შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის

შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის

პატარა, მყუდრო, ორვარსკვლავიანი სასტუმრო Arbez Franco-Suisse ზედ საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს.

სასადილო ოთახი, სამზარეულო, დერეფანი, რამდენიმე ოთახი და კიბეები საერთაშორისო საზღვრითაა გადაკვეთილი. ხაზი, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს, მთელს შენობას მიუყვება.

რამდენიმე ოთახის მონაკვეთიც კი საზღვრითაა გამიჯნული. მაგალითად, თუკი  ერთ-ერთ ოთახში დაძინებას გადაწყვეტთ, ჩათვალეთ, ორ ქვეყანაში იმყოფებით, რადგან თავი შვეიცარიაში გექნებათ, ფეხები კი საფრანგეთში. ზოგიერთი საძინებელი შვეიცარიაში მდებარეობს, მაგრამ ნომრის სააბაზანო ოთახი საფრანგეთს ეკუთვნის.

სასტუმრო საზღვრის გადამკვეთ მოთხილამურეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სასტუმროს ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება. 1862 წელს შვეიცარიისა და საფრანგეთის მთავრობამ ხეობის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამ ხელსაყრელი მომენტით მავანმა ბიზნესმენმა ისარგებლა და ააშენა შენობა, რომელიც ორივე სახელმწიფოს ახალ საზღვარზე მდებარეობს. სასტუმრო ძალიან სწრაფად ააშენეს; როცა საერთაშორისო ხელშეკრულება შვეიცარიის მთავრობამ დაამტკიცა, სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. მათ სასტუმროს ბარი საფრანგეთის მხარეს გახსნეს, ხოლო მაღაზია - შვეიცარიის ტერიტორიაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს