შვედეთში მაშველებმა თოვლში ორი თვის წინ მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში თოვლით დაფარულ მანქანაში იმყოფებოდა.
45 წლის მამაკაცი თოვლის "ხაფანში" 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მოყვა. მისი მანქანა გუშინ ქალაქ უმეოს შემოგარენში, ტყეში იპოვეს. მამაკაცს საუბარი და მოძრაობა არ შეეძლო.
ორი თვის განმავლობაში მისი ერთადერთი საარსებო წყარო თოვლი იყო. ამ დროისთვის მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმებმა შემთხვევას უნიკალური უწოდეს, მათი თქმით, ორი-სამი თვის განმავლობაში საკვების გარეშე ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია გაძლება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.