Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატალია ლესი: "სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს"
 ნატალია ლესი: "სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მო­რი­გი კლი­პი გა­მოჩ­ნდა. ბა­თუმს ამ­ჯე­რად პო­ლო­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნა­ტა­ლია ლესი უმ­ღე­რის. ნა­ტა­ლია ლე­სის და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ბა­თუმ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბა. არ ვი­ცით, სარ­წმუ­ნოა თუ არა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, ორი­ვე ვი­დე­ორ­გო­ლის სცე­ნა­რი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით და­ი­წე­რაო. ისე, მსგავ­სე­ბა მარ­თლაც აშ­კა­რაა... რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ნა­ტა­ლია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. პო­ლო­ნუ­რი პრე­სის ცნო­ბით, ისი­ნი ამე­რი­კა­ში ერ­თსა და იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­დნენ. სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც ლესი ას­რუ­ლებს, 1968 წელს ჯგუ­ფი "ფი­ლი­პინ­კე­ბი" ას­რუ­ლებ­და. პო­ლო­ნუ­რი სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სია "ბრა­ვო რე­კორდსში" ჩა­ი­წე­რა, კლი­პი კი ზაზა ორაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო.

პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ალ­ბათ, სა­სი­ა­მოვ­ნოა ისიც, რომ სიმ­ღე­რა­ში ჟღერს სი­ტყვე­ბი: "მიშა იესტ", რაც ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "სა­სი­ა­მოვ­ნოა". ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას 150.000 დო­ლა­რი და­უჯ­და. კლი­პი პო­ლო­ნურ არ­ხებ­ზე უკვე გა­დის და ის მიზ­ნად ისა­ხავს პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. პო­ლო­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე რომ გა­და­წყდა, ამას ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფო­ტოც მოწ­მობს.

სტუ­დია "ბრა­ვო რე­კორდსის" მფლო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბას ამა­ოდ ვცდი­ლობ­დით. ჯერ გვი­თხრეს, გა­სუ­ლი­აო, შემ­დეგ თათ­ბირ­ზე­აო და ბო­ლოს ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შეს. ამი­ტომ ვი­დე­ორ­გო­ლის რე­ჟი­სორ ზაზა ორაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პრო­ექ­ტზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ვახ­მა­უ­რებ.

- კლი­პი უკვე და­ი­დო ინ­ტერ­ნეტ­ში, მარ­თლა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­და­ი­ღეთ?

- ვიცი, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში და­ი­დო, მაგ­რამ კონ­ტრაქ­ტი მაქვს და­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე კლიპს ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბი არ და­ატ­რი­ა­ლე­ბენ, მა­ნამ­დე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. უკაც­რა­ვად!

ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით პო­ლო­ნელ მომ­ღე­რალ ნა­ტა­ლია ლე­სის, რო­მე­ლიც კო­მენ­ტარ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა:

- იმე­ილ­ზე მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან, მწერ­დნენ, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ ბა­თუ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო­თო, რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. რად­გან ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, კერ­ძე­ბი, ხალ­ხი. ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნად მო­მა­ნი­ჭეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. აწი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად ჩა­მო­ვალ.

- რამ­დე­ნი გა­და­გი­ხა­დეს ამ პრო­ექ­ტის­თვის?

- მე არ მქო­ნია ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ამას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ და ამით ვა­მა­ყობ.

- მარ­თა­ლია, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად სწავ­ლობ­დით კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?..

- ჩვენ ვსწავ­ლობ­დით ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა დროს, რად­გან თქვენს პრე­ზი­დენტზე ახალ­გაზ­რდა ვარ...

- მარ­თლა მე­გობ­რობთ სა­ა­კაშ­ვილ­თან?

- მას აქამ­დე მხო­ლოდ პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით ვიც­ნობ­დი. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი გა­და­ღე­ბებ­ზე, მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მო­ვი­და და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ძა­ლი­ან მოს­წონს თქვენ­ნა­ი­რი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი. ალ­ბათ, კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ და­ი­შუ­რა თქვენ მი­მართ.

- თქვენ­გან მეს­მის პირ­ვე­ლად, რომ ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი უყ­ვარს. დიდი მად­ლო­ბა, ქა­თი­ნა­უ­რის­თვის. სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დად ჩემ­თვის კომ­პლი­მენ­ტი არ უთ­ქვამს.

იხი­ლეთ ვი­დეო: სიმ­ღე­რა ბა­თუმ­ზე პო­ლო­ნე­ლი პოპ­ვარ­სკვლა­ვი ნა­ტა­ლია ლე­სის­გან

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნატალია ლესი: "სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს"

 ნატალია ლესი: "სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს"

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში მორიგი კლიპი გამოჩნდა. ბათუმს ამჯერად პოლონელი მომღერალი ნატალია ლესი უმღერის. ნატალია ლესის და სოფო ნიჟარაძის ბათუმზე გადაღებული ვიდეოკლიპები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. არ ვიცით, სარწმუნოა თუ არა, მაგრამ ამბობენ, ორივე ვიდეორგოლის სცენარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით დაიწერაო. ისე, მსგავსება მართლაც აშკარაა... როგორც შევიტყვეთ, ნატალია და მიშა სააკაშვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. პოლონური პრესის ცნობით, ისინი ამერიკაში ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სიმღერას, რომელსაც ლესი ასრულებს, 1968 წელს ჯგუფი "ფილიპინკები" ასრულებდა. პოლონური სიმღერის ახალი ვერსია "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა, კლიპი კი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.

პრეზიდენტისთვის, ალბათ, სასიამოვნოა ისიც, რომ სიმღერაში ჟღერს სიტყვები: "მიშა იესტ", რაც ქართულად ითარგმნება, როგორც "სასიამოვნოა". ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პროექტი საქართველოს მთავრობას 150.000 დოლარი დაუჯდა. კლიპი პოლონურ არხებზე უკვე გადის და ის მიზნად ისახავს პოლონელი ტურისტების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში. პოლონელი ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლა და სიმღერის ჩაწერა სამთავრობო დონეზე რომ გადაწყდა, ამას ჩვენ მიერ მოპოვებული ფოტოც მოწმობს.

სტუდია "ბრავო რეკორდსის" მფლობელთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობდით. ჯერ გვითხრეს, გასულიაო, შემდეგ თათბირზეაო და ბოლოს ტელეფონი გაგვითიშეს. ამიტომ ვიდეორგოლის რეჟისორ ზაზა ორაშვილს დავუკავშირდით:

- ჯერჯერობით ამ პროექტზე ინფორმაციას ვერ გავახმაურებ.

- კლიპი უკვე დაიდო ინტერნეტში, მართლა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაიღეთ?

- ვიცი, რომ ინტერნეტში დაიდო, მაგრამ კონტრაქტი მაქვს დადებული, ვიდრე კლიპს ქართული არხები არ დაატრიალებენ, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. უკაცრავად!

ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით პოლონელ მომღერალ ნატალია ლესის, რომელიც კომენტარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:

- იმეილზე მომივიდა შეტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, მწერდნენ, თუ სურვილი გექნებათ, პოლონეთში საქართველოს, კერძოდ ბათუმის პოპულარიზაციისთვის სიმღერა ჩავწეროთო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. რადგან ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა. მე ძალიან მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართული ღვინო, კერძები, ხალხი. ვფიქრობ, სამართლიანად მომანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. აწი თქვენს ქვეყანაში ხშირად ჩამოვალ.

- რამდენი გადაგიხადეს ამ პროექტისთვის?

- მე არ მქონია ფინანსური დაინტერესება, ამას მხოლოდ საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ და ამით ვამაყობ.

- მართალია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში?..

- ჩვენ ვსწავლობდით ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ სხვადასხვა დროს, რადგან თქვენს პრეზიდენტზე ახალგაზრდა ვარ...

- მართლა მეგობრობთ სააკაშვილთან?

- მას აქამდე მხოლოდ პრესითა და ტელევიზიით ვიცნობდი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი გადაღებებზე, მაშინ გავიცანი. ის გადასაღებ მოედანზე მოვიდა და აღფრთოვანებული იყო ჩვენი ჯგუფის მუშაობით.

- ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან მოსწონს თქვენნაირი ლამაზი ქალები. ალბათ, კომპლიმენტები არ დაიშურა თქვენ მიმართ.

- თქვენგან მესმის პირველად, რომ ლამაზი გოგონები უყვარს. დიდი მადლობა, ქათინაურისთვის. სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს.

იხილეთ ვიდეო: სიმღერა ბათუმზე პოლონელი პოპვარსკვლავი ნატალია ლესისგან

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება