საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - კონტროლის პალატას ისეთი კითხვები არ დაუსვამს, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის
არჩილ კბილაშვილი - კონტროლის პალატას ისეთი კითხვები არ დაუსვამს, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს ისე­თი კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამს, რო­მე­ლიც მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენლ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და .

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­კი­თხი ქი­რავ­ნო­ბის თე­მა­ტი­კას ეხე­ბო­და. "ასე­თი გა­დაც­დე­ნა არ შე­მი­ნიშ­ნავს", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გუ­რამ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი იყო. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­კუ­თა­რი ფარ­თი ოფი­სის­თვის მი­ა­ქი­რა­ვა, დღეს კი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ი­ბა­რეს.

რო­გორც კბი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა აწარ­მო­ებს ოფი­სის გა­ქი­რა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვას. მათ აინ­ტერ­სებთ რო­დის, რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო ოფი­სის გა­ქი­რა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­რამ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა. ასე­ვე, აინ­ტე­რე­სებ­დათ, იცო­და თუ არა მან, რომ ოფისს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე აქი­რა­ვებ­და. გა­მო­კი­თხვა 4 სა­ათს გაგ­რძელ­და.

"კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში ამ­ბო­ბენ, რომ იკ­ვლე­ვენ, არ­სე­ბობს თუ არა დარ­ღვე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, მას აქვს უფ­ლე­ბა, გა­ეც­ნოს ყვე­ლა მა­სა­ლას და ამი­ტომ ხვალ მი­მარ­თავს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტას, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა გახ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

არჩილ კბილაშვილი - კონტროლის პალატას ისეთი კითხვები არ დაუსვამს, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის

არჩილ კბილაშვილი - კონტროლის პალატას ისეთი კითხვები არ დაუსვამს, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის

კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ისეთი კითხვები არ დაუსვამს, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლმა არჩილ კბილაშვილმა კონტროლის პალატიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა .

მისი განმარტებით, საკითხი ქირავნობის თემატიკას ეხებოდა. "ასეთი გადაცდენა არ შემინიშნავს", - აღნიშნა კბილაშვილმა, რომელიც გურამ ბერძენიშვილის ადვოკატი იყო. ბერძენიშვილმა "ქართულ ოცნებას" საკუთარი ფართი ოფისისთვის მიაქირავა, დღეს კი კონტროლის პალატაში გასაუბრებაზე დაიბარეს.

როგორც კბილაშვილი აცხადებს, კონტროლის პალატა აწარმოებს ოფისის გაქირავებასთან დაკავშირებით გამოკითხვას. მათ აინტერსებთ როდის, რა ვითარებაში მიიღო ოფისის გაქირავების გადაწყვეტილება გურამ ბერძენიშვილმა. ასევე, აინტერესებდათ, იცოდა თუ არა მან, რომ ოფისს პოლიტიკურ პარტიაზე აქირავებდა. გამოკითხვა 4 საათს გაგრძელდა.

"კონტროლის პალატაში ამბობენ, რომ იკვლევენ, არსებობს თუ არა დარღვევა პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, მას აქვს უფლება, გაეცნოს ყველა მასალას და ამიტომ ხვალ მიმართავს კონტროლის პალატას, რათა საშუალება მისცენ გაეცნოს ინფორმაციას, რა გახდა ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა