მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო მეტონიძე - ”ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი”
ნატო მეტონიძე - ”ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი”

მის ხმას ბევ­რჯერ უწო­დეს მის­ტი­კუ­რი, ღვთა­ებ­რი­ვი, - თით­ქოს "ზე­მო­და­ნაა" მო­სუ­ლი და ისე გა­ჯა­დო­ებს, გი­ტა­ცებს, რომ შენც ცაში აჰ­ყავ­ხა­რო. ზე­ცი­დან წა­მო­სულ ხმას ხომ ვერც "გაწ­ვრთნი" და ვერც უბ­რძა­ნებ, მხო­ლოდ ას­პა­რე­ზი უნდა მის­ცე, გა­ი­ყურ­სო და უს­მი­ნო. და­სა­ნა­ნია ოღონდ, რომ მი­სით მო­ჯა­დო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა დიდი ხა­ნია, აღარ მოგ­ვცე­მია. ისე კი, გაგ­ვი­მარ­თლა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის "უკა­რე­ბა" რეს­პონ­დენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი ნატო მე­ტო­ნი­ძე გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ.

- ჩემი ხმა? - ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. სხვა­თა შო­რის, მა­მას ჰქონ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა. სა­უ­კე­თე­სო აკუს­ტი­კო­სი იყო - რო­ი­ა­ლის აწყო­ბის ოს­ტა­ტი. მღე­რო­და კი­დეც, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ჩვენ ერ­თად არ ვცხოვ­რობ­დით - 6 წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბი რომ დას­ცილ­დნენ. მა­მას ვსტუმ­რობ­დი ხოლ­მე და კარ­გად მახ­სოვს, ბე­ბი­ის - ნინა წუ­ლუ­კი­ძი­სა და მისი დე­ბის სიმ­ღე­რა რომ მო­ვის­მი­ნე, რო­გორ აღვფრ­თო­ვან­დი. ბე­ბი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, საკ­მა­ოდ "მსუ­ყე" ბანი ჰქონ­და. ჩანს, ჩემ­ში მა­მის გენ­მა იმ­ძლავ­რა და ღმერ­თმაც ინე­ბა, რომ ეს ნიჭი, უნა­რი სწო­რედ მე, ყვე­ლა­ზე ნა­ბო­ლა­რას - და-ძმა 9 და 10 წლით უფ­რო­სი მყავს, გა­მო­მემ­ზე­უ­რე­ბი­ნა საქ­ვეყ­ნოდ. ამი­ტო­მაც ვუ­წო­დებ ჩემს სიმ­ღე­რას სა­ჩუ­ქარს (იღი­მის). ბე­დის­წე­რაა ისიც, რომ გია ყან­ჩე­ლის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძი­სა და რე­ვაზ ლა­ღი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებს ვას­რუ­ლებ; რომ ბავ­შვო­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მახ­ვე­ვია გარს. დე­დას ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და - სამ შვილს მე­უღ­ლის გა­რე­შე გვზრდი­და და ყვე­ლა ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით შეშ­ვე­ლე­ბო­და. მე კი, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მივ­ლიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რა­ზე ხში­რად ძმას დავ­ყავ­დი. ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ მოვ­ხვდი ან­სამ­ბლ "მზი­ურ­ში", რად­გან იქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ბევ­რი მას­წავ­ლა: სცე­ნას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სხვებ­ზე ზრუნ­ვას, ადა­მი­ა­ნე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბას მი­მაჩ­ვია და კი­დევ ბევ­რი, ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რი შემ­ძი­ნა. მე­რეც, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვად გაგ­რძელ­და. სკო­ლა­ში თა­ვი­სუ­ფალ თე­მას რომ გვა­წე­რი­ნებ­დნენ, ვინ უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ყო­ველ­თვის და­უ­ფიქ­რებ­ლად, უყოყ­მა­ნოდ და გუ­ლახ­დი­ლად ვწერ­დი - "მომ­ღე­რა­ლი", რად­გან ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ მუ­დამ უნდა მემ­ღე­რა.

- მი­უ­ხე­და­ვად სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, ამ­ბო­ბენ, რომ დღემ­დე გე­ში­ნი­ათ სცე­ნის.

- ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და (იღი­მის). ბავ­შვო­ბა­ში გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი იყო ეს შიში - ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ რა­ტომ - ვერ ვხვდე­ბო­დი. შიშ­სა და ღელ­ვას ხში­რად შე­უშ­ლია ხელი სიმ­ღე­რა­ში. ზოგ­ჯერ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გული მიჩ­ქარ­დე­ბო­და, რაც სუნ­თქვას მიძ­ნე­ლებ­და და მი­ფიქ­რია, ახლა კი ვფუჭ­დე­ბი-მეთ­ქი. სიმ­ღე­რას თუ ცუ­დად იწყებ, ცხა­დია, გუ­ნე­ბაც გი­ფუჭ­დე­ბა, ეს კი აუ­ცი­ლებ­ლად ეტყო­ბა ნამ­ღერს. მაქ­სი­მა­ლის­ტი არ ვარ, ცხოვ­რე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულს ვი­თხოვ­დე, მაგ­რამ რაც სცე­ნა­ზე მე­მარ­თე­ბა ხოლ­მე, ამას უკვე მაქ­სი­მა­ლიზ­მიც აღარ ჰქვია. ვფიქ­რობ­დი კი­დეც, რა­ღაც ხნით სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის­გან თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა, - ეგებ გა­მი­ა­როს-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­თუ გა­მი­ა­რა, მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და და მივ­ხვდი, რომ არც არას­დროს გა­მივ­ლი­და, რად­გან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ასე რომ, დღემ­დე, ვიდ­რე სიმ­ღე­რის შუ­ამ­დე არ მი­ვალ, შიში არ მტო­ვებს. მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ამ­ჩნევ­სო. იცით, რა რთუ­ლია ამის მიღ­წე­ვა, ამ გან­ცდე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­თვის და­მალ­ვა?

- ნატო, ძა­ლი­ან მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ჩან­ხართ, თუმ­ცა ამ სიმ­შვი­დე­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბაც ჩანს... თუნ­დაც სიმ­ღე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, რად­გან საკ­მა­ოდ ცოტა სიმ­ღე­რაა თქვენს რე­პერ­ტუ­არ­ში.

- წლე­ბის წინ ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, ალ­ბათ, საკ­მა­რი­სად არ უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მომ­ღერ­ლო­ბის პრე­ტენ­ზია გქონ­დეს, - სხვა­თა შო­რის, არას­დროს გან­მი­ცხა­დე­ბია მსგავ­სი რამ, - და სიმ­ღე­რებ­ზე უარი თქვაო. ცხა­დია, არ და­ვე­თან­ხმე: სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან არ იგივ­დე­ბა, არც "ოღონდ ვიმ­ღე­როს­თან"... მარ­თა­ლია, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ზო­მი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ რო­დე­საც გე­მოვ­ნე­ბა­სა და არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი ვარ. თუმ­ცა ხან­და­ხან კომ­პრო­მის­ზეც წავ­სულ­ვარ, უარი ვერ მით­ქვამს და მერე მი­ნა­ნია. ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ში კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ვიყო კომ­პრო­მი­სუ­ლი, მაგ­რამ სიმ­ღე­რა­ში ძა­ლი­ან მი­ჭირს. ალ­ბათ, სიმ­ღე­რა მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის ჩემ­თვის, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია... ჩემი სხე­უ­ლი­სა და სუ­ლის ნა­წი­ლია, ცხოვ­რე­ბაა... ცხოვ­რე­ბის ტკი­ვი­ლე­ბიც კი "გა­მო­მიწ­ვავს" სიმ­ღე­რა­ში. ძა­ლი­ან რომ მტკე­ნია, სუ­ლი­დან სხე­ულ­ში რომ გა­დამ­სვლია ტკი­ვი­ლი და ვე­რაფ­რით მოვ­რე­ვი­ვარ, სწო­რედ სიმ­ღე­რა დამ­დე­ბია მა­ლა­მოდ: ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში, ყო­ველ­დღე მი­წევ­და სიმ­ღე­რა და თი­თო­ე­უ­ლი გა­მოს­ვლი­სას ვგრძნობ­დი, ნელ-ნელა რო­გორ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბო­დი ტკი­ვი­ლის სიმ­ძი­მის­გან და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და...

- ძა­ლი­ან გიხ­დე­ბათ ღი­მი­ლი, სი­ცი­ლიც... თვა­ლე­ბით იცი­ნით. ასე გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებს მოს­დით. არა­და, შო­რი­დან ჩა­კე­ტი­ლი და სევ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ...

- ეგ კი არა, ჩემს მე­გო­ბარ კონ­ცერ­ტმა­ის­ტერს მოს­წავ­ლემ ჰკი­თხა, ნატო "სტერ­ვა­აო", (იცი­ნის)? რა­ტომ­ღაც ბევ­რს ვგო­ნი­ვარ ხის­ტი, უკა­რე­ბა, ჩა­კე­ტი­ლი.

- რა­ტომ? თავს იცავთ, რომ ნაკ­ლე­ბი გუ­ლის­ტკე­ნა გქონ­დეთ, ფრთხი­ლობთ ადა­მი­ა­ნებ­თან?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს ლაღი, გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მეც საკ­მა­ოდ გულ­გახ­სნი­ლი მგო­ნია თავი, პრე­ტენ­ზია მაქვს, რომ კაც­თმოყ­ვა­რე ვარ. მიყ­ვარს ყვე­ლა, ვის­თა­ნაც ვურ­თი­ერ­თობ, ვინც ცხოვ­რე­ბას მი­კავ­ში­რებს და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ მომ­დის ასე. ალ­ბათ, შე­უც­ნობ­ლად... ადრე ამას არ ჩავღრმა­ვე­ბი­ვარ, მაგ­რამ... დიახ... ალ­ბათ, თავ­დაც­ვაც არის ჩემი ჩა­კე­ტი­ლო­ბის მი­ზე­ზი. ყო­ველ­თვის მჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის, მათი გუ­ლახ­დი­ლო­ბის და თუკი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს შე­ვი­ტყობ, მძაფ­რად გან­ვიც­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვი­საც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შევ­ხვედ­რი­ვარ, მე­გობ­რებს თუ მხო­ლოდ ნაც­ნო­ბებს, - პი­რად ცხოვ­რე­ბას, მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ, - არა­ვის გან­ვუ­ხიბ­ლი­ვარ. ვიცი, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა და ვე­რაფ­რით ვი­გებ, ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ანს შეგ­ნე­ბუ­ლად რა­ტომ ტკენს გულს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­რაქ­ლე­მა­სა­ვით ვარ: მირ­ჩევ­ნია არ მი­თხრან, არ გა­ვი­გო­ნო. ხან­და­ხან იმა­საც ვში­შობ, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში არ გა­დავ­ვარ­დე: მეც ხომ მეშ­ლე­ბა ხოლ­მე და ყვე­ლა­ზე ხში­რად, ალ­ბათ, სა­კუ­თარ დე­დას­თან, მაგ­რამ პა­ტი­ე­ბა­საც ხომ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­თხოვ... შეგ­ნე­ბუ­ლად მარ­თლა არა­ვის მოვ­ქცე­ვი­ვარ ცუ­დად. მე თუკი მტკე­ნენ... თუმ­ცა ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, უნებ­ლი­ეთ თუ მო­უ­ვა ვინ­მეს, ამი­ტომ იო­ლად ვუ­ძებ­ნი გა­მარ­თლე­ბას. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის რე­ა­ლუ­რად უნდა შე­ა­ფა­სო, ისე­თად მი­ი­ღო, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არი­ან. და თუ შე­გიყ­ვარ­დე­ბა, სწო­რედ ისე­თი შე­იყ­ვა­რო... მა­გა­ლი­თად, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რო­გორ ადა­მი­ანს და­ვუ­კავ­ში­რე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა...

- დათო ოძე­ლაშ­ვილს გუ­ლის­ხმობთ, ხომ? და­თოს მეც ვიც­ნობ, ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია...

- ძა­ლი­ან თბი­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის. მარ­თლა იმ­სა­ხუ­რებს სიყ­ვა­რულს და ამი­ტო­მაც და­ვუ­კავ­ში­რე ცხოვ­რე­ბა. მას­თან ბევრ პრობ­ლე­მა­საც წა­ვა­წყდი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ მიყ­ვარ­და, ის პრობ­ლე­მე­ბიც მარ­ტო მისი კი არა, ჩე­მიც იყო და არც მა­ში­ნებ­და. პრობ­ლე­მას არას­დროს გავ­ქცე­ვი­ვარ, ვიდ­რე არ მივ­ხვდი, რომ მის გა­დაჭ­რა­ში და­თოს ვე­ღარ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამოვ­წუ­რე. და წერ­ტი­ლიც დავ­სვი. თუმ­ცა მა­ნამ­დე მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და იმ წლებს გაც­დე­ნილს ვერ ვუ­წო­დებ: ამ ბედ­ნი­ე­რე­ბად ღირ­და. სწო­რედ ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი... და იმა­საც გე­ტყვით, რომ არც პრაგ­მა­ტუ­ლი ვარ და არც პრაქ­ტი­კუ­ლი, რომ სხვა დროს უფრო გავფრ­თხილ­დე, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე, რომ აღარ მეტ­კი­ნოს და ასე შემ­დეგ. ასე­თი "რთუ­ლი თან­წყო­ბი­ლი" აზ­რე­ბით ვერ ვცხოვ­რობ (იღი­მის). რაც ვარ, ეს ვარ ცხოვ­რე­ბა­შიც და სიმ­ღე­რა­შიც. ხში­რად არ ვჩან­ვარ სცე­ნა­ზე? - ესეც ხომ იმის გა­მოა, რომ არ დავ­ფა­რე უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა უსა­მარ­თლო­ბი­სად­მი, რაც, ჩემი აზ­რით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა - ჩემი პრო­ტეს­ტი ვი­ღა­ცის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სცე­ნა მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ მარ­თლა არ მაქვს და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა, რომ რა­ღა­ცის­თვის ვის­ჯე­ბი, რომ ვი­ღაც მსჯის - მე ხომ ვიცი, რომ არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. პი­რი­ქით, ეს არის ჩემი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, ტკი­ვი­ლამ­დე სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი ქვეყ­ნის, რო­მელ­ზეც ხან­და­ხან კი მე­კარ­გე­ბა ხოლ­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიბ­რუნ­დე­ბა გული. ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს ისე­თი, რო­გო­რიც არის. ეს ქვე­ყა­ნა ჩემი სახ­ლია, ყვე­ლა­ზე უკეთ აქ ეს­მით ჩემი, მე ვიცი ქარ­თვე­ლე­ბის ენა და სხვა სახ­ლში ვე­რას­დროს ვი­ცხოვ­რებ.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნატო მეტონიძე - ”ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი”

ნატო მეტონიძე - ”ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი”

მის ხმას ბევრჯერ უწოდეს მისტიკური, ღვთაებრივი, - თითქოს "ზემოდანაა" მოსული და ისე გაჯადოებს, გიტაცებს, რომ შენც ცაში აჰყავხარო. ზეციდან წამოსულ ხმას ხომ ვერც "გაწვრთნი" და ვერც უბრძანებ, მხოლოდ ასპარეზი უნდა მისცე, გაიყურსო და უსმინო. დასანანია ოღონდ, რომ მისით მოჯადოების საშუალება დიდი ხანია, აღარ მოგვცემია. ისე კი, გაგვიმართლა და ჟურნალისტებისთვის "უკარება" რესპონდენტი, მომღერალი ნატო მეტონიძე გულახდილ ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- ჩემი ხმა? - ზუსტად ვიცი, რომ ეს ღვთის საჩუქარია. სხვათა შორის, მამას ჰქონდა აბსოლუტური სმენა. საუკეთესო აკუსტიკოსი იყო - როიალის აწყობის ოსტატი. მღეროდა კიდეც, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიუღია. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით - 6 წლის ვიყავი, მშობლები რომ დასცილდნენ. მამას ვსტუმრობდი ხოლმე და კარგად მახსოვს, ბებიის - ნინა წულუკიძისა და მისი დების სიმღერა რომ მოვისმინე, როგორ აღვფრთოვანდი. ბებიას არაჩვეულებრივი, საკმაოდ "მსუყე" ბანი ჰქონდა. ჩანს, ჩემში მამის გენმა იმძლავრა და ღმერთმაც ინება, რომ ეს ნიჭი, უნარი სწორედ მე, ყველაზე ნაბოლარას - და-ძმა 9 და 10 წლით უფროსი მყავს, გამომემზეურებინა საქვეყნოდ. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს სიმღერას საჩუქარს (იღიმის). ბედისწერაა ისიც, რომ გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს ვასრულებ; რომ ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ადამიანები მახვევია გარს. დედას ბევრი გულშემატკივრობდა - სამ შვილს მეუღლის გარეშე გვზრდიდა და ყველა ცდილობდა, რაღაცით შეშველებოდა. მე კი, რადგან პატარა ვიყავი, განსაკუთრებულად მივლიდნენ. მაგალითად, სიმღერაზე ხშირად ძმას დავყავდი. ბედნიერება იყო, რომ მოვხვდი ანსამბლ "მზიურში", რადგან იქ გატარებულმა წლებმა ბევრი მასწავლა: სცენას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას, სხვებზე ზრუნვას, ადამიანების მოფრთხილებას მიმაჩვია და კიდევ ბევრი, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარი შემძინა. მერეც, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად გაგრძელდა. სკოლაში თავისუფალ თემას რომ გვაწერინებდნენ, ვინ უნდა გამოვსულიყავით, ყოველთვის დაუფიქრებლად, უყოყმანოდ და გულახდილად ვწერდი - "მომღერალი", რადგან ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მუდამ უნდა მემღერა.

- მიუხედავად სცენაზე გამოსვლის გამოცდილებისა, ამბობენ, რომ დღემდე გეშინიათ სცენის.

- ყოველთვის მეშინოდა (იღიმის). ბავშვობაში გაუცნობიერებელი იყო ეს შიში - ვღელავდი, მაგრამ რატომ - ვერ ვხვდებოდი. შიშსა და ღელვას ხშირად შეუშლია ხელი სიმღერაში. ზოგჯერ ნერვიულობისგან გული მიჩქარდებოდა, რაც სუნთქვას მიძნელებდა და მიფიქრია, ახლა კი ვფუჭდები-მეთქი. სიმღერას თუ ცუდად იწყებ, ცხადია, გუნებაც გიფუჭდება, ეს კი აუცილებლად ეტყობა ნამღერს. მაქსიმალისტი არ ვარ, ცხოვრებისგან განსაკუთრებულს ვითხოვდე, მაგრამ რაც სცენაზე მემართება ხოლმე, ამას უკვე მაქსიმალიზმიც აღარ ჰქვია. ვფიქრობდი კიდეც, რაღაც ხნით სცენაზე გამოსვლისგან თავი შემეკავებინა, - ეგებ გამიაროს-მეთქი, მაგრამ არათუ გამიარა, მიძლიერდებოდა და მივხვდი, რომ არც არასდროს გამივლიდა, რადგან გამძაფრებული პასუხისმგებლობით იყო გამოწვეული. ასე რომ, დღემდე, ვიდრე სიმღერის შუამდე არ მივალ, შიში არ მტოვებს. მაგრამ მეუბნებიან, ამას მაყურებელი ვერ ამჩნევსო. იცით, რა რთულია ამის მიღწევა, ამ განცდების მაყურებლისთვის დამალვა?

- ნატო, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხართ, თუმცა ამ სიმშვიდეში კატეგორიულობაც ჩანს... თუნდაც სიმღერების შერჩევისას, რადგან საკმაოდ ცოტა სიმღერაა თქვენს რეპერტუარში.

- წლების წინ ჩემზე ამბობდნენ, ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი პროფესია, აბა, როგორ შეიძლება, მომღერლობის პრეტენზია გქონდეს, - სხვათა შორის, არასდროს განმიცხადებია მსგავსი რამ, - და სიმღერებზე უარი თქვაო. ცხადია, არ დავეთანხმე: სიმღერის სიყვარული სიმღერების რაოდენობასთან არ იგივდება, არც "ოღონდ ვიმღეროსთან"... მართალია, ჩემს პროფესიაში ზომიერება არ არსებობს, მაგრამ როდესაც გემოვნებასა და არჩევანზე მიდგება საქმე, საკმაოდ პრეტენზიული ვარ. თუმცა ხანდახან კომპრომისზეც წავსულვარ, უარი ვერ მითქვამს და მერე მინანია. ცხოვრებისეულ საკითხებში კიდევ შეიძლება ვიყო კომპრომისული, მაგრამ სიმღერაში ძალიან მიჭირს. ალბათ, სიმღერა მხოლოდ პროფესია არ არის ჩემთვის, გაცილებით მეტია... ჩემი სხეულისა და სულის ნაწილია, ცხოვრებაა... ცხოვრების ტკივილებიც კი "გამომიწვავს" სიმღერაში. ძალიან რომ მტკენია, სულიდან სხეულში რომ გადამსვლია ტკივილი და ვერაფრით მოვრევივარ, სწორედ სიმღერა დამდებია მალამოდ: ფესტივალზე ვიყავი ბათუმში, ყოველდღე მიწევდა სიმღერა და თითოეული გამოსვლისას ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ვთავისუფლდებოდი ტკივილის სიმძიმისგან და ბედნიერება მეუფლებოდა...

- ძალიან გიხდებათ ღიმილი, სიცილიც... თვალებით იცინით. ასე გულწრფელ ადამიანებს მოსდით. არადა, შორიდან ჩაკეტილი და სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- ეგ კი არა, ჩემს მეგობარ კონცერტმაისტერს მოსწავლემ ჰკითხა, ნატო "სტერვააო", (იცინის)? რატომღაც ბევრს ვგონივარ ხისტი, უკარება, ჩაკეტილი.

- რატომ? თავს იცავთ, რომ ნაკლები გულისტკენა გქონდეთ, ფრთხილობთ ადამიანებთან?

- არ ვიცი, შეიძლება. ძალიან მომწონს ლაღი, გულახდილი ადამიანები. მეც საკმაოდ გულგახსნილი მგონია თავი, პრეტენზია მაქვს, რომ კაცთმოყვარე ვარ. მიყვარს ყველა, ვისთანაც ვურთიერთობ, ვინც ცხოვრებას მიკავშირებს და ვერ ვხვდები, რატომ მომდის ასე. ალბათ, შეუცნობლად... ადრე ამას არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ... დიახ... ალბათ, თავდაცვაც არის ჩემი ჩაკეტილობის მიზეზი. ყოველთვის მჯერა ადამიანების, მათი გულახდილობის და თუკი საწინააღმდეგოს შევიტყობ, მძაფრად განვიცდი. საბედნიეროდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ვისაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ, მეგობრებს თუ მხოლოდ ნაცნობებს, - პირად ცხოვრებას, მამაკაცთან ურთიერთობას არ ვგულისხმობ, - არავის განვუხიბლივარ. ვიცი, პირიქითაც ხდება და ვერაფრით ვიგებ, ადამიანი ადამიანს შეგნებულად რატომ ტკენს გულს. ამ შემთხვევაში სირაქლემასავით ვარ: მირჩევნია არ მითხრან, არ გავიგონო. ხანდახან იმასაც ვშიშობ, ამპარტავნებაში არ გადავვარდე: მეც ხომ მეშლება ხოლმე და ყველაზე ხშირად, ალბათ, საკუთარ დედასთან, მაგრამ პატიებასაც ხომ აუცილებლად ვითხოვ... შეგნებულად მართლა არავის მოვქცევივარ ცუდად. მე თუკი მტკენენ... თუმცა ასე იშვიათად ხდება, უნებლიეთ თუ მოუვა ვინმეს, ამიტომ იოლად ვუძებნი გამართლებას. ვფიქრობ, ადამიანები ყოველთვის რეალურად უნდა შეაფასო, ისეთად მიიღო, როგორიც სინამდვილეში არიან. და თუ შეგიყვარდება, სწორედ ისეთი შეიყვარო... მაგალითად, ზუსტად ვიცოდი, როგორ ადამიანს დავუკავშირე პირადი ცხოვრება...

- დათო ოძელაშვილს გულისხმობთ, ხომ? დათოს მეც ვიცნობ, ძალიან თბილი და კარგი ადამიანია...

- ძალიან თბილი, კულტურული და მაღალი გემოვნების. მართლა იმსახურებს სიყვარულს და ამიტომაც დავუკავშირე ცხოვრება. მასთან ბევრ პრობლემასაც წავაწყდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მიყვარდა, ის პრობლემებიც მარტო მისი კი არა, ჩემიც იყო და არც მაშინებდა. პრობლემას არასდროს გავქცევივარ, ვიდრე არ მივხვდი, რომ მის გადაჭრაში დათოს ვეღარ დავეხმარებოდი, რადგან შესაძლებლობები ამოვწურე. და წერტილიც დავსვი. თუმცა მანამდე მართლა ბედნიერი ვიყავი და იმ წლებს გაცდენილს ვერ ვუწოდებ: ამ ბედნიერებად ღირდა. სწორედ ეს არის სიყვარული... და იმასაც გეტყვით, რომ არც პრაგმატული ვარ და არც პრაქტიკული, რომ სხვა დროს უფრო გავფრთხილდე, სხვაგვარად მოვიქცე, რომ აღარ მეტკინოს და ასე შემდეგ. ასეთი "რთული თანწყობილი" აზრებით ვერ ვცხოვრობ (იღიმის). რაც ვარ, ეს ვარ ცხოვრებაშიც და სიმღერაშიც. ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი, რაც, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ხდება - ჩემი პროტესტი ვიღაცისთვის არასასურველი აღმოჩნდა. რასაკვირველია, სცენა მენატრება, მაგრამ მართლა არ მაქვს დანაშაულის განცდა, რომ რაღაცისთვის ვისჯები, რომ ვიღაც მსჯის - მე ხომ ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია. პირიქით, ეს არის ჩემი არაადამიანური, ტკივილამდე სიყვარული ჩემი ქვეყნის, რომელზეც ხანდახან კი მეკარგება ხოლმე შთაბეჭდილება, მაგრამ მალევე მიბრუნდება გული. ყველა და ყველაფერი მიყვარს ისეთი, როგორიც არის. ეს ქვეყანა ჩემი სახლია, ყველაზე უკეთ აქ ესმით ჩემი, მე ვიცი ქართველების ენა და სხვა სახლში ვერასდროს ვიცხოვრებ.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება