ქუთაისში ოტია იოსელიანი ქუჩის, სკვერის და ბიუსტის გახსნას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური მოძრაობის "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა ფრთამ მერიის წინ მშვიდობიანი აქცია გამართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს სთხოვეს საკრებულოზე განიხილონ დადგენილების პროექტი, ქუთაისში ოტია იოსელიანი ქუჩის, სკვერის და ბიუსტის გახსნის თაობაზე.
"მშვიდობიან მიმართვას ვუგზავნით საკრებულოს თავმჯდომარეს და ვთხოვთ, დავამახსოვროთ ოტია იოსელიანი ქალაქს, ამიტომ ჩვენი თხოვნაა, მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს სათანადო თანხები და გაიხსნას უდიდესი კლასიკოსის ქუჩა, ბიუსტი და სკვერი," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრის წევრმა კახაბერ ქუთათელაძემ.
აქციას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულო მათ რჩევას აუცილებლად გაითვალისწინებს.
ირაკლი ვაჩიბერაძე