"ჯარისკაცის მამას" გააფერადებენ

"ჯარისკაცის მამას" გააფერადებენ

მაყურებელი მალე ქართული მხატვრული ფილმის, "ჯარისკაცის მამის" გაფერადებულ ვარიანტს იხილავს.

გაზეთ "ყველა სიახლის" ინფორმაციით, ფილმზე ამერიკული კომპანია მუშაობს, რომელიც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შესული შავ-თეთრი ფილმის გაფერადებაზე მუშაობს.

გამოცემა ფილმის რეჟისორ რეზო ჩხეიძესაც ესაუბრა, რომლის განმარტებითაც, ფილმის გაფერადებაზე ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"თავდაპირველად არ ვთანხმდებოდი, რადგან საბჭოთა ეპოქის დროინდელი გაფერადებული ფილმები რომ მაჩვენეს, კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. შემდეგ თვითონ ამ ფილმიდან მაჩვენეს რამდენიმე ფრაგმენტი, მომეწონა და დავთანხმდი", - აცხადებს რეჟისორი.

მისივე განმარტებით, ამერიკულ კომპანიას სტუდია ინდოეთში - ბოლივუდში აქვს და სამუშაოებსაც იქ ასრულებს, თუმცა მოლაპარაკებები მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარეობს.

"ორ კვირაში კიდევ ჩავალ მოსკოვში და ფილმის საბოლოო ვარიანტს ვნახავ. თუ რამე შესწორება გახდება საჭირო, იმასაც გაითვალისწინებენ", - აღნიშნავს რეზო ჩხეიძე.

მხატვრული ფილმი "ჯარისკაცის მამა" სტუდია "ქართულმა ფილმმა" 1964 წელს გადაიღო. ქართველებმა ჯარისკაცის მამის როლის შემსრულებელს, სერგო ზაქარიაძეს გურჯაანში ძეგლიც დაუდგეს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება