მომავალი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

მომავალი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

მომავალი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის სინოპტიკოსმა, თამარ პაპაშვილმა განუცხადა, 16 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. ტემპერატურა ხვალ ღამით მინუს 2 +3 გრადუსი, 13 და 14 მარტს კი +1 +6 იქნება, დღისით კი +6 +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ, ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით, 13 და 14 მარტს კი თოვა მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება.

ხვალ, დღისით ტემპერატურა 0-დან 5 გრადუსამდე იქნება, ღამით კი მინუს 7 მინუს 2, 13 და 14 მარტს დღისით 7-დან 12 გრადუსამდე გათბება, ღამით მინუს 3 +2 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექთან ერთად მთელს საქართველოში ხვალ, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქნება, რომლის სიჩქარე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 30 მეტრს წამში, ხოლო აღმოსავლეთში – 20-25 მეტრს წამში მიაღწევს.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები დედაქალაქში ხვალ, თოვასა და ნისლს პროგნოზირებენ. მცირე თოვა 13 მარტის დილისა და საღამოს საათებშიც შენარჩუნდება. 14 მარტს კი თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

15 მარტიდან სინოპტიკოსები ისევ არამდგრად და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია