2011 წლის ყველაზე პოპულარული ფილმი "ჰარი პოტერი" და "სიკვდილის საჩუქრები II" გახდა. რეიტინგი "Box Office Mojo"-მ შეადგინა. რეიტინგის ავტორების ცნობით, ფილმმა გასულ წელს 1 328 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საუკეთესო ფილმების სამეულშია "ტრანსფორმერები: მთვარის მუქი მხარე" და "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე". ფილმების შემოსავალი 2011 წელს, შესაბამისად, 1 123 მლნ და 1 043 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
საუკეთესო ფილმების ათეულში მეოთხე პოზიციაზეა "კუნგ-ფუ პანდა 2", მას მოჰყვება "განთიადი: ნაწილი 1", "ფორსაჟი 5", "კაცების წვეულება 2: ვეგასიდან ჰონკონგში", "ბინდი", "მანქანები 2" და "რიო".