კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე
"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

10 აპ­რილს, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

ალ­ბათ ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბა­ზე, გულ­ში სით­ბო არ იგ­რძნოს, სა­ხე­ზე ღი­მი­ლი არ მო­ე­რი­ოს. ის ყვე­ლა თა­ო­ბა­ში ერ­თნა­ი­რად უყ­ვართ, ალ­ბათ, ეს რჩე­ულ­თა ხვედ­რია. 15 მა­ისს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი 84 წლის გახ­დე­ბო­და...

ჟურ­ნალ "გზის­თვის" 5 წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მსა­ხი­ობ­მა ბავ­შვო­ბა, სკო­ლა, ნა­ად­რე­ვად გარ­დაც­ვლი­ლი მამა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოხ­ვედ­რის სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ო­ბებ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა... გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ვრცლად:

...მისი ცხოვ­რე­ბის გზა არ ყო­ფი­ლა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ ამ გზა­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შეხ­ვედ­რია. ერთხელ, ავად­მყო­ფო­ბი­სას, ახ­ლო­ბე­ლი ექი­მის­თვის უთ­ქვამს, სიკ­ვდი­ლის მე­ში­ნი­აო. - მე აქ არ ვარ? რისი გე­ში­ნი­აო, - ნათ­ქვა­მი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­უ­გია და გა­უმხნე­ვე­ბია. "იმ ქვეყ­ნად ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან წა­სუ­ლე­ბი, თე­ატ­რის დას­ში მი­მი­ღე­ბე­ნო?..."

მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. 3 წლის იყო, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - დე­დი­თაც და­ობ­ლდა. მა­მის ხსე­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის ერთი ამ­ბა­ვი ახ­სენ­დე­ბა: მამა კარ­გად არ მახ­სოვს, ნა­ად­რე­ვად, 27 წლის ასაკ­ში, ჭლე­ქით გარ­და­იც­ვა­ლა. დედა სახ­ლი­დან რომ გა­დი­ო­და, მა­მას ბამ­ბუ­კის გრძელ ჯოხს უტო­ვებ­და, ახ­ლოს რომ არ მივ­კა­რე­ბო­დი. იმ ოთახ­ში შე­ვი­ხე­დავ­დი თუ არა, სა­დაც მამა იწვა, ჯოხს მო­მი­ღე­რებ­და. რაღა და­გი­მა­ლოთ და ამის გამო მამა მძულ­და. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, ახ­ლოს რა­ტომ არ მი­კა­რებ­და.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ვე­რელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად

მარ­თა­ლია თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მშობ­ლი­ურ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს გა­უ­წყვე­ტია. ყო­ველ უქ­მე­ზე პაპა პანწკა­ლას­თან მი­დი­ო­და. ამ­ბობს, რომ პა­პის­გან ის­წავ­ლა ვა­ზის და მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი, ღვი­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა, კა­ცო­ბა...

- რა და­მა­ვი­წყებს, თით­ქოს და­რა­ჯობ­და, რო­გორც კი პირ­ვე­ლი ხილი დამ­წიფ­დე­ბო­და, იმ­წუთ­ში­ვე მო­მირ­ბე­ნი­ნებ­და. ლე­ი­ლა ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი მყავ­და ცო­ლად, პა­პას სო­ფელ­ში ჩა­ვა­კი­თხეთ. გა­ვი­ხე­დე და ახალ­დამ­წი­ფე­ბუ­ლი მსხა­ლი მო­აქვს, მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა, ჩემ­თან მოჰ­ქონ­და, მაგ­რამ გვერ­დი ამი­ა­რა და ლე­ი­ლას მი­არ­თვა. მერე ცალ­კე მი­თხრა, არ გე­წყი­ნოს, ჩვენს ოჯახ­ში ახა­ლი შე­მო­სუ­ლია და მეტი გაფრ­თხი­ლე­ბა უნ­დაო.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძეს­თან ერ­თად

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­ტი­ოს უბან­ში ცხოვ­რობ­და, ამ­ბობს, რომ მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვე­რის ბაღ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, კი­ნო­სა და ნა­ყი­ნის ფულს თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად შო­უ­ლობ­და. ბაღ­ში ყო­მარ­ბა­ზე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და პა­ტა­რა ბი­ჭებს "ატან­და­ზე" აყე­ნებ­დნენ. მი­ლი­ცი­ე­ლის გა­მო­ჩე­ნი­სას, ჩა­უს­ტვენ­დნენ და მო­თა­მა­შე­ე­ბი კა­მა­თელს დო­მი­ნო­თი ჩა­ა­ნაც­ვლებ­დნენ. ნა­ყი­ნი­სა და კი­ნოს სამ­ყოფ თუ­მანს ასე შო­უ­ლობ­დნენ... ვაჟ­თა მერ­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

- ეს სკო­ლა ახ­ლან­დე­ლი 51-ე სკო­ლის წინ იდგა. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუჩა რომ გა­ა­ფარ­თო­ვეს, ჩვე­ნი სკო­ლა და­ან­გრი­ეს და ჩემს სახ­ლთან, ჟორ­და­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გვერ­დით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. სკო­ლი­დან გა­დაძ­რო­მა და "შა­ტა­ლო­ზე" წას­ვლა უკა­ნა ფან­ჯრი­დან შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ის ფან­ჯა­რა ჩემს ეზო­ში გა­დი­ო­და და "შა­ტა­ლო­ზეც" ვე­ღარ მივ­დი­ო­დი. მე­ზობ­ლე­ბი და­მი­ნა­ხავ­დნენ თუ არა, აყ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და გად­მოძ­რო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ... ძა­ლი­ან კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი მყავ­და. ერთხელ, სტუ­დენ­ტო­ბის დროს, ავად გავ­ხდი, 2 დღე ლექ­ცი­ე­ბი გა­ვაც­დი­ნე. აკა­კი ხო­რა­ვას უკი­თხავს, - ბიჭი რო­გორ არის, მისი ამ­ბა­ვი ვინ­მემ გა­ი­გე­თო? მერე თვი­თონ მი­ნა­ხუ­ლა სახ­ლში. ეს ამ­ბა­ვი 5 წუთ­ში მთელ­მა სა­ტი­ოს უბან­მა გა­ი­გო, ბა­ტო­ნი აკა­კი შე­მო­ვი­და, ჩემი ოთა­ხი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, მკი­თხა, ლექ­ცი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას რო­დის შევ­ძლებ­დი, თბი­ლად მე­ლა­პა­რა­კა. ცოტა ხანს შე­ყოვ­ნდა, მერე წა­სას­ვლე­ლად მო­ემ­ზა­და, აი­ვან­ზე გა­მო­ვი­და და რას ხე­დავს, ეზო­ში მე­ზობ­ლებს დიდი სუფ­რა გა­ე­შა­ლათ, - თუ გვი­კად­რებთ, ბა­ტო­ნო აკა­კიო, - შეჰ­ბე­დეს. იკად­რა კი არა, ამ ჩემს მე­ზობ­ლებ­თან დაჯ­და და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო გა­ა­ტა­რა.

- ბა­ტო­ნო გივი, აკა­კი ხო­რა­ვას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დროს გქონ­დათ, რო­გორც ვიცი, მისი სა­ხე­ლით ისარ­გებ­ლეთ.

- ჰო! მი­სა­ღე­ბი ტუ­რე­ბის წინა პე­რი­ო­დი იყო, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ინ­სტი­ტუ­ტის წინ ვტრი­ა­ლებ­დით. ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ნერ­ვი­უ­ლობ­და. ერთი ბიჭი ჭა­დარ­თან იდგა და ოტე­ლოს მო­ნო­ლოგს ხმა­მაღ­ლა კი­თხუ­ლობ­და. მას ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი. ერთხელ მო­ვი­და და მკი­თხა, ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა რომ გინ­და, ვინ­მე პრო­ტექ­ტო­რი გყავ­სო? - არა- მეთ­ქი. ჩა­ე­ცი­ნა, - ტყუ­ი­ლად წვა­ლობ, მე აკა­კი ფა­ღა­ვა მმ­ფარ­ვე­ლობს, ისე აქ არა­ვინ მი­გი­ღებ­სო. მო­ვა­ტყუე, - მეც აკა­კი მმ­ფარ­ვე­ლობს, ოღონდ, ფა­ღა­ვა კი არა, ხო­რა­ვა-მეთ­ქი. გა­გიჟ­და, თუ ასეა, თავი ქუდ­ში გქო­ნი­აო. ჩვე­ნი ლა­პა­რა­კი­დან რამ­დე­ნი­მე წუთი იყო გა­სუ­ლი, და­მი­ძა­ხეს, ხო­რა­ვა გი­ბა­რებ­სო. ავე­დი მის კა­ბი­ნეტ­ში და ხო­რა­ვა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დამ­ხვდა, - მარ­თლა ასე თქვიო? და­ვი­მორ­ცხვე. ვინ ხარ, ბიჭო, შენო? გა­გიჟ­და კაცი. შევ­ბე­დე, - ერ­თმა თქვა აკა­კი ფა­ღა­ვა მფარ­ვე­ლობს, მე­ო­რემ - აკა­კი გა­წე­რე­ლია, მე­სა­მემ ვი­ღაც და მეც ავ­დე­ქი და თქვენ­ზე ვუ­თხა­რი. თქვენ ხომ იცით, რომ არ მმ­ფარ­ვე­ლობთ-მეთ­ქი.

- გა­პა­ტი­ათ?

- მა­პა­ტია. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო. ეს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზეც გა­მოჩ­ნდა. ცოტა ვიმ­ღე­რე, ვი­ცეკ­ვე, რა­ღა­ცე­ბი წა­ვი­კი­თხე, რო­გორც ჩანს, კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ დავ­ტო­ვე. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ცოტა რთუ­ლი ეტი­უ­დი მომ­ცა. ვერ შე­ვას­რუ­ლებ- მეთ­ქი, - გულ­წრფე­ლად ვუ­თხა­რი. აქ რომ ვი­ხო­ხო, ეს ერთი შარ­ვა­ლი მაქვს და ხვალ გა­მოც­და­ზე რაღა ჩა­ვიც­ვა? აქ, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სას­წავ­ლად მო­ვე­დი-მეთ­ქი. ხო­რა­ვამ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა. სწო­რია ეს ბიჭი, რას ერ­ჩი­თო? ასე აღ­მოვ­ჩნდი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი

- რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც სა­მუ­შა­ოდ სო­ხუ­მის თე­ატ­რში წახ­ვე­დით...

- ორი სპექ­ტაკ­ლი წა­ვი­ღეთ, მაგ­რამ დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და. ხელ­ფა­სი 62 მა­ნე­თი გვქონ­და. უცხო ქა­ლაქ­ში ეს რო­გორ უნდა გვემ­ყო­ფი­ნა? ზოგ­ჯერ მარ­ტო პურს და სა­წე­ბელს ვჭამ­დით, მაგ­რამ ენ­თუ­ზი­აზ­მი გვქონ­და და სო­ხუმ­ში 2 წელი გა­ვა­ტა­რეთ. თე­ატ­რის წინ პა­ტა­რა ჯი­ხუ­რი იდგა. ერთხელ და­ვი­ნა­ხე, იმ ჯი­ხურ­თან გა­ლა­კტი­ო­ნი იდგა და არაყს სვამ­და. გამ­ყიდ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი იყო, მსა­ხი­ო­ბებს ყვე­ლა­ფერს ნი­სი­ად გვაძ­ლევ­და. ერთ დღე­საც, მე­ძა­ხის, - გი­ვი­იი! - რა ხდე­ბა- მეთ­ქი? - აი, ის წვე­რი­ა­ნი კაცი ვინ არის? ყო­ველ­დღე მო­დის, არაყს სვამს, ფულს არ იხ­დის და არც არა­ფერს ამ­ბობ­სო. - შენი ჭი­რი­მე არა­ფე­რი უთხრა, მა­გი­სი ვა­ლიც ჩემს ნი­სი­ებს მი­უ­მა­ტე, გა­ლა­კტი­ო­ნია-მეთ­ქი, - არ ვიცი, მე ფული გა­და­მი­ხა­დო­სო. არ იცო­და, ვინ იყო გა­ლა­კტი­ო­ნი. მერე რო­გორც ჩანს, იმ ღა­მით მისი ლექ­სე­ბი წა­ი­კი­თხა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ისევ და­მი­ძა­ხა, - ამ დი­ლით გა­ლა­კტი­ო­ნი მო­ვი­და, ფული "პა­ჩკით" მო­ი­ტა­ნა, შენი ვალი რამ­დე­ნი მაქვს, გა­მო­აძ­ვრეო. ზუს­ტად იმ­დე­ნი ავი­ღე, რამ­დე­ნიც მე­კუთ­ვნო­და. მან კი ერთი იმ­დე­ნი და­მი­მა­ტა, - ჩემ­ნა­ი­რი კაცი რომ მო­გი­ვა და სას­მელს და­გი­ლევს, უკან არ გა­მო­ე­კი­დო, მათ ვალ­ში აი­ღეო.

ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი შემ­ხვედ­რია. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რომ გად­მო­ვე­დი, ისე­თი არ­ტის­ტე­ბი დამ­ხვდნენ, თი­თო­ე­უ­ლის­თვის ცალ­კე თე­ატ­რის გა­კე­თე­ბა რომ ღირ­და. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, ჟორა შავ­გუ­ლი­ძე, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი... აბა, ისი­ნი იყ­ვნენ თუ იყ­ვნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი... ასე ვთქვი, ამ მხე­ცებ­თან მე რა უნდა გა­ვა­კე­თო- მეთ­ქი?.. მაგ­რამ, მის­ვლის­თა­ნა­ვე და­მი­მე­გობ­რეს.

რჩე­ვებს მაძ­ლევ­დნენ და სუ­ლე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მათი და­რი­გე­ბა არ გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის მი­მართ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და... "კოლ­მე­ურ­ნის ქორ­წი­ნე­ბა­ში" ჟორა შავ­გუ­ლი­ძე მთა­ვარ როლს თა­მა­შობ­და. ერთ სცე­ნა­ში ბრი­გა­დი­რებ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. სპექ­ტაკლზე ერთი ბრი­გა­დი­რი ვერ მო­ვი­და და მის ნაც­ვლად, სცე­ნა­ზე მე შე­მაგ­დეს. ჟო­რამ რომ და­მი­ნა­ხა, და­მიყ­ვი­რა - ვინა ხარ შენო? - ბრი­გა­დი­რი ვარ-მეთ­ქი. ამი­ხირ­და რო­დის მი­გი­ღე შენ ბრი­გა­და­შიო, ისე ამი­ხირ­და, რომ ბო­ლოს სცე­ნი­დან გა­მა­ძე­ვა...

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი გრი­მით და კოს­ტი­უ­მით სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, კუჭი გა­მის­კდა და ექი­მებ­მა ძლივს გა­და­მარ­ჩი­ნეს. და­ლე­ვა ამიკ­რძა­ლეს. თა­ვი­დან წე­სი­ე­რად ვიქ­ცე­ო­დი, ცოტა დრო რომ გა­ვი­და, ერთი ჭიქა გავ­სინ­ჯე, მერე - ორი, ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე და ეს ამ­ბა­ვი სე­სი­ლი­ამ გა­ი­გო. სახ­ლში და­მი­რე­კა, ისე­თი დღე მა­ყა­რა, არ ვნა­ხო, მე­ო­რედ ხელ­ში ჭიქა აი­ღოო! ისე მა­გი­ნა, კა­ხელ კაცს რომ გა­უკ­ვირ­დე­ბა.

ვი­ცო­დი, სე­სი­ლი­ას შა­ქა­რი ჰქონ­და და სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას უკ­რძა­ლავ­დნენ. ის პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, ფან­ჯრი­დან თავს გად­მო­ყოფ­და და გამ­ვლე­ლებს სი­გა­რე­ტის ღერს სთხოვ­და ხოლ­მე. წა­ვე­დი და მისი სახ­ლის წინ დავ­დე­ქი, და­ვე­ლო­დე, რო­დის გა­ა­ღებ­და ფან­ჯა­რას. 3 სა­ა­თის შემ­დეგ, მისი ხმა გა­ის­მა, გამ­ვლელ ახალ­გაზ­რდას ეუბ­ნე­ბა, - ბიჭი, ერთი ღერი პა­პი­რო­სი ხომ არ გაქვს? იმ დროს გა­მოვ­ჩნდი. - არ გრცხვე­ნია? საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი პა­პი­როს­ზე მა­თხოვ­რობ- მეთ­ქი? სე­სი­ლი­ას ჩემი და­ნახ­ვა გა­უკ­ვირ­და, ქო­ქო­ლა მო­მა­ყა­რა, შე­მო­ეთ­რიე სახ­ლშიო. მერე, იცო­ცხლე, მე­ფე­რა, მე შენი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გე­უბ­ნე­ბი, იცო­დე, მეტ­ჯერ აღარ და­ლი­ოო.

- რო­გორც ვიცი, ერთი პე­რი­ო­დი თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლა­ზეც ფიქ­რობ­დით.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, 6 თვე "მა­სოვ­კებ­ში" გა­მოვ­დი­ო­დი. არა­და, სო­ხუმ­ში კარგ რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. ჩემი მე­უღ­ლე - ლე­ი­ლა მირ­ჩევ­და, არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ცოტა მო­მეთ­მი­ნა. გა­ჭირ­ვე­ბა არც მის­თვის იყო უცხო ხილი და არც - ჩემ­თვის. ერთი სი­ტყვით, ამ დღე­ში რომ ვი­ყა­ვი, თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა არ­ჩილ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და­მი­ძა­ხა და მი­თხრა, შენ­თვის კარ­გი როლი მაქ­ვსო. "მკვდრის მზე­ზე" მუ­შა­ო­ბას იწყებ­და და ყა­ჭი­ას როლ­ზე გა­მა­ნა­წი­ლა. ტექსტს გა­ვე­ცა­ნი და მივ­ხვდი, შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ინ­ტე­რე­სო სახე შე­მექ­მნა. ჩემი პარტნი­ო­რე­ბი ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძე და ალე ომი­ა­ძე იყ­ვნენ. სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს თა­ვის და­საკ­რა­ვად, მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად რომ გა­მო­ვე­დი, მა­ყუ­რე­ბელ­მა ტაში არ და­ი­შუ­რა, მერე სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ, ბა­ტონ­მა ტა­რი­ელ­მა ხელი მომ­კი­და და წინ ავან­სცე­ნა­ზე გა­მაგ­დო. ტა­შით და­ინ­გრა იქა­უ­რო­ბა. ფე­ხე­ბი მო­მეკ­ვე­თა. "მკვდრის მზე" ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. თე­ატ­რის და­ტო­ვე­ბა­ზე აღარც მი­ფიქ­რია.

- ამას თქვე­ნი პირ­ვე­ლი ფილ­მე­ბიც მოჰ­ყვა.

- ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მე­ბი იყო - "ჯილ­დო" და "მიხა". ერთს გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია იღებ­და, მე­ო­რეს - მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი. ნი­კო­ლო­ზის დრო­ინ­დე­ლი ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა მეც­ვა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან, სა­ნა­პი­რო­ზე ადრე სა­გი­ჟე­თი იყო, იქ იღებ­დნენ. ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი, რო­დის და­ამ­თავ­რე­ბენ გა­ნა­თე­ბის და­ყე­ნე­ბას. ამ დროს სა­გი­ჟე­თი­დან ხმა შე­მო­მეს­მა, ვი­ღაც იძა­ხის - კი­ნოს იღებ­თო? - კი- მეთ­ქი. ჩავ­თვა­ლე, რომ გიჟი იყო. - შენ რას თა­მა­შო­ბო? არ მო­მეშ­ვა. - ნა­პო­ლე­ო­ნი ვარ-მეთ­ქი. - შენ მე გიჟი ხომ არ გგო­ნი­ვარ, ნა­პო­ლე­ონს გაჩ­ვე­ნებ, რომ გა­მო­ვალ, აქ ჯა­რის გამო ვზი­ვარ, სი­გა­რე­ტი მო­მა­წე­ვი­ნეო...

- პო­პუ­ლა­რო­ბა "ლონ­დრემ" მო­გი­ტა­ნათ. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ადა­მი­ანს სი­კე­თე არ უნდა და­უ­კარ­გო. როცა "ლონ­დრეს" სცე­ნა­რი ოთარ ჭი­ლა­ძემ და­წე­რა, უთ­ქვამს, გაბ­რი­ე­ლის როლი გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა ითა­მა­შო­სო. რე­ჟი­სო­რი თა­მაზ მე­ლი­ა­ვა არ მიც­ნობ­და. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის უკი­თხავს: რო­გო­რი ბი­ჭი­აო? გი­გას ჩემ­ზე ისე­თე­ბი ულა­პა­რა­კია, ცაში ავუყ­ვა­ნი­ვარ. მოკ­ლედ, გა­და­სა­ღებ ჯგუფ­ში ჩამ­წე­რეს. რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი იყო გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. მე და ლორ­თქია ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მერე ქვის­ლე­ბიც გავ­ხდით.

მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი "ლონ­დრეს" რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძებ­და. კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში ხში­რად ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით. იმ­დე­ნი მა­ი­სუ­რი არ გვქონ­და, რომ ყვე­ლას ჩა­ეც­ვა. ერ­თმა­ნე­თი რომ გაგ­ვერ­ჩია, ერთ ჯგუფ­ში მა­ი­სუ­რი­ა­ნე­ბი ვთა­მა­შობ­დით, მე­ო­რე­ში - წელ­ზე­ვით გახ­დი­ლე­ბი. იმ დღეს ტიტ­ლი­კა­ნე­ბის ჯგუფ­ში აღ­მოვ­ჩნდი. თა­ვი­სი სა­მუ­შაო ოთა­ხის ფან­ჯრი­დან თა­მაზ მე­ლი­ა­ვას შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ. და­მი­ძა­ხა, - წადი ახლა, და­ი­ბა­ნე და მერე ასე ტიტ­ლი­კა­ნამ ფოტო გა­და­ი­ღეო. მე­ო­რე დღეს ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა ჩა­მაც­ვეს და ისე გა­და­მი­ღეს. კი­ნო­სინ­ჯი და­ნიშ­ნეს, "ლონ­დრეს" როლ­ზე 50-ე ვი­ყა­ვი. მერე ეს სინ­ჯე­ბი სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­ზე გა­ი­ტა­ნეს, მათ სა­ბო­ლოო სხდო­მა ჩემი და­ბა­დე­ბის დღეს - 15 მა­ისს ჰქონ­დათ. ამ დღეს მთა­ვარ როლ­ზე მსა­ხი­ო­ბი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ.

- ნერ­ვი­უ­ლობ­დით?

- არა, ვი­ცო­დი, რომ გაბ­რი­ე­ლის როლ­ში მა­ინც გა­და­მი­ღებ­დნენ. მახ­სოვს, გივი სა­ვა­ნე­ლი გა­მო­ვარ­და და მე­ძა­ხის, ბე­რიკ, "ლონ­დრე­ზე" და­გამ­ტკი­ცე­სო! ასე მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ. ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ხალ­ხთან მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. თავს რო­გორ და­ვი­ზო­გავ­დი. სი­ცი­ვე­ში ტიტ­ლი­კა­ნა დავ­რბო­დი და ყო­ველ სა­ღა­მოს ფე­ხი­დან ეკ­ლებს ვიც­ლი­დი. კუ­ბო­ში რომ ჩავ­წე­ქი, მერე ერო­სი ღამე და­სა­ძი­ნებ­ლად ოთახ­ში აღარ მიშ­ვებ­და. კუ­ბო­ში ნა­წოლ კაც­თან ღა­მეს ვერ გა­ვა­თე­ნე­ბო. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან არა­ერ­თი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მახ­სენ­დე­ბა. სოფ­ლის შა­რაგ­ზა­ზე სი­მინდს მო­ვაპ­ნევ­დით ხოლ­მე და ცოტა ხან­ში ქათ­მე­ბი კენკვა-კენკვით შე­მო­დი­ოდ­ნენ ოთახ­ში. იქ ცხო­ნე­ბუ­ლი ნო­დარ ფი­რა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და... დედ­ლის ხორ­ცი არ გვაკ­ლდა. ეს ქათ­მე­ბი სა­ი­დან? ფული არა გაქ­ვთო, - უკ­ვირ­და ერო­სის. სი­მარ­თლე რომ გა­ი­გო, გა­გიჟ­და. ოპე­რა­ტორს ფულს ესეს­ხა, ჩვენ გვერ­დში ამოგ­ვი­ყე­ნა და მთე­ლი სო­ფე­ლი შე­მო­ი­ა­რა, - თქვენ ამ დღე­ებ­ში ქათ­მე­ბი ხომ არ დაგ­კარ­გვი­ათ? - ეკი­თხე­ბო­და ჭიშ­კრი­დან მას­პინ­ძლებს. მერე ფულს ამო­ი­ღებ­და და აძ­ლევ­და. ასე და­ი­ა­რა მთე­ლი სო­ფე­ლი. ერო­სი სხვა­ნა­ი­რი გუ­ლის პატ­რო­ნი იყო.

- მსმე­ნია, რომ კა­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" და "ღვი­ნის ქურ­დე­ბი" უყ­ვართ.

- "ღვი­ნის ქურ­დე­ბის" გა­და­ღე­ბი­სას მარ­თლა ვთვრე­ბო­დით. პა­ვი­ლი­ონ­ში მო­წყო­ბი­ლი "ქვევ­რი­დან" შე­ფე­რი­ლი წყა­ლი გა­დავღვა­რეთ და ღვი­ნო ჩა­ვას­ხით. ერთი დუბ­ლი, ორი დუბ­ლი და ჩვენ მეტი არ გვინ­დო­და. დი­ლა­ად­რი­ან თვა­ლე­ბი გვი­ჟუ­ჟუ­ნებ­და. მერე და­ეჭ­ვდნენ და იკი­თხეს, ნა­ხეთ ერთი, რას სვა­მე­ნო? ელი­ბოს როლ­ზე თა­ვი­დან სხვა იყო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. მე და კუ­კუ­რი ლა­ფე­რა­ძე ვამ­ბობ­დით, აბა, ეს რო­გო­რი ელი­ბოა, ამი­სი არ შეგ­ვე­შინ­დე­ბა-თქო. მალე კახი გა­მო­ჩხრი­კეს. იქვე გა­მო­იც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი, ულ­ვა­ში გა­ი­კე­თა და ერთი ისე­თი და­იღ­რი­ა­ლა... როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს. გა­და­ღე­ბას ერთ დღე­ში მორ­ჩა. ახლა ამ­ბობს, დონ კი­ხო­ტი ვი­თა­მა­შე და ხალ­ხი მა­ინც ელი­ბოს მე­ძა­ხი­სო.

- კახი კავ­სა­ძეს­თან თა­ვი­დან­ვე ასე­თი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- თით­ქმის ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, თუ ნახ­ვას ვერ შევ­ძლებთ, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც ვეხ­მი­ა­ნე­ბით. ხან მე ვაბ­რა­ზებ, ხან ის მაბ­რა­ზებს, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ვე­უბ­ნე­ბი, შენ­ზე ლა­მა­ზი და მა­ღა­ლი ვარ-მეთ­ქი და არ იჯე­რებს. ჩემი და კა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბამ გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ესტრა­და­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. მა­შინ ვუ­თხა­რი, შენ უფრო ადრე ჩა­იფ­სავ თუ მე-მეთ­ქი? არ ვი­ცო­დით, რა იყო ესტრა­და. მგო­ნი, თავი არ შეგ­ვირ­ცხვე­ნია.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და კახი კავ­სა­ძე

- წარ­სულს ხში­რად იხ­სე­ნებთ?

- წარ­სუ­ლი უნდა გა­იხ­სე­ნო, უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზო, სად და­უშ­ვი შეც­დო­მა, რა დროს რო­გორ მო­ი­ქე­ცი. წარ­სუ­ლი არ უნდა და­ი­ვი­წყო.

- თქვენ­მა ვაჟ­მა რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდით?

- ეს ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. აგერ ბურ­თი და აგერ მო­ე­და­ნი, სცა­დე, თუ ივარ­გებ, მა­გას რა სჯო­ბია- მეთ­ქი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს თე­ატ­რში ის უფრო უყ­ვართ, ვიდ­რე - მე. მის ყო­ველ პრე­მი­ე­რას უფრო მე­ტად გან­ვიც­დი, ვიდ­რე - სა­კუ­თარს. მგო­ნი, მკაც­რი მამა არ ვარ. მა­ნა­ნას­თან და ზუ­რას­თან ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, დღე­საც ასეა.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ თქვე­ნი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. რას გა­ნიც­დით, როცა ამ ვარ­სკვლავს გვერ­დით ჩა­უვ­ლით?

- ჩემი ვარ­სკვლა­ვი ცა­შიც არის და დე­და­მი­წა­ზეც. დიდი პა­ტი­ვია. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვე­ნაც­ვა­ლე, ვინც ამ ვარ­სკვლავ­თან ჩა­ივ­ლის და ფეხს არ და­ა­ბი­ჯებს...

- და­სას­რულს რას გვე­ტყვით?

- მდი­და­რი კაცი ვარ. ჩემი სიმ­დიდ­რე ჩემი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მელ­საც ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ. რომ არა ეს სიყ­ვა­რუ­ლი, ალ­ბათ, ჩემ­თან თქვენც არ მოხ­ვი­დო­დით...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზის" არ­ქი­ვი­დან

მთა­ვა­რი ფოტო: სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი

ფო­ტო­ე­ბი აღე­ბუ­ლია ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან: Givi berikashvili • გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

"ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი.

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, გივი ბერიკაშვილის ხსენებაზე, გულში სითბო არ იგრძნოს, სახეზე ღიმილი არ მოერიოს. ის ყველა თაობაში ერთნაირად უყვართ, ალბათ, ეს რჩეულთა ხვედრია. 15 მაისს სახალხო არტისტი 84 წლის გახდებოდა...

ჟურნალ "გზისთვის" 5 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა ბავშვობა, სკოლა, ნაადრევად გარდაცვლილი მამა, თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრის სახალისო ისტორია, ლეგენდარულ მსახიობებთან გატარებული წლები და ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა... გთავაზობთ ინტერვიუს ვრცლად:

...მისი ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ამ გზაზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრია. ერთხელ, ავადმყოფობისას, ახლობელი ექიმისთვის უთქვამს, სიკვდილის მეშინიაო. - მე აქ არ ვარ? რისი გეშინიაო, - ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაუგია და გაუმხნევებია. "იმ ქვეყნად ისეთი ადამიანები არიან წასულები, თეატრის დასში მიმიღებენო?..."

მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მოგვიანებით - დედითაც დაობლდა. მამის ხსენებაზე ყოველთვის ერთი ამბავი ახსენდება: მამა კარგად არ მახსოვს, ნაადრევად, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა. დედა სახლიდან რომ გადიოდა, მამას ბამბუკის გრძელ ჯოხს უტოვებდა, ახლოს რომ არ მივკარებოდი. იმ ოთახში შევიხედავდი თუ არა, სადაც მამა იწვა, ჯოხს მომიღერებდა. რაღა დაგიმალოთ და ამის გამო მამა მძულდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბუნებრივია, ვერ ვაცნობიერებდი, ახლოს რატომ არ მიკარებდა.

გივი ბერიკაშვილი ვერელ მეგობრებთან ერთად

მართალია თბილისში გაიზარდა, მაგრამ მშობლიურ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია. ყოველ უქმეზე პაპა პანწკალასთან მიდიოდა. ამბობს, რომ პაპისგან ისწავლა ვაზის და მიწის სიყვარული, ღვინის პატივისცემა, კაცობა...

- რა დამავიწყებს, თითქოს დარაჯობდა, როგორც კი პირველი ხილი დამწიფდებოდა, იმწუთშივე მომირბენინებდა. ლეილა ახალი მოყვანილი მყავდა ცოლად, პაპას სოფელში ჩავაკითხეთ. გავიხედე და ახალდამწიფებული მსხალი მოაქვს, მიჩვეული ვიყავი, მეგონა, ჩემთან მოჰქონდა, მაგრამ გვერდი ამიარა და ლეილას მიართვა. მერე ცალკე მითხრა, არ გეწყინოს, ჩვენს ოჯახში ახალი შემოსულია და მეტი გაფრთხილება უნდაო.

გივი ბერიკაშვილი მეუღლესთან, ლეილა კაპანაძესთან ერთად

გივი ბერიკაშვილი თბილისში, სატიოს უბანში ცხოვრობდა, ამბობს, რომ მთელი ბავშვობა ვერის ბაღში აქვს გატარებული, კინოსა და ნაყინის ფულს თანატოლებთან ერთად შოულობდა. ბაღში ყომარბაზები იკრიბებოდნენ და პატარა ბიჭებს "ატანდაზე" აყენებდნენ. მილიციელის გამოჩენისას, ჩაუსტვენდნენ და მოთამაშეები კამათელს დომინოთი ჩაანაცვლებდნენ. ნაყინისა და კინოს სამყოფ თუმანს ასე შოულობდნენ... ვაჟთა მერვე სკოლაში სწავლობდა.

- ეს სკოლა ახლანდელი 51-ე სკოლის წინ იდგა. მელიქიშვილის ქუჩა რომ გააფართოვეს, ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ჩემს სახლთან, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის გვერდით გადაგვიყვანეს. სკოლიდან გადაძრომა და "შატალოზე" წასვლა უკანა ფანჯრიდან შეიძლებოდა, მაგრამ ის ფანჯარა ჩემს ეზოში გადიოდა და "შატალოზეც" ვეღარ მივდიოდი. მეზობლები დამინახავდნენ თუ არა, აყვირდებოდნენ და გადმოძრომის საშუალებას არ მაძლევდნენ... ძალიან კარგი მეზობლები მყავდა. ერთხელ, სტუდენტობის დროს, ავად გავხდი, 2 დღე ლექციები გავაცდინე. აკაკი ხორავას უკითხავს, - ბიჭი როგორ არის, მისი ამბავი ვინმემ გაიგეთო? მერე თვითონ მინახულა სახლში. ეს ამბავი 5 წუთში მთელმა სატიოს უბანმა გაიგო, ბატონი აკაკი შემოვიდა, ჩემი ოთახი დაათვალიერა, მკითხა, ლექციებზე დაბრუნებას როდის შევძლებდი, თბილად მელაპარაკა. ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე წასასვლელად მოემზადა, აივანზე გამოვიდა და რას ხედავს, ეზოში მეზობლებს დიდი სუფრა გაეშალათ, - თუ გვიკადრებთ, ბატონო აკაკიო, - შეჰბედეს. იკადრა კი არა, ამ ჩემს მეზობლებთან დაჯდა და არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

- ბატონო გივი, აკაკი ხორავასთან პირველი შეხვედრა მისაღები გამოცდების დროს გქონდათ, როგორც ვიცი, მისი სახელით ისარგებლეთ.

- ჰო! მისაღები ტურების წინა პერიოდი იყო, აბიტურიენტები ინსტიტუტის წინ ვტრიალებდით. ყველა თავისებურად ნერვიულობდა. ერთი ბიჭი ჭადართან იდგა და ოტელოს მონოლოგს ხმამაღლა კითხულობდა. მას ყოველდღე ვხედავდი. ერთხელ მოვიდა და მკითხა, ინსტიტუტში ჩაბარება რომ გინდა, ვინმე პროტექტორი გყავსო? - არა- მეთქი. ჩაეცინა, - ტყუილად წვალობ, მე აკაკი ფაღავა მმფარველობს, ისე აქ არავინ მიგიღებსო. მოვატყუე, - მეც აკაკი მმფარველობს, ოღონდ, ფაღავა კი არა, ხორავა-მეთქი. გაგიჟდა, თუ ასეა, თავი ქუდში გქონიაო. ჩვენი ლაპარაკიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, დამიძახეს, ხორავა გიბარებსო. ავედი მის კაბინეტში და ხორავა გაბრაზებული დამხვდა, - მართლა ასე თქვიო? დავიმორცხვე. ვინ ხარ, ბიჭო, შენო? გაგიჟდა კაცი. შევბედე, - ერთმა თქვა აკაკი ფაღავა მფარველობს, მეორემ - აკაკი გაწერელია, მესამემ ვიღაც და მეც ავდექი და თქვენზე ვუთხარი. თქვენ ხომ იცით, რომ არ მმფარველობთ-მეთქი.

- გაპატიათ?

- მაპატია. ეს ადამიანი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ეს მისაღებ გამოცდებზეც გამოჩნდა. ცოტა ვიმღერე, ვიცეკვე, რაღაცები წავიკითხე, როგორც ჩანს, კომისიის წევრებზე ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვე. კომისიის თავმჯდომარემ ცოტა რთული ეტიუდი მომცა. ვერ შევასრულებ- მეთქი, - გულწრფელად ვუთხარი. აქ რომ ვიხოხო, ეს ერთი შარვალი მაქვს და ხვალ გამოცდაზე რაღა ჩავიცვა? აქ, ამ ყველაფრის შესასწავლად მოვედი-მეთქი. ხორავამ გულიანად გაიცინა. სწორია ეს ბიჭი, რას ერჩითო? ასე აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში.

გივი ბერიკაშვილი და სოფიკო ჭიაურელი

- რომლის დამთავრების შემდეგაც სამუშაოდ სოხუმის თეატრში წახვედით...

- ორი სპექტაკლი წავიღეთ, მაგრამ დამწყები მსახიობები ვიყავით და ძალიან გვიჭირდა. ხელფასი 62 მანეთი გვქონდა. უცხო ქალაქში ეს როგორ უნდა გვემყოფინა? ზოგჯერ მარტო პურს და საწებელს ვჭამდით, მაგრამ ენთუზიაზმი გვქონდა და სოხუმში 2 წელი გავატარეთ. თეატრის წინ პატარა ჯიხური იდგა. ერთხელ დავინახე, იმ ჯიხურთან გალაკტიონი იდგა და არაყს სვამდა. გამყიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, მსახიობებს ყველაფერს ნისიად გვაძლევდა. ერთ დღესაც, მეძახის, - გივიიი! - რა ხდება- მეთქი? - აი, ის წვერიანი კაცი ვინ არის? ყოველდღე მოდის, არაყს სვამს, ფულს არ იხდის და არც არაფერს ამბობსო. - შენი ჭირიმე არაფერი უთხრა, მაგისი ვალიც ჩემს ნისიებს მიუმატე, გალაკტიონია-მეთქი, - არ ვიცი, მე ფული გადამიხადოსო. არ იცოდა, ვინ იყო გალაკტიონი. მერე როგორც ჩანს, იმ ღამით მისი ლექსები წაიკითხა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიძახა, - ამ დილით გალაკტიონი მოვიდა, ფული "პაჩკით" მოიტანა, შენი ვალი რამდენი მაქვს, გამოაძვრეო. ზუსტად იმდენი ავიღე, რამდენიც მეკუთვნოდა. მან კი ერთი იმდენი დამიმატა, - ჩემნაირი კაცი რომ მოგივა და სასმელს დაგილევს, უკან არ გამოეკიდო, მათ ვალში აიღეო.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრი საინტერესო ადამიანი შემხვედრია. მარჯანიშვილის თეატრში რომ გადმოვედი, ისეთი არტისტები დამხვდნენ, თითოეულისთვის ცალკე თეატრის გაკეთება რომ ღირდა. სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ჟორა შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი... აბა, ისინი იყვნენ თუ იყვნენ ვარსკვლავები... ასე ვთქვი, ამ მხეცებთან მე რა უნდა გავაკეთო- მეთქი?.. მაგრამ, მისვლისთანავე დამიმეგობრეს.

რჩევებს მაძლევდნენ და სულელი უნდა ვყოფილიყავი, მათი დარიგება არ გამეთვალისწინებინა. საერთოდ უფროსი თაობის მიმართ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა... "კოლმეურნის ქორწინებაში" ჟორა შავგულიძე მთავარ როლს თამაშობდა. ერთ სცენაში ბრიგადირებთან ჰქონდა ურთიერთობა. სპექტაკლზე ერთი ბრიგადირი ვერ მოვიდა და მის ნაცვლად, სცენაზე მე შემაგდეს. ჟორამ რომ დამინახა, დამიყვირა - ვინა ხარ შენო? - ბრიგადირი ვარ-მეთქი. ამიხირდა როდის მიგიღე შენ ბრიგადაშიო, ისე ამიხირდა, რომ ბოლოს სცენიდან გამაძევა...

სესილია თაყაიშვილი გრიმით და კოსტიუმით სასწაულებს ახდენდა. მასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა, კუჭი გამისკდა და ექიმებმა ძლივს გადამარჩინეს. დალევა ამიკრძალეს. თავიდან წესიერად ვიქცეოდი, ცოტა დრო რომ გავიდა, ერთი ჭიქა გავსინჯე, მერე - ორი, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე და ეს ამბავი სესილიამ გაიგო. სახლში დამირეკა, ისეთი დღე მაყარა, არ ვნახო, მეორედ ხელში ჭიქა აიღოო! ისე მაგინა, კახელ კაცს რომ გაუკვირდება.

ვიცოდი, სესილიას შაქარი ჰქონდა და სიგარეტის მოწევას უკრძალავდნენ. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა, ფანჯრიდან თავს გადმოყოფდა და გამვლელებს სიგარეტის ღერს სთხოვდა ხოლმე. წავედი და მისი სახლის წინ დავდექი, დაველოდე, როდის გააღებდა ფანჯარას. 3 საათის შემდეგ, მისი ხმა გაისმა, გამვლელ ახალგაზრდას ეუბნება, - ბიჭი, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვს? იმ დროს გამოვჩნდი. - არ გრცხვენია? საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი პაპიროსზე მათხოვრობ- მეთქი? სესილიას ჩემი დანახვა გაუკვირდა, ქოქოლა მომაყარა, შემოეთრიე სახლშიო. მერე, იცოცხლე, მეფერა, მე შენი ჯანმრთელობისთვის გეუბნები, იცოდე, მეტჯერ აღარ დალიოო.

- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი თეატრიდან წამოსვლაზეც ფიქრობდით.

- მარჯანიშვილის თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, 6 თვე "მასოვკებში" გამოვდიოდი. არადა, სოხუმში კარგ როლებს ვთამაშობდი. ჩემი მეუღლე - ლეილა მირჩევდა, არ წამოვსულიყავი, ცოტა მომეთმინა. გაჭირვება არც მისთვის იყო უცხო ხილი და არც - ჩემთვის. ერთი სიტყვით, ამ დღეში რომ ვიყავი, თეატრის დირექტორმა არჩილ ჩხარტიშვილმა დამიძახა და მითხრა, შენთვის კარგი როლი მაქვსო. "მკვდრის მზეზე" მუშაობას იწყებდა და ყაჭიას როლზე გამანაწილა. ტექსტს გავეცანი და მივხვდი, შეიძლებოდა, საინტერესო სახე შემექმნა. ჩემი პარტნიორები ტარიელ საყვარელიძე და ალე ომიაძე იყვნენ. სპექტაკლის ბოლოს თავის დასაკრავად, მადლობის სათქმელად რომ გამოვედი, მაყურებელმა ტაში არ დაიშურა, მერე სხვა მონაწილეებიც გამოვიდნენ, ბატონმა ტარიელმა ხელი მომკიდა და წინ ავანსცენაზე გამაგდო. ტაშით დაინგრა იქაურობა. ფეხები მომეკვეთა. "მკვდრის მზე" ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. თეატრის დატოვებაზე აღარც მიფიქრია.

- ამას თქვენი პირველი ფილმებიც მოჰყვა.

- ჩემი პირველი ფილმები იყო - "ჯილდო" და "მიხა". ერთს გიორგი შენგელაია იღებდა, მეორეს - მერაბ კოკოჩაშვილი. ნიკოლოზის დროინდელი ჯარისკაცის ფორმა მეცვა. მარჯანიშვილის თეატრთან, სანაპიროზე ადრე საგიჟეთი იყო, იქ იღებდნენ. ვზივარ და ველოდები, როდის დაამთავრებენ განათების დაყენებას. ამ დროს საგიჟეთიდან ხმა შემომესმა, ვიღაც იძახის - კინოს იღებთო? - კი- მეთქი. ჩავთვალე, რომ გიჟი იყო. - შენ რას თამაშობო? არ მომეშვა. - ნაპოლეონი ვარ-მეთქი. - შენ მე გიჟი ხომ არ გგონივარ, ნაპოლეონს გაჩვენებ, რომ გამოვალ, აქ ჯარის გამო ვზივარ, სიგარეტი მომაწევინეო...

- პოპულარობა "ლონდრემ" მოგიტანათ. გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდით?

- ადამიანს სიკეთე არ უნდა დაუკარგო. როცა "ლონდრეს" სცენარი ოთარ ჭილაძემ დაწერა, უთქვამს, გაბრიელის როლი გივი ბერიკაშვილმა ითამაშოსო. რეჟისორი თამაზ მელიავა არ მიცნობდა. გიგა ლორთქიფანიძისთვის უკითხავს: როგორი ბიჭიაო? გიგას ჩემზე ისეთები ულაპარაკია, ცაში ავუყვანივარ. მოკლედ, გადასაღებ ჯგუფში ჩამწერეს. რეჟისორის ასისტენტი იყო გურამ ლორთქიფანიძე. მე და ლორთქია ერთად გაზრდილები ვიყავით, მერე ქვისლებიც გავხდით.

მთელი შემოქმედებითი ჯგუფი "ლონდრეს" როლის შემსრულებელს ეძებდა. კინოსტუდიის ეზოში ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდით. იმდენი მაისური არ გვქონდა, რომ ყველას ჩაეცვა. ერთმანეთი რომ გაგვერჩია, ერთ ჯგუფში მაისურიანები ვთამაშობდით, მეორეში - წელზევით გახდილები. იმ დღეს ტიტლიკანების ჯგუფში აღმოვჩნდი. თავისი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან თამაზ მელიავას შევუმჩნევივარ. დამიძახა, - წადი ახლა, დაიბანე და მერე ასე ტიტლიკანამ ფოტო გადაიღეო. მეორე დღეს ჯარისკაცის ფორმა ჩამაცვეს და ისე გადამიღეს. კინოსინჯი დანიშნეს, "ლონდრეს" როლზე 50-ე ვიყავი. მერე ეს სინჯები სამხატვრო საბჭოზე გაიტანეს, მათ საბოლოო სხდომა ჩემი დაბადების დღეს - 15 მაისს ჰქონდათ. ამ დღეს მთავარ როლზე მსახიობი უნდა დაემტკიცებინათ.

- ნერვიულობდით?

- არა, ვიცოდი, რომ გაბრიელის როლში მაინც გადამიღებდნენ. მახსოვს, გივი სავანელი გამოვარდა და მეძახის, ბერიკ, "ლონდრეზე" დაგამტკიცესო! ასე მომილოცა დაბადების დღე თამაზ მელიავამ. ჩემს სათაყვანებელ ხალხთან მომიწია მუშაობამ. თავს როგორ დავიზოგავდი. სიცივეში ტიტლიკანა დავრბოდი და ყოველ საღამოს ფეხიდან ეკლებს ვიცლიდი. კუბოში რომ ჩავწექი, მერე ეროსი ღამე დასაძინებლად ოთახში აღარ მიშვებდა. კუბოში ნაწოლ კაცთან ღამეს ვერ გავათენებო. ამ ფილმის გადაღებიდან არაერთი კარგი მოგონება მახსენდება. სოფლის შარაგზაზე სიმინდს მოვაპნევდით ხოლმე და ცოტა ხანში ქათმები კენკვა-კენკვით შემოდიოდნენ ოთახში. იქ ცხონებული ნოდარ ფირანიშვილი იყო ჩასაფრებული და... დედლის ხორცი არ გვაკლდა. ეს ქათმები საიდან? ფული არა გაქვთო, - უკვირდა ეროსის. სიმართლე რომ გაიგო, გაგიჟდა. ოპერატორს ფულს ესესხა, ჩვენ გვერდში ამოგვიყენა და მთელი სოფელი შემოიარა, - თქვენ ამ დღეებში ქათმები ხომ არ დაგკარგვიათ? - ეკითხებოდა ჭიშკრიდან მასპინძლებს. მერე ფულს ამოიღებდა და აძლევდა. ასე დაიარა მთელი სოფელი. ეროსი სხვანაირი გულის პატრონი იყო.

- მსმენია, რომ კახეთში განსაკუთრებულად "სიყვარული ყველას უნდა" და "ღვინის ქურდები" უყვართ.

- "ღვინის ქურდების" გადაღებისას მართლა ვთვრებოდით. პავილიონში მოწყობილი "ქვევრიდან" შეფერილი წყალი გადავღვარეთ და ღვინო ჩავასხით. ერთი დუბლი, ორი დუბლი და ჩვენ მეტი არ გვინდოდა. დილაადრიან თვალები გვიჟუჟუნებდა. მერე დაეჭვდნენ და იკითხეს, ნახეთ ერთი, რას სვამენო? ელიბოს როლზე თავიდან სხვა იყო დამტკიცებული. მე და კუკური ლაფერაძე ვამბობდით, აბა, ეს როგორი ელიბოა, ამისი არ შეგვეშინდება-თქო. მალე კახი გამოჩხრიკეს. იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, ულვაში გაიკეთა და ერთი ისეთი დაიღრიალა... როლზე დაამტკიცეს. გადაღებას ერთ დღეში მორჩა. ახლა ამბობს, დონ კიხოტი ვითამაშე და ხალხი მაინც ელიბოს მეძახისო.

- კახი კავსაძესთან თავიდანვე ასეთი მეგობრული ურთიერთობა გქონდათ?

- თითქმის ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, თუ ნახვას ვერ შევძლებთ, ტელეფონით მაინც ვეხმიანებით. ხან მე ვაბრაზებ, ხან ის მაბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ვეუბნები, შენზე ლამაზი და მაღალი ვარ-მეთქი და არ იჯერებს. ჩემი და კახის ურთიერთობამ გადასაღები მოედნიდან ესტრადაზე გადაინაცვლა. მაშინ ვუთხარი, შენ უფრო ადრე ჩაიფსავ თუ მე-მეთქი? არ ვიცოდით, რა იყო ესტრადა. მგონი, თავი არ შეგვირცხვენია.

გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე

- წარსულს ხშირად იხსენებთ?

- წარსული უნდა გაიხსენო, უნდა გააანალიზო, სად დაუშვი შეცდომა, რა დროს როგორ მოიქეცი. წარსული არ უნდა დაივიწყო.

- თქვენმა ვაჟმა რომ მსახიობობა გადაწყვიტა, ამ ამბავს როგორ შეხვდით?

- ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აგერ ბურთი და აგერ მოედანი, სცადე, თუ ივარგებ, მაგას რა სჯობია- მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თეატრში ის უფრო უყვართ, ვიდრე - მე. მის ყოველ პრემიერას უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე - საკუთარს. მგონი, მკაცრი მამა არ ვარ. მანანასთან და ზურასთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, დღესაც ასეა.

გივი ბერიკაშვილი შვილიშვილის ქორწილში

- რამდენიმე წლის წინ, მარჯანიშვილის თეატრის წინ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. რას განიცდით, როცა ამ ვარსკვლავს გვერდით ჩაუვლით?

- ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც. დიდი პატივია. ყველა იმ ადამიანს ვენაცვალე, ვინც ამ ვარსკვლავთან ჩაივლის და ფეხს არ დააბიჯებს...

- დასასრულს რას გვეტყვით?

- მდიდარი კაცი ვარ. ჩემი სიმდიდრე ჩემი ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა ეს სიყვარული, ალბათ, ჩემთან თქვენც არ მოხვიდოდით...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზის" არქივიდან

მთავარი ფოტო: სერგო ედიშერაშვილი

ფოტოები აღებულია ფეისბუქის გვერდიდან: Givi berikashvili • გივი ბერიკაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"