მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერა ივანიშვილის სტუდიაში "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ახალი ნაკადი გადავიდა
ბერა ივანიშვილის სტუდიაში "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ახალი ნაკადი გადავიდა

"კო­მე­დი შოუს" ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი "ჯორ­ჯი­ან დრიმ სტუ­დი­ოს" შე­უ­ერ­თდა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში თე­მურ ჭა­რე­ლაშ­ვი­ლი, და­ვით გო­გიშ­ვი­ლი, ლაშა გო­გო­რე­ლი­ა­ნი და გუჯა ტო­მა­რა­ძე გა­და­ვიდ­ნენ. ისი­ნი "რუს­თა­ვი 2"-ის ამა­ვე გა­სარ­თო­ბი შოუს ყო­ფილ მსა­ხი­ო­ბებ­თან - თემო მჟა­ვი­ას­თან, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძეს­თან და ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ან­თან (ფაქო) ერ­თად, რომ­ლებ­მაც "კო­მე­დი შოუ" 2012 წლის 6 აპ­რილს და­ტო­ვეს, სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ. "რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რუს­თა­ვი2"-დან ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აპი­რებს გა­დას­ვლას.

"რუს­თა­ვი 2"-დან 3 სცე­ნა­რის­ტის და ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის 4 თა­ნამ­შრომ­ლის გა­დას­ვლას ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და გა­და­ცე­მის სცე­ნა­რის­ტებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვა. ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი ადას­ტუ­რებს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი მათ გა­დას­ვლას ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში უარ­ყო­ფი­თად შეხ­ვდა.

"რე­ზო­ნან­სი" ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში გა­დას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე, "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ანს ესა­უბ­რა.

"ერთი არ­ხი­დან მე­ო­რე სტუ­დი­ა­ში გა­დას­ვლას არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს. ეს არ მომ­ხდა­რა პო­ლი­ტი­კის­თვის. პო­ლი­ტი­კა ჩვენ ზო­გა­დად არ ვი­ცით, არ გვე­ხე­ბა და არც არა­სო­დეს შეგ­ვე­ხე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, როცა ხალ­ხი ამ სტუ­დი­ა­ში ჩვენს გად­მოს­ვლას პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს უდებს, ეს მა­ღი­ზი­ა­ნებს კი­დეც. აქ სა­მუ­შა­ოდ გად­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე",- გა­ნა­ცხა­და გო­გო­რე­ლი­ან­მა.

გო­გო­რე­ლი­ან­მა მუ­შა­ო­ბის ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა.

"რუს­თა­ვი 2"-ში იმ გა­და­ცე­მე­ბის კე­თე­ბას ძა­ლი­ან დიდი დრო მიჰ­ქონ­და, არ გვქონ­და დრო, რომ და­მა­ტე­ბით რამე სხვა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ სხვა რა­მის კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, იმის, რისი კე­თე­ბაც დიდი ხა­ნია გვინ­და. გად­მოს­ვლის სხვა მი­ზე­ზი არ გვქო­ნია, მხო­ლოდ და მხო­ლოდ საქ­მის კე­თე­ბა", - თქვა "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

გო­გო­რე­ლი­ან­მა უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ჯორ­ჯი­ან დრიმ სტუ­დი­ო­ში" გა­და­სას­ვლე­ლად "რუს­თა­ვი 2"-ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თა­ნაც მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა. "სურ­ვი­ლი თუ ექ­ნე­ბა ვინ­მეს, და­მი­რე­კა­ვენ და მე­ტყვი­ან, რომ სურთ გად­მოს­ვლა და მერე ჩვენ გა­დავ­წყვეტთ, ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვად­გე­ბა თუ არა", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­რე­ლი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "კო­მე­დი-შოუს" ბი­ჭე­ბი სა­მუ­შა­ოდ ივა­ნიშ­ვილ­თან გა­და­ვიდ­ნენ

მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ბერა ივანიშვილის სტუდიაში "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ახალი ნაკადი გადავიდა

ბერა ივანიშვილის სტუდიაში "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ახალი ნაკადი გადავიდა

"კომედი შოუს" ტექნიკური სამსახურის ოთხი თანამშრომელი "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" შეუერთდა. ბერა ივანიშვილის სტუდიაში თემურ ჭარელაშვილი, დავით გოგიშვილი, ლაშა გოგორელიანი და გუჯა ტომარაძე გადავიდნენ. ისინი "რუსთავი 2"-ის ამავე გასართობი შოუს ყოფილ მსახიობებთან - თემო მჟავიასთან, ამიკო ჩოხარაძესთან და ლევან გოგორელიანთან (ფაქო) ერთად, რომლებმაც "კომედი შოუ" 2012 წლის 6 აპრილს დატოვეს, სხვადასხვა გასართობი პროექტების მომზადებაზე იმუშავებენ. "რეზონანსის" ინფორმაციით, "რუსთავი2"-დან ბერა ივანიშვილის სტუდიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი აპირებს გადასვლას.

"რუსთავი 2"-დან 3 სცენარისტის და ტექნიკური სამსახურის 4 თანამშრომლის გადასვლას ბერა ივანიშვილის სტუდიაში ხელმძღვანელობასა და გადაცემის სცენარისტებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. ლევან გოგორელიანი ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების ხელმძღვანელი ალეკო მალხაზიშვილი მათ გადასვლას ივანიშვილის სტუდიაში უარყოფითად შეხვდა.

"რეზონანსი" ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლის მიზეზებზე, "რუსთავი 2"-ის ყოფილ თანამშრომელ ლევან გოგორელიანს ესაუბრა.

"ერთი არხიდან მეორე სტუდიაში გადასვლას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ეს არ მომხდარა პოლიტიკისთვის. პოლიტიკა ჩვენ ზოგადად არ ვიცით, არ გვეხება და არც არასოდეს შეგვეხება. სიმართლე გითხრათ, როცა ხალხი ამ სტუდიაში ჩვენს გადმოსვლას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, ეს მაღიზიანებს კიდეც. აქ სამუშაოდ გადმოვედი იმიტომ, რომ გვაქვს საშუალება ვაკეთოთ ჩვენი საქმე",- განაცხადა გოგორელიანმა.

გოგორელიანმა მუშაობის ტექნიკურ დეტალებზეც ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ში იმ გადაცემების კეთებას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, არ გვქონდა დრო, რომ დამატებით რამე სხვა გაგვეკეთებინა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სხვა რამის კეთება შეგვიძლია, იმის, რისი კეთებაც დიდი ხანია გვინდა. გადმოსვლის სხვა მიზეზი არ გვქონია, მხოლოდ და მხოლოდ საქმის კეთება", - თქვა "რუსთავი 2"-ის ყოფილმა თანამშრომელმა.

გოგორელიანმა უარყო ინფორმაცია, რომ "ჯორჯიან დრიმ სტუდიოში” გადასასვლელად "რუსთავი 2"-ის სხვა თანამშრომლებთანაც მიდის მოლაპარაკება. "სურვილი თუ ექნება ვინმეს, დამირეკავენ და მეტყვიან, რომ სურთ გადმოსვლა და მერე ჩვენ გადავწყვეტთ, ესა თუ ის ადამიანი გამოგვადგება თუ არა", - განაცხადა გოგორელიანმა.

იხილეთ ვიდეო: "კომედი-შოუს" ბიჭები სამუშაოდ ივანიშვილთან გადავიდნენ

მომზადებულია გაზეთ ”რეზონანსის” მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"