ხანძრის შედეგად ნაფარეულში 10 ჰექტარი ვენახი დაიწვა. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვენახის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.