სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი "თვითმკვლელობის ხელსაწყოს" ყიდდა
ქალი "თვითმკვლელობის ხელსაწყოს" ყიდდა

აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ქალს, რო­მე­ლიც "თვით­მკვლე­ლო­ბის ხელ­სა­წყოს" ყიდ­და, ხუთი წელი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს.

სას­ჯე­ლი მან არა ვაჭ­რო­ბის­თვის, არა­მედ სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის გამო მი­ი­ღო. საქ­მე ის არის, რომ აშშ-ში იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ვინც თვით­მკვლე­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა, იუ­რი­დი­უ­ლად არ რე­გუ­ლირ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 92 წლის ყო­ფილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შარ­ლო­ტა ჰა­ი­დორნ­მა თა­ვის მოკ­ვლის მსურ­ველ "კლი­ენ­ტებს" 1 300 "კომ­პლექ­ტი" მიჰ­ყი­და.

თვით­მკვლე­ლო­ბის ხელ­სა­წყოს კომ­პლექ­ტში შე­დი­ო­და: მილი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პლას­ტი­კუ­რი ტო­მა­რა და გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცია მათ­თვის, ვი­საც ჰე­ლი­უ­მის ჩა­სუნ­თქვით თა­ვის მოკ­ვლა სურს. ამ "ოპე­რა­ცი­ის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინერ­ტუ­ლი გაზი "კომ­პლექ­ტში" არ შე­დი­ო­და.

ჰა­ი­დორნ­მა აღი­ა­რა, რომ ამ კომ­პლექტს 40-დან 60 დო­ლა­რამ­დე ყიდ­და. პენ­სი­ო­ნე­რი ყვე­ლა­ზე ხში­რად შეკ­ვე­თებს ტე­ლე­ფო­ნით და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით იღებ­და. მისი თქმით, იგი სა­სიკ­ვდი­ლო ავად­მყო­ფო­ბით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის დამ­თავ­რე­ბის შანსს აძ­ლევ­და.

საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით, ქალი აღი­ა­რებს, რომ 2007 წლი­დან გა­და­სა­ხა­დე­ბი არ გა­და­უხ­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ამ პე­რი­ოდ­ში 150 000 დო­ლარ­ზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, თა­ვის მხრივ, ჰა­ი­დორნს თვით­მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში ბრალ­დე­ბას არ წა­უ­ყე­ნებს. პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლის გარ­და, სა­ხელ­მწი­ფომ ყო­ფილ მას­წავ­ლე­ბელს "ბიზ­ნე­სის" წარ­მო­ე­ბა აუკ­რძა­ლა.

ჰა­ი­დორნ­მა აშშ-ის შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და მისი გა­დახ­დის გრა­ფი­კიც უნდა მო­აგ­ვა­როს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქალი "თვითმკვლელობის ხელსაწყოს" ყიდდა

ქალი "თვითმკვლელობის ხელსაწყოს" ყიდდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქალს, რომელიც "თვითმკვლელობის ხელსაწყოს" ყიდდა, ხუთი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

სასჯელი მან არა ვაჭრობისთვის, არამედ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო მიიღო. საქმე ის არის, რომ აშშ-ში იმ ადამიანების დახმარება, ვინც თვითმკვლელობა გადაწყვიტა, იურიდიულად არ რეგულირდება.

პროკურატურის მონაცემებით, 92 წლის ყოფილმა მასწავლებელმა შარლოტა ჰაიდორნმა თავის მოკვლის მსურველ "კლიენტებს" 1 300 "კომპლექტი" მიჰყიდა.

თვითმკვლელობის ხელსაწყოს კომპლექტში შედიოდა: მილი, სპეციალური პლასტიკური ტომარა და გამოყენების ინსტრუქცია მათთვის, ვისაც ჰელიუმის ჩასუნთქვით თავის მოკვლა სურს. ამ "ოპერაციის" განხორციელებისთვის აუცილებელი ინერტული გაზი "კომპლექტში" არ შედიოდა.

ჰაიდორნმა აღიარა, რომ ამ კომპლექტს 40-დან 60 დოლარამდე ყიდდა. პენსიონერი ყველაზე ხშირად შეკვეთებს ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით იღებდა. მისი თქმით, იგი სასიკვდილო ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი ცხოვრების დამთავრების შანსს აძლევდა.

საპროცესო გარიგებით, ქალი აღიარებს, რომ 2007 წლიდან გადასახადები არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ პერიოდში 150 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

პროკურატურა კი, თავის მხრივ, ჰაიდორნს თვითმკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებას არ წაუყენებს. პირობითი სასჯელის გარდა, სახელმწიფომ ყოფილ მასწავლებელს ”ბიზნესის” წარმოება აუკრძალა.

ჰაიდორნმა აშშ-ის შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო დავალიანების და მისი გადახდის გრაფიკიც უნდა მოაგვაროს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს