პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა "ლაღიძის წყლები" - რა ემუქრება უნიკალურ ქართულ ლიმონათს
სად გაქრა "ლაღიძის წყლები" - რა ემუქრება უნიკალურ ქართულ ლიმონათს

გრძე­ლი რი­გე­ბი და გან­თქმუ­ლი ლა­ღი­ძის წყა­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან უგზო-უკვლოდ გაქ­რა. მისი ად­გი­ლი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­სულ­მა ბრენდმა ("ნექსთის" მა­ღა­ზი­ამ) და­ი­კა­ვა. წლე­ბის წინ ლა­ღი­ძე­ე­ბის ოჯახს სა­ფირ­მო მა­ღა­ზია იმ მო­ტი­ვით არ მიჰ­ყი­დეს, რომ შე­ნო­ბა, რომ­ლის სარ­დაფ­შიც ის მდე­ბა­რე­ობ­და, კულ­ტუ­რის ძეგლი იყო.

რო­გორც ლა­ღი­ძის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ნანა ჩა­ხა­ია ამ­ბობს, მა­ღა­ზია 2007 წელს ჩუ­მად გა­ი­ყი­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მყიდ­ველს მა­ღა­ზი­ის პრო­ფი­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. შემ­დეგ მა­ღა­ზია კი­დევ ერთხელ გა­ი­ყი­და და პირ­ვან­დე­ლი პი­რო­ბა აღარ შეს­რულ­და - დღეს ის­ტო­რი­ულ მა­ღა­ზი­ას ბოქ­ლო­მი ადევს.

ქარ­ხა­ნა, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ზეა მე­ტია ლა­ღი­ძის ვა­ჟი­ნი მზად­დე­ბა, ამ­ჟა­მად მხო­ლოდ კერ­ძო შეკ­ვე­თებ­სა და ექ­სპორტზე მუ­შა­ობს. ქარ­თუ­ლი სა­ფირ­მო ლი­მო­ნა­თის და­გე­მოვ­ნე­ბა რუ­სებს - მთელს რუ­სეთ­ში, ქარ­თვე­ლებს კი მხო­ლოდ რეს­ტორ­ნებ­ში შეგ­ვიძ­ლია.

თბი­ლის­ში ნამ­დვილ "ლა­ღი­ძის წყლებს" მხო­ლოდ ორ ად­გილ­ზე თუ შევ­ხვდე­ბით. მზის გულ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი, თვით­მარ­ქვია "ლა­ღი­ძე­ე­ბი" უხ­ვად გვხდვე­ბა ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­მო­სა და სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. კერ­ძო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სირო­ფებს ლა­ღი­ძის ქარ­ხნი­დან არ იღე­ბენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ­ზა­დე­ბენ, 10 000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ოდეს­ღაც თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო და ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლი­მო­ნა­თი ნელ-ნელა და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა. არა­და, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის ხი­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სას­მე­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ჩა­მოს­ხმის მე­თო­დით, არა მარ­ტო ქარ­თვე­ლებს გაგ­ვა­ხა­რებ­და, არა­მედ მრა­ვალ ტუ­რისტსაც გა­აკ­ვირ­ვებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სად გაქრა "ლაღიძის წყლები" - რა ემუქრება უნიკალურ ქართულ ლიმონათს

სად გაქრა "ლაღიძის წყლები" - რა ემუქრება უნიკალურ ქართულ ლიმონათს

გრძელი რიგები და განთქმული ლაღიძის წყალი რამდენიმე წელია, რუსთაველის გამზირიდან უგზო-უკვლოდ გაქრა. მისი ადგილი საზღვარგარეთიდან შემოსულმა ბრენდმა ("ნექსთის" მაღაზიამ) დაიკავა. წლების წინ ლაღიძეების ოჯახს საფირმო მაღაზია იმ მოტივით არ მიჰყიდეს, რომ შენობა, რომლის სარდაფშიც ის მდებარეობდა, კულტურის ძეგლი იყო.

როგორც ლაღიძის ქარხნის დირექტორის მოადგილე, ნანა ჩახაია ამბობს, მაღაზია 2007 წელს ჩუმად გაიყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს მაღაზიის პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეენარჩუნებინა. შემდეგ მაღაზია კიდევ ერთხელ გაიყიდა და პირვანდელი პირობა აღარ შესრულდა - დღეს ისტორიულ მაღაზიას ბოქლომი ადევს.

ქარხანა, სადაც საუკუნეზეა მეტია ლაღიძის ვაჟინი მზადდება, ამჟამად მხოლოდ კერძო შეკვეთებსა და ექსპორტზე მუშაობს. ქართული საფირმო ლიმონათის დაგემოვნება რუსებს - მთელს რუსეთში, ქართველებს კი მხოლოდ რესტორნებში შეგვიძლია.

თბილისში ნამდვილ "ლაღიძის წყლებს" მხოლოდ ორ ადგილზე თუ შევხვდებით. მზის გულზე გამოტანილი, თვითმარქვია "ლაღიძეები" უხვად გვხდვება ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში გემოსა და სანიტარულ ნორმებზე საუბარი ზედმეტია. კერძო პირები, რომლებიც სიროფებს ლაღიძის ქარხნიდან არ იღებენ და დამოუკიდებლად ამზადებენ, 10 000 ლარით ჯარიმდებიან.

ოდესღაც თბილისის სიმბოლო და ქართველების საყვარელი ლიმონათი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. არადა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხილით დამზადებული ნატურალური ქართული სასმელი, ორიგინალური ჩამოსხმის მეთოდით, არა მარტო ქართველებს გაგვახარებდა, არამედ მრავალ ტურისტსაც გააკვირვებდა.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"