

- რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილს შევ­ხვდი, პრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ არ იყო, "მოქკავ­ში­რის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ... სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რეს­პონ­დენ­ტია, ვინც კი ოდეს­მე ჩა­მი­წე­რია: ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, გულ­წრფე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ერ­თობ თა­ვა­ზი­ა­ნიც გახ­ლდათ, ყა­ვი­თა და შო­კო­ლა­დით გა­მი­მას­პინ­ძლდა, შემ­დეგ რე­დაქ­ცი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­მიყ­ვა­ნა... სან­დრაც გულ­წრფე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად უყ­ვარს... იმ რეს­პონ­დენ­ტებს შო­რის, ვინც გა­ზე­თის­თვის ჩა­მი­წე­რია, ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო - თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

მა­შინ­დელ სპეც­რაზ­მის მე­თა­ურ­ზე ცუდი ხმე­ბი და­დი­ო­და, ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ბევ­რი შე­კი­თხვა გვიჩ­ნდე­ბო­და, ისიც გულს არა­ვის გვწყვეტ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარს არა­ვის ეუბ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა კი კუ­რი­ო­ზუ­ლი იყო და როცა ვიხ­სე­ნებ, ყო­ველ­თვის მე­ცი­ნე­ბა... გა­ვი­გე, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ პენ­სი­ო­ნე­რებს აქ­ცია ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი და მღებ­რიშ­ვი­ლიც თა­ვის რაზმთან ერ­თად, იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. წა­ვე­დი, თან ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე წა­ვიყ­ვა­ნე (სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მას ერთ-ერთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე "მღებ­რიშ­ვი­ლის ბი­ჭებ­მა", თავი გა­უ­ტე­ხეს). შავ ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდა­რი, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ჭა­ღა­რა მღებ­რიშ­ვი­ლი შო­რი­დან­ვე და­ვი­ნა­ხე, პირ­და­პირ მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, - ბა­ტო­ნო თე­მურ, თქვე­ნი ჩა­წე­რა მინ­და-მეთ­ქი. - ვა­ი­მე, აბა, ახლა რო­გო­რაო?!. თავი ძლივს შე­ვი­კა­ვე, რომ არ გამ­ცი­ნე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში ერთ-ერთი მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ვი­და და ეუბ­ნე­ბა, - კი­ბე­ზე ერთი პენ­სი­ო­ნე­რია წა­მო­წო­ლი­ლი და ყვი­რის, ჩემი ფული მინ­დაო; რა ვქნა, შე­ვაგ­დო მან­ქა­ნა­შიო? და­ფე­თე­ბულ­მა მღებ­რიშ­ვილ­მა ჯერ მე შე­მომ­ხე­და, მერე ამ ბიჭს მი­უბ­რუნ­და და უთხრა, - რად უნდა შე­აგ­დო, ბიჭო? წა­მო­ა­ყე­ნე, პალ­ტო და­უ­ფერ­თხე და შინ მი­აბ­რძა­ნე; ანდა არ გინ­და, მე თვი­თონ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. მერე ისევ მე შე­მომ­ხე­და და მეგ­ზუ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა... ნო­ემ­ბე­რი იდგა და ძა­ლი­ან ცი­ო­და. პალ­ტო­ებ­ში ჩა­ფუთ­ნი­ლი ქა­ლე­ბი მღებ­რიშ­ვი­ლის და­ნახ­ვა­ზე წყევ­ლა-კრულ­ვას იწყებ­დნენ.

ეს კი­დევ "სა­ცო­და­ვად" ეუბ­ნე­ბო­და, - რას მერ­ჩით, ქა­ლე­ბო, მე თქვენ ყვე­ლა­ნი მიყ­ვარ­ხართ, რათა მწყევ­ლი­თო?.. რო­გორც იქნა, იმ ად­გილს მი­ვაღ­წი­ეთ. თავ­ზე ქუდ­ჩა­მო­ფხა­ტუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რი კი­ბე­ზე იწვა და დრო­დად­რო წა­მო­იყ­ვი­რებ­და: "ჩემი ფული მინ­დაა!" მის და­ნახ­ვა­ზე მღებ­რიშ­ვილ­მა ერთი კი­დევ ამო­ი­ოხ­რა, - ვა­ი­მე, რა დღე­ში ვარო! - პენ­სი­ო­ნერ­თან ახ­ლოს მი­ვი­და და სთხო­ვა, - ადე­ქი, ძი­ა­კა­ცო, ცივ ქვა­ზე წოლა არ შე­იძ­ლე­ბა, გა­ცივ­დე­ბი, ან­თე­ბა და­გე­მარ­თე­ბა, წა­მო­დი, იქით გა­ვი­ა­რო­თო. - არ წაჰ­ყვეე, მან­ქა­ნა­ში ჩა­გაგ­დებ­სო! - აყ­ვირ­დნენ ქა­ლე­ბი. მღებ­რიშ­ვილ­მა კაცი წა­მო­ა­ყე­ნა, პალ­ტო და­უ­ფერთხა და შე­ე­კი­თხა, - შენ იცი, რომ ერთ ქალს ოთხმა კაც­მა საც­ვა­ლი ვერ გა­ხა­დაო? ამ კი­თხვას არც ის კაცი და არც იქ მყოფ­ნი მო­ე­ლოდ­ნენ და ყვე­ლა სახ­ტად დარ­ჩა. - რა­დაო? - უნე­ბუ­რად იკი­თხა პენ­სი­ო­ნერ­მა. - იმა­თა, რო არ ეცვა და რას გახ­დიდ­ნე­ნო?!. - მერე დას­ძი­ნა: - ასეა ეს მთავ­რო­ბაც - რომ გა­ი­ძა­ხი, ფული მინ­და, ფული მინ­და, არა აქვს და რას მოგ­ცემ­სო?! ატყდა სი­ცი­ლი... ბო­ლოს მღებ­რიშ­ვი­ლი მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, - ხომ ხე­დავ, რა დღე­ში ვარ; ხვალ ჩემს კა­ბი­ნეტ­ში მოდი და იქ ვი­ლა­პა­რა­კო­თო. მე­ო­რე დღეს მე და ფო­ტოგ­რაფ­მა ჯერ დი­დუ­ბის ბა­ზარ­ში გა­ვი­ა­რეთ, ყვე­ლა­ზე დიდი ჩურ­ჩხე­ლა ვი­ყი­დეთ და მღებ­რიშ­ვილს კა­ბი­ნეტ­ში ასე ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლე­ბი ვეწ­ვი­ეთ: მა­შინ ხომ ხელ­კე­ტებს "მღებ­რიშ­ვი­ლის ჩურ­ჩხე­ლებს" ეძახ­დნენ... მას­პინ­ძე­ლი ნა­ბა­ხუ­სე­ვი დაგ­ვხვდა. ერთი წა­ი­წუ­წუ­ნა, - ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, ლა­პა­რა­კი მი­ჭირს, მაგ­რამ რა ვქნა, დაგ­პირ­დი და სი­ტყვის გა­ტე­ხა არ შე­მიძ­ლი­აო. მერე გი­ორ­გის შე­ხე­და და თქვა, - უი, ეს რა კარ­გი ბი­ჭი­აო!.. ნიშ­ნის მო­გე­ბით ვუ­პა­სუ­ხე, - ჰოდა, ამ კარგ ბიჭს თქვენ­მა ბი­ჭებ­მა თავი გა­უ­ტე­ხეს-მეთ­ქი. - ვა­ი­მე, ჩემი სიკ­ვდი­ლიო! - შუბ­ლზე იტ­კი­ცა ხელი, სე­ი­ფი­დან ახალ­თა­ხა­ლი ამე­რი­კუ­ლი ჩა­ფხუ­ტი, ასე­ვე ორი ხელ­კე­ტი გა­მო­ი­ღო და გვა­ჩუ­ქა. გი­ორ­გის უთხრა, - აწი ეს "კას­კა" და­ი­ფა­რე და თუ ვინ­მე კი­დევ თითს და­გა­კა­რებს, მერე მე ვი­ციო... ეს ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ "გზა­ში" და­ი­ბეჭ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარს "გზა". "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა "ავად­გმე­ვი­ნეთ" ფეხი - "გზა" ჩვენს ხელ­ში და­ი­ბა­და...

- შენი წე­რი­ლის გამო ოდეს­მე სკან­დალ­ში თუ გახ­ვე­ულ­ხარ?

- კი. აფხა­ზე­თის ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, ჩემი კა­რის მე­ზობ­ლად გაგ­რე­ლე­ბი რომ გად­მო­ვიდ­ნენ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მი­ამ­ბო, რა მოხ­და გაგ­რის და­ცე­მამ­დე, რო­გორ გა­მო­აღ­წი­ეს სამ­შვი­დო­ბოს დევ­ნი­ლებ­მა. მი­თხრა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი" ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ და ხალ­ხი მათი ში­შით ქუ­ჩა­შიც ვერ გა­დი­ო­და. ამ ინ­ტერ­ვი­უს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რა­ვი დევ­ნი­ლი და მებ­რძო­ლი გვი­რე­კავ­და, წე­რი­ლებს გვიგ­ზავ­ნი­და. ერთხე­ლაც რე­დაქ­ცი­ა­ში გაგ­რე­ლი "მხედ­რი­ო­ნე­ლი" გვეს­ტუმ­რა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ მა­საც თა­ვი­სი გუ­ლის­ტი­კი­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვა სურ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ის "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ "შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში" მა­და­ნა­შა­უ­ლებ­და და მოს­ყი­დულ ჟურ­ნა­ლის­ტად მი­მიჩ­ნევ­და. არა­და, მხო­ლოდ ის დავ­წე­რე, რაც გაგ­რი­დან დევ­ნილ­მა მი­ამ­ბო. ის კი ნამ­დვი­ლად ვერ მო­მის­ყიდ­და, პუ­რის ფუ­ლიც კი ძა­ლი­ან უჭირ­და... სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბა­და რუბ­რი­კა - "თქვენ­თვის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო". თუმ­ცა უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ამ რუბ­რი­კა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­საც მოჰ­ყო­ლია.

- ამ­ჯე­რად რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­დათ?

- მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი ჰქონ­და, თა­ვი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მი­ამ­ბო. ცხოვ­რე­ბა რომ აე­რია, ამა­ში მშობ­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. დე­დას იმის გა­მოც საყ­ვე­დუ­რობ­და, რომ მისი მე­უღ­ლე რძლად არ მი­ი­ღო... წე­რილ­ში მხო­ლოდ ბი­ჭის სა­ხე­ლი ვახ­სე­ნე. გა­ზე­თის გა­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს ჩემი რეს­პონ­დენ­ტის მშობ­ლე­ბი მო­მად­გნენ აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი, შვი­ლის საყ­ვე­დუ­რებს უმარ­თე­ბუ­ლოდ აცხა­დებ­დნენ, მე კი იმის გამო მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რომ წე­რილ­ში მათი პო­ზი­ცია არ და­ვა­ფიქ­სი­რე.

- ე.ი. შენს რუბ­რი­კას მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ კი­თხუ­ლო­ბენ...

- დიახ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ რუბ­რი­კით მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ერთ კვი­რა­ში გა­ირ­კვა, რომ მა­მა­კა­ცე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლე­ბი არი­ან. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. რე­დაქ­ცი­ა­ში შუ­ახ­ნის კაცი მეს­ტუმ­რა და გა­მო­მი­ცხა­და, - ჩემს ძმა­კაცს ცოლი უნ­დაო. ჯერ გა­ვოც­დი, - მე რა შუ­ა­ში ვარ-მეთ­ქი?! - მერე ვურ­ჩიე, - "სი­ტყვა და საქ­მე" იყი­დეთ და "პა­ემ­ნის" რუბ­რი­კა­ში მო­ძებ­ნეთ თქვე­ნი ძმა­კა­ცის­თვის სა­ცო­ლე-მეთ­ქი. - არა, შენ რომ ქა­ლებ­ზე წერ, ისე­თი ქალი გვინ­დაო. ძლივს ვი­კა­ვებ თავს, რომ არ ავ­ხარ­ხარ­დე, ის კი აგ­რძე­ლებს, - არ ინა­ნებს ის ქალი, ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა; მარ­თა­ლია, წე­რო­ვან­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ გზა დაგ­ვი­გეს, შუქი სულ გვაქვს, კა­რაქს ვდღვებთ, კვერ­ცხე­ბი გვაქ­ვსო და... აქ კი უკვე თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვეთ და ავ­ხარ­ხარ­დით მე და იქ მყო­ფი ჩემი რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა...

დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას სტუ­მარ­მა ხელი ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო, ერთი მუჭა კა­რა­მე­ლის კან­ფე­ტე­ბი ამო­ი­ღო, ხელ­ში ჩა­მი­ყა­რა და მი­თხრა, - ჩემს ძმა­კაცს ქალს რომ გა­უ­რი­გებ, კვერ­ცხე­ბი და ქათ­მე­ბი მერე იყო­სო. მერე, ყუ­რე­ბამ­დე გა­ღი­მე­ბულ­მა, პირ­ზე ხელ­მი­დე­ბულ­მა, ჩუ­მად მი­თხრა, - მა­რი­ნა, ის ჩემი ძმა­კა­ცი 47 წლის არის, მე კი­დევ - 67-ის. - მერე-მეთ­ქი? - მეც მინ­და ცო­ლიო... სა­ერ­თოდ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა: მა­მა­კა­ცებს 40 წლის ასა­კი­დან, სი­ნა­ნუ­ლის პე­რი­ო­დი უდ­გე­ბათ: ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი ხდე­ბი­ან და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ნა­ნო­ბენ. ხში­რად, და­კარ­გულ სიყ­ვა­რულ­ზე სა­სა­უბ­როდ მო­დი­ან. არ მახ­სოვს, ჩემ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მით შე­წუ­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­სუ­ლი­ყოს. ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­ბით არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უფ­როა მთა­ვა­რი, მა­მა­კა­ცე­ბი კი ამ გრძნო­ბის ფასს შუ­ახ­ნის ასაკ­ში იგე­ბენ...

ვცდი­ლობ, ქალი იქ­ნე­ბა თუ კაცი, ახალ­გაზ­რდა თუ მო­ხუ­ცი, გუ­ლის­ყუ­რით მო­ვუს­მი­ნო, მისი ტკი­ვი­ლი და გან­ცდა გა­ვი­ზი­ა­რო. რო­გორც ვა­ტყობ, ეს მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ბევ­რი მათ­გა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი არ წყვეტს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ვიცი, რომ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბი. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი დარ­დი ხომ ყო­ველ­თვის ნა­ხევ­რდე­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა კი დიდ წუ­ხილ­საც ანე­ლებს და ცხოვ­რე­ბა­ზე ხელ­ჩაქ­ნე­ულ­საც იმე­დით ავ­სებს.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"სიყვარული ქალებისთვის ახალგაზრდობაში უფროა მთავარი, მამაკაცები კი ამ გრძნობის ფასს შუახნის ასაკში იგებენ"

"სიყვარული ქალებისთვის ახალგაზრდობაში უფროა მთავარი, მამაკაცები კი ამ გრძნობის ფასს შუახნის ასაკში იგებენ"

მას თითქმის ყველა შეყვარებული იცნობს, განურჩევლად ერის, ფერის, ასაკისა და სქესისა. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სასიყვარულო თავგადასავლებისა თუ სხვა პირადი პრობლემების შესახებ ესაუბროს, წერილები ან თუნდაც სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნოს. პირად საკითხებზე სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე, სანდრა რულოვსიც კი შეხვედრიან, თანაც - ცალ-ცალკე... ერთი სიტყვით, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი, რუბრიკის - "თქვენთვის, ქალბატონებო" - ავტორი, მარინა ბაბუნაშვილი საკმაოდ ბევრი ადამიანის მესაიდუმლეა...

- მარინა, პრეზიდენტი და მისი მეუღლე რის შესახებ გესაუბრნენ?

- როდესაც სააკაშვილს შევხვდი, პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ იყო, "მოქკავშირის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახლდათ... სხვათა შორის, სააკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო რესპონდენტია, ვინც კი ოდესმე ჩამიწერია: ძალიან უშუალო, გულწრფელი და საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ერთობ თავაზიანიც გახლდათ, ყავითა და შოკოლადით გამიმასპინძლდა, შემდეგ რედაქციაში ავტომობილით მომიყვანა... სანდრაც გულწრფელი რესპონდენტი იყო, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მიამბო. ძალიან კარგი ადამიანია. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ნამდვილად უყვარს... იმ რესპონდენტებს შორის, ვინც გაზეთისთვის ჩამიწერია, ერთ-ერთი საინტერესო - თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

მაშინდელ სპეცრაზმის მეთაურზე ცუდი ხმები დადიოდა, ჟურნალისტებსაც ბევრი შეკითხვა გვიჩნდებოდა, ისიც გულს არავის გვწყვეტდა და ინტერვიუზე უარს არავის ეუბნებოდა. ჩვენი შეხვედრა კი კურიოზული იყო და როცა ვიხსენებ, ყოველთვის მეცინება... გავიგე, რომ პარლამენტის შენობის წინ პენსიონერებს აქცია ჰქონდათ მოწყობილი და მღებრიშვილიც თავის რაზმთან ერთად, იქ იმყოფებოდა. წავედი, თან ჩვენი ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე წავიყვანე (სხვათა შორის, რამდენიმე დღით ადრე მას ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე "მღებრიშვილის ბიჭებმა", თავი გაუტეხეს). შავ ავტომობილში მჯდარი, შავებში ჩაცმული ჭაღარა მღებრიშვილი შორიდანვე დავინახე, პირდაპირ მივედი და ვუთხარი, - ბატონო თემურ, თქვენი ჩაწერა მინდა-მეთქი. - ვაიმე, აბა, ახლა როგორაო?!. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა. ამასობაში ერთ-ერთი მისი თანამშრომელი მოვიდა და ეუბნება, - კიბეზე ერთი პენსიონერია წამოწოლილი და ყვირის, ჩემი ფული მინდაო; რა ვქნა, შევაგდო მანქანაშიო? დაფეთებულმა მღებრიშვილმა ჯერ მე შემომხედა, მერე ამ ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა, - რად უნდა შეაგდო, ბიჭო? წამოაყენე, პალტო დაუფერთხე და შინ მიაბრძანე; ანდა არ გინდა, მე თვითონ დაველაპარაკებიო. მერე ისევ მე შემომხედა და მეგზურობა შემომთავაზა... ნოემბერი იდგა და ძალიან ციოდა. პალტოებში ჩაფუთნილი ქალები მღებრიშვილის დანახვაზე წყევლა-კრულვას იწყებდნენ.

ეს კიდევ "საცოდავად" ეუბნებოდა, - რას მერჩით, ქალებო, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, რათა მწყევლითო?.. როგორც იქნა, იმ ადგილს მივაღწიეთ. თავზე ქუდჩამოფხატული, გაბრაზებული პენსიონერი კიბეზე იწვა და დროდადრო წამოიყვირებდა: "ჩემი ფული მინდაა!" მის დანახვაზე მღებრიშვილმა ერთი კიდევ ამოიოხრა, - ვაიმე, რა დღეში ვარო! - პენსიონერთან ახლოს მივიდა და სთხოვა, - ადექი, ძიაკაცო, ცივ ქვაზე წოლა არ შეიძლება, გაცივდები, ანთება დაგემართება, წამოდი, იქით გავიაროთო. - არ წაჰყვეე, მანქანაში ჩაგაგდებსო! - აყვირდნენ ქალები. მღებრიშვილმა კაცი წამოაყენა, პალტო დაუფერთხა და შეეკითხა, - შენ იცი, რომ ერთ ქალს ოთხმა კაცმა საცვალი ვერ გახადაო? ამ კითხვას არც ის კაცი და არც იქ მყოფნი მოელოდნენ და ყველა სახტად დარჩა. - რადაო? - უნებურად იკითხა პენსიონერმა. - იმათა, რო არ ეცვა და რას გახდიდნენო?!. - მერე დასძინა: - ასეა ეს მთავრობაც - რომ გაიძახი, ფული მინდა, ფული მინდა, არა აქვს და რას მოგცემსო?! ატყდა სიცილი... ბოლოს მღებრიშვილი მომიბრუნდა და მითხრა, - ხომ ხედავ, რა დღეში ვარ; ხვალ ჩემს კაბინეტში მოდი და იქ ვილაპარაკოთო. მეორე დღეს მე და ფოტოგრაფმა ჯერ დიდუბის ბაზარში გავიარეთ, ყველაზე დიდი ჩურჩხელა ვიყიდეთ და მღებრიშვილს კაბინეტში ასე ხელდამშვენებულები ვეწვიეთ: მაშინ ხომ ხელკეტებს "მღებრიშვილის ჩურჩხელებს" ეძახდნენ... მასპინძელი ნაბახუსევი დაგვხვდა. ერთი წაიწუწუნა, - ძალიან ცუდად ვარ, ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ რა ვქნა, დაგპირდი და სიტყვის გატეხა არ შემიძლიაო. მერე გიორგის შეხედა და თქვა, - უი, ეს რა კარგი ბიჭიაო!.. ნიშნის მოგებით ვუპასუხე, - ჰოდა, ამ კარგ ბიჭს თქვენმა ბიჭებმა თავი გაუტეხეს-მეთქი. - ვაიმე, ჩემი სიკვდილიო! - შუბლზე იტკიცა ხელი, სეიფიდან ახალთახალი ამერიკული ჩაფხუტი, ასევე ორი ხელკეტი გამოიღო და გვაჩუქა. გიორგის უთხრა, - აწი ეს "კასკა" დაიფარე და თუ ვინმე კიდევ თითს დაგაკარებს, მერე მე ვიციო... ეს ინტერვიუ ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა. ძალიან მიყვარს "გზა". "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებმა "ავადგმევინეთ" ფეხი - "გზა" ჩვენს ხელში დაიბადა...

- შენი წერილის გამო ოდესმე სკანდალში თუ გახვეულხარ?

- კი. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო, ჩემი კარის მეზობლად გაგრელები რომ გადმოვიდნენ. ოჯახის დიასახლისმა ყველაფერი დეტალურად მიამბო, რა მოხდა გაგრის დაცემამდე, როგორ გამოაღწიეს სამშვიდობოს დევნილებმა. მითხრა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას "მხედრიონელები" ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ხალხი მათი შიშით ქუჩაშიც ვერ გადიოდა. ამ ინტერვიუს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი დევნილი და მებრძოლი გვირეკავდა, წერილებს გვიგზავნიდა. ერთხელაც რედაქციაში გაგრელი "მხედრიონელი" გვესტუმრა. თავიდან მეგონა, რომ მასაც თავისი გულისტიკივილის გამოხატვა სურდა. როგორც გაირკვა, ის "მხედრიონელების" წინააღმდეგ "შეთქმულებაში" მადანაშაულებდა და მოსყიდულ ჟურნალისტად მიმიჩნევდა. არადა, მხოლოდ ის დავწერე, რაც გაგრიდან დევნილმა მიამბო. ის კი ნამდვილად ვერ მომისყიდდა, პურის ფულიც კი ძალიან უჭირდა... სწორედ იმ პერიოდში დაიბადა რუბრიკა - "თქვენთვის, ქალბატონებო". თუმცა უკმაყოფილო ადამიანები ამ რუბრიკაში გამოქვეყნებულ სტატიებსაც მოჰყოლია.

- ამჯერად რა პრეტენზიები ჰქონდათ?

- მაგალითად, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა, თავისი თავგადასავალი მიამბო. ცხოვრება რომ აერია, ამაში მშობლებს ადანაშაულებდა. დედას იმის გამოც საყვედურობდა, რომ მისი მეუღლე რძლად არ მიიღო... წერილში მხოლოდ ბიჭის სახელი ვახსენე. გაზეთის გამოსვლიდან მეორე დღეს ჩემი რესპონდენტის მშობლები მომადგნენ აღშფოთებულები, შვილის საყვედურებს უმართებულოდ აცხადებდნენ, მე კი იმის გამო მსაყვედურობდნენ, რომ წერილში მათი პოზიცია არ დავაფიქსირე.

- ე.ი. შენს რუბრიკას მხოლოდ ქალბატონები არ კითხულობენ...

- დიახ. თავიდან მეგონა, რომ რუბრიკით მხოლოდ ქალბატონები დაინტერესდებოდნენ, მაგრამ ერთ კვირაში გაირკვა, რომ მამაკაცები უფრო აქტიური მკითხველები არიან. ერთ ამბავს მოგიყვებით. რედაქციაში შუახნის კაცი მესტუმრა და გამომიცხადა, - ჩემს ძმაკაცს ცოლი უნდაო. ჯერ გავოცდი, - მე რა შუაში ვარ-მეთქი?! - მერე ვურჩიე, - "სიტყვა და საქმე" იყიდეთ და "პაემნის" რუბრიკაში მოძებნეთ თქვენი ძმაკაცისთვის საცოლე-მეთქი. - არა, შენ რომ ქალებზე წერ, ისეთი ქალი გვინდაო. ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ავხარხარდე, ის კი აგრძელებს, - არ ინანებს ის ქალი, ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება; მართალია, წეროვანში ვცხოვრობთ, მაგრამ გზა დაგვიგეს, შუქი სულ გვაქვს, კარაქს ვდღვებთ, კვერცხები გვაქვსო და... აქ კი უკვე თავი ვეღარ შევიკავეთ და ავხარხარდით მე და იქ მყოფი ჩემი რამდენიმე კოლეგა...

დამშვიდობებისას სტუმარმა ხელი ჯიბეში ჩაიყო, ერთი მუჭა კარამელის კანფეტები ამოიღო, ხელში ჩამიყარა და მითხრა, - ჩემს ძმაკაცს ქალს რომ გაურიგებ, კვერცხები და ქათმები მერე იყოსო. მერე, ყურებამდე გაღიმებულმა, პირზე ხელმიდებულმა, ჩუმად მითხრა, - მარინა, ის ჩემი ძმაკაცი 47 წლის არის, მე კიდევ - 67-ის. - მერე-მეთქი? - მეც მინდა ცოლიო... საერთოდ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა: მამაკაცებს 40 წლის ასაკიდან, სინანულის პერიოდი უდგებათ: ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან და ახალგაზრდობაში დაშვებულ შეცდომებს ნანობენ. ხშირად, დაკარგულ სიყვარულზე სასაუბროდ მოდიან. არ მახსოვს, ჩემთან სოციალური პრობლემით შეწუხებული მამაკაცი მოსულიყოს. ქალების უმრავლესობა კი სწორედ სოციალური პრობლებით არის დამძიმებული. როგორც ჩანს, სიყვარული ქალებისთვის ახალგაზრდობაში უფროა მთავარი, მამაკაცები კი ამ გრძნობის ფასს შუახნის ასაკში იგებენ...

ვცდილობ, ქალი იქნება თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, გულისყურით მოვუსმინო, მისი ტკივილი და განცდა გავიზიარო. როგორც ვატყობ, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ბევრი მათგანი წლების განმავლობაშიც კი არ წყვეტს ჩემთან ურთიერთობას. მეც ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ ადამიანებს ვეხმარები. გაზიარებული დარდი ხომ ყოველთვის ნახევრდება, თანაგრძნობა კი დიდ წუხილსაც ანელებს და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულსაც იმედით ავსებს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"