Victoria's Secret-ის მოდელმა ქენდის სვეინპოლმა მამაკაცების ჟურნალ GQ-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის წარსულზეც ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა.
30 წლის სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი ტაბლოიდთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ სიგამხდრისა და უცნაური აღნაგობის გამო ბავშვობაში ხშირად დასცინოდნენ. მოდელობით კი შური იძია ყველა ადამიანზე, ვისაც მისი შესაძლებლობების არ სჯეროდა.
"სკოლაში ყველა დამცინოდა, იმიტომ რომ გამხდარი და მოუხერხებელი ვიყავი, მაგრამ ტელევიზორში მოდის არხებს რომ ვადევნებდი თვალს, ვხვდებოდი, რომ ის გოგონები მე მგავდნენ", - განაცხადა ქენდისმა.
"მე ძალიან სუფთა და ლამაზი ბავშვობა მქონდა. მეცვა კომბინიზონი, დიდი ბოტები და ძროხებს მშობიარობაში ვეხმარებოდი" - იხსენებს მოდელი.
2016 წელს ქენდისი Forbes-ის რეიტინგში 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის მოხვდა. ჰყავს მეგობარი მამაკაცი - ბრაზილიელი მოდელი ჰერმან ნიკოლი. წყვილი ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა ერთმანეთს, როცა ქენდისი 17-ის, ნიკოლი კი 23 წლის იყო. მათ ორი შვილი ჰყავთ.