პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SLS AMG E-CELL – "მერსედესის" სუპერ ელექტრომობილი
SLS AMG E-CELL – "მერსედესის" სუპერ ელექტრომობილი

"მერ­სე­დეს-ბენცმა" დეტ­რო­ი­ტის შარ­შან­დელ მო­ტორ შო­უ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ელექტრულ სუ­პერ ავ­ტო­მო­ბილ SLS AMG E-CELL-ის წარ­მო­ე­ბას მწვა­ნე შუქი აუნ­თო. გა­ვი­და დრო და ამ ავ­ტო­მო­ბი­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სის კვლავ გა­საღ­ვი­ვებ­ლად, სამ­ქი­მი­ა­ნებ­მა მის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლი და ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს. რაც მთა­ვა­რია, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ელექტრო­მო­ბი­ლი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით დამ­ზად­დე­ბა და ბა­ზარ­ზე მისი დე­ბი­უ­ტი მერ­მისს შედ­გე­ბა.

ავ­ტო­მო­ბილს მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლით ოთხი სინ­ქრო­ნუ­ლი ელექტროძ­რა­ვი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ­ლე­ბიც ბორ­ბლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს გან­ლაგ­დე­ბა. მათი ჯა­მუ­რი სიმ­ძლავ­რე 526 ცხე­ნის ძალა, მაქ­სი­მა­ლუ­რი მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი კი 880 ნი­უ­ტონ­მეტ­რი იქ­ნე­ბა. "მერ­სე­დე­სი" გან­მარ­ტავს მი­ზეზს, რომ­ლის გა­მოც, ინ­ჟინ­რებ­მა ძრა­ვე­ბი ბორ­ბლებ­ში არ გა­ნა­ლა­გეს - ასე ხომ და­უ­რე­სო­რე­ბე­ლი წონა გა­იზ­რდე­ბო­და, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­დო­ბას გა­ა­უ­ა­რე­სებ­და. ყო­ველ ძრავს "თა­ვი­სი" ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ტრან­სმი­სია ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თან, ყვე­ლა ძრა­ვი მუდ­მივ მო­დე­ბა­შია, რის გა­მოც, ავ­ტო­მო­ბი­ლი მუდ­მი­ვად სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნია.

იმავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რია მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ძრა­ვის კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა - მათი მუ­შა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა. ამ­გვა­რად, მო­სახ­ვე­ვე­ბის გავ­ლი­სას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩა­ჭი­დე­ბა. თა­ნაც, მი­ნი­მუმ­ზეა დაყ­ვა­ნი­ლი ჭარ­ბი და არა­საკ­მა­რი­სი მოხ­ვე­ვად­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა.

იმის გამო, რომ ელექტრო­მო­ბი­ლი სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნია, ინ­ჟინ­რებ­მა სა­ბა­ზო პლატ­ფორ­მას და­კი­დე­ბის სის­ტე­მა შე­უც­ვა­ლეს. მა­გა­ლი­თად, წინა ბორ­ბლებს შა­სის­თან აღარ აკავ­ში­რებს ორ­მა­გი "ჩან­გლე­ბი". ისი­ნი მრა­ვალ­ბერ­კე­ტი­ან­მა სის­ტე­მამ შეც­ვა­ლა. სა­კი­დარს ამორ­ტი­ზა­ტო­რი­სა და ზამ­ბა­რის წყვილ­თან მბიძგვე­ლი აკავ­ში­რებს.

ავ­ტო­მო­ბი­ლი ასე­ვე აღი­ჭურ­ვა ეფექ­ტუ­რი, კე­რა­მი­კულ-კომ­პო­ზი­ტუ­რი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მით, რო­მელ­საც წინ 402 მი­ლი­მეტ­რი დი­ა­მეტ­რის და 39 მი­ლი­მეტ­რი სის­ქის, უკან კი 360 მი­ლი­მეტ­რი დი­ა­მეტ­რის და 32 მი­ლი­მეტ­რი სის­ქის დის­კო­ე­ბი აქვს. გარ­და ამი­სა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში ასე­ვე შე­დის ABS და ESP სის­ტე­მე­ბი.

ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბის ბლო­კი სატ­რან­სმი­სიო გვი­რაბ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ის გაგ­რი­ლე­ბის თხე­ვა­დი სის­ტე­მი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. ეს გვი­რა­ბი კარ­ბო­ნის კომ­პო­ზი­ტის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ის მთლი­ა­ნა­დაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მზიდ სის­ტე­მას­თან, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ალუ­მი­ნის­გან მზად­დე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბი­სას, აკუ­მუ­ლა­ტო­რი ენერ­გი­ის მა­რაგს, მუხ­რუ­ჭებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ, კი­ნე­ტი­კუ­რი ენერ­გი­ის რე­გე­ნე­რა­ცი­ის სის­ტე­მის­გან (კერს) ივ­სებს.

და­ბო­ლოს, SLS AMG E-CELL-ის ტემ­პე­რა­მენ­ტის შე­სა­ხებ: ად­გი­ლი­დან 100 კმ/სთ-ს ასაკ­რე­ფად მას 4 წამი ჰყოფ­ნის. შე­და­რე­ბის­თვის, ში­დაწ­ვის V8 ძრა­ვით აღ­ჭურ­ვილ SLS AMG-ს იგი­ვე სიჩ­ქა­რის ასაკ­რე­ფად 3.8 წამი სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

SLS AMG E-CELL – "მერსედესის" სუპერ ელექტრომობილი

SLS AMG E-CELL – "მერსედესის" სუპერ ელექტრომობილი

"მერსედეს-ბენცმა" დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელექტრულ სუპერ ავტომობილ SLS AMG E-CELL-ის წარმოებას მწვანე შუქი აუნთო. გავიდა დრო და ამ ავტომობილისადმი ინტერესის კვლავ გასაღვივებლად, სამქიმიანებმა მის შესახებ ზოგიერთი ტექნიკური დეტალი და ფოტოები გაავრცელეს. რაც მთავარია, ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და ბაზარზე მისი დებიუტი მერმისს შედგება.

ავტომობილს მამოძრავებელი ძალით ოთხი სინქრონული ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომლებიც ბორბლების სიახლოვეს განლაგდება. მათი ჯამური სიმძლავრე 526 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრი იქნება. "მერსედესი" განმარტავს მიზეზს, რომლის გამოც, ინჟინრებმა ძრავები ბორბლებში არ განალაგეს - ასე ხომ დაურესორებელი წონა გაიზრდებოდა, რაც ავტომობილის მართვადობას გააუარესებდა. ყოველ ძრავს "თავისი" ერთსაფეხურიანი ტრანსმისია ემსახურება. ამასთან, ყველა ძრავი მუდმივ მოდებაშია, რის გამოც, ავტომობილი მუდმივად სრულამძრავიანია.

იმავდროულად, მუდმივად აქტიურია მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი სისტემა, რომელიც ყოველი ძრავის კონტროლის საშუალებას იძლევა - მათი მუშაობის ინტენსივობა საჭიროების შესაბამისად იცვლება. ამგვარად, მოსახვევების გავლისას, უზრუნველყოფილია მაქსიმალური ჩაჭიდება. თანაც, მინიმუმზეა დაყვანილი ჭარბი და არასაკმარისი მოხვევადბისადმი მიდრეკილება.

იმის გამო, რომ ელექტრომობილი სრულამძრავიანია, ინჟინრებმა საბაზო პლატფორმას დაკიდების სისტემა შეუცვალეს. მაგალითად, წინა ბორბლებს შასისთან აღარ აკავშირებს ორმაგი "ჩანგლები". ისინი მრავალბერკეტიანმა სისტემამ შეცვალა. საკიდარს ამორტიზატორისა და ზამბარის წყვილთან მბიძგველი აკავშირებს.

ავტომობილი ასევე აღიჭურვა ეფექტური, კერამიკულ-კომპოზიტური სამუხრუჭე სისტემით, რომელსაც წინ 402 მილიმეტრი დიამეტრის და 39 მილიმეტრი სისქის, უკან კი 360 მილიმეტრი დიამეტრის და 32 მილიმეტრი სისქის დისკოები აქვს. გარდა ამისა, აღჭურვილობაში ასევე შედის ABS და ESP სისტემები.

ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი სატრანსმისიო გვირაბშია მოთავსებული. ის გაგრილების თხევადი სისტემითაა აღჭურვილი. ეს გვირაბი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული და ის მთლიანადაა ინტეგრირებული ავტომობილის მზიდ სისტემასთან, რომელიც მთლიანად ალუმინისგან მზადდება. ავტომობილის მოძრაობისას, აკუმულატორი ენერგიის მარაგს, მუხრუჭებთან დაკავშირებულ, კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემისგან (კერს) ივსებს.

დაბოლოს, SLS AMG E-CELL-ის ტემპერამენტის შესახებ: ადგილიდან 100 კმ/სთ-ს ასაკრეფად მას 4 წამი ჰყოფნის. შედარებისთვის, შიდაწვის V8 ძრავით აღჭურვილ SLS AMG-ს იგივე სიჩქარის ასაკრეფად 3.8 წამი სჭირდება.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)