Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაალ სულაკაური და მწერლების ერთ დარბაზში თავმოყრილი კარიკატურები
ზაალ სულაკაური და მწერლების ერთ დარბაზში თავმოყრილი კარიკატურები

მხატ­ვარ­მა ზაალ სუ­ლა­კა­ურ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ებიძ­გა, უკე­თე­სე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ: ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­სულ დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მწერ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი ეხი­ლათ. ზაალ სუ­ლა­კა­უ­რის სა­ინ­ტე­რე­სოდ, ორი­გი­ნა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ალ­ბათ ბევ­რს ამა თუ იმ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის უკეთ გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. მხატ­ვრის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც ეს გახ­ლდათ...

- ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ისე­თი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ადა­მი­ანს იქ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა არ მო­გინ­დეს. მქონ­და პა­ტი­ვი, გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად ჩემ­თვის გარ­კვე­უ­ლი ფარ­თო­ბი გა­მო­ე­ყოთ. ვი­ფიქ­რე, - ისე­თი რა უნდა გა­ვა­კე­თო, რომ ამ სივ­რცეს მო­უხ­დეს-მეთ­ქი? კა­რი­კა­ტუ­რის­ტი ვარ და მწერ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბის გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ძველ ნა­მუ­შევ­რებს რომ გა­დავ­ხე­დე, მათ შო­რის მწერ­ლე­ბის 20-მდე კა­რი­კა­ტუ­რა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მწერ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რებს ვხა­ტავ­დი. 230 ნა­მუ­შე­ვა­რი შევ­ქმე­ნი. ეს ბევ­რია თუ ცოტა, ხალ­ხმა გან­სა­ჯოს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ამ საქ­მე­ში საკ­მა­ოდ დიდი შრო­მა "ჩავ­დე". ნა­ხა­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სტილ­ში, მა­სა­ლა­ში, გან­წყო­ბი­ლე­ბა­ში "გა­ვა­კე­თე". თა­ვად მწერ­ლებ­მა მი­ბიძ­გეს, ნა­მუ­შევ­რე­ბი რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად, თო­მას მა­ნის ან თუნ­დაც სტენ­და­ლის კა­რი­კა­ტუ­რა რე­ა­ლის­ტუ­რა­დაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ შოთა რუს­თა­ვე­ლი რო­გორ უნდა და­მე­ხა­ტა? მისი სახე არ ვი­ცით და შე­მეძ­ლო, ნე­ბის­მი­ერ კა­რი­კა­ტუ­რა­ზე მეთ­ქვა, - შოთა რუს­თა­ვე­ლია-მეთ­ქი. ასე არ მო­ვი­ქე­ცი. ნა­მუ­შევ­რის შე­საქ­მნე­ლად, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ტექ­სტი გა­მო­ვი­ყე­ნე - დავ­წე­რე და წე­რა­ში შოთა რუს­თა­ვე­ლი "გა­მო­ვიყ­ვა­ნე"... ხის კოვზზე კი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას კა­რი­კა­ტუ­რა დავ­ხა­ტე.

- კოვზზე - რა­ტომ?

- კოვ­ზის თხელ­მა ტარ­მა მი­კარ­ნა­ხა, რომ გამ­ხდა­რი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ტანი ყო­ფი­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი უც­ნა­ურ შტრი­ხებ­ში, სამ­კუ­თხე­დებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, კუ­ბიზ­მის დო­ნე­ზე დაყ­ვა­ნი­ლი ჩე­ხო­ვის კა­რი­კა­ტუ­რაა. თი­თო­ე­ულ მწე­რალს ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით მო­ვე­პყა­რი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­ხა­ტე­ბი რომ შე­მექ­მნა, 10 წლის მერე არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბო­და, მწერ­ლე­ბი კი არა­სო­დეს ბერ­დე­ბი­ან. ჩემს გა­მო­ფე­ნას კი­დევ ერთი პლუ­სი ჰქონ­და: ბევ­რმა არ იცო­და, ბიბ­ლი­ო­თე­კა სად იყო - ამის შე­სა­ხებ, გა­მო­ფე­ნის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ტყვეს. ზოგს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქუდი რომ შე­უგ­დო, მა­ინც ვერ შე­იყ­ვან. მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცას გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი უყ­ვარს, მაგ­რამ უეც­რად გა­მო­ფე­ნა­ზე აკუ­ტა­გა­ვას კა­რი­კა­ტუ­რა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლის შე­სა­ხებ წი­ნათ არა­ფე­რი გა­უ­გო­ნია, ნა­ხატ­მა კი მისი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­საც­ნო­ბად უბიძ­გა. წიგნს ერთ ადა­მი­ანს მა­ინც თუ გა­და­ვაშ­ლე­ვი­ნებ, ე.ი. კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ... შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე ვინ­მეს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ვერ ეპო­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის, რო­მა­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის (რომ­ლებ­საც რო­გორც ვიცი, დიდ მწერ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არა აქვთ, მაგ­რამ "წე­რას ატა­ნი­ლე­ბი" ხომ არი­ან?) კა­რი­კა­ტუ­რე­ბიც შევ­ქმე­ნი.

- გული ხომ არ დაგ­წყდათ, რომ რო­მე­ლი­მე მწერ­ლის კა­რი­კა­ტუ­რის შექ­მნა ვერ მო­ას­წა­რით ან გა­მოგრჩათ?

- ვი­ღა­ცამ მკი­თხა: ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის და დუტუ მეგ­რე­ლის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი რა­ტომ არ არი­სო? ვერ მო­ვას­წა­რი, კაცო! ნუ ჩა­მე­ძი­ე­ბით, ამ სე­რი­ას კი­დევ გან­ვაგ­რძობ....

- თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი რო­გორ შექ­მე­ნით?

- დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ჩვენ­თან იყო მო­სუ­ლი, გა­ვა­ჩე­რეთ და სუ­რა­თე­ბი გა­და­ვუ­ღეთ. მაია ბურ­ჭუ­ლა­ძე ჩემი სი­დედ­რის დაა... უგზო-უკვლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არ ვარ - შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე მწერ­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დე. ამ სა­კი­თხში ახალ­გაზ­რდა პო­ეტს - მათე მა­რა­დეს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. მა­გა­ლი­თად, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის ფოტო ვერ ვი­პო­ვე, შემ­დეგ კი "ფე­ის­ბუკ­ზე" შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩი­ნე. კარ­გი ფო­ტო­ე­ბის "ცვე­ნა" რომ მქო­ნო­და, ალ­ბათ, 300 კა­რი­კა­ტუ­რას შევ­ქმნი­დი. ნიკა აგი­აშ­ვი­ლი პი­კა­სოს­თან ერ­თად დავ­ხა­ტე და ქვე­მოთ მი­ვა­წე­რე: "აგი­აშ­ვილ­სა ნი­კა­სო, არ ნაყ­ვა­რე­ბა პი­კა­სო, გა­და­რე­უ­ლა პი­კა­სო, - რა და­ვუ­შა­ვე ნი­კა­სო?" (იღი­მის). დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პი­კა­სო­ზე "ჩა­მო­ყუ­დე­ბულ" ნიკა აგი­აშ­ვი­ლის კა­რი­კა­ტუ­რას რომ ნა­ხავს, ცხა­დია, მისი შე­მოქ­მე­დე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. ჩემი გა­მო­ფე­ნის მი­ნუ­სი ისაა, რომ მა­მა­ჩე­მის კა­რი­კა­ტუ­რა ვერ გა­მოვ­ფი­ნე (ეტყო­ბა, სა­დღაც და­მე­კარ­გა). მამა - ვა­ლე­რი­ან სუ­ლა­კა­უ­რი კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გია. 35 ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რია, 14 პრე­მია აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ვუ­თხა­რი: ნუ გე­ში­ნია, ნა­ხა­ტის ნაც­ვლად შენ და­დე­ქი-მეთ­ქი (იცი­ნის). ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ისაა, რომ გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე მისი კა­რი­კა­ტუ­რის შექ­მნი­დან 1 კვი­რის მერე გარ­და­იც­ვა­ლა...

- გა­მო­ფე­ნის დას­რუ­ლე­ბის მერე, კა­რი­კა­ტუ­რებს რა ბედი ეწე­ვა?

- თუ ვინ­მეს ყიდ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, მივ­ყი­დი - პრობ­ლე­მა არაა. ჩემი ნა­ხა­ტე­ბის ციფ­რუ­ლი ვერ­სია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იქ­ნე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­შიც გან­თავ­სდე­ბა. ვფიქ­რობ, წიგ­ნა­დაც გა­მოვ­ცემთ.

- რო­მე­ლი­მე კა­რი­კა­ტუ­რა გა­სა­ყი­დად არ და­გე­ნა­ნე­ბათ?

- ასე­თი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის კა­რი­კა­ტუ­რაა. ას­ტრიდ ლინდგრე­ნის კა­რი­კა­ტუ­რის 2 ვა­რი­ან­ტი მქონ­და. ძვე­ლი - გა­მო­ფე­ნამ­დე შვე­დეთ­ში წა­ი­ღეს. ამ­ჟა­მად, "ლინდგრე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ოფის­შია. გუ­ლიც თან გა­ვა­ყო­ლე, მაგ­რამ იმა­ზეც ვი­ფიქ­რე, რომ ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის ნა­ხა­ტი კარგ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

- მე­ო­რე ნა­მუ­შე­ვა­რიც ისე­თი­ვე კარ­გი გა­მო­ვი­და, რო­გო­რიც - პირ­ვე­ლი? კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- მე­ო­რე ისე­თი არ გა­მო­ვი­და... შავ-თეთ­რია. ნა­ხა­ტე­ბი რომ მო­მეს­წრო, ძი­რი­თა­დად, გრა­ფი­კა­ში შე­ვას­რუ­ლე. ას­ტრიდ ლინდგრე­ნის კა­რი­კა­ტუ­რა ისე­თი მა­გა­რია, რომ მის შექ­მნას მთე­ლი 2 კვი­რა მო­ვან­დო­მე. ვე­ცა­დე, ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ში მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი "ჩა­მე­დო". მა­გა­ლი­თად, არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლის კა­რი­კა­ტუ­რა­ში მწერ­ლის ჩრდი­ლის ნაც­ვლად, შერ­ლოკ ჰოლმსის ჩრდი­ლი დავ­ხა­ტე.

- გა­მო­ფე­ნა­ზე მო­სულ მწერ­ლებს კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ხილ­ვი­სას რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- კარ­გად ისი­ა­მოვ­ნეს. მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ - მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვილ­მა ჩემ შე­სა­ხებ თქვა: სხვა­დას­ხვა აზ­როვ­ნე­ბის, ხა­სი­ა­თის, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მწერ­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ერ­თმა­ნეთს "ჩა­ა­ხუ­ტა", - ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გვე­ნა­ხოს სა­ქარ­თვე­ლოო. ამ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბით, ჩემი მი­ზა­ნი იყო, რომ წიგნ­თან ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვით. მინ­და, გა­მო­ფე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­შიც მო­ვა­წყო. იმე­დია, უარს არ მე­ტყვი­ან...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზაალ სულაკაური და მწერლების ერთ დარბაზში თავმოყრილი კარიკატურები

ზაალ სულაკაური და მწერლების ერთ დარბაზში თავმოყრილი კარიკატურები

მხატვარმა ზაალ სულაკაურმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის ებიძგა, უკეთესები გამხდარიყვნენ: ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ქართველი და უცხოელი მწერლების კარიკატურები ეხილათ. ზაალ სულაკაურის საინტერესოდ, ორიგინალურად შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებისას, ალბათ ბევრს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის სურვილი გაუჩნდა. მხატვრის ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლდათ...

- ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისეთი საგამოფენო სივრცეა, გამორიცხულია, რომ ადამიანს იქ გამოფენის მოწყობა არ მოგინდეს. მქონდა პატივი, გამოფენის მოსაწყობად ჩემთვის გარკვეული ფართობი გამოეყოთ. ვიფიქრე, - ისეთი რა უნდა გავაკეთო, რომ ამ სივრცეს მოუხდეს-მეთქი? კარიკატურისტი ვარ და მწერლების კარიკატურების გამოფენის მოსაწყობად მუშაობა დავიწყე. ძველ ნამუშევრებს რომ გადავხედე, მათ შორის მწერლების 20-მდე კარიკატურა აღმოვაჩინე. შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმეების პარალელურად, მწერლების კარიკატურებს ვხატავდი. 230 ნამუშევარი შევქმენი. ეს ბევრია თუ ცოტა, ხალხმა განსაჯოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში საკმაოდ დიდი შრომა "ჩავდე". ნახატები სხვადასხვა სტილში, მასალაში, განწყობილებაში "გავაკეთე". თავად მწერლებმა მიბიძგეს, ნამუშევრები როგორი უნდა ყოფილიყო. მაგალითად, თომას მანის ან თუნდაც სტენდალის კარიკატურა რეალისტურადაა დამუშავებული, მაგრამ შოთა რუსთაველი როგორ უნდა დამეხატა? მისი სახე არ ვიცით და შემეძლო, ნებისმიერ კარიკატურაზე მეთქვა, - შოთა რუსთაველია-მეთქი. ასე არ მოვიქეცი. ნამუშევრის შესაქმნელად, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტი გამოვიყენე - დავწერე და წერაში შოთა რუსთაველი "გამოვიყვანე"... ხის კოვზზე კი კონსტანტინე გამსახურდიას კარიკატურა დავხატე.

- კოვზზე - რატომ?

- კოვზის თხელმა ტარმა მიკარნახა, რომ გამხდარი კონსტანტინე გამსახურდიას ტანი ყოფილიყო. ყველაზე ორიგინალური უცნაურ შტრიხებში, სამკუთხედებში შესრულებული, კუბიზმის დონეზე დაყვანილი ჩეხოვის კარიკატურაა. თითოეულ მწერალს ჩემი საყვარელი ადამიანივით მოვეპყარი. პოლიტიკოსების ნახატები რომ შემექმნა, 10 წლის მერე არავის ემახსოვრებოდა, მწერლები კი არასოდეს ბერდებიან. ჩემს გამოფენას კიდევ ერთი პლუსი ჰქონდა: ბევრმა არ იცოდა, ბიბლიოთეკა სად იყო - ამის შესახებ, გამოფენის მეშვეობით შეიტყვეს. ზოგს ბიბლიოთეკაში ქუდი რომ შეუგდო, მაინც ვერ შეიყვან. მაგალითად, ვიღაცას გურამ დოჩანაშვილი უყვარს, მაგრამ უეცრად გამოფენაზე აკუტაგავას კარიკატურა აღმოაჩინა, რომლის შესახებ წინათ არაფერი გაუგონია, ნახატმა კი მისი შემოქმედების გასაცნობად უბიძგა. წიგნს ერთ ადამიანს მაინც თუ გადავაშლევინებ, ე.ი. კარგ საქმეს ვაკეთებ... შეუძლებელი იყო, რომ გამოფენაზე ვინმეს თავისი საყვარელი მწერალი ვერ ეპოვა. თანამედროვე ქართული დეტექტივების, რომანების ავტორების (რომლებსაც როგორც ვიცი, დიდ მწერლობაზე პრეტენზია არა აქვთ, მაგრამ "წერას ატანილები" ხომ არიან?) კარიკატურებიც შევქმენი.

- გული ხომ არ დაგწყდათ, რომ რომელიმე მწერლის კარიკატურის შექმნა ვერ მოასწარით ან გამოგრჩათ?

- ვიღაცამ მკითხა: ტერენტი გრანელის და დუტუ მეგრელის კარიკატურები რატომ არ არისო? ვერ მოვასწარი, კაცო! ნუ ჩამეძიებით, ამ სერიას კიდევ განვაგრძობ....

- თანამედროვე მწერლების კარიკატურები როგორ შექმენით?

- დათო ტურაშვილი ჩვენთან იყო მოსული, გავაჩერეთ და სურათები გადავუღეთ. მაია ბურჭულაძე ჩემი სიდედრის დაა... უგზო-უკვლოდ განათლებული არ ვარ - შეიძლება, რომელიმე მწერლის შესახებ არაფერი ვიცოდე. ამ საკითხში ახალგაზრდა პოეტს - მათე მარადეს და კიდევ რამდენიმე მეგობარს დახმარება ვთხოვე. მაგალითად, ჯერომ სელინჯერის ფოტო ვერ ვიპოვე, შემდეგ კი "ფეისბუკზე" შემთხვევით აღმოვჩინე. კარგი ფოტოების "ცვენა" რომ მქონოდა, ალბათ, 300 კარიკატურას შევქმნიდი. ნიკა აგიაშვილი პიკასოსთან ერთად დავხატე და ქვემოთ მივაწერე: "აგიაშვილსა ნიკასო, არ ნაყვარება პიკასო, გადარეულა პიკასო, - რა დავუშავე ნიკასო?" (იღიმის). დამთვალიერებელი პიკასოზე "ჩამოყუდებულ" ნიკა აგიაშვილის კარიკატურას რომ ნახავს, ცხადია, მისი შემოქმედებით დაინტერესდება. ჩემი გამოფენის მინუსი ისაა, რომ მამაჩემის კარიკატურა ვერ გამოვფინე (ეტყობა, სადღაც დამეკარგა). მამა - ვალერიან სულაკაური კინოდრამატურგია. 35 ფილმის სცენარის ავტორია, 14 პრემია აქვს მიღებული. ვუთხარი: ნუ გეშინია, ნახატის ნაცვლად შენ დადექი-მეთქი (იცინის). ყველაზე საწყენი ისაა, რომ გიზო ნიშნიანიძე მისი კარიკატურის შექმნიდან 1 კვირის მერე გარდაიცვალა...

- გამოფენის დასრულების მერე, კარიკატურებს რა ბედი ეწევა?

- თუ ვინმეს ყიდვის სურვილი გაუჩნდება, მივყიდი - პრობლემა არაა. ჩემი ნახატების ციფრული ვერსია ბიბლიოთეკაში იქნება, ინტერნეტშიც განთავსდება. ვფიქრობ, წიგნადაც გამოვცემთ.

- რომელიმე კარიკატურა გასაყიდად არ დაგენანებათ?

- ასეთი გურამ დოჩანაშვილის კარიკატურაა. ასტრიდ ლინდგრენის კარიკატურის 2 ვარიანტი მქონდა. ძველი - გამოფენამდე შვედეთში წაიღეს. ამჟამად, "ლინდგრენის საზოგადოების" ოფისშია. გულიც თან გავაყოლე, მაგრამ იმაზეც ვიფიქრე, რომ ჩემი საყვარელი მწერლის ნახატი კარგ ადგილას იქნება-მეთქი.

- მეორე ნამუშევარიც ისეთივე კარგი გამოვიდა, როგორიც - პირველი? კმაყოფილი ხართ?

- მეორე ისეთი არ გამოვიდა... შავ-თეთრია. ნახატები რომ მომესწრო, ძირითადად, გრაფიკაში შევასრულე. ასტრიდ ლინდგრენის კარიკატურა ისეთი მაგარია, რომ მის შექმნას მთელი 2 კვირა მოვანდომე. ვეცადე, ყველა ნამუშევარში მწერლის შემოქმედების ნაწილი "ჩამედო". მაგალითად, არტურ კონან დოილის კარიკატურაში მწერლის ჩრდილის ნაცვლად, შერლოკ ჰოლმსის ჩრდილი დავხატე.

- გამოფენაზე მოსულ მწერლებს კარიკატურების ხილვისას როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- კარგად ისიამოვნეს. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ - მაყვალა გონაშვილმა ჩემ შესახებ თქვა: სხვადასხვა აზროვნების, ხასიათის, სოციალური მდგომარეობის მწერლები გააერთიანა და ერთმანეთს "ჩაახუტა", - ასეთი გაერთიანებული გვენახოს საქართველოო. ამ გამოფენის მოწყობით, ჩემი მიზანი იყო, რომ წიგნთან ახლოს მივსულიყავით. მინდა, გამოფენა ლიტერატურის მუზეუმშიც მოვაწყო. იმედია, უარს არ მეტყვიან...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს