Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეთილი ზღაპრიდან ტრაგედიამდე - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი ცხოვრება
კეთილი ზღაპრიდან ტრაგედიამდე - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი ცხოვრება

კონ­კურ­სში - "მის სა­ქარ­თვე­ლო" - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკან­დალ­ში რომ ეხ­ვე­ვი­ან, არა­ხა­ლია. ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო", ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი - მა­საც უმალ "ამო­უ­ქე­ქეს", რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და მისი გა­ნა­თხოვ­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც, რა­საც გო­გო­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამას­თან, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის მე­სა­მე დღეს მისი და - 9 წლის ანე­ტა გარ­და­იც­ვა­ლა. ამ თე­მა­ზე ჯა­ნეტს ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ კი­თხვებ­ზე მა­ინც მი­პა­სუ­ხა...

ჯა­ნე­ტი:

- 1991 წელს, პე­ტერ­ბურ­გში და­ვი­ბა­დე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით გო­რი­დან იყო. ერთ ზა­ფხულს და­სას­ვე­ნებ­ლად აფხა­ზეთ­ში წა­ვი­და, სა­დაც ბებო გა­იც­ნო. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და გო­რე­ლი ბიჭი მეგ­რე­ლებ­მა აფხა­ზეთ­ში და­ი­ტო­ვეს. მა­მა­ჩე­მი აფხა­ზეთ­ში გაჩ­ნდა. სხვა­თა შო­რის, დე­დაც ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, მაგ­რამ 14 წლი­დან პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლობ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც... დე­დამ და მა­მამ ერ­თმა­ნე­თი რუ­სეთ­ში გა­იც­ნეს, იქვე შექ­მნეს ოჯა­ხი და ვი­ნა­ი­დან მეც იქ და­ვი­ბა­დე, ცხა­დია, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ნი­ჭა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის ჩა­მოხ­ვე­დი?

- მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, მისი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდი­ლიყ­ვნენ და სას­კო­ლო ასა­კის გავ­ხდი თუ არა, აქ ჩა­მო­ვე­დით. სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. მამა ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, ხა­ნაც - მოს­კოვ­ში და მთე­ლი ოჯა­ხი მას დავ­ყვე­ბო­დით - ანუ ხან იქ ვცხოვ­რობ­დით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუ­სეთ­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, იქვე ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და მერე სა­ბუ­თე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე.

- ამ­ბობ­დნენ, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2010 წელს მი­ი­ღე...

- ეს სიც­რუ­ეა! სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1993 წელს ჩა­მო­ვე­დი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტიც მქონ­და, 2010 წელს კი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბარ­თვა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო, მე კი ეს არ ვი­ცო­დი; უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთი ამ­ბა­ვი არ ატე­ხეს, ისიც არ ვი­ცო­დი, რომ ჩემი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. მა­შინ თით­ქოს, ყვე­ლამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რა პირი. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ მე და ია კიწ­მა­რიშ­ვილს გვინ­დო­და, "მის მსოფ­ლი­ო­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც წა­სუ­ლი­ყო.

- რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მე­სა­მე კურ­სზე ვარ, მო­დე­ლო­ბა კი ჩემი ჰო­ბია. სა­მო­მავ­ლოდ ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას ვა­პი­რებ. ყვე­ლა ჩემი ნა­თე­სა­ვი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და, რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, აქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- კონ­კურ­სში - "მის სა­ქარ­თვე­ლო" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რა­ტომ გა­გიჩ­ნდა?

- საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რე­ბი­სას მე და ჩემი ძმა ვმღე­რო­დით კი­დეც. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მომ­წონ­და... 2010 წელს "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ბედი "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზეც" მე­ცა­და. გა­მარ­ჯვე­ბას არც ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ­დი, - ხუ­თე­ულ­ში თუ მოვ­ხვდე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

- რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც "მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­დი?

- მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, - დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი.

- დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, შენს ოჯახს ტრა­გე­დი­აც და­ა­ტყდა თავს...

- კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, - ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ, ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და.

- ინ­გლის­ში გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღე?

- ოჯა­ხის წევ­რებ­მაც მი­თხრეს, რომ ჩემი საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­მეყ­ვა­ნა. "მის მსოფ­ლი­ო­ზე" გამ­გზავ­რე­ბამ დეპ­რე­სი­ის­გან მიხ­სნა. ხან­და­ხან ძა­ლი­ან მინ­დო­და ტი­რი­ლი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, მე­ო­რე დღეს გა­რეთ და­სი­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ვერ გა­ვი­დო­დი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­ლდით, თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა.

- კონ­კურ­სის შე­სა­ხე­ბაც მო­მი­ყე­ვი. რო­გორც ვიცი, მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გქონ­დათ...

- კი, დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით, 7-დან 8 სა­ა­თამ­დე ვსა­უზ­მობ­დით და მერე მთე­ლი დღე, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე რე­პე­ტი­ცია გვქონ­და... მახ­სოვს, პირ­ვე­ლად ედინ­ბურ­გის სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით, რო­მე­ლიც XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და. მე­ო­რე დღეს­ვე შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ იქ უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და: კა­რა­დის კარი იღე­ბო­და, კა­კუ­ნი გვეს­მო­და და ა.შ. რო­გორც ედინ­ბურ­გში ამ­ბო­ბენ, - იმ სას­ტუმ­რო­ში სუ­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ (იღი­მის)... როცა ჟი­უ­რის­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი უნდა წარ­მედ­გი­ნა, მათ ჩემი და­ი­კოს შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. მე­ტი­რე­ბო­და, კრი­ჭა შე­მეკ­რა, მას­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და... ჟი­უ­რის ვუ­თხა­რი, რომ მინ­დო­და, ანე­ტას სა­ხელ­ზე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი და­მე­არ­სე­ბი­ნა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს და­ეხ­მა­რე­ბო­და.

"მის მსოფ­ლი­ოს" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ჯუ­ლია მორ­ლი დამ­პირ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ფონ­დის და­არ­სე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სამ­დე 3 დღით ადრე სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბის ათე­ულ­ში ვყო­ფილ­ვარ; მაგ­რამ არც ერ­თმა ქარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ კონ­კურ­სის ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ შე­ის­ყი­და, ამან კი ჟი­უ­რი­ზე საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა: მსგავს კონ­კურ­სებ­ზე, რო­გო­რი კარ­გი გა­რეგ­ნო­ბაც უნდა გქონ­დეს, თუ შენი ქვეყ­ნის­გან მხარ­და­ჭე­რა არ გაქვს, ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ.

- ამ­ბო­ბენ, რომ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ეს სი­მარ­თლეა?

- არა. ვიდ­რე ინ­გლის­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რომ ჩახ­ვალ, ფრთხი­ლად იყა­ვი, არა­ფე­რი "გა­გი­ჩა­ლი­ჩო­ნო", მაგ­რამ იქ სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, ბევრ გო­გო­ნას და­ვუ­მე­გობ­რდი.

- ჯა­ნეტ, შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გავ­რცელ­და ჭორი. ამ­ბობ­დნენ, რომ გა­თხო­ვი­ლი იყა­ვი...

- ეს სიც­რუ­ეა! ისიც გა­ვი­გე, თით­ქოს უკვე ორი შვი­ლი მყავს და იმა­საც ამ­ბობ­დნენ, - ანე­ტა მისი და კი არა, ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდა­თო. თუ და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ ეს აბ­სურ­დია. აბა, რა გა­მო­დის, ბავ­შვი 10 წლის ასაკ­ში გა­ვა­ჩი­ნე?.. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ვინ­მე თუ გა­მოჩ­ნდე­ბა, არ და­გი­მა­ლავთ.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კეთილი ზღაპრიდან ტრაგედიამდე - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი ცხოვრება

კეთილი ზღაპრიდან ტრაგედიამდე - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი ცხოვრება

კონკურსში - "მის საქართველო" - გამარჯვებული გოგონები სკანდალში რომ ეხვევიან, არახალია. ამ მხრივ არც წლევანდელი "მის საქართველო", ჯანეტ ქერდიყოშვილია გამონაკლისი - მასაც უმალ "ამოუქექეს", რომ რუსეთის მოქალაქე იყო, ჭორები გავრცელდა მისი განათხოვრობის შესახებაც, რასაც გოგონა კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, კონკურსში გამარჯვების მესამე დღეს მისი და - 9 წლის ანეტა გარდაიცვალა. ამ თემაზე ჯანეტს ლაპარაკი ძალიან უჭირს, მაგრამ კითხვებზე მაინც მიპასუხა...

ჯანეტი:

- 1991 წელს, პეტერბურგში დავიბადე. ბაბუაჩემი წარმოშობით გორიდან იყო. ერთ ზაფხულს დასასვენებლად აფხაზეთში წავიდა, სადაც ბებო გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და გორელი ბიჭი მეგრელებმა აფხაზეთში დაიტოვეს. მამაჩემი აფხაზეთში გაჩნდა. სხვათა შორის, დედაც ოჩამჩირიდანაა, მაგრამ 14 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა, სკოლაც იქ დაამთავრა და სამედიცინო უნივერსიტეტიც... დედამ და მამამ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს, იქვე შექმნეს ოჯახი და ვინაიდან მეც იქ დავიბადე, ცხადია, რუსეთის მოქალაქეობა მომენიჭა.

- საქართველოში როდის ჩამოხვედი?

- მამას ძალიან უნდოდა, მისი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და სასკოლო ასაკის გავხდი თუ არა, აქ ჩამოვედით. სკოლაში რომ მივედი, ქართული არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე. მამა ხან საქართველოში მუშაობდა, ხანაც - მოსკოვში და მთელი ოჯახი მას დავყვებოდით - ანუ ხან იქ ვცხოვრობდით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუსეთში, ქართულ სკოლაში ვისწავლე, იქვე ჩავაბარე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები და მერე საბუთები ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გადმოვიტანე.

- ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღე...

- ეს სიცრუეა! საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვედი, მოქალაქეობა მივიღე და ქართული პასპორტიც მქონდა, 2010 წელს კი კანონმდებლობა შეიცვალა, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად პრეზიდენტის ნებართვა გამხდარა საჭირო, მე კი ეს არ ვიცოდი; უფრო მეტიც, ვიდრე ჟურნალისტებმა ერთი ამბავი არ ატეხეს, ისიც არ ვიცოდი, რომ ჩემი ქართული პასპორტი გაუქმებული იყო. მაშინ თითქოს, ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეკრა პირი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მე და ია კიწმარიშვილს გვინდოდა, "მის მსოფლიოზე" საქართველოს წარმომადგენელიც წასულიყო.

- რა პროფესიას ეუფლები?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ, მოდელობა კი ჩემი ჰობია. სამომავლოდ ტელეწამყვანობას ვაპირებ. ყველა ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მაინც არ მინდოდა, რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტში მესწავლა. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- კონკურსში - "მის საქართველო" მონაწილეობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი. პეტერბურგში ცხოვრებისას მე და ჩემი ძმა ვმღეროდით კიდეც. ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა... 2010 წელს "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი, მეორე ადგილზე გავედი და სურვილი გამიჩნდა, ბედი "მის საქართველოზეც" მეცადა. გამარჯვებას არც ველოდი. ვფიქრობდი, - ხუთეულში თუ მოვხვდები, კარგი იქნება-მეთქი.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც "მის საქართველო" გახდი?

- მახსოვს, როგორც კი გავიმარჯვე, ვთქვი, - დღეიდან ჩემი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება-მეთქი. ხალხისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი.

- დიდ ბედნიერებასთან ერთად, შენს ოჯახს ტრაგედიაც დაატყდა თავს...

- კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.

დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...

დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა.

- ინგლისში გამგზავრების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე?

- ოჯახის წევრებმაც მითხრეს, რომ ჩემი საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. "მის მსოფლიოზე" გამგზავრებამ დეპრესიისგან მიხსნა. ხანდახან ძალიან მინდოდა ტირილი, მაგრამ ვიცოდი, მეორე დღეს გარეთ დასივებული თვალებით ვერ გავიდოდი და იძულებული გახლდით, თავი ხელში ამეყვანა.

- კონკურსის შესახებაც მომიყევი. როგორც ვიცი, მთელი დღე რეპეტიციები გქონდათ...

- კი, დილის 6 საათზე ვდგებოდით, 7-დან 8 საათამდე ვსაუზმობდით და მერე მთელი დღე, საღამოს 8 საათამდე რეპეტიცია გვქონდა... მახსოვს, პირველად ედინბურგის სასტუმროში დავბინავდით, რომელიც XVIII საუკუნეში აშენდა. მეორე დღესვე შევამჩნიეთ, რომ იქ უცნაური ამბები ხდებოდა: კარადის კარი იღებოდა, კაკუნი გვესმოდა და ა.შ. როგორც ედინბურგში ამბობენ, - იმ სასტუმროში სულები ბინადრობენ (იღიმის)... როცა ჟიურისთან გასაუბრებაზე მივედი, სადაც საკუთარი თავი უნდა წარმედგინა, მათ ჩემი დაიკოს შესახებ მოვუყევი. მეტირებოდა, კრიჭა შემეკრა, მასზე ლაპარაკი ძალიან გამიჭირდა... ჟიურის ვუთხარი, რომ მინდოდა, ანეტას სახელზე საქველმოქმედო ფონდი დამეარსებინა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დაეხმარებოდა.

"მის მსოფლიოს" ორგანიზატორი, ჯულია მორლი დამპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში და ფონდის დაარსებაში დამეხმარებოდა. საქართველოში ჩამოსულმა გავიგე, რომ კონკურსამდე 3 დღით ადრე საუკეთესო კონკურსანტების ათეულში ვყოფილვარ; მაგრამ არც ერთმა ქართულმა ტელევიზიამ კონკურსის ტრანსლირების უფლება არ შეისყიდა, ამან კი ჟიურიზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა: მსგავს კონკურსებზე, როგორი კარგი გარეგნობაც უნდა გქონდეს, თუ შენი ქვეყნისგან მხარდაჭერა არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ.

- ამბობენ, რომ კონკურსანტებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ეს სიმართლეა?

- არა. ვიდრე ინგლისში გავემგზავრებოდი, მეუბნებოდნენ, - რომ ჩახვალ, ფრთხილად იყავი, არაფერი "გაგიჩალიჩონო", მაგრამ იქ სრულიად სხვაგვარი სიტუაცია დამხვდა, ბევრ გოგონას დავუმეგობრდი.

- ჯანეტ, შენს პირად ცხოვრებაზეც გავრცელდა ჭორი. ამბობდნენ, რომ გათხოვილი იყავი...

- ეს სიცრუეა! ისიც გავიგე, თითქოს უკვე ორი შვილი მყავს და იმასაც ამბობდნენ, - ანეტა მისი და კი არა, ქალიშვილი გახლდათო. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს აბსურდია. აბა, რა გამოდის, ბავშვი 10 წლის ასაკში გავაჩინე?.. შეყვარებული არ მყავს. ჩემს ცხოვრებაში ვინმე თუ გამოჩნდება, არ დაგიმალავთ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება