ეგვიპტის საკურორტო ქალაქის შარმ-ეშ-შეიხის სანაპიროზე მკვლელი ზვიგენი შეამჩნიეს. ეგვიპტის გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამაფრთხილებელი განცხადება უკვე გაავრცელა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვიგენი რომლის სიგრძე 2,5 მეტრია, წითელი ზღვის კურორტ სინაის ცენტრალურ ნაწილში, სანაპირო რაიონ ნაამა-ბეის წყლების შორიახლოს რამდენჯერმე შენიშნეს. ის მკვდარ თევზს სანაპიროს შორიახლოს ჭამდა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ ეს სახეობა ზღვაში, 150 მეტრ სიღრმეში ცხოვრობს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სიტუაცია არაბუნებრივი და პოტენციურად სახიფათოა. მაგრამ, სანაპიროს შორიახლოს ზვიგენის გამოჩენას კურორტის დამსვენებელთა შორის პანიკა ჯერჯერობით არ გამოუწვევია.
2010 წლის დეკემბერში სინაის ნახევარკუნძულზე შარმ-ეშ-შეიხის რაიონში ზვიგენის თავდასხის ხუთი შემთხვევა მოხდა. ერთი გერმანელი ტურისტი დაიღუპა და ოთხი დამსვენებელი, მათ შორის სამი რუსი, დაშავდა. სანაპირო დახურეს ამან საკურორტო სეზონი, ფაქტობრივად, ჩაშალა. სპეციალისტებმა მტაცებლების ადამიანებზე თავდასხმის ზუსტი მიზეზები ჯერ ვერ დაადგინეს, რადგან ეს მათ ტიპიურ ქცევად არ ითვლება.
ამჟამად სანაპირო სათვალთვალო კოშკებით აღჭურვეს.
მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.