თხილამურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

თხილამურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

შვეიცარელმა გამომგონებელმა პატრიკ მაიერმა თხილამურები - Wheel Blades-ს შექმნა, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს გადაადგილება ახლა უკვე თოვლშიც შეეძლებათ.

ჩვეულებრივ, ასეთი სავარძლის წინა ბორბლები დიდ თოვლში ეფლობა, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ეს თხილამური კი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს თოვლზე სრიალის სიამოვნებასაც განაცდევინებს.

Wheel Blades მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სავარძლის ბორბლებზე მაგრდება და მას სრიალში ეხმარება.

მსგავსი თხილამურის შექმნა, მაიერს საკუთარმა გამოცდილებამ უკარნახა. პატრიკი თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის არის, თუმცა ძალიან უყვარს ზამთრის კურორტები.

Wheel Blades მასიურ წრამოებაში ფინანსური პრობლემების გამო ვერ გამოდის. პატრიკ მაიერი დახმარებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს სთხოვს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია laughingsquid.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს