ვებ დეველოპერული კომპანია "ვებ სოლუშენსი" "ფეისბუქზე" ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი შემოქმედებითი ხედვა ფართო აუდიტორიას გააცნოს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ მისამართზე: www.bc.websolutions.ge, შექმნან მინიმუმ ერთი კომპანიისათვის Facebook Timeline cover ნამუშევარი, რომელიც შეიძლება იყოს ნახატი (ვებ დიზაინი) ან ფოტოსურათი. მონაწილეებს აქვთ უფლება, შექმნან cover-ფოტო მაქსიმუმ 5 კომპანიისათვის, აქედან ერთს აარჩევენ კონკურსის ორგანიზატორები, ხოლო დანარჩენი ოთხის არჩევაში მონაწილეები აბსოლუტურად თავისუფლები არიან. ის კონკურსანტი, რომელიც არ შექმნის ორგანიზატორების მიერ მითითებულ კომპანიაზე cover-ს, მოიხსნება კონკურსიდან. მონაწილეები დასრულებულ ნამუშევარს საიტზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით გამოაგზავნიან კონკურსის ადმინისტრაციასთან.
კონკურსი გაიმართება "ვებ სოლუშენსის" "ფეისბუქის" გვერდზე. მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი ეტაპი, საბოლოოდ კი გამარჯვებული გახდება ის, ვისი ნამუშევარიც ყველაზე მეტ "like" შეფასებას მიიღებს. გამარჯვებულს გადაეცემა სოლიდური პრიზი, 1000 ლარი! თუმცა კონკურსის ორგანიზატორს - "ვებ სოლუშენსს" ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გაიაროს სტაჟირება ამავე კომპანიაში გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, ჩაერთოს ბევრ საინტერესო პროექტში და მიიღოს პროფესიული გამოცდილება;
პროექტის გენერალური სპონსორები არიან "ბილაინი", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი, "უნიფეი", "ევროპა ბეთი", "არქ-თრეიდი" და მაღაზიათა ქსელი "სმაილი".
კონკურსის მედია პარტნიორები: kvirispalitra.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, marao.ge, sportall.ge; რადიოები: "ფორტუნა", "ფორტუნა+", "არ დაიდარდო", და "ავტორადიო".
ლობისტი კომპანიები: "ზარიოს ავტო", ახალგაზრდა დემოკრატიული საზოგადოება, "ივერონი", "ალტლაიფ სტუდიო", "ფოტო VIP", adword.ge;