ID ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000-მა მოქალაქემ გამოთქვა

ID ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000-მა მოქალაქემ გამოთქვა

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს .

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ და ID ბარათების გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, გაბრიელაშვილის თქმით, ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები თანდათან ფართოვდება. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია, 2011 წლის 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ID ბარათით ადამიანს პერსონალური ინფორმაციის დათვალიერება შეუძლია.

ახალი ნოვაცია "საქართველოს ბანკმა" შესთავაზა მომხმარებლებს. მათ აღარ უწევთ მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით.

ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. დაჩქარებული მომსახურების მსურველებისათვის კი ელექტრონული პირადობის მოწმობა შაბათ-კვირასაც გაიცემა. ათ დღის ვადაში ბარათის აღების საფასური 30 ლარია, განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი. 60 ლარის გადახდის შემთხვევაში ID ბარათის აღება ოცდაოთხ საათშია შესაძლებელი, განაცხადის დაკეთების დღესვე ელექტრონული პირადობის მომწობის საფასური კი 65 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"