Pepsi და Coca-Cola რეცეპტებს ცვლიან, რათა სასმელმა თაგვებში კიბო არ გამოიწვიოს

Pepsi და Coca-Cola რეცეპტებს ცვლიან, რათა სასმელმა თაგვებში კიბო არ გამოიწვიოს

გაზიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები - Pepsi და Coca-Cola თავიანთი პროდუქციის რეცეპტებს ცვლიან. კომპანიებს არ სურთ, პროდუქციის ბოთლებზე წარწერის განთავსება, რომელიც მომხმარებელს სიმსივნური დაავადებების განვითარების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს.

ამ ზომების მიღებას კომპანიებს აშშ-ის კალიფორნიის შტატის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აიძულებს - შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კანცეროგენული ნივთიერებების სიაში 4-მეთილიმიდაზოლი შევიდა, რომელიც Pepsi-სა და Сoca-Cola-ს კარამელის საღებავის წარმოებაში გამოიყენება. კომპანიებმა ან სასმელის რეცეპტი უნდა შეცვალონ, ან პროდუქციაზე გამაფრთხილებელი წარწერა დაიტანონ.

თავის მხრივ, კომპანიებმა კარამელის მწარმოებლებს რეცეპტების შეცვლის მოთხოვით მიმართეს.

"კარამელის მომწოდებლებს რეცეპტის შეცვლის მოთხოვნით მივმართეთ, რათა ჩვენს პროდუქციაზე მეცნიერულად უსაფუძვლო გაფრთხილების განთავსება არ მოგვიხდეს", - აცხადებენ Coca-Cola-ში.

გარდა ამისა, ორივე მწარმოებლის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი პროდუქციის ამჟამინდელი შემადგენლობა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

Pepsi-სა და Coca-Cola-ს პროდუქციისა და ამ ბრენდების დიეტური სასმელების შემადგენლობაში 4-მეთილიმიდაზოლის მაღალი დონე ”სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებრივი ინტერესებით გამოყენების ცენტრმა” აღმოაჩინა. 2011 წლის თებერვლიდან ცენტრი კარამელის საღებავების აკრძალვას ცდილობს.

"ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თაგვებსა და ვირთხებში ეს ნივთიერებები სიმსივნური დაავადებების განვითარებას იწვევს. თუმცა, არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს აშშ-ის სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"