პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"
კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"

კოკო რო­ი­ნიშ­ვილ­მა და ანი იმ­ნა­ძემ ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­იც­ნეს. მათი და­ახ­ლო­ე­ბა კი სე­რი­ალ "მე­სა­მე თა­ო­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში გა­დი­ო­და. დღეს წყვი­ლი კო­კოს დე­დის, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ბი­ნის გვერ­დით სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს და და­მო­უ­კი­დებ­ლად უმკლავ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს.

ჩვენ ახალ­ბე­და წყვილს შინ ვეს­ტუმ­რეთ და რე­ი­ტინ­გუ­ლი და­კი­თხვა მო­ვუ­წყვეთ.

- სად და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

ანი:

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. და­ვახ­ლოვ­დით სე­რი­ალ "მე­სა­მე თა­ო­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე.

კოკო:

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვნა­ხე ანი პირ­ვე­ლად. მერე სე­რი­ალ "მე­სა­მე თა­ო­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე და­ვახ­ლოვ­დით.

- რო­გო­რი იყო შენი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მას­ზე? რით და­გა­მახ­სოვ­რა თავი? რო­გორ გგო­ნია, მას რა წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნა შენ­ზე?

ანი:

- ვერ ვი­ტყვი, რომ თა­ვი­დან­ვე სიმ­პა­თი­ე­ბი გა­მიჩ­ნდა მის მი­მართ, რო­გორც ქალს კა­ცის მი­მართ. და­მა­მახ­სოვ­რდა ერთი დე­ტა­ლი, ინ­სტი­ტუ­ტში კარი გა­მო­მი­ღო და გზა და­მით­მო, ჯენტლმე­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა... მე რით და­ვა­მახ­სოვ­რე თავი? არ ვიცი.

კოკო:

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და მო­მე­წო­ნა. მე მგო­ნი, ვერ მი­ვიქ­ციე მისი ყუ­რა­დღე­ბა. თე­ატ­რა­ლუ­რის აივ­ნი­დან იყუ­რე­ბო­და ანის მე­გო­ბა­რი და და­უ­ძა­ხა თურ­მე, ნახე, რა კაი ბი­ჭი­აო, ჩემ­ზე. ანიმ გად­მო­ი­ხე­და, არი რააო, უთ­ქვამს და შე­სუ­ლა.

- ვინ გა­მო­ტყდა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რულ­ში?

ანი:

- კოკო. სი­ტუ­ა­ცი­აც კარ­გად მახ­სოვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლია, არ მინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი.

კოკო:

- მე. ჩა­ვე­ხუ­ტე და ვუ­თხა­რი, მგო­ნი შე­მიყ­ვარ­დი-მეთ­ქი.

- თუ იცი, რამ­დენ­ჯერ ჰყვა­რე­ბია შე­ნამ­დე? შენ?

ანი:

- კო­კოს ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და ჩე­მამ­დე (იცი­ნის), მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად ალ­ბათ ერთხელ უყ­ვარ­და ჩე­მამ­დე, მეც მყავ­და მა­ნამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კო­კო­სა­ვით არა­ვინ მყვა­რე­ბია.

კოკო:

- რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, არც ერთხელ. მე ერთხელ მიყ­ვარ­და.

- ქა­თი­ნა­უ­რე­ბით თუ ანე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს? რო­მე­ლი უფრო გუ­ლუხ­ვია ამ მხრივ?

ანი:

- ორი­ვე ერ­თნა­ი­რად.

კოკო:

- ორი­ვე თა­ნაბ­რად.

- რა მეტ­სა­ხე­ლით მი­მარ­თავთ ერ­თმა­ნეთს?

ანი:

- ხუმ­რო­ბით რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ვე­ძა­ხით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ არ მინ­და ამის თქმა. რისი თქმაც შე­იძ­ლე­ბა, ეს არის "ჩემო".

კოკო:

- "პრუ­ტუ­კას" ვე­ძა­ხით ერ­თმა­ნეთს ხუმ­რო­ბით (იცი­ნი­ან), ანი­კოს ვე­ძა­ხი კი­დევ "ჩე­მოს".

- რო­დის აქვს და­ბა­დე­ბის დღე? შენ?

ანი:

- 9 დე­კემ­ბერს. მე - 15 ივ­ლისს.

კოკო:

- 15 ივ­ლისს. მე - 9 დე­კემ­ბერს.

- რა აჩუ­ქე ბო­ლოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე? მან რა გი­სახ­სოვ­რა?

ანი:

- ჩარ­ჩო­ში ჩავ­სვი ჩვე­ნი ფო­ტო­ე­ბი, წარ­წე­რე­ბი, ლექ­სი, რო­მე­ლიც მან მო­მი­ძღვნა, პა­ტა­რა ნივ­თე­ბი და ეს ვუ­სახ­სოვ­რე. კო­კომ თეთ­რი კე­დე­ბი და გრძე­ლი ქვე­და­ბო­ლო მი­ყი­და.

- გრძე­ლი რა­ტომ, მოკ­ლე­ებ­ზე გარ­თუ­ლე­ბა აქვს?

- არა, უბ­რა­ლოდ იცის, რომ კე­დებ­ზე გრძე­ლი ქვე­და­ბო­ლო მომ­წონს. სა­ერ­თოდ ჩაც­მის მხრივ პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის.

კოკო:

- (ფიქ­რობს) აუ, არ მახ­სოვს. ირ­ლან­დი­ურ ბარ­ში ვი­ყა­ვით, ტან­გო ვი­ცეკ­ვეთ, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ რა ვა­ჩუ­ქე არ მახ­სოვს. ანიმ ჩვე­ნი ფო­ტო­ე­ბის, ნა­ჯღაბ­ნე­ბის და პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რე­ბის კო­ლა­ჟი გა­ა­კე­თა და ჩარ­ჩო­ში ჩა­მის­ვა.

- მისი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი? შენი?

ანი:

- ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი უყ­ვარს; ჯონ­სი, კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტი. მე სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბის სა­ლა­თი მიყ­ვარს კიტ­რით და შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი არა­ჟ­ნით.

კოკო:

- სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი უყ­ვარს, კიტ­რი. მე ხორ­ცი­ა­ნი საჭ­მე­ლე­ბი მიყ­ვარს: ჯონ­სი, კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტი.

- გაბ­რა­ზე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტავს? შენ?

ანი:

- არ ყვი­რის, ჩუ­მად და­დის ხოლ­მე, იბუ­ტე­ბა. არც მე ვყვი­რი. მეც ჩუ­მად ვარ. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით დავ­დი­ვარ ხოლ­მე.

კოკო:

- ჩუ­მია. მაგ­რამ ამ სი­ჩუ­მეს მირ­ჩევ­ნია იყ­ვი­როს. ეს სი­ჩუ­მე ყვე­ლა­ზე მე­ტად "მირ­ტყამს". მე ვცხარ­დე­ბი, როცა ვბრა­ზობ, მაგ­რამ ანი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ჩემი გა­ცხა­რე­ბა შე­უძ­ლია. ხში­რად ნამ­დვი­ლად არ მაბ­რა­ზებს. თან, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მეც არ მაქვს კარ­გი ხა­სი­ა­თი (იღი­მე­ბა).

- როცა რა­ი­მე­ზე ვერ თან­ხმდე­ბით, ვინ უფრო ხში­რად თმობს?

ანი:

- კოკო იტყვის - მეო. მე ვამ­ბობ, რომ მე (იცი­ნის).

კოკო:

- ნუ, ანი ალ­ბათ იტყო­და, რომ ის, მაგ­რამ მე ვამ­ბობ, რომ მე.

- რას გსაყ­ვე­დუ­რობს ხში­რად? შენ მას?

ანი:

- (ფიქ­რობს) არ უყ­ვარს, როცა ტე­ლე­ფონ­ზე არ ვპა­სუ­ხობ. ოღონდ სპე­ცი­ა­ლუ­რად კი არ ვა­კე­თებ ამას, არ მეს­მის ზოგ­ჯერ. კო­კოს არ ეს­მის, რომ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში იყო ან ხალ­ხმრა­ვალ ხმა­უ­რი­ან ად­გი­ლას და ვერ გა­ი­გო მო­ბი­ლუ­რის ხმა. ათას სი­სუ­ლე­ლეს წარ­მო­იდ­გენს ხოლ­მე, რომ რა­ღაც და­მე­მარ­თა. მარ­ტო ჩემ­ზე კი არა, ყვე­ლა­ზე სჭირს ეს გარ­თუ­ლე­ბა, მა­რი­ამ­მა ან თამ­რი­კომ თუ არ უპა­სუ­ხეს ტე­ლე­ფონ­ზე, ამა­ზეც ბრა­ზობს. მე, რომ იბუ­ტე­ბა, იმას ვსაყ­ვე­დუ­რობ.

კოკო:

- (დიდ­ხანს ფიქ­რობს) მგო­ნი, კარ­გი ბიჭი ვარ, არ ვიმ­სა­ხუ­რებ საყ­ვე­დუ­რებს. მეც არ ვსაყ­ვე­დუ­რობ ანის.

- ბო­ლოს რაზე იკა­მა­თეთ?

ანი:

- ამ დი­ლით ვი­კა­მა­თეთ იმა­ზე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნდა ესა­უზ­მა თუ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. მას სას­ტუმ­რო ოთახ­ში უნ­დო­და, გა­მო­ვუ­ტა­ნე სა­უზ­მე და ისევ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ი­ტა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვემ დავ­თმეთ. ჯერ მე და მერე მან (იცი­ნის).

კოკო:

- სა­უზ­მე­ზე (იცი­ნი­ან). მე მინ­დო­და სას­ტუმ­რო ოთახ­ში მე­სა­უზ­მა. ანი სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ მე­ქა­ჩე­ბო­და. მოკ­ლედ სი­სუ­ლე­ლე­ზე ვი­კა­მა­თეთ.

- ბო­ლოს ვინ დათ­მო?

- ჯერ ანიმ და­მით­მო და მერე მე დავ­თმე.

- რისი ფო­ბია აქვს? შენ?

ანი:

- ვირ­თხე­ბი­სა და თაგ­ვე­ბის გვე­ში­ნია ორი­ვეს, თან ძა­ლი­ან. სულ ვფიქ­რობ, ერ­თად რომ ვი­ყოთ და სად­მე თაგ­ვი და­ვი­ნა­ხოთ, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ვინ ვის უშ­ვე­ლის, არ ვიცი.

კოკო:

- ვირ­თხე­ბი­სა და თაგ­ვე­ბის გვე­ში­ნია ორი­ვეს.

- რისი გა­კე­თე­ბა გე­ზა­რე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ანი:

- გარ­დე­რო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა.

- კოკო გეხ­მა­რე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში?

- ნუ, ვერ ვი­ტყვი, რომ სულ გვ­ე­რდში მიდ­გას, მაგ­რამ როცა სტუმ­რე­ბი გვი­ან მი­დი­ან და მა­გი­და ასა­ლა­გე­ბე­ლი რჩე­ბა, ჭურ­ჭლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ტა­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა.

კოკო:

- გარ­დე­რო­ბის და­ლა­გე­ბა. მე მძი­მე საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბი. ჭურ­ჭელს არ ვრე­ცხავ. ამას­წი­ნათ ავად იყო და სა­რე­ცხი გავ­ფი­ნე მშვე­ნივ­რად.

- რო­მელ სა­იტს სტუმ­რობს ინ­ტერ­ნე­ტით ხში­რად? შენ?

ანი:

- ბარ­სე­ლო­ნას სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის სა­იტს სტუმ­რობს. მეც ამ სა­იტ­ზე შევ­დი­ვარ ხში­რად. გუ­ში­ნაც ერ­თად ვუ­ყუ­რეთ "ბარ­სე­ლო­ნა"-"ჩელ­სის" შეხ­ვედ­რას.

კოკო:

- "ფე­ის­ბუ­ქა" და­ვარ­ქვი, სულ იქ ზის. მე "ბარ­სას" სა­იტ­ზე შევ­დი­ვარ ხოლ­მე.

- სად გა­ი­სე­ირ­ნეთ ბო­ლოს მხო­ლოდ თქვენ ორმა?

ანი:

- თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში ვი­ყა­ვით. "რვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალი" ვნა­ხეთ. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ლო­მე ჭუ­ლუ­ხა­ძე თა­მა­შობს და მან დაგვპა­ტი­ჟა.

კოკო:

- რუს­თა­ველ­ზე ვი­სე­ირ­ნეთ, პუ­რის მო­ე­დან­ზე ვსე­ირ­ნობთ ხოლ­მე. ბო­ლოს თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში ვი­ყა­ვით სპექ­ტაკლზე "რვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალი".

- ეჭ­ვი­ა­ნია? შენ?

ანი:

- ზო­მი­ე­რად ეჭ­ვი­ა­ნია. ქუ­ჩა­ში ვი­ღა­ცამ რა­ტომ შე­მოგ­ხე­დაო, მა­გა­ზე არ ბრა­ზობს. ადრე სე­რი­ალ­ში რომ ვთა­მა­შობ­დი, თუ ვინ­მე ფე­ის­ბუქ­ზე კომ­პლი­მენ­ტებს მწერ­და, ეს დი­დად არ სი­ა­მოვ­ნებ­და.

- სა­ი­დან იგებ­და, ვინ რას გწერ­და ფე­ის­ბუქ­ზე? შენი პა­რო­ლი იცის?

- არა, ერ­თმა­ნე­თის მე­სი­ჯე­ბის ნახ­ვა და პა­რო­ლე­ბის გამ­ხე­ლა ჩვენ­თან არ ყო­ფი­ლა. ეს არ გვჭირ­დე­ბა, ვენ­დო­ბით ერ­თმა­ნეთს. მე სა­ერ­თოდ არ ვარ ეჭ­ვი­ა­ნი. მი­ზე­ზი არც ერთს არ გვქო­ნია, რომ ერ­თმა­ნე­თი ვა­კონ­ტრო­ლოთ და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი გა­ვუ­მარ­თოთ. უბ­რა­ლოდ კოკო ბუ­ნე­ბით არის ეჭ­ვი­ა­ნი.

კოკო:

- არა. ჩემ­ზე უფრო ით­ქმის ეჭ­ვი­ა­ნი, მაგ­რამ ანი­ზე კი არ ვეჭ­ვი­ა­ნობ, სამ­ყა­რო­სად­მი მაქვს უნ­დობ­ლო­ბა. ანის იმე­დი კი მაქვს, მაგ­რამ არ ვიცი, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა სხვა და ამის გამო ვნერ­ვი­უ­ლობ, როცა მარ­ტო მი­დის სად­მე. მერე მე­უბ­ნე­ბი­ან, ეჭ­ვი­ა­ნი ხარო.

- ზარ­მა­ცია? შენ?

ანი:

- ზარ­მა­ცი არა, უფრო დაბ­ნე­უ­ლია. დე­და­ჩე­მი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, წინ გი­დევს და ვერ ხე­და­ვო. ჩემ­ზე უა­რესს თუ ვი­პო­ვი­დი, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი. კოკო უა­რე­სი ყო­ფი­ლა (იცი­ნის). მე რაც შე­მე­ხე­ბა, მე­გო­ნა მე­ტად ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი, რად­გან სახ­ლში დედა მა­ნე­ბივ­რებ­და, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ მი­წევ­და. მაგ­რამ როცა დამ­ჭირ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა. მარ­ტო ვცხოვ­რობთ და ნორ­მა­ლუ­რად ვარ­თმევ თავს საქ­მეს.

კოკო:

- არა. მე უფრო ზარ­მა­ცი ვარ. დაბ­ნე­უ­ლიც ვარ. ვე­რა­ფერს ვერ ვპო­უ­ლობ. ანიც ეგე­თია. ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლი გვაქვს სახ­ლში (იცი­ნი­ან). ისე, ანი უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია მაგ სა­კი­თხში.

- რაზე წუ­წუ­ნებს ხში­რად? შენ?

ანი:

- ორი­ვე ვწუ­წუ­ნებთ მა­შინ, როცა გვშია და ჭა­მას ვერ ვა­ხერ­ხებთ. კუჭი მა­ინც თა­ვი­სას შვე­ბა (იცი­ნის).

კოკო:

- არ უყ­ვარს ანის წუ­წუ­ნი. მე უფრო მაქვს ხა­სი­ათ­ში ეს თვი­სე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რამ­დე­ნად და­ემ­თხვე­ვა თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს?

ანი:

- 69-80%-ით, ალ­ბათ.

კოკო:

- იმ­დენ შე­კი­თხვას ვერ გა­ვე­ცი პა­სუ­ხი... 60-65%-ით ალ­ბათ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"

კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"

კოკო როინიშვილმა და ანი იმნაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. მათი დაახლოება კი სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე მოხდა, რომელიც "პირველი არხის" ეთერში გადიოდა. დღეს წყვილი კოკოს დედის, თამრიკო ჭოხონელიძის ბინის გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და დამოუკიდებლად უმკლავდება საოჯახო საქმეებს.

ჩვენ ახალბედა წყვილს შინ ვესტუმრეთ და რეიტინგული დაკითხვა მოვუწყვეთ.

- სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

ანი:

- თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი. დავახლოვდით სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე.

კოკო:

- თეატრალურ ინსტიტუტში ვნახე ანი პირველად. მერე სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე დავახლოვდით.

- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე? რით დაგამახსოვრა თავი? როგორ გგონია, მას რა წარმოდგენა შეექმნა შენზე?

ანი:

- ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე სიმპათიები გამიჩნდა მის მიმართ, როგორც ქალს კაცის მიმართ. დამამახსოვრდა ერთი დეტალი, ინსტიტუტში კარი გამომიღო და გზა დამითმო, ჯენტლმენობა გამოავლინა... მე რით დავამახსოვრე თავი? არ ვიცი.

კოკო:

- ძალიან ლამაზია და მომეწონა. მე მგონი, ვერ მივიქციე მისი ყურადღება. თეატრალურის აივნიდან იყურებოდა ანის მეგობარი და დაუძახა თურმე, ნახე, რა კაი ბიჭიაო, ჩემზე. ანიმ გადმოიხედა, არი რააო, უთქვამს და შესულა.

- ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?

ანი:

- კოკო. სიტუაციაც კარგად მახსოვს, მაგრამ ძალიან პირადულია, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

კოკო:

- მე. ჩავეხუტე და ვუთხარი, მგონი შემიყვარდი-მეთქი.

- თუ იცი, რამდენჯერ ჰყვარებია შენამდე? შენ?

ანი:

- კოკოს ბევრი შეყვარებული ჰყავდა ჩემამდე (იცინის), მაგრამ სერიოზულად ალბათ ერთხელ უყვარდა ჩემამდე, მეც მყავდა მანამდე შეყვარებული, მაგრამ კოკოსავით არავინ მყვარებია.

კოკო:

- როგორც თვითონ ამბობს, არც ერთხელ. მე ერთხელ მიყვარდა.

- ქათინაურებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს? რომელი უფრო გულუხვია ამ მხრივ?

ანი:

- ორივე ერთნაირად.

კოკო:

- ორივე თანაბრად.

- რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?

ანი:

- ხუმრობით რაღაც სისულელეებს ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ არ მინდა ამის თქმა. რისი თქმაც შეიძლება, ეს არის "ჩემო".

კოკო:

- "პრუტუკას" ვეძახით ერთმანეთს ხუმრობით (იცინიან), ანიკოს ვეძახი კიდევ "ჩემოს".

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?

ანი:

- 9 დეკემბერს. მე - 15 ივლისს.

კოკო:

- 15 ივლისს. მე - 9 დეკემბერს.

- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?

ანი:

- ჩარჩოში ჩავსვი ჩვენი ფოტოები, წარწერები, ლექსი, რომელიც მან მომიძღვნა, პატარა ნივთები და ეს ვუსახსოვრე. კოკომ თეთრი კედები და გრძელი ქვედაბოლო მიყიდა.

- გრძელი რატომ, მოკლეებზე გართულება აქვს?

- არა, უბრალოდ იცის, რომ კედებზე გრძელი ქვედაბოლო მომწონს. საერთოდ ჩაცმის მხრივ პრეტენზიული არ არის.

კოკო:

- (ფიქრობს) აუ, არ მახსოვს. ირლანდიურ ბარში ვიყავით, ტანგო ვიცეკვეთ, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ რა ვაჩუქე არ მახსოვს. ანიმ ჩვენი ფოტოების, ნაჯღაბნების და პატარა სუვენირების კოლაჟი გააკეთა და ჩარჩოში ჩამისვა.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

ანი:

- ხორციანი კერძები უყვარს; ჯონსი, კიევური კატლეტი. მე სალათის ფურცლების სალათი მიყვარს კიტრით და შემწვარი კარტოფილი არაჟნით.

კოკო:

- სალათის ფურცლები უყვარს, კიტრი. მე ხორციანი საჭმელები მიყვარს: ჯონსი, კიევური კატლეტი.

- გაბრაზებას როგორ გამოხატავს? შენ?

ანი:

- არ ყვირის, ჩუმად დადის ხოლმე, იბუტება. არც მე ვყვირი. მეც ჩუმად ვარ. სერიოზული სახით დავდივარ ხოლმე.

კოკო:

- ჩუმია. მაგრამ ამ სიჩუმეს მირჩევნია იყვიროს. ეს სიჩუმე ყველაზე მეტად "მირტყამს". მე ვცხარდები, როცა ვბრაზობ, მაგრამ ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია. ხშირად ნამდვილად არ მაბრაზებს. თან, როგორც ამბობენ, მეც არ მაქვს კარგი ხასიათი (იღიმება).

- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ უფრო ხშირად თმობს?

ანი:

- კოკო იტყვის - მეო. მე ვამბობ, რომ მე (იცინის).

კოკო:

- ნუ, ანი ალბათ იტყოდა, რომ ის, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე.

- რას გსაყვედურობს ხშირად? შენ მას?

ანი:

- (ფიქრობს) არ უყვარს, როცა ტელეფონზე არ ვპასუხობ. ოღონდ სპეციალურად კი არ ვაკეთებ ამას, არ მესმის ზოგჯერ. კოკოს არ ესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება ქუჩაში იყო ან ხალხმრავალ ხმაურიან ადგილას და ვერ გაიგო მობილურის ხმა. ათას სისულელეს წარმოიდგენს ხოლმე, რომ რაღაც დამემართა. მარტო ჩემზე კი არა, ყველაზე სჭირს ეს გართულება, მარიამმა ან თამრიკომ თუ არ უპასუხეს ტელეფონზე, ამაზეც ბრაზობს. მე, რომ იბუტება, იმას ვსაყვედურობ.

კოკო:

- (დიდხანს ფიქრობს) მგონი, კარგი ბიჭი ვარ, არ ვიმსახურებ საყვედურებს. მეც არ ვსაყვედურობ ანის.

- ბოლოს რაზე იკამათეთ?

ანი:

- ამ დილით ვიკამათეთ იმაზე, სამზარეულოში უნდა ესაუზმა თუ სასტუმრო ოთახში. მას სასტუმრო ოთახში უნდოდა, გამოვუტანე საუზმე და ისევ სამზარეულოში შეიტანა. ამ შემთხვევაში ორივემ დავთმეთ. ჯერ მე და მერე მან (იცინის).

კოკო:

- საუზმეზე (იცინიან). მე მინდოდა სასტუმრო ოთახში მესაუზმა. ანი სამზარეულოსკენ მექაჩებოდა. მოკლედ სისულელეზე ვიკამათეთ.

- ბოლოს ვინ დათმო?

- ჯერ ანიმ დამითმო და მერე მე დავთმე.

- რისი ფობია აქვს? შენ?

ანი:

- ვირთხებისა და თაგვების გვეშინია ორივეს, თან ძალიან. სულ ვფიქრობ, ერთად რომ ვიყოთ და სადმე თაგვი დავინახოთ, რა გვეშველება, ვინ ვის უშველის, არ ვიცი.

კოკო:

- ვირთხებისა და თაგვების გვეშინია ორივეს.

- რისი გაკეთება გეზარება საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად?

ანი:

- გარდერობის მოწესრიგება.

- კოკო გეხმარება საოჯახო საქმეებში?

- ნუ, ვერ ვიტყვი, რომ სულ გვ­ე­რდში მიდგას, მაგრამ როცა სტუმრები გვიან მიდიან და მაგიდა ასალაგებელი რჩება, ჭურჭლის სამზარეულოში გატანაში მეხმარება.

კოკო:

- გარდერობის დალაგება. მე მძიმე საქმეებში ვეხმარები. ჭურჭელს არ ვრეცხავ. ამასწინათ ავად იყო და სარეცხი გავფინე მშვენივრად.

- რომელ საიტს სტუმრობს ინტერნეტით ხშირად? შენ?

ანი:

- ბარსელონას საფეხბურთო გუნდის საიტს სტუმრობს. მეც ამ საიტზე შევდივარ ხშირად. გუშინაც ერთად ვუყურეთ "ბარსელონა"-"ჩელსის" შეხვედრას.

კოკო:

- "ფეისბუქა" დავარქვი, სულ იქ ზის. მე "ბარსას" საიტზე შევდივარ ხოლმე.

- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?

ანი:

- თავისუფალ თეატრში ვიყავით. "რვა შეყვარებული ქალი" ვნახეთ. ჩვენი მეგობარი სალომე ჭულუხაძე თამაშობს და მან დაგვპატიჟა.

კოკო:

- რუსთაველზე ვისეირნეთ, პურის მოედანზე ვსეირნობთ ხოლმე. ბოლოს თავისუფალ თეატრში ვიყავით სპექტაკლზე "რვა შეყვარებული ქალი".

- ეჭვიანია? შენ?

ანი:

- ზომიერად ეჭვიანია. ქუჩაში ვიღაცამ რატომ შემოგხედაო, მაგაზე არ ბრაზობს. ადრე სერიალში რომ ვთამაშობდი, თუ ვინმე ფეისბუქზე კომპლიმენტებს მწერდა, ეს დიდად არ სიამოვნებდა.

- საიდან იგებდა, ვინ რას გწერდა ფეისბუქზე? შენი პაროლი იცის?

- არა, ერთმანეთის მესიჯების ნახვა და პაროლების გამხელა ჩვენთან არ ყოფილა. ეს არ გვჭირდება, ვენდობით ერთმანეთს. მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. მიზეზი არც ერთს არ გვქონია, რომ ერთმანეთი ვაკონტროლოთ და ეჭვიანობის სცენები გავუმართოთ. უბრალოდ კოკო ბუნებით არის ეჭვიანი.

კოკო:

- არა. ჩემზე უფრო ითქმის ეჭვიანი, მაგრამ ანიზე კი არ ვეჭვიანობ, სამყაროსადმი მაქვს უნდობლობა. ანის იმედი კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა სხვა და ამის გამო ვნერვიულობ, როცა მარტო მიდის სადმე. მერე მეუბნებიან, ეჭვიანი ხარო.

- ზარმაცია? შენ?

ანი:

- ზარმაცი არა, უფრო დაბნეულია. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, წინ გიდევს და ვერ ხედავო. ჩემზე უარესს თუ ვიპოვიდი, რას წარმოვიდგენდი. კოკო უარესი ყოფილა (იცინის). მე რაც შემეხება, მეგონა მეტად ზარმაცი ვიყავი, რადგან სახლში დედა მანებივრებდა, არაფრის გაკეთება არ მიწევდა. მაგრამ როცა დამჭირდა, ყველაფერი გავაკეთე. მსიამოვნებს კიდეც საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება. მარტო ვცხოვრობთ და ნორმალურად ვართმევ თავს საქმეს.

კოკო:

- არა. მე უფრო ზარმაცი ვარ. დაბნეულიც ვარ. ვერაფერს ვერ ვპოულობ. ანიც ეგეთია. ყველაფერი დაკარგული გვაქვს სახლში (იცინიან). ისე, ანი უფრო მოხერხებულია მაგ საკითხში.

- რაზე წუწუნებს ხშირად? შენ?

ანი:

- ორივე ვწუწუნებთ მაშინ, როცა გვშია და ჭამას ვერ ვახერხებთ. კუჭი მაინც თავისას შვება (იცინის).

კოკო:

- არ უყვარს ანის წუწუნი. მე უფრო მაქვს ხასიათში ეს თვისება.

- როგორ გგონიათ, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ანი:

- 69-80%-ით, ალბათ.

კოკო:

- იმდენ შეკითხვას ვერ გავეცი პასუხი... 60-65%-ით ალბათ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება