მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები
მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მე­რაბ კოს­ტა­ვას შე­სა­ხებ ბევ­რი რამ და­წე­რი­ლა და თქმუ­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ მან მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ა­ლია. მისი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ბა­ბუ­ა­სა და მშობ­ლებ­თან ერ­თად, დიდი როლი ბი­ძამ, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა გრი­გოლ კოს­ტა­ვამ ითა­მა­შა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. იგი მე­რაბს ბავ­შვო­ბი­დან აყა­ლი­ბებ­და არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ გმი­რად. 1946 წელს, მე­რაბ კოს­ტა­ვა თბი­ლი­სის ვაჟ­თა 1-ელ სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. თა­ნა­ტო­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. IX კლა­სი­დან სწავ­ლა ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რძე­ლა. ჯერ კი­დევ სკო­ლის მერ­ხი­დან და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა. სკო­ლა­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­უ­მე­გობ­რდა და ბავ­შვო­ბი­დან მათი მი­სია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა გახ­და.

რამ­დე­ნი­მე თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი პირ­ვე­ლი პატ­რი­ო­ტულ-არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნი" და­ა­არ­სა. 1956 წლის დე­კემ­ბრის სუს­ხი­ან დღე­ებ­ში თბი­ლის­ში პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გაჩ­ნდა: "ძირს პირ­სის­ხლი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბი, გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს!" ან­ტი­საბ­ჭო­თა პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნის" წევ­რე­ბი და­ი­ჭი­რეს. ასე მოხ­ვდნენ სკო­ლის მერ­ხი­დან სა­პყრო­ბი­ლე­ში: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ვოვა სი­ხა­რუ­ლი­ძე, თე­მურ ცერ­ცვა­ძე, თა­მაზ გუნ­ჯუა, გუ­რამ სხირტლა­ძე და ანა­ტო­ლი მი­ქა­ძე. მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვა, ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ცი­ხი­დან რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნი, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას შემ­დეგ უსა­მარ­თლოდ გა­და­სახ­ლე­ბა­სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წლე­ბი გა­ა­ტა­რა... ციხე-კო­ლო­ნი­ე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ვლა­დი­მერ ტა­ბა­ღუა მე­რაბ კოს­ტა­ვას პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში შეხ­ვდა.

ვლა­დი­მერ ტა­ბა­ღუა:

- მე­რაბ კოს­ტა­ვას პი­რა­დი საქ­მის გაც­ნო­ბამ და­მარ­წმუ­ნა, რომ უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგი გან­საც­დელს არ შე­უ­შინ­და; პი­რი­ქით -უსა­მარ­თლოდ თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას, წა­მე­ბას, უდ­რე­კად იტან­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს აღარ არ­სე­ბობს მისი პი­რა­დი საქ­მე, რად­გა­ნაც ის სუკ-ისა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვებ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს შე­ე­წი­რა, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი. მახ­სოვს, როცა მისი საქ­მე ხელ­ში ავი­ღე და მა­სა­ლებს დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი, გა­ვოგნ­დი. ის ემო­ცია არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. ერთი სქე­ლი ტომი იყო, მაგ­რამ მო­ცუ­ლო­ბით იმა­ზე მეტი გახ­ლდათ, ვიდ­რე 5 პა­ტიმ­რის ერ­თად შეკ­რუ­ლი საქ­მე. თი­თო­ე­ულ ფურ­ცელს სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ვე­ცა­ნი. საქ­მე რამ­დე­ნი­მეგ­ვერ­დი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით იწყე­ბო­და, და­ნარ­ჩენ ფურ­ცლებ­ზე მის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი და სა­ჩივ­რე­ბი იყო აღ­ნუს­ხუ­ლი; კარ­ცე­რებ­სა და კა­მე­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნის ბრძა­ნე­ბე­ბით იყო სავ­სე. ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ტან­ჯვა-წა­მე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სრუ­ლი მა­სა­ლა ერ­თად იყო თავ­მოყ­რი­ლი.

1978 წლის 29 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ ა. კო­ბა­ხი­ძის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, სა­ხალ­ხო მსა­ჯუ­ლე­ბის: ლ. გრი­გო­ლი­ას, ე. ნა­რი­მა­ნი­ძის, პრო­კუ­რორ გ. უგუ­ლა­ვას და ად­ვო­კა­ტე­ბის: მ. ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი­სა და ო. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მე­რაბ კოს­ტა­ვას ბრალ­დე­ბის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. ისი­ნი 71-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს -ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის­თვის და 3-3 წელი მი­ე­სა­ჯათ. ამ სას­ჯელს და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლი -გა­და­სახ­ლე­ბა და­ე­მა­ტა. პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ მე­რაბ კოს­ტა­ვა ირ­კუტსკის ოლ­ქში 2 წლით გა­და­ა­სახ­ლეს. ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი უშიშ­რო­ე­ბას სპე­ცი­ა­ლურ აღ­რი­ცხვა­ზე ჰყავ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ...

გა­და­სახ­ლე­ბა­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში, სოფ­ლის კლუბ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს და ახა­ლი ბრალ­დე­ბა -ხუ­ლიგ­ნო­ბა შე­უ­თი­თხნეს. თით­ქოს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მე­რაბ კოს­ტა­ვამ ჩხუ­ბი ატე­ხა, იმ დროს მი­ლი­ცი­ელ­მა მას წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა, მი­ლი­ცი­ელს მა­ი­სუ­რი შე­მო­ა­ხია და ხე­ლის­კვრით ძირს და­აგ­დო. ამ ბრალ­დე­ბით, 1981 წლის 17 ნო­ემ­ბერს, ირ­კუტსკის ოლ­ქში იგი ისევ გა­ა­სა­მარ­თლეს. გა­და­სახ­ლე­ბის წლე­ბი ახალ სას­ჯელს და­ე­მა­ტა და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ქა­ლაქ ან­გარ­სკში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქაც მკაც­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ჰყავ­დათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი რომ ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. აკონ­ტრო­ლებ­დნენ, წე­რი­ლე­ბი არ გა­ეგ­ზავ­ნა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდ­ნენ. იმ დროს, მე­რაბ კოს­ტა­ვა მე­უღ­ლეს­თან, ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დან ბე­რი­ძეს­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შვი­ლის­თვის ალი­მენ­ტი უნდა გა­და­ე­ხა­და. პა­ტი­მარს მუ­შა­ო­ბა ევა­ლე­ბო­და. კა­ნო­ნით, ვი­საც ალი­მენ­ტი ჰქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, ისი­ნი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ო­ზე უნდა და­ე­საქ­მე­ბი­ნათ. რო­გორც წესი, სა­მუ­შა­ოდ პა­ტიმ­რე­ბი კო­ლო­ნი­ის გა­რეთ გაჰ­ყავ­დათ, დი­სი­დენ­ტებს კი გა­რეთ არ უშ­ვებ­დნენ. მე­რაბ კოს­ტა­ვამ ბევ­რჯერ მო­ი­თხო­ვა და­საქ­მე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ად­მი­ნის­ტრა­ცია მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სთა­ვა­ზობ­და -სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა (კო­ლო­ნი­ის დამ­ლა­გებ­ლო­ბა) შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. კა­ნა­ლი­ზა­ცია და კო­ლო­ნი­ის მთე­ლი ბა­რა­კი დღე­ში სამ­ჯერ უნდა და­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა. მან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა. ამის გამო კარ­ცერ­ში მო­ა­თავ­სეს.

-ამას აპ­რო­ტეს­ტებ­და?

-პი­რად საქ­მე­ში 1984 წლის 12 ნო­ემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იდო, კო­ლო­ნი­ის უფ­რო­სის და ქა­ლაქ ან­გარ­სკის პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი: "დიდი ხა­ნია, გთხო­ვეთ, მო­მა­წყოთ სა­მუ­შა­ო­ზე სა­წარ­მოო ზო­ნა­ში. თქვენ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ჩემს მო­თხოვ­ნას და ყო­ველ­გვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობთ, ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მა­ი­ძუ­ლოთ, ვი­მუ­შაო სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ვა­ცხა­დებ შიმ­შილს. მა­ნამ­დე ვი­შიმ­ში­ლებ, სა­ნამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ ჩემს მო­თხოვ­ნებს. გთხოვთ, მომ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ვი­მუ­შაო და ალი­მენ­ტის გა­დახ­და შევ­ძლო!"

კო­ლო­ნი­ა­ში მო­შიმ­ში­ლე მე­რაბ კოს­ტა­ვას პრო­კუ­რო­რი შეხ­ვდა, მაგ­რამ სა­მუ­შა­ო­ზე მა­ინც არ მო­ა­წყვეს. 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან უდი­დე­სი ნა­წი­ლი, კარ­ცერ­სა და სა­პყრო­ბი­ლის რე­ჟიმ­ში გა­ა­ტა­რა. ერთხელ იმის გა­მოც და­სა­ჯეს, რომ კო­ლო­ნი­ის მე­ო­რე ბა­რაკ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტი­მა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, კარ­ცერ­ში უჰა­ე­რო­ბა­სა და სი­ნეს­ტე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვად­და. უკა­ნო­ნო სას­ჯე­ლე­ბის გამო დიდ­ხანს შიმ­ში­ლობ­და. 18-დღი­ან­მა მშრალ­მა შიმ­ში­ლო­ბამ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბა იმ­დე­ნად შე­არ­ყია, რომ საკ­ნი­დან ცო­ცხალმკვდა­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს. იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ეყ­ვა­ნა. რომ მომ­ჯო­ბინ­და, ისევ უკან და­აბ­რუ­ნეს. იგი­ვე წრე დატ­რი­ალ­და, დაბ­რუ­ნე­ბულს ისევ კო­ლო­ნი­ის და­ლა­გე­ბა მოს­თხო­ვეს, კვლავ უარი გა­ნა­ცხა­და. ურ­ჩო­ბის­თვის კი­დევ კარ­ცერ­ში უკ­რეს თავი. ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის იმ­დე­ნი ბრძა­ნე­ბა და­ი­წე­რა და იმ­დენ­ჯერ და­ე­დო სას­ჯე­ლი, რომ 1985 წელს, ურ­ჩო­ბის­თვის, კი­დევ ერთხელ გა­ა­სა­მარ­თლეს. არა­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო ახ­ლოვ­დე­ბო­და. ძველ წლებს კი­დევ ერთხელ ახა­ლი სას­ჯე­ლი (3 წელი) და­ე­მა­ტა და ცი­ხე­ში მო­სახ­დე­ლი ისევ 4 წე­ლი­წად­ზე მეტი გა­უხ­და. მოკ­ლედ, კო­ლო­ნი­ი­დან კო­ლო­ნი­ა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, სულ მოძ­რა­ო­ბა­ში იყო.

-რო­დის შე­იც­ვა­ლა მის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

-მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ დი­სი­დენ­ტებს ასე მკაც­რად აღარ ექ­ცე­ოდ­ნენ. ისი­ნი არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკა­ნო­ნო­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწ­ვდიდ­ნენ, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. რო­გორც იქნა, 1986 წლის დე­კემ­ბერ­ში, მე­რაბ კოს­ტა­ვა სას­ჯე­ლის მო­სახ­დე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს. იმ დროს დი­სი­დენ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა...

#1 იზო­ლა­ტო­რის (შემ­დგომ­ში მე­ხუ­თე სა­პყრო­ბი­ლე. -ავტ.) სპეც­ნა­წი­ლის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად მე­რაბ კოს­ტა­ვას შევ­ხვდი. რუ­სე­თი­დან ახა­ლი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო. გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, -ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლებს შე­წყა­ლე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა უნდა და­ე­წე­რათ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის სა­ხელ­ზე და შე­ი­წყა­ლებ­დნენ. რო­გორც სპეც­ნა­წი­ლის უფ­როსს, მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. მო­რი­გეს ვთხო­ვე, ამ ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­ნი კა­ბი­ნეტ­ში ამო­ეყ­ვა­ნა და ოთახ­ში 4 პა­ტი­მარს შევ­ხვდი, მათ შო­რის მე­რაბ კოს­ტა­ვა­საც.

-იქ­ნებ ის შეხ­ვედ­რაც გა­იხ­სე­ნოთ...

-მახ­სოვს, კა­ბი­ნეტ­ში გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი, წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი, გამ­ხდა­რი, ღრმად მო­ხუ­ცი­ვით და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვა შე­მო­ვი­და. კარ­გად არ იყო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი. ოთახ­ში ბოლ­თას სცემ­და, ნერ­ვი­უ­ლო­ბა მა­შინ­ვე და­ე­ტყო, რა­ღა­ცას ბრა­ზობ­და და უნ­დობ­ლად მი­ყუ­რებ­და. აშ­კა­რა იყო, რომ სას­წრა­ფოდ სურ­და, ჩემ­თან ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი გა­ერ­კვია. რო­დე­საც ავუხ­სე­ნი, რომ გან­ცხა­დე­ბა უნდა და­ე­წე­რა დარ­ჩე­ნი­ლი სას­ჯე­ლის პა­ტი­ე­ბა­ზე, ანერ­ვი­ულ­და, სა­ხე­ზე წყე­ნა გა­მო­ე­ხა­ტა და პირ­და­პირ მი­თხრა: "რა პა­ტი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა უნდა დავ­წე­რო? უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ, არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მაქვს ჩა­დე­ნი­ლი ერი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ვის უნდა ვთხო­ვო პა­ტი­ე­ბა და რა­ტომ?!"

მისი კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ვე­ცა­დე ამეხ­სნა, რომ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ნიშ­ნავ­და. ჩემ­მა ამ სი­ტყვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და სა­კან­ში დაბ­რუ­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა. მას სხვებ­მაც მიჰ­ბა­ძეს და შე­წყა­ლე­ბა­ზე მა­თაც უარი თქვეს. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ოქმი შე­ვად­გი­ნე და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს გა­და­ვე­ცი. ამ შეხ­ვედ­რამ აღ­მიძ­რა სურ­ვი­ლი, რომ დე­ტა­ლუ­რად გავ­ცნო­ბო­დი მის პი­რად საქ­მეს. გა­ვოც­დი, როცა ეს მა­სა­ლა ვნა­ხე. ის მარ­თლაც შე­უდ­რე­კე­ლი კა­ცის ცხოვ­რე­ბას სრუ­ლად ასა­ხავ­და.

-რა ეწე­რა მის პი­რად საქ­მე­ში?

-იქი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი ამო­ვი­წე­რე. იცით, პა­ტიმ­რო­ბის დროს დას­ჯი­ლი იყო იმის­თვი­საც, რომ სა­კან­ში ერთი ცალი კან­ფე­ტი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ვი­თომ­დაც რა­ღაც ნივთს უპო­ვიდ­ნენ და კარ­ცერ­ში ყოფ­ნის ვა­დას ასე უხან­გრძლი­ვებ­დნენ. არა­და, თვი­თონ­ვე უგ­დებ­დნენ სა­კან­ში აკ­რძა­ლულ ნივთს და მერე ამის გამო სჯიდ­ნენ.

-ქარ­თულ ცი­ხე­ში ალ­ბათ მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, არა?

-მე­რაბ კოს­ტა­ვას ქარ­თულ ცი­ხე­ში პა­ტი­ვის­ცე­მით ექ­ცე­ოდ­ნენ რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ისე -პა­ტიმ­რე­ბიც. ყვე­ლას უყ­ვარ­და... იგი ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და. სა­კან­ში უამ­რა­ვი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, თე­ო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ტიმ­რებ­თან, 15-კა­ცი­ან სა­კან­ში იჯდა. მერე ქსნის ტუბ­ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე სას­ჯელს იქ იხ­დი­და.

როცა ქვე­ყა­ნა აი­რია, გა­დავ­წყვი­ტე, მისი პი­რა­დი საქ­მე გა­და­მერ­ჩი­ნა და ქსე­რო­ას­ლე­ბი გა­და­მე­ღო. მარ­თლა ზღვა მა­სა­ლა გახ­ლდათ, უნი­კა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბით -ასე რომ, წიგ­ნის გა­მო­ცე­მაც კი შე­იძ­ლე­ბო­და. ერთ დღეს საქ­მე არ­ქი­ვი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე და სახ­ლში წა­ვი­ღე. არ ვიცი, ისე ოპე­რა­ტი­უ­ლად ეს ამ­ბა­ვი ვინ გა­ი­გო. შრო­მა-გას­წო­რე­ბის სპეც­ნა­წი­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ლა­ჩი­ნოვ­მა მე­ო­რე დღეს მო­მა­კი­თხა და მი­თხრა, -კოს­ტა­ვას პი­რა­დი საქ­მე წა­მო­გი­ღია და სას­წრა­ფოდ უფ­როსს სჭირ­დე­ბაო. მისი ქსე­რო­ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტი მქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი და ისი­ნი შემ­რჩა. საქ­მე ლა­ჩი­ნოვს გა­და­ვე­ცი იმ იმე­დით, რომ ისევ შევ­ძლებ­დი ამ საქ­მის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას და ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბას, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა.

-რა­ტომ?

-ამ ფაქ­ტი­დან მე­ო­რე დღეს, შევ­ჩენ­კოს ქუ­ჩა­ზე, შს სა­მი­ნის­ტროს არ­ქივს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მერე მე­რაბ კოს­ტა­ვას საქ­მე რომ მო­ვი­ძიე, ლა­ჩი­ნოვ­მა მი­თხრა, -სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად, კოს­ტა­ვას საქ­მეც და­იწ­ვაო. ვინ და­ა­ვა­ლა და რა­ტომ წა­ი­ღო ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, არ ვიცი. ფაქ­ტია, რომ კოს­ტა­ვას საქ­მე გა­ნად­გურ­და. ვერც იმას გე­ტყვით, არ­ქივს ვინ­მემ ცე­ცხლი შეგ­ნე­ბუ­ლად წა­უ­კი­და თუ არა... სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო 1985 წლის იან­ვრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვას და­ხა­სი­ა­თე­ბა. მა­ში­ნაც მას კა­მე­რუ­ლი ტი­პის სა­კან­ში გა­და­საყ­ვა­ნად ამ­ზა­დებ­დნენ და IX კო­ლო­ნი­ის რაზ­მე­უ­ლის უფ­რო­სი წერ­და: "გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი და ამა­ყია, სის­ტე­მა­ტუ­რად ხაზს უს­ვამს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან შე­და­რე­ბით თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს უარ­ყოფს და მი­იჩ­ნევს, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­წყვეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა და რწმე­ნის გამო. ამ­ბობს, რომ მის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლია. მის ხა­სი­ათ­ში ნათ­ლად გა­მო­ხა­ტუ­ლია ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ნიშ­ნე­ბი. კი­თხუ­ლობს მხო­ლოდ ქარ­თულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, რომ­ლი­თაც ნა­თე­სა­ვე­ბი ამა­რა­გე­ბენ. მე­გობ­რობს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­თან, კი­თხუ­ლობს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად..."

-პი­რა­დი საქ­მი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ას­ლე­ბი ისევ თქვენ­თან ინა­ხე­ბა?

-სამ­წუ­ხა­როდ, არა, სულ რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­ღა შე­მომ­რჩა. რო­გორც გი­თხა­რით, მისი პი­რა­დი საქ­მის ნა­წი­ლი გა­და­ღე­ბუ­ლი მქონ­და და სა­გულ­და­გუ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დი, მაგ­რამ "მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეროვ­ნულ გმირ­ზე წიგ­ნი მზად­დე­ბო­და და მა­სა­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ. დაქ­სე­რო­ქ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი პა­ტი­მარს ცი­ხე­ში ლა­მა­ზად ავა­კინძვი­ნე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ყდაც და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე და ეს მა­სა­ლე­ბი "მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­და­ვე­ცი". მერე რომ მო­ვი­ძიე, მი­თხრეს, და­ი­კარ­გაო. მინ­დო­და, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ას­ლე­ბი მის მუ­ზე­უმ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. საქ­მეს ფო­ტოც ერ­თვო­და

-მე­რაბ კოს­ტა­ვას გა­შე­შე­ბუ­ლი, არა­მე­ტყვე­ლი კად­რი. პი­რად საქ­მე­ზე კი დაკ­რუ­ლი იყო თმა­გა­და­პარ­სუ­ლი მე­რა­ბის უნი­კა­ლუ­რი ფოტო. ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მი­თხრეს, რომ ისიც და­ი­კარ­გა...

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ არის ცნო­ბი­ლი. ციმ­ბი­რი­დან მე­რაბ­მა ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა ოჯახს: "ძა­ლი­ან მძი­მედ ვარ, მა­ი­სის თვე­ში კარ­ცე­რი მი­თავ­დე­ბა, არ ვიცი, ოდეს­მე ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მოხ­დე­ბა თუ არა". ციმ­ბირ­ში მას მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მა ჩა­ა­კი­თხა, რო­მელ­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­აც ახ­ლდა. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რო­გო­რი იყო მათი შეხ­ვედ­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ერთხელ მე­რაბს დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს: "დედი, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ჯერ უფა­ლი მიყ­ვარს, მერე -ზვი­ა­დი, მერე კი შენ მიყ­ვარ­ხა­რო".

-სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში დიდ­ხანს იხ­დი­და სას­ჯელს?

-არა. 1987 წლის აპ­რილ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, დი­სი­დენ­ტე­ბი შე­ი­წყა­ლეს. იცით, რა ჩა­ი­წე­რა მე­რაბ კოს­ტა­ვა­სა და სხვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა­ში? იქ ეწე­რა: "მე­რაბ კოს­ტა­ვამ შე­იგ­ნო თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი, მო­ი­ნა­ნია და და­ამ­ტკი­ცა ეს თა­ვი­სი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მი­თა და ყო­ფაქ­ცე­ვით, ამი­ტომ, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პა­ტიმ­რო­ბი­დან". ეს სა­სა­ცი­ლო რე­ა­ლო­ბა იყო. არა­და, მის პი­რად საქ­მე­ში სულ დარ­ღვე­ვებ­სა და მის "ურ­ჩო­ბა­ზე" იყო ლა­პა­რა­კი. ასე ხდე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას როცა სჭირ­დე­ბო­და და რო­გორც სჭირ­დე­ბო­და, ისე იქ­ცე­ო­და. ფაქ­ტია, გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, მთე­ლი 6 წე­ლი­წა­დი ტან­ჯვა-წა­მე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მარ­თა­ლია, ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან და­უძ­ლურ­და, მაგ­რამ მე­რა­ბი სუ­ლი­ე­რად ვერ გა­ტე­ხეს!.. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იგი გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, 1987-1990 წლებ­ში გა­მარ­თუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ... მე­რაბს სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე რუს­თა­ვის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლი­სა და თბი­ლი­სის მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მე­სა­მე სა­მუ­სი­კო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლად მის და­ნიშ­ვნა­ზე ყვე­ლა სა­მუ­სი­კო სკო­ლა უარს ამ­ბობ­და. თბი­ლი­სის VIII სა­მუ­სი­კო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გმი­რუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და მე­რაბ კოს­ტა­ვა 1988 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მას­წავ­ლებ­ლად და­ნიშ­ნა. რო­გორც მე­გობ­რე­ბის მო­ნა­თხრო­ბი­დან ვიცი, მისი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მარ­თლა ზე­ი­მი იყო. 1989 წლის მა­ის­ში ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კონ­ცერ­ტი და­ი­გეგ­მა. ამ კონ­ცერ­ტის­თვის ბავ­შვებს მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ამ­ზა­დებ­და და თურ­მე ხუმ­რობ­და: ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს და­ა­ნახ­ვა ჩემი თავი ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე სა­დი­რი­ჟო­რო ჯო­ხით ხელ­შიო... მე­რაბ­თან ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლის შვი­ლიც სწავ­ლობ­და. 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ კი და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი მარ­თლა არა­ვის გახ­სე­ნე­ბია...

1989 წლის 9 აპ­რილს მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის, მე­რა­ბი კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს, 40 დღის შემ­დეგ კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ცი­ხე­ში ძა­ლი­ან და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­დაო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ნა­ტან­ჯი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ამ ტრა­გე­დი­ი­დან მალე, 1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში მო­მა­ვა­ლი, სო­ფელ ბო­რით­თან (ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნი) ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დას­ტი­რო­და; სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს. როცა მთაწ­მინ­და­ზე, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში მი­ას­ვე­ნებ­დნენ, იქ მი­მა­ვალ უამ­რავ ადა­მი­ანს შო­რის მეც ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი ამ უსა­მარ­თლოდ მრა­ვალ­ჯერ დას­ჯი­ლი, მაგ­რამ გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლის მქო­ნე ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის სუ­ლი­ერ სიძ­ლი­ე­რე­ზე...

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები

მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შესახებ ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მან მთელი შეგნებული ცხოვრება, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. იგი მერაბს ბავშვობიდან აყალიბებდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. 1946 წელს, მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა 1-ელ სკოლაში შეიყვანეს. თანატოლებს შორის გამორჩეული იყო. IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში ზვიად გამსახურდიას დაუმეგობრდა და ბავშვობიდან მათი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა გახდა.

რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირველი პატრიოტულ-არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა. 1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გამო, საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე და ანატოლი მიქაძე. მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, ექვსი თვის შემდეგ, ციხიდან როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. მას შემდეგ უსამართლოდ გადასახლებასა და პატიმრობაში ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა... ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ტაბაღუა მერაბ კოსტავას პირველად საქართველოს ციხეში შეხვდა.

ვლადიმერ ტაბაღუა:

- მერაბ კოსტავას პირადი საქმის გაცნობამ დამარწმუნა, რომ უმძიმესი პირობების მიუხედავად, იგი განსაცდელს არ შეუშინდა; პირიქით -უსამართლოდ თავს დატეხილ უბედურებას, წამებას, უდრეკად იტანდა. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ არსებობს მისი პირადი საქმე, რადგანაც ის სუკ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, ისევე როგორც ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ბევრი დოკუმენტი. მახსოვს, როცა მისი საქმე ხელში ავიღე და მასალებს დეტალურად გავეცანი, გავოგნდი. ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ერთი სქელი ტომი იყო, მაგრამ მოცულობით იმაზე მეტი გახლდათ, ვიდრე 5 პატიმრის ერთად შეკრული საქმე. თითოეულ ფურცელს საგულდაგულოდ გავეცანი. საქმე რამდენიმეგვერდიანი სასამართლოს განაჩენით იწყებოდა, დანარჩენ ფურცლებზე მისთვის გამოცხადებული საყვედურები და საჩივრები იყო აღნუსხული; კარცერებსა და კამერული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანის ბრძანებებით იყო სავსე. ფაქტობრივად, მისი ტანჯვა-წამების დამადასტურებელი სრული მასალა ერთად იყო თავმოყრილი.

1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილისა და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე განიხილა. ისინი 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გაასამართლეს -ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და 3-3 წელი მიესაჯათ. ამ სასჯელს დამატებითი სასჯელი -გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ...

გადასახლებაში, ქალაქ ირკუტსკში, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე პროვოკაცია მოუწყვეს და ახალი ბრალდება -ხულიგნობა შეუთითხნეს. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ კოსტავამ ჩხუბი ატეხა, იმ დროს მილიციელმა მას წესრიგისკენ მოუწოდა, ის არ დაემორჩილა, მილიციელს მაისური შემოახია და ხელისკვრით ძირს დააგდო. ამ ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს, ირკუტსკის ოლქში იგი ისევ გაასამართლეს. გადასახლების წლები ახალ სასჯელს დაემატა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. იქაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა. აკონტროლებდნენ, წერილები არ გაეგზავნა იმ ადამიანებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ. იმ დროს, მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდან ბერიძესთან, ფაქტობრივად, განქორწინებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. პატიმარს მუშაობა ევალებოდა. კანონით, ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. როგორც წესი, სამუშაოდ პატიმრები კოლონიის გარეთ გაჰყავდათ, დისიდენტებს კი გარეთ არ უშვებდნენ. მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ უშედეგოდ. ადმინისტრაცია მას ალტერნატივას სთავაზობდა -სამეურნეო საქმიანობა (კოლონიის დამლაგებლობა) შეესრულებინა. კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. მან შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე კატეგორიული უარი თქვა. ამის გამო კარცერში მოათავსეს.

-ამას აპროტესტებდა?

-პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და ქალაქ ანგარსკის პროკურორის სახელზე დაწერილი: "დიდი ხანია, გთხოვეთ, მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში. თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობთ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ, ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს. მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!"

კოლონიაში მოშიმშილე მერაბ კოსტავას პროკურორი შეხვდა, მაგრამ სამუშაოზე მაინც არ მოაწყვეს. 5-წლიანი პატიმრობიდან უდიდესი ნაწილი, კარცერსა და საპყრობილის რეჟიმში გაატარა. ერთხელ იმის გამოც დასაჯეს, რომ კოლონიის მეორე ბარაკში მყოფი ქართველი პატიმარი მოინახულა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამო დიდხანს შიმშილობდა. 18-დღიანმა მშრალმა შიმშილობამ ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, რომ საკნიდან ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს. იმდენად ცუდად იყო, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს ისევ კოლონიის დალაგება მოსთხოვეს, კვლავ უარი განაცხადა. ურჩობისთვის კიდევ კარცერში უკრეს თავი. შინაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა, გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველ წლებს კიდევ ერთხელ ახალი სასჯელი (3 წელი) დაემატა და ციხეში მოსახდელი ისევ 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. მოკლედ, კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო.

-როდის შეიცვალა მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება?

-მიხეილ გორბაჩოვის დანიშვნის შემდეგ დისიდენტებს ასე მკაცრად აღარ ექცეოდნენ. ისინი არ ჩერდებოდნენ და საერთაშორისო საზოგადოებას უკანონობებზე ინფორმაციებს აწვდიდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. როგორც იქნა, 1986 წლის დეკემბერში, მერაბ კოსტავა სასჯელის მოსახდელად საქართველოში დააბრუნეს. იმ დროს დისიდენტების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა...

#1 იზოლატორის (შემდგომში მეხუთე საპყრობილე. -ავტ.) სპეცნაწილის უფროსი ვიყავი, როცა პირველად მერაბ კოსტავას შევხვდი. რუსეთიდან ახალი ჩამოყვანილი იყო. განკარგულება მივიღეთ, -ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულებს შეწყალებაზე განცხადება უნდა დაეწერათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და შეიწყალებდნენ. როგორც სპეცნაწილის უფროსს, მათთვის ინფორმაციის გაცნობა მევალებოდა. მორიგეს ვთხოვე, ამ ბრალდებით დაკავებულნი კაბინეტში ამოეყვანა და ოთახში 4 პატიმარს შევხვდი, მათ შორის მერაბ კოსტავასაც.

-იქნებ ის შეხვედრაც გაიხსენოთ...

-მახსოვს, კაბინეტში გაჭაღარავებული, წვერმოშვებული, გამხდარი, ღრმად მოხუცივით დაუძლურებული მერაბ კოსტავა შემოვიდა. კარგად არ იყო გამოჯანმრთელებული. ოთახში ბოლთას სცემდა, ნერვიულობა მაშინვე დაეტყო, რაღაცას ბრაზობდა და უნდობლად მიყურებდა. აშკარა იყო, რომ სასწრაფოდ სურდა, ჩემთან ვიზიტის მიზეზი გაერკვია. როდესაც ავუხსენი, რომ განცხადება უნდა დაეწერა დარჩენილი სასჯელის პატიებაზე, ანერვიულდა, სახეზე წყენა გამოეხატა და პირდაპირ მითხრა: "რა პატიების განცხადება უნდა დავწერო? უდანაშაულო ადამიანი ვარ, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ერისა და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომ?!"

მისი კატეგორიული უარის მიუხედავად, შევეცადე ამეხსნა, რომ განცხადების დაწერა, ფაქტობრივად, მის გათავისუფლებას ნიშნავდა. ჩემმა ამ სიტყვებმა გააღიზიანა და საკანში დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა. მას სხვებმაც მიჰბაძეს და შეწყალებაზე მათაც უარი თქვეს. შეხვედრის შემდეგ ოქმი შევადგინე და შესაბამის ორგანოს გადავეცი. ამ შეხვედრამ აღმიძრა სურვილი, რომ დეტალურად გავცნობოდი მის პირად საქმეს. გავოცდი, როცა ეს მასალა ვნახე. ის მართლაც შეუდრეკელი კაცის ცხოვრებას სრულად ასახავდა.

-რა ეწერა მის პირად საქმეში?

-იქიდან ბევრი საინტერესო დეტალი ამოვიწერე. იცით, პატიმრობის დროს დასჯილი იყო იმისთვისაც, რომ საკანში ერთი ცალი კანფეტი აღმოუჩინეს. ვითომდაც რაღაც ნივთს უპოვიდნენ და კარცერში ყოფნის ვადას ასე უხანგრძლივებდნენ. არადა, თვითონვე უგდებდნენ საკანში აკრძალულ ნივთს და მერე ამის გამო სჯიდნენ.

-ქართულ ციხეში ალბათ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, არა?

-მერაბ კოსტავას ქართულ ციხეში პატივისცემით ექცეოდნენ როგორც თანამშრომლები, ისე -პატიმრებიც. ყველას უყვარდა... იგი ბევრს კითხულობდა. საკანში უამრავი ფილოსოფიური, თეოლოგიური ლიტერატურა ჰქონდა. საპყრობილეში ჩვეულებრივ პატიმრებთან, 15-კაციან საკანში იჯდა. მერე ქსნის ტუბზონაში გადაიყვანეს და გათავისუფლებამდე სასჯელს იქ იხდიდა.

როცა ქვეყანა აირია, გადავწყვიტე, მისი პირადი საქმე გადამერჩინა და ქსეროასლები გადამეღო. მართლა ზღვა მასალა გახლდათ, უნიკალური ფაქტებით -ასე რომ, წიგნის გამოცემაც კი შეიძლებოდა. ერთ დღეს საქმე არქივიდან გამოვიტანე და სახლში წავიღე. არ ვიცი, ისე ოპერატიულად ეს ამბავი ვინ გაიგო. შრომა-გასწორების სპეცნაწილის სამმართველოს უფროსმა, ლაჩინოვმა მეორე დღეს მომაკითხა და მითხრა, -კოსტავას პირადი საქმე წამოგიღია და სასწრაფოდ უფროსს სჭირდებაო. მისი ქსეროასლების გადაღება ვეღარ მოვასწარი, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი მქონდა გადაღებული და ისინი შემრჩა. საქმე ლაჩინოვს გადავეცი იმ იმედით, რომ ისევ შევძლებდი ამ საქმის ხელში ჩაგდებას და ასლების გადაღებას, მაგრამ ვერ მოხერხდა.

-რატომ?

-ამ ფაქტიდან მეორე დღეს, შევჩენკოს ქუჩაზე, შს სამინისტროს არქივს ცეცხლი გაუჩნდა. მერე მერაბ კოსტავას საქმე რომ მოვიძიე, ლაჩინოვმა მითხრა, -სხვა დოკუმენტებთან ერთად, კოსტავას საქმეც დაიწვაო. ვინ დაავალა და რატომ წაიღო ეს დოკუმენტები, არ ვიცი. ფაქტია, რომ კოსტავას საქმე განადგურდა. ვერც იმას გეტყვით, არქივს ვინმემ ცეცხლი შეგნებულად წაუკიდა თუ არა... საყურადღებო იყო 1985 წლის იანვრით დათარიღებული მერაბ კოსტავას დახასიათება. მაშინაც მას კამერული ტიპის საკანში გადასაყვანად ამზადებდნენ და IX კოლონიის რაზმეულის უფროსი წერდა: "გულჩათხრობილი და ამაყია, სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას. ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო. ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია. მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ნაციონალიზმის ნიშნები. კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც ნათესავები ამარაგებენ. მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან, კითხულობს ქართულ ლიტერატურას და საუბრობს ქართულად..."

-პირადი საქმიდან გადაღებული ასლები ისევ თქვენთან ინახება?

-სამწუხაროდ, არა, სულ რამდენიმე გვერდიღა შემომრჩა. როგორც გითხარით, მისი პირადი საქმის ნაწილი გადაღებული მქონდა და საგულდაგულოდ ვინახავდი, მაგრამ "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ" გამოაცხადა, რომ ეროვნულ გმირზე წიგნი მზადდებოდა და მასალებს აგროვებდნენ. დაქსეროქსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი პატიმარს ციხეში ლამაზად ავაკინძვინე, სპეციალური ყდაც დავამზადებინე და ეს მასალები "მერაბ კოსტავას საზოგადოებას გადავეცი". მერე რომ მოვიძიე, მითხრეს, დაიკარგაო. მინდოდა, გადარჩენილი ასლები მის მუზეუმში ჩამებარებინა. საქმეს ფოტოც ერთვოდა

-მერაბ კოსტავას გაშეშებული, არამეტყველი კადრი. პირად საქმეზე კი დაკრული იყო თმაგადაპარსული მერაბის უნიკალური ფოტო. ეს ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მასალა იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ისიც დაიკარგა...

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საოცარი მეგობრობის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. ციმბირიდან მერაბმა ასეთი შინაარსის წერილი გამოუგზავნა ოჯახს: "ძალიან მძიმედ ვარ, მაისის თვეში კარცერი მითავდება, არ ვიცი, ოდესმე ჩვენი შეხვედრა მოხდება თუ არა". ციმბირში მას მეუღლემ, ქალბატონმა რუსუდანმა ჩააკითხა, რომელსაც ზვიად გამსახურდიაც ახლდა. ნამდვილად არ ვიცი, როგორი იყო მათი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ემოციური იქნებოდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ მერაბს დედამისისთვის უთქვამს: "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე -ზვიადი, მერე კი შენ მიყვარხარო".

-საქართველოს ციხეში დიდხანს იხდიდა სასჯელს?

-არა. 1987 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დისიდენტები შეიწყალეს. იცით, რა ჩაიწერა მერაბ კოსტავასა და სხვების გათავისუფლების ბრძანებაში? იქ ეწერა: "მერაბ კოსტავამ შეიგნო თავისი დანაშაული, მოინანია და დაამტკიცა ეს თავისი კეთილსინდისიერი შრომითა და ყოფაქცევით, ამიტომ, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან". ეს სასაცილო რეალობა იყო. არადა, მის პირად საქმეში სულ დარღვევებსა და მის "ურჩობაზე" იყო ლაპარაკი. ასე ხდებოდა, ხელისუფლებას როცა სჭირდებოდა და როგორც სჭირდებოდა, ისე იქცეოდა. ფაქტია, გადასახლების შემდეგ, მთელი 6 წელიწადი ტანჯვა-წამებაში გაატარა. მართალია, ფიზიკურად ძალიან დაუძლურდა, მაგრამ მერაბი სულიერად ვერ გატეხეს!.. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იგი გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის ორგანიზატორი გახლდათ... მერაბს სახელმწიფო კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული.

დაპატიმრებამდე რუსთავის მუსიკალური სასწავლებლისა და თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგი იყო. ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, მასწავლებლად მის დანიშვნაზე ყველა სამუსიკო სკოლა უარს ამბობდა. თბილისის VIII სამუსიკო სკოლის დირექტორმა გმირული ნაბიჯი გადადგა და მერაბ კოსტავა 1988 წლის სექტემბერში მასწავლებლად დანიშნა. როგორც მეგობრების მონათხრობიდან ვიცი, მისი გაკვეთილები მართლა ზეიმი იყო. 1989 წლის მაისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მისი ხელმძღვანელობით კონცერტი დაიგეგმა. ამ კონცერტისთვის ბავშვებს მთელი მონდომებით ამზადებდა და თურმე ხუმრობდა: ჯუმბერ პატიაშვილს დაანახვა ჩემი თავი ფილარმონიის სცენაზე სადირიჟორო ჯოხით ხელშიო... მერაბთან ჯუმბერ პატიაშვილის შვილიც სწავლობდა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი დაგეგმილი კონცერტი მართლა არავის გახსენებია...

1989 წლის 9 აპრილს მიტინგის ორგანიზებისათვის, მერაბი კვლავ დააპატიმრეს, 40 დღის შემდეგ კი გაათავისუფლეს. პატიმრები ამბობდნენ, ციხეში ძალიან დადარდიანებული იყო და დატრიალებულ ტრაგედიას საშინლად განიცდიდაო. სამწუხაროდ, ჩვენი ნატანჯი ეროვნული გმირი, ამ ტრაგედიიდან მალე, 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალი, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. მთელი საქართველო დასტიროდა; სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. როცა მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიასვენებდნენ, იქ მიმავალ უამრავ ადამიანს შორის მეც ვიყავი და ვფიქრობდი ამ უსამართლოდ მრავალჯერ დასჯილი, მაგრამ გაუტეხელი სულის მქონე ქართველი ვაჟკაცის სულიერ სიძლიერეზე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ