National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა

National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა

ცნობილმა გამოცემამ National Geographic-მა, გასული წლის ფოტოკონკურსის შედეგები შეაჯამა. ჟურნალის წლის ფოტოს ტიტული ცნობილი ფოტოგრაფის, შეხეი გოხის "შხეფები" გახდა. მასზე წვიმაში მოყოლილი ჭრიჭინაა აღბეჭდილი. 

"მწერების ფოტოების გადაღებაზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევით ჭრიჭინა შევნიშნე. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, მე კი გადაღება განვაგრძე, რადგან შესანიშნავი განათება იყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

ბუნების წიაღის საუკეთესო ფოტოდ National Geographic-მა კენტ შირაიშის "ცისფერი ტბა და პირველი თოვლი" აღიარა.

"ტბის წყალს შეფერილობას მასში არსებული ცხელი წყაროები აძლევენ და ეს ფერი ყოველდღიურად იცვლება. მისტიკური ცისფერისა და ქათქათა თეთრი ფერების თანხვედრა მომაჯადოებელი აღმოჩნდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოხელოვან ანჯეი ფიტორის - "მედუზა დილის გარიჟრაჟზე" ჟურნალმა ბუნების ამსახველი საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში დააჯილდოვა. კადრში ჩანს მედუზა, რომელიც ოკეანის ზედაპირზე მზის პირველი სხივების "აბაზანის მისაღებად" ამოვიდა.

პრიზით დაჯილდოვდა მერიუს კოეტზის "პანიკა წყალში". მასზე ზებრების ჯოგია აღბეჭდილი, რომლებიც წყალში "წუწაობენ".

ბუნების საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კიდევ ერთი პრემია სტეფანო პესარილის ფოტომ - "ნადირობამ" მოიპოვა. მასზე ჩანს, როგორ მისდევს მსხვერპლს იაგუარი. მოძრავი კადრის ეფექტის გამო კადრში მოხვედრილი მთლიანი პეიზაჟის ფონი წაშლილია. 

ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა დაფნა ბენ ნუნის "ბელუგა ვეშაპების ნებივრობა". ფოტო ჩრდილოეთ რუსეთშია გადაღებული.

კონკურსი 2011 წელს მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სულ ჟიურის წამახალისებელი პრემია 14-მა ფოტომ მიიღო.

მომზადებულია ngm.nationalgeographic.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს