პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა კოლელიშვილი - "მინდა, ვთქვა ჩემი სათქმელი, ვთქვა კახელი კაცის გულმართლობით, ალალად და ბარაქით"
ზაზა კოლელიშვილი - "მინდა, ვთქვა ჩემი სათქმელი, ვთქვა კახელი კაცის გულმართლობით, ალალად და ბარაქით"

მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი­ნო­რო­ლე­ბი: შეთე, მურ­ტა­ლო... თა­ვა­დაც იღებ­და ფილ­მებს. ახლა უმოქ­მე­დო­დაა, ვერც ფილ­მს იღებს და რო­გორც მსა­ხი­ობს, არც როლს სთა­ვა­ზო­ბენ. უმოქ­მე­დო­ბას ვერ იტანს, ამი­ტომ ცუ­დად გრძნობს თავს. თუმ­ცა მო­მავ­ლის იმედს მა­ინც არ კარ­გავს. სა­უ­ბა­რი, მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორ ზაზა კო­ლე­ლიშ­ვილ­ზეა. ის დღეს 5 შვი­ლი­სა და 3 შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუაა. ბა­ტო­ნი ზაზა სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე და გა­იხ­სე­ნა მის მიერ გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა.

- თე­ლავ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. დედა ჟურ­ნა­ლის­ტი და ფი­ლო­ლო­გი იყო, მამა - ის­ტო­რი­კო­სი. ერთი და მყავს, რო­მე­ლიც არ­ქე­ო­ლო­გია და პა­რა­ლე­ლუ­რად, ლექ­სებ­საც წერს. ის 5 შვი­ლის დე­დაა.

- ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით?

- დე­დის მხრი­დან ბევ­რი ნა­თე­სა­ვი მყავ­და მსა­ხი­ო­ბი. დე­და­ჩე­მის მამა - ვახ­ტანგ მა­ტა­რა­ძე (ჩელ­თის­პი­რე­ლი) ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, რე­ჟი­სო­რი გია მა­ტა­რა­ძე კი დე­და­ჩე­მის ძმა გახ­ლდათ. ბავ­შვო­ბა­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე, ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ფილმმა. იმ ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­ზი­ა­რა იმ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს, რა­საც კინო ჰქვია... ხში­რად მი­წევ­და თე­ლა­ვის თე­ატ­რში ყოფ­ნაც, რად­გან იქ პა­პა­ჩე­მი მუ­შა­ობ­და.

- რო­გორც ვიცი, სპორ­ტი­თაც აქ­ტი­უ­რად იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, არა?

- კი, ასე იყო. კა­ლათ­ბურ­თი, ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარ­და. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და წიგ­ნე­ბის კი­თხვაც და სხვა­თა შო­რის, სახ­ლში კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და... თა­ვი­დან მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ხატ­ვა მი­ზი­დავ­და, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლი­დან სა­ბუ­თე­ბი ჩუ­მად გა­მო­ვი­ტა­ნე და სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე; მერე სწავ­ლა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე. ხატ­ვას­თან ერ­თად, ქან­და­კე­ბა და გრა­ფი­კაც მი­ტა­ცებ­და. მინ­დო­და, მო­ქან­და­კე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში რა­ღაც ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა და სა­ბუ­თე­ბი თე­ლა­ვის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­ტა­ნე. ჰოდა, პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუტს რომ ვამ­თავ­რებ­დი, გა­დავ­წყვი­ტე, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მერე კი სა­რე­ჟი­სო­რო­ზეც მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი.

- ე.ი. შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მო­ქან­და­კე ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- ჰო, ასეა! ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო ხში­რად ვფიქ­რობ, - შე­იძ­ლე­ბა, მო­ქან­და­კეს უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­მეს­წრო, ვიდ­რე რო­გორც მსა­ხი­ობს-მეთ­ქი. ბო­ლოს და ბო­ლოს, მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტი ხომ მსა­ხი­ო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­ვის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი? მსა­ხი­ო­ბი კი მუდ­მი­ვად რე­ჟი­სო­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ელო­დე­ბა.

- თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილმში - "ნატ­ვრის ხე" შე­თეს როლი ითა­მა­შეთ. ამ როლ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ...

- თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხი­დან" და­ი­წყო ჩემი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბა და ის, რომ მე დღეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი ვარ, სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მერე იყო გია და­ნე­ლი­ას ფილ­მი - "მი­მი­ნო", სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი მერ­გო. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ, კარგ და ყუ­რა­დღე­ბი­ან რე­ჟი­სო­რებ­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბამ. თუკი დღეს რა­ი­მე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვით, რად­გა­ნაც დრო­ის ფასი არ ვი­ცო­დი და მე­გო­ნა, ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდა ვიქ­ნე­ბო­დი (იღი­მე­ბა). როცა შენი ფული გაქვს და ახალ­გაზ­რდა ხარ, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა გი­ტა­ცებს, მაგ­რამ ასეთ ცხოვ­რე­ბა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი შეც­დო­მა გაქვთ დაშ­ვე­ბუ­ლი?

- უშეც­დო­მო არა­ვი­ნაა! ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს. ბევ­რი სი­გი­ჟე ჩა­მი­დე­ნია, მაგ­რამ არც ერთს არ ვნა­ნობ...

- რო­გორც ვიცი, ფილმში - "კუ­კარ­ა­ჩა" მურ­ტა­ლოს ნაც­ვლად კუ­კარ­ა­ჩას გან­სა­ხი­ე­რე­ბა გინ­დო­დათ...

- ქალ­ბა­ტონ­მა ქეთი დო­ლი­ძემ კუ­კარ­ა­ჩას რო­ლის­თვის გამ­სინ­ჯა. რა თქმა უნდა, მომ­წონ­და ეს როლი, მაგ­რამ ქე­თიმ გა­და­წყვი­ტა, რომ მურ­ტა­ლო უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ როლ­მა უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხა­და და ამი­სათ­ვის ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის. სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იყო შეკ­რე­ბი­ლი და გა­და­ღე­ბის ყო­ვე­ლი დღე რა­ღაც ზღა­პარს ჰგავ­და. ასეთ გა­და­ღე­ბა­ზე ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი. ფეს­ტი­ვალ­ზე "ოქ­როს არ­წი­ვი" ფილმში - "ისი­ნი" მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი გად­მომ­ცეს. ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სენ­დე­ბა "ხა­რე­ბა და გო­გი­ას" გა­და­ღე­ბე­ბის პე­რი­ო­დი... ყო­ვე­ლი დღე ზე­იმს ჰგავ­და...

- რე­ჟი­სო­რო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- მინ­დო­და, ისე­თი ფილ­მე­ბი გა­და­მე­ღო, რომ­ლე­ბიც სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად კარ­გი იქ­ნე­ბო­და და თან, გულ­ზე მა­ლა­მო­სა­ვით მოხ­ვდე­ბო­და მა­ყუ­რე­ბელს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნოს გა­და­ღე­ბა ტან­ჯვა-წა­მე­ბის ტოლ­ფა­სია, რად­გან ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბა არა­ვის უნდა. ფილ­მს - "ომი და ქორ­წი­ლი" რომ ვი­ღებ­დი, კი­ნო­ცენ­ტრი­დან და­ფი­ნან­სე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მი­წყვი­ტეს, ამი­ტომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ისე­თი არ გა­მო­ვი­და, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. კულ­ტუ­რი­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი და­მეხ­მარ­ნენ, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტო­რის ფული ახ­ლაც გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი მაქვს. სხვა­თა შო­რის, ამ ფილ­მის გამო ბი­ნაც და­ვა­გი­რა­ვე და ფული დრო­ზე რომ ვერ გა­და­ვი­ხა­დე, გა­მი­ყი­დეს, მაგ­რამ ღმერ­თმა არ გამ­წი­რა და ბინა და­ვიბ­რუ­ნე.

ეპი­ზო­დი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლის დღი­უ­რი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"სხვა­თა თვა­ლი­თა და ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, შე­იძ­ლე­ბა არ ვტო­ვებ იმ კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რობს ზნე­ო­ბა­ზე, ფიქ­რობს კა­ცო­ბა­ზე, ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, მო­მა­ვალ­ზე, ოჯახ­ზე, მოყ­ვას­ზე, სი­ცო­ცხლის არსზე. არ ჩა­მით­ვა­ლოთ ეგო­იზ­მში, მე არ მინ­დო­და რე­ჟი­სო­რო­ბა მხო­ლოდ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე "გე­ნერ­ლო­ბის­თვის" ან "სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან დგო­მის­თვის", არც გან­დი­დე­ბის მა­ნი­ას შე­ვუ­პყრი­ვარ. უბ­რა­ლოდ, მინ­და, ვთქვა ჩემი სათ­ქმე­ლი, ვთქვა კა­ხე­ლი კა­ცის გულ­მარ­თა­ლო­ბით, ალა­ლად და ბა­რა­ქით..."

- ბა­ტო­ნო ზაზა, გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი გი­ჩი­ო­დათ, რომ ფილმში - "გა­რი­გე­ბა ოცი წლის შემ­დეგ" მისი ფო­ტო­სუ­რა­თი ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნეთ...

- გო­გას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. პი­რა­დად მე, მის წი­ნა­შე თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­ვიჩ­ნევ... ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს ყვე­ლა საქ­მე­ში.

- თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ვი­სა­უბ­როთ. თქვენ­მა პირ­ველ­მა ქორ­წი­ნე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა; შემ­დეგ კი ბედი ნა­თია გო­გო­ჭურს და­უ­კავ­ში­რეთ...

- ოჯა­ხის დან­გრე­ვა არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ასე მოხ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც 32 წლი­საა და პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი გახ­ლავთ.

- 5 შვი­ლი გყავთ. ბევ­რი შვი­ლის ყო­ლა­ზე თა­ვი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­დით?

- 5 შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. მარ­თლაც, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო­და და გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხში სრუ­ლი­ად მე­თან­ხმე­ბო­და. თან, მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გვი­ჭირ­და. დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ალ­ბათ, 5 შვი­ლის გაზ­რდა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, შვი­ლის გაზ­რდა მხო­ლოდ იმას არ ნიშ­ნავს, რომ აჭა­მო, ასვა და ჩა­აც­ვა, ბავ­შვს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაც უნდა მის­ცე.

- შვი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში არ ჩა­რე­ულ­ხართ?

- არა­ნა­ი­რად! ერ­თა­დერ­თი, ის არ მინ­დო­და, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ვი­ტომ ჩემი რჩე­ვა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ა­ბა­რა, შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტა, რომ რაგ­ბის გაჰ­ყო­ლო­და. თქვა: თუ ვინ­მეს მო­უნ­დე­ბა ფილმში მა­თა­მა­შოს, მა­ინც გა­და­მი­ღე­ბე­ნო... უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი კი 16 წლის გახ­ლავთ და პრო­ფე­სი­ას მალე აირ­ჩევს.

დი­ა­ლოგ­ში ბა­ტო­ნი ზა­ზას მე­უღ­ლე, ნა­თია გო­გო­ჭუ­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდა:

- ერ­თმა­ნე­თი თე­ლავ­ში, შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნით. მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ზა­ზას კი სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და; აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გაგ­რძელ­და. თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით ისე, რო­გორც მე­გო­ბა­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებს შე­ე­ფე­რე­ბათ. იმ დროს ზა­ზას შე­თეს როლი უკვე ნა­თა­მა­შე­ბი ჰქონ­და და პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო. ვი­ცო­დი მისი ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გოს ამ­ბა­ვი - ვის ხვდე­ბო­და, ვინ მოს­წონ­და... იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მისი უბის წიგ­ნა­კი მე მქონ­და, მას­ში კი გო­გო­ნე­ბის ნომ­რე­ბი ეწე­რა. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რე­ო­დი, ვაქ­ტი­უ­რობ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვინ უკე­თე­სი იყო, ვის­ზე უნდა ეფიქ­რა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით.

- რო­გო­რი იყო ბა­ტო­ნი ზაზა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში? სი­ურპრი­ზებს გი­წყობ­დათ?

- ამას სი­ურპრი­ზი არ ერ­ქვა, უფრო სი­გი­ჟე­ებს აკე­თებ­და. მას შემ­დეგ, რაც ცო­ლად გავ­ყე­ვი, უფრო სხვა­ნა­ირ სი­ურპრი­ზებს მი­წყობს. ზა­ზას სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბა აქვს: ვთქვათ, სად­მე ვთქვი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ასე­თი ყვა­ვი­ლი ან რა­ი­მე ფე­რის ნივ­თი-მეთ­ქი და ეს ზა­ზამ გა­ი­გო­ნა, შე­იძ­ლე­ბა იმ წუთ­ში ამ ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ფული არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჩემი სი­ტყვე­ბი არ და­ა­ვი­წყდე­ბა და სურ­ვილს თუნ­დაც 2 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ მა­ინც ამის­რუ­ლებს.

- რო­გო­რია ბა­ტონ ზა­ზას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა?

ზაზა:

- სა­ში­ნე­ლე­ბაა!

ნა­თია:

- ზაზა გა­რე­დან სხვა­ნა­ი­რი ჩანს. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ უხე­ში და მძი­მე ადა­მი­ა­ნია. ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა მისი კი­ნოგ­მი­რე­ბი­დან აქვთ შექ­მნი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კარ­გი ქმა­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მაა. თუმ­ცა ზა­ზას აქვს "თა­ვი­სი" დღე­ე­ბი, რო­მელ­საც ახ­ლობ­ლე­ბი "ბო­ჰე­მურ დღე­ებს" ვე­ძა­ხით - ამ დროს ყვე­ლა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი (იღი­მის).

- ბა­ტო­ნო ზაზა, ახლა რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ბევ­რი გეგ­მა მაქვს, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა არ არის და კი­ნოს ვერ ვი­ღებ. და­ფი­ნან­სე­ბა რომც გა­მოჩ­ნდეს, უნდა გა­მო­გი­ტყდეთ და მე­ში­ნია კი­დეც ფილ­მის გა­და­ღე­ბის, რად­გან არა­ვინ იცის, ამ და­ფი­ნან­სე­ბას რო­დის შე­წყვე­ტენ. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი კი ასა­კის გამო კი­ნო­ში აღა­რა­ვის ვჭირ­დე­ბი. ჰოდა, ვარ ასე უმუ­შევ­რად და უმოქ­მე­დოდ, რაც ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.

ნა­თია:

- ზაზა ამ­ბობს, რომ კი­ნოს­თვის და­ბერ­და, მაგ­რამ ამ სა­კი­თხში არ ვე­თან­ხმე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ასაკ­ში უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სახე გა­უხ­და იმის­თვის, რომ ფილ­მებ­ში გა­და­ი­ღონ და იმუ­შა­ოს. მაგ­რამ ფილ­მის - "ომი და ქორ­წი­ლი" შემ­დეგ ძა­ლი­ან გაწ­ბი­ლე­ბულ­ნი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის ცოტა გვე­ში­ნია.

P.S. ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თი­ამ გა­მო­მა­ცი­ლა. კარ­თან რომ მი­ვე­დი, ვკი­თხე, - რო­გორ გა­ვა­ღო-მეთ­ქი? მან კი გა­ი­ღი­მა და მი­პა­სუ­ხა: ჩვე­ნი კარი არა­სო­დეს იკე­ტე­ბა, ის სტუმ­რის­თვის ყო­ველ­თვის ღი­ა­აო.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზაზა კოლელიშვილი - "მინდა, ვთქვა ჩემი სათქმელი, ვთქვა კახელი კაცის გულმართლობით, ალალად და ბარაქით"

ზაზა კოლელიშვილი - "მინდა, ვთქვა ჩემი სათქმელი, ვთქვა კახელი კაცის გულმართლობით, ალალად და ბარაქით"

მის ცხოვრებაში იყო წარმატებული კინოროლები: შეთე, მურტალო... თავადაც იღებდა ფილმებს. ახლა უმოქმედოდაა, ვერც ფილმს იღებს და როგორც მსახიობს, არც როლს სთავაზობენ. უმოქმედობას ვერ იტანს, ამიტომ ცუდად გრძნობს თავს. თუმცა მომავლის იმედს მაინც არ კარგავს. საუბარი, მსახიობსა და რეჟისორ ზაზა კოლელიშვილზეა. ის დღეს 5 შვილისა და 3 შვილიშვილის ბაბუაა. ბატონი ზაზა სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე და გაიხსენა მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა.

- თელავში ვიზრდებოდი. დედა ჟურნალისტი და ფილოლოგი იყო, მამა - ისტორიკოსი. ერთი და მყავს, რომელიც არქეოლოგია და პარალელურად, ლექსებსაც წერს. ის 5 შვილის დედაა.

- ბავშვობიდან გინდოდათ, რომ მსახიობი გამოსულიყავით?

- დედის მხრიდან ბევრი ნათესავი მყავდა მსახიობი. დედაჩემის მამა - ვახტანგ მატარაძე (ჩელთისპირელი) ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, რეჟისორი გია მატარაძე კი დედაჩემის ძმა გახლდათ. ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ასევე, ჩემს პროფესიულ არჩევანზე ზემოქმედება მოახდინა ჩარლი ჩაპლინის ფილმმა. იმ ნამუშევარმა მაზიარა იმ ჯადოსნურ სამყაროს, რასაც კინო ჰქვია... ხშირად მიწევდა თელავის თეატრში ყოფნაც, რადგან იქ პაპაჩემი მუშაობდა.

- როგორც ვიცი, სპორტითაც აქტიურად იყავით დაკავებული, არა?

- კი, ასე იყო. კალათბურთი, ფეხბურთი მიყვარდა. ასევე, ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვაც და სხვათა შორის, სახლში კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა... თავიდან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, მაგრამ რადგანაც ბავშვობიდან ხატვა მიზიდავდა, მუსიკალური სკოლიდან საბუთები ჩუმად გამოვიტანე და სამხატვრო სკოლაში ჩავაბარე; მერე სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე. ხატვასთან ერთად, ქანდაკება და გრაფიკაც მიტაცებდა. მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში რაღაც ამბავი შემემთხვა და საბუთები თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე. ჰოდა, პედაგოგიურ ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მერე კი სარეჟისოროზეც მოვსინჯე ძალები.

- ე.ი. შესაძლებელი იყო მოქანდაკე ყოფილიყავით?

- ჰო, ასეა! ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ხშირად ვფიქრობ, - შეიძლება, მოქანდაკეს უფრო მეტის გაკეთება მომესწრო, ვიდრე როგორც მსახიობს-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, მხატვარი, მწერალი, პოეტი ხომ მსახიობისგან განსხვავებით, არავისზეა დამოკიდებული? მსახიობი კი მუდმივად რეჟისორის შემოთავაზებას ელოდება.

- თენგიზ აბულაძის ფილმში - "ნატვრის ხე" შეთეს როლი ითამაშეთ. ამ როლმა პოპულარობა მოგიტანათ...

- თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხიდან" დაიწყო ჩემი კინომსახიობობა და ის, რომ მე დღეს პროფესიონალი მსახიობი ვარ, სწორედ ამის დამსახურებაა. მერე იყო გია დანელიას ფილმი - "მიმინო", სადაც ეპიზოდური როლი მერგო. ბედნიერი ვარ, რომ თავისი საქმის პროფესიონალ, კარგ და ყურადღებიან რეჟისორებთან მომიწია ურთიერთობამ. თუკი დღეს რაიმეთი უკმაყოფილო ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავით, რადგანაც დროის ფასი არ ვიცოდი და მეგონა, ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნებოდი (იღიმება). როცა შენი ფული გაქვს და ახალგაზრდა ხარ, ბოჰემური ცხოვრება გიტაცებს, მაგრამ ასეთ ცხოვრებასაც თავისებური ხიბლი აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში ბევრი შეცდომა გაქვთ დაშვებული?

- უშეცდომო არავინაა! ვფიქრობ, ყველა ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს. ბევრი სიგიჟე ჩამიდენია, მაგრამ არც ერთს არ ვნანობ...

- როგორც ვიცი, ფილმში - "კუკარაჩა" მურტალოს ნაცვლად კუკარაჩას განსახიერება გინდოდათ...

- ქალბატონმა ქეთი დოლიძემ კუკარაჩას როლისთვის გამსინჯა. რა თქმა უნდა, მომწონდა ეს როლი, მაგრამ ქეთიმ გადაწყვიტა, რომ მურტალო უნდა ვყოფილიყავი. ამ როლმა უფრო პოპულარული გამხადა და ამისათვის ქალბატონი ქეთისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. საოცარი შემოქმედებითი ჯგუფი იყო შეკრებილი და გადაღების ყოველი დღე რაღაც ზღაპარს ჰგავდა. ასეთ გადაღებაზე ახლაც სიამოვნებით წავიდოდი. ფესტივალზე "ოქროს არწივი" ფილმში - "ისინი" მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადმომცეს. ლევან ზაქარეიშვილთან მუშაობა ძალიან კარგი იყო. ასევე შესანიშნავად მახსენდება "ხარება და გოგიას" გადაღებების პერიოდი... ყოველი დღე ზეიმს ჰგავდა...

- რეჟისორობა რატომ გადაწყვიტეთ?

- მინდოდა, ისეთი ფილმები გადამეღო, რომლებიც სანახაობრივად კარგი იქნებოდა და თან, გულზე მალამოსავით მოხვდებოდა მაყურებელს, მაგრამ საქართველოში კინოს გადაღება ტანჯვა-წამების ტოლფასია, რადგან ფილმის დაფინანსება არავის უნდა. ფილმს - "ომი და ქორწილი" რომ ვიღებდი, კინოცენტრიდან დაფინანსება მოულოდნელად შემიწყვიტეს, ამიტომ ეს ნამუშევარი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები დამეხმარნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მსახიობებისა და ოპერატორის ფული ახლაც გასასტუმრებელი მაქვს. სხვათა შორის, ამ ფილმის გამო ბინაც დავაგირავე და ფული დროზე რომ ვერ გადავიხადე, გამიყიდეს, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა და ბინა დავიბრუნე.

ეპიზოდი ზაზა კოლელიშვილის დღიურიდან (სტილი დაცულია):

"სხვათა თვალითა და ზედაპირული დაკვირვებით, შეიძლება არ ვტოვებ იმ კაცის შთაბეჭდილებას, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს ზნეობაზე, ფიქრობს კაცობაზე, ქართველობაზე, მომავალზე, ოჯახზე, მოყვასზე, სიცოცხლის არსზე. არ ჩამითვალოთ ეგოიზმში, მე არ მინდოდა რეჟისორობა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე "გენერლობისთვის" ან "სადირიჟორო პულტთან დგომისთვის", არც განდიდების მანიას შევუპყრივარ. უბრალოდ, მინდა, ვთქვა ჩემი სათქმელი, ვთქვა კახელი კაცის გულმართალობით, ალალად და ბარაქით..."

- ბატონო ზაზა, გოგა პიპინაშვილი გიჩიოდათ, რომ ფილმში - "გარიგება ოცი წლის შემდეგ" მისი ფოტოსურათი ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენეთ...

- გოგას თავისი პრობლემა ჰქონდა. პირადად მე, მის წინაშე თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ... ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა საქმეში.

- თქვენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. თქვენმა პირველმა ქორწინებამ არ გაამართლა; შემდეგ კი ბედი ნათია გოგოჭურს დაუკავშირეთ...

- ოჯახის დანგრევა არავის სიამოვნებს, მაგრამ ასე მოხდა. პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი მყავს, რომელიც 32 წლისაა და პროფესიით ფილოლოგი გახლავთ.

- 5 შვილი გყავთ. ბევრი შვილის ყოლაზე თავიდანვე ოცნებობდით?

- 5 შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. მართლაც, ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და გამიმართლა, რადგანაც ცხოვრების გზაზე ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელიც ამ საკითხში სრულიად მეთანხმებოდა. თან, მატერიალურადაც არ გვიჭირდა. დღევანდელ სიტუაციაში ალბათ, 5 შვილის გაზრდა გამიჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, შვილის გაზრდა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ აჭამო, ასვა და ჩააცვა, ბავშვს კარგი განათლებაც უნდა მისცე.

- შვილების პროფესიის არჩევაში არ ჩარეულხართ?

- არანაირად! ერთადერთი, ის არ მინდოდა, რომ მსახიობები გამოსულიყვნენ. თუმცა ვიტომ ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა, სამსახიობოზე ჩააბარა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ რაგბის გაჰყოლოდა. თქვა: თუ ვინმეს მოუნდება ფილმში მათამაშოს, მაინც გადამიღებენო... უმცროსი ქალიშვილი კი 16 წლის გახლავთ და პროფესიას მალე აირჩევს.

დიალოგში ბატონი ზაზას მეუღლე, ნათია გოგოჭური შემოგვიერთდა:

- ერთმანეთი თელავში, შემთხვევით გავიცანით. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ზაზას კი სკოლა დამთავრებული ჰქონდა; აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობდნენ. ჩვენი ურთიერთობა თეატრალურ ინსტიტუტში გაგრძელდა. თავიდან ვმეგობრობდით ისე, როგორც მეგობარი ოჯახების შვილებს შეეფერებათ. იმ დროს ზაზას შეთეს როლი უკვე ნათამაშები ჰქონდა და პოპულარული ბიჭი იყო. ვიცოდი მისი ყველა თაყვანისმცემელი გოგოს ამბავი - ვის ხვდებოდა, ვინ მოსწონდა... იყო პერიოდი, როდესაც მისი უბის წიგნაკი მე მქონდა, მასში კი გოგონების ნომრები ეწერა. მის პირად ცხოვრებაში ვერეოდი, ვაქტიურობდი და ვეუბნებოდი, ვინ უკეთესი იყო, ვისზე უნდა ეფიქრა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შევქმენით.

- როგორი იყო ბატონი ზაზა შეყვარებულობის პერიოდში? სიურპრიზებს გიწყობდათ?

- ამას სიურპრიზი არ ერქვა, უფრო სიგიჟეებს აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ცოლად გავყევი, უფრო სხვანაირ სიურპრიზებს მიწყობს. ზაზას საოცარი თვისება აქვს: ვთქვათ, სადმე ვთქვი, ძალიან მიყვარს ასეთი ყვავილი ან რაიმე ფერის ნივთი-მეთქი და ეს ზაზამ გაიგონა, შეიძლება იმ წუთში ამ ნივთის შესაძენად ფული არ ჰქონდეს, მაგრამ ჩემი სიტყვები არ დაავიწყდება და სურვილს თუნდაც 2 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ამისრულებს.

- როგორია ბატონ ზაზასთან ერთად ცხოვრება?

ზაზა:

- საშინელებაა!

ნათია:

- ზაზა გარედან სხვანაირი ჩანს. ბევრს ჰგონია, რომ უხეში და მძიმე ადამიანია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მასზე წარმოდგენა მისი კინოგმირებიდან აქვთ შექმნილი. სინამდვილეში, კარგი ქმარი და არაჩვეულებრივი მამაა. თუმცა ზაზას აქვს "თავისი" დღეები, რომელსაც ახლობლები "ბოჰემურ დღეებს" ვეძახით - ამ დროს ყველანაირი სტანდარტიდან არის ამოვარდნილი (იღიმის).

- ბატონო ზაზა, ახლა რა შემოქმედებითი გეგმები გაქვთ?

- ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ დაფინანსება არ არის და კინოს ვერ ვიღებ. დაფინანსება რომც გამოჩნდეს, უნდა გამოგიტყდეთ და მეშინია კიდეც ფილმის გადაღების, რადგან არავინ იცის, ამ დაფინანსებას როდის შეწყვეტენ. როგორც მსახიობი კი ასაკის გამო კინოში აღარავის ვჭირდები. ჰოდა, ვარ ასე უმუშევრად და უმოქმედოდ, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებს.

ნათია:

- ზაზა ამბობს, რომ კინოსთვის დაბერდა, მაგრამ ამ საკითხში არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ამ ასაკში უფრო საინტერესო სახე გაუხდა იმისთვის, რომ ფილმებში გადაიღონ და იმუშაოს. მაგრამ ფილმის - "ომი და ქორწილი" შემდეგ ძალიან გაწბილებულნი, იმედგაცრუებულები ვართ და მუშაობის დაწყების ცოტა გვეშინია.

P.S. ქალბატონმა ნათიამ გამომაცილა. კართან რომ მივედი, ვკითხე, - როგორ გავაღო-მეთქი? მან კი გაიღიმა და მიპასუხა: ჩვენი კარი არასოდეს იკეტება, ის სტუმრისთვის ყოველთვის ღიააო.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება