კანადელმა, პროფესიით დიეტოლოგმა მელანი ჰესკეტმა ყველაფერი იღონა, რათა საკუთარი თინეიჯერი შვილები ”მაკდონალდსის” საკვებისგან დაეცვა.
მელანიმ, რომელიც ონტარიოს პროვინციიდანაა, ექსპერიმენტი ჩაატარა: სწრაფი კვების რესტორნის ჩისბურგერი სამზარეულოში ერთი წლით შეინახა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინანდელი ჩისბურგერი კვლავაც ისე გამოიყურება, როგორც ახალი.
ჩისბურგერს არ მოკიდებია არც ობი და არც სოკო. მხოლოდ ხორცი დაძველდა, მაგრამ მისი ფორმა არ შეცვლილა და კვლავაც ახალს ჰგავს. ყველს კი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მოეკიდა ობი.
"მილიონობით ადამიანი მიირთმევს საკვებს, რომელსაც ბაქტერიებიც კი არ ჭამს", - დაასკვნა მელანიმ.
მისმა ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო - მელანის უფროსი ვაჟი სწრაფი კვების ობიექტებში აღარ დადის.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.