სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"
ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"

"კომ­პი­უ­ტე­რი გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც ას­რუ­ლებს ბო­რო­ტი დე­დი­ნაც­ვლის როლს. და მა­ინც - წიგნს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. იგი მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი არ გვაწ­ვდის, არა­მედ აზ­როვ­ნე­ბა­საც გვას­წავ­ლის, სუ­ლი­ე­რად გვა­მაღ­ლებს და გვა­ფა­ქი­ზებს"

"მე და ჩემს ძმას მამა ყო­ველ შა­ბათ სა­ღა­მოს "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ში­ნა­არსს გვი­ამ­ბობ­და. მერე რუ­სუ­ლად გვი­კი­თხავ­და პუშ­კინს და გვი­თარ­გმნი­და. - იხ­სე­ნებს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ძმის­წუ­ლი, პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ტა­ბი­ძე.

- რა არის წიგ­ნი ნო­დარ ტა­ბი­ძის­თვის?

- წიგ­ნი არის ოც­ნე­ბა­თა სარ­კმე­ლი და რე­ა­ლო­ბის მფეთ­ქა­ვი ძარ­ღვი. მისი მე­ო­ხე­ბით შე­გიძ­ლია იგ­რძნო ტრო­პი­კე­ბის სიმ­ხურ­ვა­ლე და ან­ტარ­ქტი­კის სი­ცი­ვე, შე­ე­კა­მა­თო არის­ტო­ტე­ლეს და გა­ე­სა­უბ­რო რუს­თა­ველს, იყო მა­დამ ბო­ვა­რის მე­სა­ი­დუმ­ლე და "ლა­მა­ზი მე­გობ­რის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე...

- წიგ­ნი ვინ შე­გაყ­ვა­რათ?

- ჩვენს ოჯახ­ში წიგ­ნის კულ­ტი იყო და არის. უმ­დიდ­რე­სი საგ­ვა­რე­უ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კაც გვაქვს. კარ­გად მახ­სოვს: პა­ტა­რა ბი­ჭებს, მე და ჩემს ძმას, მამა ყო­ველ შა­ბათ სა­ღა­მოს "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ში­ნა­არსს გვი­ამ­ბობ­და, მერე რუ­სუ­ლად გვი­კი­თხავ­და პუშ­კინს და გვი­თარ­გმნი­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ეპი­ზო­დი და­მა­მახ­სოვ­რდა: - ბი­ჭე­ბო, დროა, ბარ­ვა ის­წავ­ლოთ, რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრსაც და­ბა­რავთ, იმ­დენ აბაზს მოგ­ცემთ, ოღონდ ერთი პი­რო­ბით: იმ ფუ­ლით მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი უნდა ვი­ყი­დო­თო. დრო­დად­რო ახ­ლაც ვფურ­ცლავ მა­მის ნა­ჩუ­ქარ იმ სა­ბავ­შვო წიგ­ნებს და ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რა­ო­დენ ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- დღეს უთუ­ოდ იგ­რძნო­ბა წიგ­ნი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბა. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ტექ­ნი­კის მო­ძა­ლე­ბაა. კომ­პი­უ­ტე­რი გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც ას­რუ­ლებს ბო­რო­ტი დე­დი­ნაც­ვლის როლს. და მა­ინც - წიგნს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. იგი მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი არ გვაწ­ვდის, არა­მედ აზ­როვ­ნე­ბა­საც გვას­წავ­ლის, სუ­ლი­ე­რად გვა­მაღ­ლებს და გვა­ფა­ქი­ზებს.

მე ჩემი ანა კა­რე­ნი­ნა მყავს, შენ - შენი. ეკ­რან­ზე გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი მა­ინც სხვაა. მას სწო­რედ ის აკ­ლია, რაც მე კი­თხვი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შვს წიგ­ნის კი­თხვა?

- რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ? პა­სუ­ხის მოკ­ლედ გა­ცე­მა ჭირს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვერ­დიგ­ვერდ უნდა იდ­გნენ მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი, თვით მო­ციმ­ცი­მე რეკ­ლა­მაც კი. ცხა­დია, თი­თო­ე­უ­ლის ფუნ­ქცია ნი­უ­ან­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. თა­ვი­და­თა­ვი მა­ინც ის არის, რომ ბავ­შვმა წიგ­ნი სწო­რად და­ა­ჭაშ­ნი­კოს.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მელ ავ­ტო­რებს უბ­რუნ­დე­ბით?

- სას­თუ­მალ­თან ორი წიგ­ნი მი­დევს - ბიბ­ლია და გა­ლა­კტი­ო­ნის "რჩე­უ­ლი". რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა ვიყო, სა­ღა­მოს მა­ინც გა­დავ­შლი ბიბ­ლი­ას და სამ-ოთხ აბ­ზაცს გა­და­ვი­კი­თხავ. ზოგ­ჯერ შუ­ა­ღა­მი­სას მეღ­ვი­ძე­ბა და გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სებს ვბუტ­ბუ­ტებ, ვა­მოწ­მებ სა­კუ­თარ თავს - ხომ ისევ შე­მიძ­ლია 20 ლექ­სის უშეც­დო­მოდ წარ­მოთ­ქმა.

პო­ე­ზია ჩემ­თვის ის ცე­ცხლია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ მათ­ბობს, არა­მედ გზა­საც მი­ნა­თებს.

- ახალ წიგ­ნებს თვალს ადევ­ნებთ?

- მწიგ­ნობ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა. ითარ­გმნა არა­ერ­თი კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­იქ­მნა სე­რი­ე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, გაძ­ლი­ერ­და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ბაზა... სა­გუ­ლის­ხმოა "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტე­ბი - წიგ­ნი ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­თან ერ­თად, "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ".

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"

ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"

"კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს"

"მე და ჩემს ძმას მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა. მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. - იხსენებს გალაკტიონ ტაბიძის ძმისწული, პროფესორი ნოდარ ტაბიძე.

- რა არის წიგნი ნოდარ ტაბიძისთვის?

- წიგნი არის ოცნებათა სარკმელი და რეალობის მფეთქავი ძარღვი. მისი მეოხებით შეგიძლია იგრძნო ტროპიკების სიმხურვალე და ანტარქტიკის სიცივე, შეეკამათო არისტოტელეს და გაესაუბრო რუსთაველს, იყო მადამ ბოვარის მესაიდუმლე და "ლამაზი მეგობრის" მოწინააღმდეგე...

- წიგნი ვინ შეგაყვარათ?

- ჩვენს ოჯახში წიგნის კულტი იყო და არის. უმდიდრესი საგვარეულო ბიბლიოთეკაც გვაქვს. კარგად მახსოვს: პატარა ბიჭებს, მე და ჩემს ძმას, მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა, მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. ყველაზე მეტად ეს ეპიზოდი დამამახსოვრდა: - ბიჭებო, დროა, ბარვა ისწავლოთ, რამდენ კვადრატულ მეტრსაც დაბარავთ, იმდენ აბაზს მოგცემთ, ოღონდ ერთი პირობით: იმ ფულით მხოლოდ წიგნები უნდა ვიყიდოთო. დროდადრო ახლაც ვფურცლავ მამის ნაჩუქარ იმ საბავშვო წიგნებს და ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენ ბედნიერი ვარ.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?

- დღეს უთუოდ იგრძნობა წიგნისადმი გულგრილობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკის მოძალებაა. კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს.

მე ჩემი ანა კარენინა მყავს, შენ - შენი. ეკრანზე გაცოცხლებული პერსონაჟი მაინც სხვაა. მას სწორედ ის აკლია, რაც მე კითხვისას აღმოვაჩინე.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ წიგნის სიყვარული შევინარჩუნოთ? პასუხის მოკლედ გაცემა ჭირს. ამ შემთხვევაში გვერდიგვერდ უნდა იდგნენ მშობლები, პედაგოგები, მეგობრები, თვით მოციმციმე რეკლამაც კი. ცხადია, თითოეულის ფუნქცია ნიუანსობრივად განსხვავებული იქნება. თავიდათავი მაინც ის არის, რომ ბავშვმა წიგნი სწორად დააჭაშნიკოს.

- ყველაზე ხშირად რომელ ავტორებს უბრუნდებით?

- სასთუმალთან ორი წიგნი მიდევს - ბიბლია და გალაკტიონის "რჩეული". როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, საღამოს მაინც გადავშლი ბიბლიას და სამ-ოთხ აბზაცს გადავიკითხავ. ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ, ვამოწმებ საკუთარ თავს - ხომ ისევ შემიძლია 20 ლექსის უშეცდომოდ წარმოთქმა.

პოეზია ჩემთვის ის ცეცხლია, რომელიც არა მხოლოდ მათბობს, არამედ გზასაც მინათებს.

- ახალ წიგნებს თვალს ადევნებთ?

- მწიგნობრობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში დღეს ბევრი რამ კეთდება. ითარგმნა არაერთი კარგი ნაწარმოები, შეიქმნა სერიები და ბიბლიოთეკები, გაძლიერდა პოლიგრაფიული ბაზა... საგულისხმოა "მედიაპალიტრის" პროექტები - წიგნი ჟურნალ-გაზეთებთან ერთად, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს