სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რენე ზელვეგერი: ”ჩემი მეგობარი იყო სტუმრად ჩასული თქვენს სამშობლოში და აღაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ”
რენე ზელვეგერი: ”ჩემი მეგობარი იყო სტუმრად ჩასული თქვენს სამშობლოში და აღაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ”

ჰო­ლი­ვუ­დე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი რენე ზელ­ვე­გე­რი სიდ­ნე­ის მო­დის კვი­რე­ულს და­ეს­წრო. რე­ნეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დო "ოს­კა­რი", სამი "ოქ­როს გლო­ბუ­სი", კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის სამი ჯილ­დო. მისი ვარ­სკვლა­ვი ამ­შვე­ნებს ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვანს. რენე ზელ­ვე­გერ­მა მა­ყუ­რე­ბელს თავი შე­აყ­ვა­რა ფილ­მე­ბით: "ჯერი მა­გუ­ა­ე­რი", "ბრი­ჯით ჯონ­სის დღი­უ­რი", "ცივი მთა", "ექთა­ნი ბეტი" და სხვა. სიდ­ნე­ის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ავ­სტრა­ლი­ელ ტოპ­მო­დე­ლებ­თან ერ­თად მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა შე­მა­ქო და მი­თხრა, პო­დი­უმ­ზე თვა­ლის­მომჭრე­ლი იყა­ვიო. მეც ვი­სარ­გებ­ლე რენე ზელ­ვე­გე­რის კე­თილ­გან­წყო­ბით და გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე:

- ავ­სტრა­ლია ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა. მარ­თა­ლია, ამე­რი­კა­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მშობ­ლებ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში რომ ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. აქ გა­ვი­ზარ­დე. მე და ჩემ­მა ძმამ - დრი­უმ სკო­ლა სიდ­ნე­ი­ში და­ვამ­თავ­რეთ. ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და ცურ­ვა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სიდ­ნე­ი­ში მაშ­ვე­ლა­დაც კი ვმუ­შა­ობ­დი. ქა­ლაქ­გა­რეთ მაქვს დიდი სახ­ლი, ლა­მა­ზი ბა­ღით. ახლა იქ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ყო­ველ წელს ჩა­მოვ­დი­ვარ მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს კარ­გი სა­თევ­ზაო ად­გი­ლე­ბია და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთევ­ზა­ობ ხოლ­მე. ვფიქ­რობ, ასაკ­ში რომ შე­ვალ, სა­ცხოვ­რებ­ლად სიდ­ნე­ი­ში გად­მო­ვალ და ჩემს ლა­მაზ სახ­ლში მშვი­დად ვი­ცხოვ­რებ, მო­ვუვ­ლი ბაღს და გა­ვა­შე­ნებ ფერ­მას.

- ჰო­ლი­ვუდ­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ვემ­გზავ­რე და თე­ატ­რა­ლურ კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე. თა­ვის სარ­ჩე­ნად ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა იყო. ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მსა­ხი­ობ­თა შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე. მახ­სოვს, ფილმ "ჯერი მა­გუ­ა­ე­რის­თვის" ასე­თი ტუ­რის შემ­დეგ შინ უკ­მა­ყო­ფი­ლო დავ­ბრუნ­დი. რე­ჟი­სორ­მა და­სა­ი­მე­დე­ბე­ლი ვე­რა­ფე­რი მი­თხრა და ვი­ფიქ­რე, და­მი­წუ­ნეს-მეთ­ქი. ერთ დღე­საც რეს­ტო­რან­ში კლი­ენტს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი - ბო­კალ­ში წი­თელ ღვი­ნოს ვუს­ხამ­დი - კო­ლე­გამ სამ­ზა­რე­უ­ლო­დან რომ და­მიყ­ვი­რა, რენე, და­გი­რე­კეს და თქვეს, ხვალ ტომ კრუზს უნდა შეხ­ვდე­სო. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ბოთ­ლი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და, ღვი­ნო კლი­ენტს პი­ჯაკ­ზე გა­და­ეს­ხა და რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან და­მი­თხო­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, იმ დღეს ფილ­მის მთა­ვარ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს და პარტნი­ო­რო­ბას ტომ კრუ­ზი მი­წევ­და. სწო­რედ "ჯერი მა­გუ­ა­ე­რით" გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი.

- თქვენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი გმი­რე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს ჰგავ­ხართ?

- ბრი­ჯით ჯონსს (იცი­ნის). ამ გმირ­თან ბევ­რი სა­ერ­თო მაქვს: ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვარ, ხში­რად ვხვდე­ბი კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ორი­ვე­ნი ოპ­ტი­მის­ტე­ბი ვართ, ფარ-ხმალს არას­დროს ვყრით. ამ ფილმში პარტნი­ო­რო­ბას მი­წევ­დნენ უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი კო­ლინ ფერ­ტი და ჰიუ გრან­ტი. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

- იქ­ნებ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი რო­მე­ლი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნოთ.

- ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა 2000 წლის "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას. მახ­სოვს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­შინ­ლად ამ­ტკივ­და მუ­ცე­ლი და სა­პირ­ფა­რე­შო­ში გავ­ვარ­დი. ამა­სო­ბა­ში გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რომ დავ­ჯილ­დოვ­დი "ოქ­როს გლო­ბუ­სით" ფილ­მის­თვის "ექთა­ნი ბეტი" და ვერ­სად მო­ი­პო­ვეს, პრი­ზი რომ გად­მო­ე­ცათ. ჩემი მე­გო­ბა­რი მიხ­ვდა, სა­დაც ვიქ­ნე­ბო­დი, სა­პირ­ფა­რე­შო­ში მო­მად­გა, კარ­ზე მი­კა­კუ­ნებ­და და ყვი­რო­და, - გი­ლო­ცავ, "ოქ­როს გლო­ბუ­სით" და­გა­ჯილ­დო­ე­სო. აი, ასე - პირ­ვე­ლი მი­ლოც­ვა სა­პირ­ფა­რე­შო­ში მი­ვი­ღე (იცი­ნის).

- ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დი­ე­ტას იცავთ ხოლ­მე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მი­ჭირს დი­ე­ტის დაც­ვა. მიყ­ვარს ტკბი­ლე­უ­ლი, უშო­კო­ლა­დოდ დიდ­ხანს ვერ ვძლებ. როცა რა­ი­მე პრობ­ლე­მის გამო ვღე­ლავ, წო­ნას ვი­მა­ტებ, რად­გან ტკბი­ლე­ულს ვე­ძა­ლე­ბი.

სა­ერ­თოდ კი, ვცუ­რავ, დავ­რბი­ვარ, ვთა­მა­შობ ჩოგ­ბურთს, ბავ­შვო­ბა­ში ჩემი ძმის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თსაც კი ვთა­მა­შობ­დი და საკ­მა­ოდ კარ­გი თავ­დამ­სხმე­ლიც ვი­ყა­ვი. ბი­ჭებ­მა "ზელე" შე­მარ­ქვეს და ეს მეტ­სა­ხე­ლი დღემ­დე შე­მომ­რჩა. თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს გა­ზე­თე­ბის კი­თხვა, დი­ლა­ო­ბით ფორ­თოხ­ლის წვენს მი­ვირ­თმევ და ახალ ამ­ბებს ვეც­ნო­ბი.

- რას ეტყვით ქარ­თველ მკი­თხველს?

- სა­ქარ­თვე­ლოს შო­რი­დან ვიც­ნობ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემი მე­გო­ბა­რი იყო სტუმ­რად ჩა­სუ­ლი თქვენს სამ­შობ­ლო­ში და აღაფრ­თო­ვა­ნა ქარ­თულ­მა სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბამ. მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ლის­ხმი­ე­რი და კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­სო. ქარ­თველ ხალ­ხს ვუ­სურ­ვებ, ყო­ველ­თვის მი­სა­ბაძ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და უცხო­ელ სტუმ­რებ­საც მუ­დამ მი­უ­ხა­რო­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში!

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლი­სათ­ვის" ავ­სტრა­ლი­ი­დან

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რენე ზელვეგერი: ”ჩემი მეგობარი იყო სტუმრად ჩასული თქვენს სამშობლოში და აღაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ”

რენე ზელვეგერი: ”ჩემი მეგობარი იყო სტუმრად ჩასული თქვენს სამშობლოში და აღაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ”

ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი რენე ზელვეგერი სიდნეის მოდის კვირეულს დაესწრო. რენეს მიღებული აქვს კინოაკადემიის ჯილდო "ოსკარი", სამი "ოქროს გლობუსი", კინომსახიობთა გილდიის სამი ჯილდო. მისი ვარსკვლავი ამშვენებს ჰოლივუდის დიდების ხეივანს. რენე ზელვეგერმა მაყურებელს თავი შეაყვარა ფილმებით: "ჯერი მაგუაერი", "ბრიჯით ჯონსის დღიური", "ცივი მთა", "ექთანი ბეტი" და სხვა. სიდნეის მოდის კვირეულზე ავსტრალიელ ტოპმოდელებთან ერთად მეც ვმონაწილეობდი. ჩვენების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავმა შემაქო და მითხრა, პოდიუმზე თვალისმომჭრელი იყავიო. მეც ვისარგებლე რენე ზელვეგერის კეთილგანწყობით და გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე:

- ავსტრალია ჩემი მეორე სამშობლოა. მართალია, ამერიკაში დავიბადე, მაგრამ პატარა ვიყავი, მშობლებმა ავსტრალიაში რომ ჩამომიყვანეს. აქ გავიზარდე. მე და ჩემმა ძმამ - დრიუმ სკოლა სიდნეიში დავამთავრეთ. ბავშვობიდან მიტაცებდა ცურვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სიდნეიში მაშველადაც კი ვმუშაობდი. ქალაქგარეთ მაქვს დიდი სახლი, ლამაზი ბაღით. ახლა იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და ყოველ წელს ჩამოვდივარ მათ მოსანახულებლად. ჩემს სახლთან ახლოს კარგი სათევზაო ადგილებია და დიდი სიამოვნებით ვთევზაობ ხოლმე. ვფიქრობ, ასაკში რომ შევალ, საცხოვრებლად სიდნეიში გადმოვალ და ჩემს ლამაზ სახლში მშვიდად ვიცხოვრებ, მოვუვლი ბაღს და გავაშენებ ფერმას.

- ჰოლივუდში როგორ მოხვდით?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ლოს-ანჯელესში გავემგზავრე და თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე. თავის სარჩენად ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი. მსახიობობა ჩემი ოცნება იყო. ხშირად ვმონაწილეობდი მსახიობთა შესარჩევ ტურებზე. მახსოვს, ფილმ "ჯერი მაგუაერისთვის" ასეთი ტურის შემდეგ შინ უკმაყოფილო დავბრუნდი. რეჟისორმა დასაიმედებელი ვერაფერი მითხრა და ვიფიქრე, დამიწუნეს-მეთქი. ერთ დღესაც რესტორანში კლიენტს ვემსახურებოდი - ბოკალში წითელ ღვინოს ვუსხამდი - კოლეგამ სამზარეულოდან რომ დამიყვირა, რენე, დაგირეკეს და თქვეს, ხვალ ტომ კრუზს უნდა შეხვდესო. შოკში ჩავვარდი, ბოთლი ხელიდან გამივარდა, ღვინო კლიენტს პიჯაკზე გადაესხა და რესტორნის მფლობელმა სამსახურიდან დამითხოვა. სამაგიეროდ, იმ დღეს ფილმის მთავარ როლზე დამამტკიცეს და პარტნიორობას ტომ კრუზი მიწევდა. სწორედ "ჯერი მაგუაერით" გავითქვი სახელი.

- თქვენ მიერ განსახიერებული გმირებიდან რომელიმეს ჰგავხართ?

- ბრიჯით ჯონსს (იცინის). ამ გმირთან ბევრი საერთო მაქვს: ძალიან სასაცილო ვარ, ხშირად ვხვდები კურიოზულ სიტუაციებში, ორივენი ოპტიმისტები ვართ, ფარ-ხმალს არასდროს ვყრით. ამ ფილმში პარტნიორობას მიწევდნენ უნიჭიერესი მსახიობები კოლინ ფერტი და ჰიუ გრანტი. მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო.

- იქნებ თავს გადახდენილი რომელიმე სახალისო ამბავი გაიხსენოთ.

- ყველაზე სახალისო ამბავი უკავშირდება 2000 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიას. მახსოვს, მოულოდნელად საშინლად ამტკივდა მუცელი და საპირფარეშოში გავვარდი. ამასობაში გამოუცხადებიათ, რომ დავჯილდოვდი "ოქროს გლობუსით" ფილმისთვის "ექთანი ბეტი" და ვერსად მოიპოვეს, პრიზი რომ გადმოეცათ. ჩემი მეგობარი მიხვდა, სადაც ვიქნებოდი, საპირფარეშოში მომადგა, კარზე მიკაკუნებდა და ყვიროდა, - გილოცავ, "ოქროს გლობუსით" დაგაჯილდოესო. აი, ასე - პირველი მილოცვა საპირფარეშოში მივიღე (იცინის).

- ფორმის შესანარჩუნებლად დიეტას იცავთ ხოლმე?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს დიეტის დაცვა. მიყვარს ტკბილეული, უშოკოლადოდ დიდხანს ვერ ვძლებ. როცა რაიმე პრობლემის გამო ვღელავ, წონას ვიმატებ, რადგან ტკბილეულს ვეძალები.

საერთოდ კი, ვცურავ, დავრბივარ, ვთამაშობ ჩოგბურთს, ბავშვობაში ჩემი ძმის მეგობრებთან ერთად ფეხბურთსაც კი ვთამაშობდი და საკმაოდ კარგი თავდამსხმელიც ვიყავი. ბიჭებმა "ზელე" შემარქვეს და ეს მეტსახელი დღემდე შემომრჩა. თავისუფალ დროს მიყვარს გაზეთების კითხვა, დილაობით ფორთოხლის წვენს მივირთმევ და ახალ ამბებს ვეცნობი.

- რას ეტყვით ქართველ მკითხველს?

- საქართველოს შორიდან ვიცნობ. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად ჩასული თქვენს სამშობლოში და აღაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ. მითხრა, საქართველოში გულისხმიერი და კეთილი ხალხი ცხოვრობსო. ქართველ ხალხს ვუსურვებ, ყოველთვის მისაბაძნი ყოფილიყვნენ და უცხოელ სტუმრებსაც მუდამ მიუხაროდეთ საქართველოში!

სპეციალურად "ყველა სიახლისათვის" ავსტრალიიდან

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება