შიმპანზე, სახელად ჩიტა, რომელიც ფილმ "ტარზანში" თამაშობდა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაიმუნი ფლორიდის შტატში, პალმ-ჰარბორის ნაკრძალში დაიღუპა. ნაკრძალის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სიკვდილის მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა. თანამშრომლები იხსენებენ, რომ ჩიტა ძალიან კონტაქტური იყო და განსაკუთრებით ხატვა უყვარდა.
ის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მაიმუნი იყო. კინოეკრანზე 30-იან წლებში ფილმ "ტარზანში" გამოჩნდა და მთავარი როლის შემსრულებელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ჯონ ვაისმიულერს "ღირსეული" პარტნიორობა გაუწია.
პალმ-ჰარბორის ნაკრძალში ჩიტა 1960 წლიდან ცხოვრობდა.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.